საბავშვო ჰოროსკოპი – მშვილდოსანი ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – მშვილდოსანი ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი მშვილდოსანია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე ვმშვილდოსნის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მშვილდოსანის მსგავსად – ბასრი ისრით,

ფრთოსანი ცხენით ღრუბლებში მივფრინავით,

ვისწრაფვი ოცნებისკენ _ ცისკაბადონზე მოკიაფე ვარსკვლავისკენ.

მე მივაღწევ, და ეს სიშორე _ ჩემთვის დაბრკოლება არაა!

პატარა ფრთიანი ცხენი, რომელიც აქ ნიშნის სიმბოლოდ ჩვეულებრივი კენტავრის ნაცვლადაა  წარმოდგენილი, გვაუწყებს თქვენი პატარას ინდივიდუალობაზე. პირველ რიგში, ეს ძლიერი სურვილია – იყოს ქარივით თავისუფალი, მიწას მოსწყდეს, იკვლიოს სამყარო და მიაღწიოს ვარსკვლავებამდე. პატარა მშვილდოსანი _ საკუთარი არსით, რომანტიკოსია, იდეალისტი და უგუნურად მამაცია, აქვს დონ კიხოტის რწმენა, რაც მას “შეუძლებელი ოცნებების” ასრულებას, მათ ხილულად გადაქცევას მოახერხებინებს. ეს ბავშვი არ ჩაეჭიდება მატერიის ფაქტურას. მიეცით აფრენისა და მიწიდან მოწყვეტის შესაძლებლობა, ამ დროს თუ გამოსამშვიდობებელ მზერას მოგაპყრობთ, ნუ შეგეშინდებათ, გულს ნუ გაიტეხთ.

ეს – დამოუკიდებელი, თავისუფალი სულის ბავშვი, რომელსაც სჭირდება უფრო ფართო სამყარო იმისთვის, რომ საკუთარი ფრთები დაამუშავოს. პატარა, ბედნიერ მშვიდოსანს თქვენ უყვარხართ _ ფაქტიურად, დიდი ალბათობაა, იყოთ ერთ-ერთი იმ იდეალთაგანი, რომლისაც უბრალოდ მყარად სჯერა. ასე რომ, ერთი რამ მიიღეთ მხედველობაში, თუ ოდესმე პიედესტალიდან ჩამოხტომა მოგაფიქრდებათ, პატარა, შესაძლებელია, ამას გაპატიებთ და იმასაც კი შეძლებს, ოცნების დაცვის სურვილით, უკან პიედესტალზე დაგაყენოთ, _ მაგრამ ეს, შესაძლებელია, არ მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე არ გაგაგებინებთ, თუ რას ფიქრობს ის თქვენს ქმედებაზე.

ალბათობაა, მშვილდოსანი ძალიან გულწრფელი და გულგახსნილი იყოს. მას შეუძლია მთელი სიმართლის გადმოფრქვევა, მაშინაც კი თუ ცრუობს. ტაქტი – მისი ძლიერი მხარე არაა. ვალდებული ხართ სცადოთ ასწავლოთ ფიქრი მანამ, სანამ რაიმეს იტყვის, მაგრამ არ გათვალოთ იმაზე, რომ ეს ადვილად ასათვისებელი გაკვეთილი იქნება. პატარა მშვილდოსანი რაიმე ბოროტებას არ ფარავს, – ეს დაიმახსოვრეთ. უბრალოდ სიმართლე, რომელსაც ის ხედავს, ისწრაფვის სპონტანური ამოფრქვევისკენ.

ამ ბავშვს აქვს აღფრთოვანებულობა, ექსპანსიურობა, სიცოცხლის ოპტიმისტური ინტერესი, მას ცვლის შორეული ქვეყნები და არაჩვეულებრივი თავგადასავლები, მაშინაც კი, თუ ის არ ტოვებს საკუთარ ეზოს. თუ ფიზიკურად იქ, შორეულ ადგილებში ყოფნას ვერ შეძლებს, ამას მიაღწევს  გონების მეშვეობით –  კითხვისა და ფანტაზიის გამოყენებით. პატარას შეუნარჩუნეთ  და წაუხალისეთ ფანტაზია – რაიმე თავგადასავლის სათამაშოდ და პერსონაჟად თავის წარმოსადგენად, მიეცით ძველი, უჩვეულო სამოსი და აქსესუარები, მიეცით წიგნები საიდუმლო და ზღაპრული თავგადასავლების შესახებ.

მშვილდოსანს ააღელვებს სიღრმისეული პრობლემები და იდეალები, ის ადრეული ასაკიდან შეძლებს სამყაროსეულ პრობლემებზე ანდა ფილოსოფიურ საკითხებზე მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრის გამოხატვას. საოცარია, რომ ის შეიძლება საკმაოდ დაძაბული იყოს, როცა საქმე ეხება დეტალებს. ის მიდრეკილია შედეგებზე მანადე გადახტეს, სანამ ყველა ფაქტი ცნობილი იქნება და გამოხატოს დასკვნები საკმაოდ ავტორიტეტული ტონით.

სხვადასხვა საგნის განსხავებების განხილვისა და მათზე ყურებისას, შესაძლებელია,  პატარას დეტალები მხედველობიდან გამოეპაროს და ეს ეხება, მაგალითად, მოწესრიგებულ ოთახს ანდა  დასრულებულ სახლის სამუშაოებს. ეს ხდება არა იმდენად უპასუხისმგებლობის გამო, რამდენადაც იმის გამო, რომ ის ცვლილებებისას (სიახლეებისას) “იფურჩქნება” და ვერ იტანს მჭიდრო ჩარჩოებს.

იყავით მომთმენი _ ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ პატარას ეს არ ახასიათებს. შეგიძლიათ მიაღწიოთ სამუშაოს საუკეთესო შესრულებას, თუ მზად ხართ, ეს სამუშაო  პატარასგან მცირე დოზებით (ერთი ამოცანა ანდა დირექტივა ერთ ჯერზე) მიიღოთ, მათ შორის საკმარისი სხვადასხვაობით. ფანტაზიური თამაშის სახით, მატერიალურ ამოცანაზე თხზულება ასევე დაეხმარება საქმეს.

ბავშვი-მშვილდოსნების უმრავლესობას უყვარს სპორტი და გამოირჩევიან ზოგიერთ სახეობებში, ამასთან ერთად უპირატესობას უფრო ხშირად მიანიჭებს ინდივიდუალურ სახეობებს. მათ აუცილებლად სჭირდებათ დიდი ფიზიკური აქტიურობა, ასე რომ, პატარას შესაძლებლობა მიეცით თავი გამოსცადოს სხვადასხვა სახეობის სპორტში და შეხედეთ, რომელს აირჩევს. როგორც მისი სიმბოლო-პატარა ცხოველი მიანიშნებს, თქვენი მშვილდოსანს, ალბათობაა, უყვარდეს ცხენები (და არამხოლოდ ფრთოსანი ცხენები!) და ყველაფერი, რაც მათთანაა დაკავშირებული. კოორდინაცია, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი ექნება, მაგრამ, რამდენადაც პატარა მშვილდოსანი სადმე მოხვედრას მუდამ ჩქარობს, ის ხშირად იბლანდება საკუთარ ფეხებში სიჩქარის ანდა იმისი გამო, რომ ღრუბლებში დაფრინავს და არ იყურება სად მიდის.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top