სინასტრიული ქირონი I სახლში

სინასტრიული ქირონი I სახლში

როგორც ჩანს, ამ ადამიანთან არასდროს მოვიწყენ, მით უმეტეს, თუ საკუთარ თავს არც ისე სერიოზულად აღვიქვამ… აი, მას უფრო გაუჭირდება, განსაკუთერებით, თუ მისი ქირონი დაზიანებულია ან მისი ნათალური რუკის მგრძნობიარე ნაწილშია განთავსებული.

ზედაპირულ დონეზე, ჩვენი ურთიერთობა კლოუნადას ჰგავს: ის მუდმივად ხუმრობს ჩემზე, გამოუვალ მდგომარეობაში მაგდებს და  ჩემთვის გაუგონარ და შეუძლებელ სიტუაციებს მიქმნის, რომელსაც იშვიათად ვაღწევ თავს, ჩემი თავმოყვარეობისთვის სერიოზული ზარალის გარეშე. სამაგიეროდ, ხშირად აღმოვაჩენ ხოლმე ჩემთვის აქამდე უცნობ პირად რეზერვებს, რომლითაც შემდგომ წარმატებულად ვსარგებლობ.  ხანდახან ის ძლიერ მთრგუნავს, რადგან პირად კომპლექსებს და შებოჭილობებს მიმძაფრებს; მაგრამ, როგორც წესი, გარკვეული დროის შემდეგ, ეს სრულიად პარადოქსული გზით გვარდება.

დაზიანებული I სახლისას, ხანდახან შეიძლება საშინლად მძულდეს, მაგრამ ეს შეგრძნება მალე გადამდის, რადგან  გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ მთელი ჩემი ტანჯვა არც ისე სერიოზულია.  აი, ჩემი პარტნიორისთვის შეიძლება  პრობლემად იქცეს ის, რომ მე მას სერიოზულად  არ აღვიქვამ.  თუ მან წრფელი გრძნობების, აზრების, დამოკიდებულების გამოხატვა გადაწყვიტა ჩემი მისამართით, მას ძალიან გაუჭირდება გაარღვიოს ჩემი კომიკურობის შეგრძნება, რომლითაც მას აღვიქვამ. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მე თვითონ ძლიერ ვუწყობ ხელს ამ რეჟიმის აქტივაციაში. მაგრამ მისი „ჩიხური სიტუაციები“, ჩვენს პირად ურთიერთობაში, როგორღაც დაკავშირებულია ჩემს გამოჩენასთან მის ცხოვრებაში და ძალიან სერიოზულად აისახება მასზე. ამიტომ, არ ღირს მისი ამდენად იუმორისტულ ჭრილში აღქმა.

 

ავესალომ პადვოდნი


About Qet

Scroll To Top