Category Archives: მთვარე სახლებში

ნათალური მთვარე IV სახლში

„ოჯახური კერის სიყვარული“ ამ მზრუნველ ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი სახლი, ოჯახი, სამშობლო და მიწა. მკაცრად იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. შთამომავლობის გაგრძლების თემას ბოლო ადგილი ნამდილად არ უკავია მის გონებაში. უყვარს ანტიკვარიატის კოლექციონირება. სათუთად უფრთხილდება ოჯახურ რელიქვიებს. ძალიან  ეგოცენტრულია და საკმაოდ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს „მე“ და „ჩემი“ ნაცვალსახელების მიმართ. დაღლილობისას, რეალობას შორდება, საკუთარ სამყაროში განმარტოვდება, რომელიც თითქმის ყოველთვის მის სახლში მდებარეობს. ის ოჯახისთვის არის დაბადებული. დედის გავლენა ძალიან ძლიერია. საერთოდაც, მთელი ცხოვრება მშობლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ცხოვრების დასასრული მნიშნველოვანი ოდენობის ფულის შემოდინებით აღინიშნება. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული ქონებრივი დანაკარგები განიცადოს მოტყუების, ქურდობის ან თაღლითობის შედეგად. ხშირად ინტერესდება საკუთარი გვარისა და ... Read More »

ნათალური მთვარე III სახლში

„ექსპრესიულობა“ შფოთიანი, დრამატული, ცნობისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ადამიანია. უყვარს წარსულის მოგონება, სიამოვნებით იხსენებს და განიხილავს ცხოვრებაში გადამხდარ  ფაქტებს.  მარტივად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. ბავშვებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პატარები ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. არც ისე იშვიათად  იცვლის საგანმანათლებლო ადგილს. სწავლა გართულებულია კონცენტრაციის უუნარობის გამო. თუმცა კი სწავლა და სხვების მოსმენა ძალიან უყვარს. შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ვერ იტანს რუტინულ საქმეს. მეტყველება და აზროვნება დიდად არის დამოკიდებული ადრეულ ბავშვობაში განცდილ და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ემოციურ ფაქტორებზე. გონებისა და აზროვნების  წყობა განპირობებულია ემოციური ცრურწმენებით. ასეთი ადამიანები კარგად ითვისებენ სხვის აზრებსა და იდეებს, რის გამოც ძლიერი მიდრეკილება აქვთ პლაგიატისკენ. უყვართ ფართო აუდიტორია, მრავალრიცხოვანი ... Read More »

ნათალური მთვარე II სახლში

„შენაძენი“ ეს კარგი მუშაკია, რომელსაც ხელეწიფება სხვა ადამიანების ფასეულობათა სისტემის შეცვლა. ფინანსური საქმეები სავსეა ცვლილებებით და ყოველთვის მერყევ მდგომარეობაში იმყოფება. მდებარეობა ხელს უწყობს საზოგადოებრივ კავშირებსა და საქმიან კონტაქტებს ქალებთან. ფული შემოედინება დედის ან ქალების მხრიდან/დახმარებით. მატერიალური სიმდიდრესა და ფინანსებს დიდი მნიშვნლობა აქვს ემოციური უსაფრთხოებისთვის. ის შეიძლება ძალიან ძუნწი ან ძალიან ხელგაშლილი იყოს. ამიტომ, თავი უნდა არიდოს ამ უკიდურესობებს. ადვილად ეჯაჭვება ადამიანებსა და ფულს. არც ისე იშვიათად დაკავებულია არიან საზოგადოებრივი კვებისა და საოჯახოდ საჭირო ნივთების წარმოებით. ხშირად ზრუნავენ უბრალო ადამიანების საჭიროებებზე. დროდადრო მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ამასაც საკმაოდ არასტაბილური ხასიათი აქვს. ფული ადვილად მოდის და მიდის. შესაძლოა ახასიათებდეს გადაჭარბებული მიმნდობლობა, ... Read More »

ნათალური მთვარე I სახლში

“გარშემომყოფებზე დამოკიდებული” ემოციური, მგრძნობიარე და ცვალებადი ადამიანია. მის ურთიერთობებსა და საქმიანობაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მიმდინარე განწყობაზე, რომელიც სწრაფად და მკვეთრად ეცვლება. თუ ბუნებრივი სიმორცხვე გადალახა, სწრაფად მიაღწევს წარმატებას სოციუმში. საზოგადოებრივი აღიარება კი მისთვის ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა. ყოველთვის ცდილობს სხვებს აამოს და ძალიან განიცდის, როდესაც მის ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი აქვს დედასთან. მდიდარ წარმოსახვას ფლობს და მძაფრად რეაგირებს გარშემომყოფებზე. ფიზიკურად საკმაოდ აქტიურია, რაც გარეგნულად შესამჩნევი შფოთიანობითა და ქაოტურობით ვლინდება. რადგან გარშემომყოფებსა და გარემოზე ცვალებადი და კაპრიზული რეაქციები აქვს, მისთვის რთულია ერთ კონკრეტულ მიზანზე დაფიქსირება და ერთი მიმართულებით მოძრაობა. მისი შთაბეჭდილებიანობა პარანორმალურ უნარებს ესაზღვრება. უცნაური უნარი აქვს, ... Read More »

მთვარე

მთვარის მდებარეობა, მზის შემდეგ, მეორე მნიშვნელობის ფაქტორია ადამიანის ჰოროსკოპში. მზის ნიშანი ადამიანის ის ნაწილია,რომელიც სამყაროსკენაა მიმართული და გარშემომყოფთათვის ხილულია. მთვარის ნიშანი კი ის ნაწილია,რომელიც პირით ჩვენსკენ დგას და ყველაზე უკეთ ჩვენ ვხედავთ. მთვარე 1 წრის დარტყმას უნდება 27 დღე და 8 სთ.ამ დროის განმავლობაში ის მთელ ზოდიაქოს სისტემას შემოივლის და ყოველთვის მისი მხოლოდ 1 მხარე ჩანს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა,რომელიც მითოლოგიასთან და ქალღმერთებთანაა კავშირში: Read More »

Scroll To Top