ასპექტები სინასტრიაში –  მზის შეერთება პლანეტებთან

ასპექტები სინასტრიაში – მზის შეერთება პლანეტებთან

მზე მზე
მზე
მზის შეერთება ურთიერთობას მატებს ენერგიას, ძალას. ესაა გაორმაგებული ენერგიაორივე თქვენგანს შესწევს ძალა იმის მიაღწიოთ, რაც გსურთ და რაც თქვენი ურთიერთობისთვისაა საჭირო. ერთმანეთს პიროვნულად ავსებთ, მაგრამ შეიძლება განზიდვის ძალაც დიდი იყოს, რადგან ორი ერთნაირი მახასიათებლების, საჭიროებისა და ნების ადამიანმა შეიძლება ერთმანეთთან დიდხანს ვერ გაძლოს. ამ შეერთების შემთხვევაში პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის საჭიროებების. როცა თქვენი პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს მზესთანხელს უწყობს ერთნაირი ხედვის ჩამოყალიბებას საჭიროებების შემთხვევაში.

მზე მთვარე (ცნობიერიარაცნობიერი)
ემოციურ
დონეზე შეთავსებადობა.როდესაც 1 პარტნიორის ნატალური მზე შეერთებაშია მეორე პარტნიორის მთვარესთან, პარტნიორებს მატებს ემპათიას ერთმანეთისადმი. ისინი იზიარებენ ერთმანეთის მიღწევებს. ეს ასპექტი პარტნიორებში ემოციურ დაკმაყოფილებას უწყობს ხელს, რომანტიული ურთიერთობებისთვის და განსაკუთრებით ქორწინებისთვის ერთერთიმწვანე შუქია”.. როდესაც თქვენი პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს მთვარესთან.. პარტნიორი ადვილად გიგებთ და გაკმაყოფილებთ ემოციურ დონეზე, ის ადვილად ხვდება თქვენს საჭიროებებს.

მზე მერკური
სინასტრიაში
მზემერკურის შეერთება მიუთითებს რომანტიულ პარტნიორებს შორის კომუნიკაციის დონეზე შეთავსებადობაზე, ერთმანეთის გაგებაზე, ერთმანეთის ნათქვამის, აზრის ზუსტად ჩაწვდომაზე, ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთნაირი ხედვაც ან აზრის ერთნაირად გამოთქმის მანერაც. როდესაც პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს მერკურთან, პარტნიორს აფასებს თვენი აზროვნების სტილს, იდეებს და ხედვას სხვადასხვა საკითხებისადმი.

მზე ვენერა
სინასტრიაში
მზევენერის შეერთება მიუთითებს პარტნიორებს შორის სიახლოვის გაძლიერებულ სურვილზე. პარტნიორი ადვილად იხიბლება მეორე პარტნიორის ფიზიკური სურვილებით, რომანტიული სიყვარულის უნარითა  და გრძნობების, ინტიმურობის გამოხატვით. ამ შეერთების შემთხვევაში პარტნიორი აღიქმება როგორც ფიზიკურად (და რომანტიული ურთიერთობისთვის) სასურველი. თუ თქვენი პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს ვენერასთან, პარტნიორი ადვილად იზიარებს თქვენს სასიყვარულო სურვილებსა და კრეატიულობას.

მზე მარსი
როდესაც
თქვენი მზე შეერთებაშია პარტნიორის მარსთან, ეს მიანიშნებს, რომ ქვენ გექნებათ აქტიური როლი ურთიერთობაში, პარტნიორის ენერგიულობა, მიღწევები მიგიზიდავთ. დაეხმარებით ცვლილებების განხორციელებაში. ამ ასპექტის შემთხვევაში გექნებათ ძლიერი ფიზიკურსექსუალური მიზიდულობა. თუ თქვენი პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს მარსთან თქვენს პარტნიორს თქვენში ენთუზიაზმი, ენერგიულობა მიიზიდავს.

მზე იუპიტერი
მზე
იუპიტერის შეერთება მიანიშნებს წარმატებულ ურთიერთობაზე. ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც ორივეს წარმატებას, ოპტიმიზმს, ერთმანეთისადმი ემპათიას მოუტანს. პარტნიორების მიერ ერთად წამოწყებული საქმეები წარმატებით დასრულდება. თუ თქვენი პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს იუპიტერთან, თქვენი წარმატება მატერიალურ და სულიერ დონეზე ორივეზე დადებითად იმოქმედებს.

