ჩვენი დომინანტური ნიშანი, მოდალობა და სტიქია

ჩვენი დომინანტური ნიშანი, მოდალობა და სტიქია

თითოეულ ჩვენგანში რომელიმე ნიშანი, მოდალობა (კარდინალური, ფიქსირებული, მუტაბელური) და სტიქია (ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი) სჭარბობს. დამატებით იხ. 12 ნიშნის ელემენტი და მოდალობა

 astro.com–ის დახმარებით შეგვიძლია მარტივად გამოვთვალოთ ჩვენს რუკაში:

  • რომელი ზოდიაქოს ნიშანი სჭარბობს
  • რომელი პლანეტაა ყველაზე ძლიერი/გამოკვეთილი ა) მდებარეობის ბ) ასპექტების გ) მდებარეობა+ასპექტების მიხედვით
  • რომელი მოდალობა სჭარბობს
  • რომელი სტიქია სჭარბობს
  • ინტეგრალური ნიშნის გამოთვლა (ამ უკანასკნელისთვის მადლობა კონსტანტინეს)

დარეგისტრირდით www.astro.com–ზე და თქვენი მონაცემები შეიყვანეთ, გადადით Free Horoscopes >> Extended Chart Selection >> Pullen/Astrolog >> Simple chart  delineation by Walter Pullen >> Click here to show the chart, დასაწყისში ასპექტების და მდებარეობის დახასიათებაა, შემდეგ კი ცხრილი (იხილეთ “სქრინები”).

სტიქია და მოდალობა

ამ კონკრეტული მაგალითის მიხედვით:

ა) რუკაში სჭარბობს სასწორის გავლენა

ბ) მდებარეობის მიხედვით ყველაზე ძლიერია ვენერა, ასპექტების მიხედვით – პლუტონი, ასპექტებისა და მდებარეობის მიხედვით (რუკის ყველაზე ძლიერი პლანეტა) – ვენერაა

გ) მოდალობის მიხედვით კარდინალური ნიშანია

დ) სტიქიის მიხედვით – წყლის სტიქია სჭარბობს. 

ე) ორივეს (სტიქია+მოდალობა) სინეზით კი მიიღება ის ნიშანი, რომელიც ძირითადად ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილ ქცევებს ასახავს (ინტეგრალური ნიშანი). ბოლო მითითებული სურათის მიხედვით, კარდინალური წყლის ნიშანი არის კირჩხიბი, სავარაუდოდ ამ ადამიანის ყოველდღიურ ქცევებში კირჩხიბის გავლენა გამოვლინდება.

პ.ს. პლანეტის სიძლიერე შეგვიძლია ასტროლოგიურ პროგრამა ზეტ 8-შიც ვნახოთ (ზეტ 9-ში აღნიშნული ფუნქცია არაა).

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top