პროგნოზირების ეს მეთოდი განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მიმართულებებსა და რჩევებს. Read More »
Category Archives: მთვარე სახლებში
მთვარე წამყვანი (ძირითადი) მოთხოვნილება
30 წლის წინ, ა.შ.შ–ის წამყვანმა ასტროლოგმა, ნოელ ტილმა ჩამოაყალიბა საერთო მიდგომა ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებასა და ასტროლოგიური მონაცემების თეორიის ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ის ამტკიცებს, რომ ადამიანის ჰოროსკოპში ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც მთვარე იმყოფება, აღწერს მისი პიროვნების ძირითად (წამყვან) მოთხოვნილებას. მთვარე ნიშანში იყენებს იმ ნიშნის ენერგიას, რომელშიც მდებარეობს მზე და ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს განვითარებისკენ. ხოლო სხვა პლანეტებიდან ინდივიდი ირეკლავს სხვადასხვა თვისებას, ტენდენციას, ქცევას, რომელიც აუცილებელია მეორეხარისხოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და რომლებიც იმყოფებიან წამყვანი მოთხოვნილების დაქვემდებარებაში. ნიშნის მახასიათებელი, სადაც იმყოფება მერკური გვიჩვენებს აზროვნების სტილს, როგორი ძალით, რა პირობებში და რანაირად მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი, რათა ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები. ვენერა – როგორი ურთიერთობები გვესაჭიროება სხვა ადამიანებთან, თავი რომ სოციალურ ცხოვრებაში ჩართულებად ვიგრძნოთ. ... Read More »
ნათალური მთვარე XII სახლში
ნათალური მთვარე XI სახლში
„მეგობრობა“ ეს ადამიანი თავისუფალია ყოველგვარი ცრურწმენისგან. გამოირჩევა თავდაჭერილობით. ყოველთვის მიუკერძოებელი და ობიექტური რჩება, თუმცა ხშირად იცვლის მიზნებს. ეს ასპექტი განსაკუთრებით ხელსაყრელია აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ფართომასშტაბიანი პოპულარობისთვის. კარგ ორგანიზატორული უნარებს ფლობენ და მშვენივრად ეხერხებათ ადამიანებთან თანამშრომლობა. კოლექტიური საქმიანობისა და ამხანაგური კავშირების ძალიან ძლიერი მოთხოვნა აქვთ და მართლაც, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავთ, რაც ბუნებრივად განაპირობებს დახმარების მარტივად მიღებას მათი მხრიდან. გარემოცვაში უმეტესად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ. ემოციური განწყობა დიდად არის დამოკიდებული მეგობრების შეფასებებსა და რეაქციებზე. საშინლად ვერ იტანენ მარტოობას. დროებით მაინც საჭიროებენ ხმაურიან და მხიარულ მრავალრიცხოვან კომპანიას. მარტო მხოლოდ მაშინ რჩებიან, როდესაც გაუწონასწორებელი გრძნობებისა და ემოციების ბალანსი უნდა აღადგინონ. ძალიან ფართო სანაცნობო ... Read More »
ნათალური მთვარე X სახლში
„პოპულარობა“ ეს ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი ინიციატივით არაერთხელ შეიცვლის სამუშაოს და მიდრეკილი იქნება თანამდებობათა ხშირი ცვლისკენ. მისთვის აუცილებელია ინტენსიური კონტაქტი შეინარჩუნოს ადამიანებთან, განსაკუთრებით ქალებთან. არც ისე იშვიათად ორიენტირდებიან ისეთ პროფესიებზე, რაც დაკავშირებულია ქალური პრობლემების მოგვარებასთან. ზოგადად, მათ ცხოვრებაში ყველა დადებითი და უარყოფითი მოვლენა, გარკვეული სახით, ქალებს, მათ გავლენასა და ინტერესებს უკავშირდება. ხშირად მოღვაწეობენ მარკეტინგის, ნედლეულით ვაჭრობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავი საზოგადოებრივად სასარგებლოდ იგრძნონ. წარმატებულნი არიან საჯაროდ სიტყვით გამოსვლებში, ხშირად ხდებიან პოპულარული პოლიტიკოსები. ავტორიტეტს მათთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალიან მძაფრია საზოგადოებრივი აღიარების მოთხოვნა. მათთვის სამყარო მაყურებელთა დიდი დარბაზია, ამიტომ თუ სათანადო ყურადღებას ვერ იღებენ, სკანდალებსა და ... Read More »
ნათალური მთვარე IX სახლში
„კეთილგონიერება“ ამაღლებული გრძნობები და იდეალების გულწრფელი ერთგულება საკუთარი ფილოსოფიის ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს. იდეოლოგიური და რელიგიური სისტემების აღქმა დოგმატიზმით არის სავსე. მისთვის უზარმაზარი მნიშნველობა აქვს ცხოვრებისა და არსებობის ღრმა შრეების შესწავლას. მნიშნველოვანია ინტერესი უმაღლესი „მეს“ მიმართ. ეს მეოცნებე მოგზაურია, რომანტიკოსი და ენთუზიასტი. არ არის მიჯაჭვული ერთ კონკრეტულ ადგილს. შეიძლება საკმაოდ შფოთიანიც იყოს. უყვარს ჭკუის სწავლება და ბანალური რჩევების მიცემა. გამოირჩევა ძლიერი რელიგიურობით. ბავშვობიდან განსაზღვრული სოციალური ნორმებისა და ზნეობრივი ფასეულობების მიმდევარია. სულიერი და ეთიკური ფასეულობების განმტკიცების აუცილებლობას ოჯახურ ცხოვრებასა და შინაურ წრეში იღებს. სულიერების გაგება შესაძლოა გადაჭარბებული ემოციურობით იყოს შეზღუდული ან მშობლების გამოცდილებასთან უნებური გაიგივებით შებოჭილი. შესაძლოა წარმოიქმნას სერიოზული კონფლიქტები მშობლებთან, რელიუგიური შეხედულებების/მრწამსის ... Read More »
