ასპექტები სინასტრიაში – შეერთება

ასპექტები სინასტრიაში – შეერთება

იმისთვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ ორი რუკის შედარების დროს, უნდა განვიხილოთ ორ რუკას შორის არსებული ასპექტები. ორ რუკას შორის ასპექტების მნიშვნელობა ძალიან ჰგავს ნატალურ რუკაში ასპექტების მნიშვნელობას. არსებობს რეალური და სიმბოლური ასპექტები.

რეალური ასპექტი ეწოდება იმ ასპექტებს, რომლებიც ქმნიან გრადუსების მიხედვით ასპექტს, ხოლო სიმბოლური ასპექტი ეწოდება ისეთ ასპექტებს, რომლებიც მოიაზრებიან ზოდიაქოს ნიშნის დასაწყის და ბოლო გრადუსებზე. უკეთ გასაგები რომ გახდეს, ავხსნათ მაგალითით: მზე დგას კუროს მე-2 გრადუსზე, მთვარე – მერწყულის 29-ე გრადუსზე. რეალური ასპექტი- ესაა სექსტილი 3 გრადუსიანი გადახრით, ანუ მზესა და მთვარეს შორის დადებითი ასპექტი სექსტილი გვაქვს,ასევე ეს მდებარეობა გვაძლევს სიმბოლურ კვადრატს (კურო-მეწყული .ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი ერთმანეთთან კვადრატს ქმნის). როგორც ვხედავთ, რეალური ასპექტები გრადუსების მიხედვით იქმნება, ხოლო სიმბოლური-ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

სიმბოლური ასპექტების მოქმედება განსხვავდება რეალური ასპექტების მოქმედებისგან. ხდება ერთი პლანეტის მახასიათებლების ,ენერგიის გარდაქმნა მეორე პლანეტისადმი,ანუ ირევა მახასიათებლები. მაგალითად, თუ პარტნიორის ვენერა აღმოჩნდა სიმბოლურ კვადრატში თქვენს ვენერასთან, მისი ეთიკურ-ესთეტიური კრიტერიუმები შეიძლება მოგეჩვენოთ განსხვავებულად, გაუგებრად, სიახლედ, ხოლო თუ სიმბოლურ ტრინს ქმნის-გასაგები და შინაგანად მისაღები.

რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში რეალური და სიმბოლური ასპექტები შეიძლება ერთმანეთთან კონფლიქტშიც აღმოჩნდნენ. განვიხილოთ სხვა მაგალითი: მზე მორიელის პირველ გრადუსზე და მეორე პარტნიორის მთვარე კირჩხიბის ბოლო გრადუსზე. ორივე პლანეტის მოქმედება თითქოს ჰგავს ერთმანეთს სიმბოლური ტრინის მეშვეობით (კირჩხიბი და მორიელი), მაგრამ ასევე იქმნება დაძაბული რეალური ასპექტი კვადრატი ( მორიელის აქტიურობა გამოიწვევს კირჩხიბი მთვარიანის დისკომფორტს, ნერვიულობას, შინაგან დაძაბულობას, გაუჩნდება ფსიქოლოგიური დაცვის სურვილი).

რომელი ტიპის ასპექტი უფრო ზუსტია? (არასწორი კითხვაა, რადგან ორივე მოქმედებს) მოდი ჯერ განვიხილოთ რეალური ასპექტები.

შეერთება

შეერთება ერთ-ერთი ძლიერი ასპექტია, რომლის დროსაც შეერთებაში მყოფი პლანეტები ერთმანეთზე ზემოქმედებენ და ასრულებენ ორ ფუნქციას: გადამცემის და მიმღების. საკუთარ ვიბრაციას გადასცემენ შეერთებაში მყოფ პლანეტას და მისგანაც იგივეს იღებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეერთებაში მყოფი პლანეტა იღებს იმ იმპულსებს და სფეროს დამახასიათებელ თვისებებს, რომლებსაც განაგებს შეერთებაში მყოფი მეორე პლანეტა და ამავე დროს, საკუთარ იმპულსებს და სფეროს დამახასიათებელ თვისებებს უზიარებს. მათი ურთიერთქმედება შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ერთი მთლიანობა და ერთმანეთში არეული.

