საბავშვო ჰოროსკოპი – მორიელი ბავშვი

საბავშვო ჰოროსკოპი – მორიელი ბავშვი

ასტროლოგიაში ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მზის მდებარეობა განსაზღვრავს. თუ თქვენი შვილი მორიელია, ეს ნიშნავს რომ მისი დაბადების მომენტში მზე მორიელის თანავარსკვლავედს გადიოდა. ამ სტატიაში მოცემულია ბავშვების დახასიათება მზის ნიშნის (ანუ ზოდიაქოს ნიშნის) მიხედვით.

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

ნუ გეშინიათ მორიელის ნესტრის,

როგორც იმ საიდუმლობების, რომლებიც ჩემშია დაფარული.

იმისთვის, რომ დაინახოთ საკუთარი სიმართლე

მე ის უნდა ვიპოვო სიღრმეში.

მაშინ კეთილშობილ არწივად გადავიქცევი და ავიჭრები მაღლა

და ჩემი სული ძლიერი და თავისუფალი გახდება.

“თავად მე!” _ ეს შეიძლება ერთ-ერთი იმ პირველი ფრაზათაგანი იყოს, რომელსაც გაიგონებთ მაშინ, როცა ბავშვი ლაპარაკს დაიწყებს. არ ეკამათოთ და შესაძლებლობისთანავე არ შეუშალოთ ხელი _ თუ, რა თქმა უნდა, ის არ ცდილობს რაიმე რეალური საშიშროების ჩადენას. გადაყვლეფილი მუხლები არაა სასიკვდილო, ხოლო პატარა წაგებული ბრძოლა, შეიძლება, მისი სულისთვის სასარგებლოც კი აღმოჩდეს.

მორიელის (რომლის სიმბოლოც ასე ცნობილია), მისი ნესტარის გამო, უსამართლოდ ეშინიათ _ დიდი ალბათობაა, ამ ტიპის ადამიანები საკუთარ თავებს თავად ინესტრავდნენ ვიდრე _ სხვას და ყველაფერი ეს _ თვითგახსნის პროცესია. თანამედროვე ასტროლოგები უპირატესობას ანიჭებენ ამ ნიშნის უფრო ძველ სიმბოლოს _ არწივს, რამდენადაც ის ახდენს “ნესტრის” სიღრმიდან მაღლა _ მაღალი უნარისკენ _ აფრენისა და საკუთარი თავის ფლობის (რომლისკენაც მორიელი ასე ისწრაფვის) სიმბოლიზებას.

როგორც ზემოთ ითქვა, თქვენ მორიელ-ბავშვს სჭირდება საკუთარი ჭეშმარიტების მოძიება _ და ინტენსივობა, რომელშიც ამ ზოდიაქალურ ტიპაჟს შეუძლია კვლევა, ამოთხრა, დაჟინებილობა და გულმოდგინე მცდელობა, სანამ ის, რაც მას სურს, არ იქნება მიღწეული;

ინტენსიურობა _ ამ ნიშნისთვის საფუძველი და საგასაღებო სიტყვაა. თქვენი მორიელი ბუნებით სკეპტიკოსია, რომელიც არასდროს იღებს სარწმუნოდ თქვენ ანდა სხვების სიტყვებს. ადამიანის ეს ტიპაჟი ვალდებულია თავად მივიდეს საკუთარ დასკვნებამდე.

ალბათობაა, თქვენი პატარა მორიელი იყოს “წყნარი” ანდა “მარტოსული” ტიპის ბავშვი, ის არასდროს მოგცემთ უფლებას, იცოდეთ ყველაფერი რაზეც ფიქრობს. ზოგიერთ საიდუმლობებს მორიელი ყოველთვის ღრმად, შიგნით შეინახავს. საიდუმლოებანი და განმარტოება ძალიან მნიშვნელოვანია თავად მისთვის და თქვენ განსაკუთრებით ამას უნდა სცეთ პატივი. თუ შესაძლებელია, გამოუყავით საკუთარი ოთახი, თუ ასეთი შესაძლებლობა არ გაქვთ, ისე გააკეთეთ, რომ ჰქონდეს საკუთარი ჩასაკეტი (ბოქლომიანი, საკეტიანი) ყუთი, სადაც შეძლებს ცნობისმყვარე და-ძმისგან და/ან თქვენგანაც კი, საკუთარი საიდუმლოებების შენახვას. უზრუნველყავით მისთვის საიმედო ადგილი დღიურის შესანახად, რომელსაც ის, შესაძლებელია აწარმოებდეს და, დაე, თქვენ არც კი გქონდეთ იმის ცდუნება, რომ ცალი თვალით მაინც ჩაიჭყიტოთ მასში!

