მნიშვნელოვანი ჰარმონიული ასპექტები  (სინასტრიაში)

მნიშვნელოვანი ჰარმონიული ასპექტები (სინასტრიაში)

პირველ რიგში, სინასტრულ რუკაში ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პლანეტებს შორის ასპექტებს: მზე-მთვარის, მარსი/ასცენდენტი/მზე; ქირონის ასპექტი ვენერა/ მზე/ მთვარე/ იუპიტერთან და/ან ნეპტუნთან

დადებითი ასპექტები (სექსტილი, ტრინი, ზოგჯერ შეერთება) მოასწავლებს ჰარმონიულ ურთიერთობას.

მზე/მთვარე- გამოხატავს კაცურ და ქალურ საწყისებს

მზე/მზე-ბუნებრივი მიზიდულობა/სიახლოვე

მზე/ქირონი-ნდობა;საიმედოობის შეგრძნება

მთვარე/მთვარე-ემოციური შევსება

მთვარე/ასცენდენტი ან დესცენდენტი-სულიერი ნათესაობის შეგრძნება

მთვარე/მარსი-ურთიერთობას სიცხეს მატებს

ვენერა/მარსი-სექსუალური მხარე

ვენერა/მთვარე-თბილი ემოციური დამოკიდებულება და ზრუნვის მოთხოვნილება

ვენერა/მერკური-კომუნიკაცია მნიშვნელოვანია (საუბარში ერთმანეთის აყოლა კარგად გამოსდით)

ვენერა/იუპიტერი -მხიარულება,მხიარულება და მხიარულება. ასევე კარგი ფინანსური შესაძლებლობები (პარტნიორობის პერიოდში ფინანსური გამართლება)

ვენერა/მზე-სიყვარული და “მე”-ს მიღება

ვენერა/ასცენდენტი ან დესცენდენტი-პიროვნების ფიზიკურად მიღება. წინა პლანზეა ფიზიკური მიმზიდველობა.

ვენერა/ქირონი-პოზიტიური ურთიერთობის მანიშნებელი

ვენერა/სატურნი-ხანგრძლივი ურთიერთობის მანიშნებელი

ვენერა/ურანი-ურთიერთობა სპონტანურია,ადვილად აღმოცენებადი და ასევე ადვილად ჩაქრობადი.

ვენერა/ნეპტუნი-რომანტიზმი და ოცნებები წინა პლანზე

ვენერა/პლუტონი-ღრმა გრძნობები და ინტენსიური სასიყვარულო კავშირი

მარსი/იუპიტერი-ძლიერ ენერგიას მატებს ნებისმიერ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში (რაც არ უნდა აირჩიოს წყვილმა,გაუმართლებთ)

მარსი/ქირონი-ნაყოფიერი ასპექტი (?)

იუპიტერი/ქირონი-იღბლიანი კავშირი

იუპიტერი/მზე-“ვარდისფერი სათვალე” ურთიერთობაში,ურთიერთობას მატებს პოზიტიურობას

იუპიტერი/მერკური-მსგავსი სულიერი რწმენები

იუპიტერი/ასცენდენტი-ხელსაყრელი ასპექტი

სატურნი/მთვარე-სტაბილურობა ურთიერთობაში

სატურნი/ასცენდენტი-სტაბილურობა და დაცულობის შეგრძნება

ყველაზე ცვალებადი და “მძიმე” ასპექტები არის სატურნი/ვენერისა და მთვარე/ქირონის. ამ ასპექტებს ზოგ აღწერაში შეხვდებით, როგორც “გულისგამტეხ” ასპექტებს. ასევე ყურადღება გაამახვილეთ ურანის ასპექტებზე.ამ პლანეტას ურთიერთობაში შემოაქვს არასტაბილურობა.

სატურნის ასპექტები სინასტრიაში

მზე-სატურნი : ”მზის” ნიშანი სწავლობს იყოს იმაზე უფროსი ვიდრე სინამდვილეშია.

მთვარე-სატურნი : ”მთვარე” ემოციურად იზრდება და აღარ იქცევა ბავშვურად.

მერკური-სატურნი : ”მერკური” სწავლობს ისაუბროს როგორც ზრდასრულმა პიროვნებამ.

ვენერა-სატურნი: ”ვენერა” აცნობიერებს რას ნიშნავს სრულფასოვანი (სერიოზული) ურთიერთობები.

მარსი-სატურნი : ”მარსი” სწავლობს მოქმედებას როგორც ზრდასრული ადამიანი.

იუპიტერი-სატურნი: ”იუპიტერი” რეალისტურ ოპტიმიზმსა და იმედებს სწავლობს.

სატურნი-სატურნი: ”სატურნი” ორივე ადამიანს აცნობიერებს საერთო პასუხისმგებლობას და თანაბარ ერთგულებას.

ურანი-სატურნი: ”ურანი” ცდილობს დაარეგულიროს თავისუფლების და ურთიერთობების დამყარების მოთხოვნილება .

ნეპტუნი-სატურნი: ”ნეპტუნი” შეიგრძნობს ილუზიის , ფანტაზიის და იდეზლიზმის სიღრმეებს.

პლუტონი-სატურნი: ”პლუტონი” აცნობიერებს ბრძოლის და ძალაუფლების უკიდურესობებს ურთიერთობებში.

სტატიის ავტორი: თამთა და რუსა


About Tamta

Scroll To Top