პლანეტათა სიძლიერის გამო (მათი ქულების, მდებარეობის ეგზალტაცია/დაცემა/დომიცილი/განდევნა მიხედვით) შეგვიძლია ვისაუბროთ 4 ტიპის შეერთებაზე:

  • პლანეტა რთავს შეერთებაში მყოფ სხვა პლანეტას და კვებავს საკუთარი ენერგიით
  • პლანეტა რთავს მეორე პლანეტას
  • პლანეტა ირთვება მეორე პლანეტისგან
  • პლანეტა ირთვება მეორე პლანეტისგან და მისი ენერგიით იკვებება.

იუპიტერი – პლანეტას თვითდარწმუნებულობას, მოთხოვნილებების გაზვიადებას მატებს,მაგრამ ამავე დროს ოპტიმიზმსა და ჰარმონიას.

სატურნი – პლანეტას „ყინავს“, დისციპლინას და კონტროლს მატებს, სპონტანურობას და თავისუფალ გამოხატვას უზღუდავს, მაგრამ ამავე დროს უფრო მატერიალურს და ხელშესახებს ხდის.

ურანი – პლანეტის მოქმედებებს არასტაბილურ ფონს სძენს (მოულოდნელი აფეთქებები,გამოხატვა,მოულოდნელი გაცივება), ამავე დროს ორიგინალური გამოხატვის საშუალებებს მატებს (მაგ: ურანი მარსის შეერთების დროს-მოულოდნელი ენერგიის მოზღვავება, აფეთქება, რომელსაც აპათია ცვლის, ასევე ორიგინალური ქმედებების მანიშნებელიცაა)

ნეპტუნი– მგრძნობელობას,ძლიერ შეგრძნებებს,უმაღლეს გრძნობადობას მატებს პლანეტას, ამავე დროს შეუძლებელი ხდება პლანეტის ენერგიის რომელიმე ერთ მიზანზე კონცენტრირება.

პლუტონი – ყველა სფეროზე იძლევა სრულ კონტროლსა და სტრესულ მდგომარეობას, ამავე დროს წარსულისა და ახლანდელის გაწმენდის საშუალებას აძლევს,გარდაქმნის.

სინასტრიაში შეერთება დადებითი ასპექტია თუ უარყოფითი?

შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას ასპექტი შეერთება სინასტრიაში დადებითია თუ უარყოფითი. იმის მიხედვით, თუ რომელი პლანეტები ერთდებიან, შეგვიძლია ვთქვათ შეერთება ჰარმონიულია თუ არაჰარმონიული. შეერთების პრინციპი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: „ერთი სქესის პლანეტების შეერთება ჰარმონიულია, ხოლო განსხვავებული სქესის პლანეტების შეერთება-არაჰარმონიული“ (ჰაერისა და ცეცხლის ყველა ნიშანი მამრობით სქესს ატარებს, მიწისა და წყლის ყველა ნიშანი-მდედრობით სქესს). პლანეტები კი შეიძლება ასე დაიყოს

— ძლიერი „ინი“ (ქალური) და ძლიერი „იანი“ (კაცური) —

მთვარე, ვენერა, ნეპტუნი, სატურნი, ურანი,პლუტონი, იუპიტერი, მზე, მარსი, მერკური

ყველაზე ძლიერი გამოხატვის მხრივ არის მთვარე (ქალური) და მარსი (კაცური), ოდნავ მათზე სუსტი ვენერა (ქალური)-მზე (კაცური), უფრო სუსტი ნეპტუნი (ქალური) – იუპიტერი (კაცური). ხოლო სატურნსა და პლუტონს თითქმის არ გააჩნიათ დომინანტური საწყისი, ხოლო ურანსა და მერკურს – თანაბრად გააჩნიათ როგორც ქალური, ისევე კაცური მახასიათებლები.

შესაბამისად: მთვარისა და მარსის შეერთება – არაჰარმონიულია, მთვარის შეერთება ვენერასთან, ასევე მზის შეერთება მარსთან კი ჰარმონიულად ითვლება.ნეპტუნის და იუპიტერის შემთხვევაში არც ჰარმონიული, არც დისჰარმონიული., დანარჩენ შემთხვევაში პლანეტების მახასიათებლის მიხედვით წყდება. მაგ: ურანის შემთხვევაში შეგვიძლია დისჰარმონიულად ჩავთვალოთ იმპულსურობის მატების გამო, სატურნის შემთხვევაში- სიცივის გამო.

მომზადებულია როჟანსკის ლექციების მიხედვით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top