მზესატურნი
მზე
სატურნის შეერთების შემთხვევაში თქვენი პარტნიორი მიდრეკილი იქნება თქვენი ურთიერთობისა და დამოკიდებულების შეფასებისკენ, განხილვისკენ. შესაძლოა ეს ასპექტი ნიშნავდეს ძლიერი პიროვნული უსაფრთხოების შეგრძნებას ურთიერთობაშიდაცულად იგრძნობთ თავს. სატურნი შემზღუდველიცაა, პარტნიორმა შესაძლოა დაგიწესოთ გარკვეული შეზღუდვები. საბოლოოდ ურთიერთობა შესაძლოა დასრულდეს ქორწინებით (მიდრეკილება სერიოზული ურთიერთობისკენ). როდესაც პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს სატურნთან, ურთიერთობაში მიდრეკილი იქნებით მისი შეზღუდვისკენ ან სულაც საზღვრების (?) დარღვევისკენ და ურთიერთობის გასერიოზულებისკენ.

მზე ურანი
მზისა
და ურანის შეერთება სინასტრიაში მიანიშნებს პარტნიორის მხრიდან მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე თქვენს მიმართებაში. ურთიერთობაში ხშირადაა მოსალოდნელი ცვლილებები, ახალი იდეების ერთად განხილვა (და შესაძლოა განხორციელებაც). პარტნიორს თქვენთან ურთიერთობის დროს გაუჩნდება სურვილი მკვეთრად გამოხატოს ინდივიდუალურობა. თუ პარტნიორის მზე შეერთებაშიათქქვენს ურანთან, პარტნიორს თქვენში მიიზიდავს ორიგინალური იდეები თუ ქცევები, რისკიანობა რასაც მასთან გამოხატავთ. თქვენსწინაშეაორიგინალური და მოულოდნელობებით სავსე ურთიერთობა.

მზე ნეპტუნი
მზე
ნეპტუნის შეერთების შემთხვევაში თქვენს შორის მომატებულია ინტუიცაზე დაყრდნობილი ქმედებები, არავერბალური კომუნიკაციათითქოს უთქმელად უგებთ ერთმანეთს. ნეპტუნი ურთიერთობას კრეატიულობას მატებსორიგინალური და შემოქმედებითი წყვილი. თუმცა ნეპტუნი ოცნებებისა და ფანტაზიის პლანეტადაც ითვლება, შესაბამისად შესაძლოა პარტნიორიდაბრმავდესწარმოდგენებით და ურთიერთობის/მეორე პარტნიორის რეალური სახე ვერ დაინახოს. როდესაც პარტნიორის მზე შეერთებაშია თქვენს ნეპტუნთან , ნეპტუნიგაიძულებთპარტნიორში დაინახოთ უფრო მეტი ან ის თვისებები, რომელთა დანახვაც გინდათ. თუმცა ასევე ნეპტუნი გმატებთ მგრძნობელობას ურთიერთობაში.

მზე პლუტონი
მზე
პლუტონის შეერთებას ურთიერთობაში ერთგვარი დაძაბულობა შემოაქვს. ესაა ფაქტობრივადბომბის კასრზე ჯდომა, რომელიც არ იცი როდის აფეთქდება” © ლოგოსი. ძლიერი ურთიერთობა და შეთავსებადობა, ენერგიების ცვლა,მიზიდულობა, ერთმანეთის კონტროლის სურვილი,სექსუალური ტაბუს დარღვევაამ ყველაფერს მოიცავს ასრებული ურთიერთობა.. შესაძლოა პლუტონის მქონე პარტნიორი მეორე პარტნიორისთვის აღმოჩნდეს ტრანსფორმატორითქვენ შესაძლოა ხშირად მოგეცეთ მისი გაკონტროლების შანსი, ასევე განვითარების ახალ ეტაპზე შესაძლოა გადაიყვანოთ და შეუცვალოთ შეფასების სისტემაც კი.

 p.s. ძველი მასალაა და წყარო უცნობია. მომავალში მასალა შეივსება სხვა ასპექტებითაც

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Tamta

Scroll To Top