ამასთანავე არ იფიქროთ, რომ შეძლებთ პატარა მორიელისგან მრავალი საიდუმლოს შენახვას და დაფარვას. აქ ქმედებაში დაინახავთ ლეგენდას “მეექვსე გრძნობაზე” _ უნარი დაიჭიროს რაიმე “ჩვეულებრივი” ზღვარს მიღმა _ თუ თქვენი ბავშვი შეშფოთებულია, ის მანამ არ დამშვიდდება, სანამ არაჩვეულებრივი ანდა ფარული არ იქნება გამოცნობილი და ამოხსნილი _ და არც დაეჭვდეთ, რომ პატარა მორიელი ვერ გამოიცნობს ამას. საკუთარ სიმპატიებსა და ანტიპატიებში არ იყენებს ნაცრისფერ ტონებს, მხოლოდ შავი და თეთრია _ ამ ბავშვს ან უყვარს ან არ უყვარს, ყოველგვარი განსაზღვრელი და გაურკვეველი ტერმინების გარეშე.

მორიელი _ ეს უკიდურესობების ადამიანია, არ აღიარებს შუალედს. თქვენი თანხმობის დონისგან დამოუკიდებლად, ამ ბავშვის ძლიერი ნებისყოფა შესაძლებელია თქვენთვის სიხარულის მომტანი ანდა მდგომარეობიდან გამომყვანი იყოს. საბავშვო ლექსებიდან პატარა გოგონა მსუბუქი კულულით შუბლზე, რომელიც _ როცა კარგი იყო, იყო ძალიან, ძალიან კარგი, ხოლო როცა ცუდი იყო, უბრალოდ საშინელება იყო _ და ეს, რა თქმა უნდა, დაწერილია მორიელზე. არ შეშინდეთ, მაგრამ საჭიროა გაიგოთ, რომ უკიდურესად აუცილებელია პატივი სცეთ მის გადაწყვეტილებებსა და ღრმა გრძნობებს. თქვენ პატარას ღრმად უყვარს და ძალიან ერთგულია. ნებისმიერი, ვინც მორიელს მოეჩვენა რომ ღალატობს ანდა გასცა (და თქვენმა მორიელმა-ბავშვმა ეს გაცემად და ღალატად აღიქვა), ვეღარასდროს დაიბრუნებს მის ნდობას.

თქვენ ბავშვს შეიძლება იზიდავდეს გამოწვევა, რისკი და საქმიანობა, რომელიც უქადდის თავგადასავალს. ის ძალიან დამოუკიდებელი იქნება და შიში იშვითად შეიპყრობს. შეუძლია ფიზიკურად ანდა შეჯიბრის შემცველ სპორტში წარმატების მიღწევა (სადაც ნავარაუდებია სტრატეგია), ანდა საკუთარი დამოუკიდებელი ძალის გამოყენების და განმარტოებისკენ მიდრეკილების გამო შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს იმ სპორტს, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია ინდივიდუალური ოსტატობის განვითარებასთან, მაგალითად, ცურვა ანდა წყალში ხტომა.

ალბათობაა, მორიელს უყვარდეს კითხვა, განსაკუთრებით ყველაფერი იდუმალის შესახებ, ის დაბადებული დეტექტივი, სკეპტიკოსი და განმჭვრეტელია, მზადაა ამოთხაროს და გამოიკვლიოს, სანამ არ დაადასტურებს ან არ უარყოფს იმას, რის გარკვევასაც ცდილობდა.

საიდუმლო უნდა ამოიხსნას, ის, რაც დაფარულია, უნდა გამოვლინდეს, პრობლემა უნდა გადაწყდეს. სიბნელე აინტრიგებს და არ აშინებს. ეს თვისებები ნიშნავს, რომ დიდი ალბათობაა, თქვენ ბავშვს წარმატება ელის იმ დავალებებში, ხოლო მოგვიანებით იმ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია კვლევებთან. რა საქმეც არ უნდა აირჩიოს, ამ საქმიანობით ინტენსიურად და ჟინიანად დაკავდება.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top