ნათალური მთვარე VIII სახლში
„ინტუიცია“ ასეთ ადამიანები შინაგანი უსაფრთხოების ძლიერი მოთხოვნით გამოირჩევიან. მათში გამძაფრებულია წინააღმდეგობის გაწევის და პროტესტის განცდა. თუმცა დამახასიათებელია შესამჩნევი თავდაჯერებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არც ისე იშვიათად ფლობენ ექსტრასენსორულ უნარებს, ინტერესდებიან უჩვეულო საკითხებით _ მაგალითად, საიქიო ცხოვრებით. შესაძლოა ცხადი სიზმრები, ნათელმხილველური უნარები. მათი ოცნებები იმდენად რეალურია, ხშირად ჰალუცინაციურ ხასიათს იღებს. სიყვარულს და სექსს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. თუმცა უნდა გავაფრთხილოთ, რომ მგრძნობიარობა და სქესობრივი ცხოვრება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რადგან ძლიერი ვნებები ხშირად დაშვებულის ზღვარს სცილდება და მთლიანად იმონებს ადამიანს. ენერგიის არასწორი გამოყენებისას, აღინიშნება საკუთარი სექსუალობის ბოროტად გამოყენება. შემოსავალს იღებენ პარტნიორის, დედის ან სხვა რომელიმე ქალის მხრიდან. ქორწინების შემდეგ ხშირად ეფლობიან სხვადასხვა ფინანსური ... Read More »
ნათალური მთვარე VII სახლში
„კონტაქტები“ ეს ადამიანი ყველასთან კარგ ურთიერთობაშია და დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ძალიან მგრნობიარეა და ზუსტად გრძნობს პუბლიკას. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ძალაუნებურად ექცევა მათი გავლენის ქვეშ, რადგან საკმაოდ შთაბეჭდილებიანი და მარტივად შთაგონებადი პიროვნებაა. მაღალია სხვებზე ემოციური დამოკიდებულების განვითარების საფრთხე. ძალიან დაკვირვებული და ფრთხილია პარტნიორის არჩევისას. არასწორ არჩევანს არაერთი უსიამოვნება მოჰყვება. ინტიმური და საქმიანი ხასიათის კავშირები არასტაბილურია. ძლივს იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეძლევა ამის შესაძლებლობა. ქორწინებამდე მიდის კონკურენტული ქიშპობის გავლით. ფრიად გავრცელებულია ნაადრევი ქორწინება, რაც განპირობებულია პარტნიორული ურთიერთობის ძლიერი შინაგანი მოთხოვნით. მაგრამ ნაადრევი ქორწინება არ არის წარმატებული, რადგან სხვა ინდივიდთან ურთიერთობის აწყობას მოწიფულობა სჭირდება. შეიძლება მიიზიდოს ძალიან მგრძნობიარე პარტნიორი, რომელიც ... Read More »
ნათალური მთვარე VI სახლში
„ადაპტირებადი“ რადგან თავად ბრწყინვალე მუშაკია, სხვებისგანაც შრომისმოყვარეობის აქტიურ გამოვლენას ელის. ყურადღებიანია და თითქმის დედობრივ მზრუნველობას ავლენს ხელქვეითებისა და თანამშრომლების მიმართ. სიამოვნებით და დროულად ემსახურება ადამიანებს, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გამასპინძლებას ეხება. კარგი მზარეულია. დროდადრო ჩვევებს იცვლის. მომატებული ნერვული დაძაბულობა შეიძლება ფსიქოსომატურ დაავადებებში გადაიზარდოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცვალებადია და უშუალოდ არის დაკავშირებული მენტალურ და გრძნობით სისტემასთან. ხშირია მიდრეკილება იპოქონდრიისკენ. ემოციები დიდ გავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე და არსებითად განსაზღვრავს დამოკიდებულებას ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან. ასეთ ადამიანს ხშირად უწევს სამუშაო ადგილის შეცვლა. ამ მთვარის მფლობელი ხელმძღვანელი დიდი ხნით ვერ ინარჩუნებს მუშაკებს, ხელქვეითი კი ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, თუ მთვარე ფიქსირებულ ნიშანში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) არ ... Read More »
ნათალური მთვარე V სახლში
„თეატრალობა“ ასეთი ადამიანი ძლიერი ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გარშემომყოფებისადმი სიყვარულს და ბავშვების ყოლის სურვილს ეხება. რომანტიული და სენტიმენტალურია, მიდრეკილია მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ინტიგებისკენ, მუდამ სიამოვნების ძიებაშია. საოცარი მომხიბვლელობისა და პოეტური ნიჭის მფლობელია. იშვიათად, რომ შვილები არ ჰყავდეს. კარგი მშობელია, თუმცა მიდრეკილია შვილები მიიჯაჭვოს. მართალია, ბავშვები ძლიერ უყვარს, მაგრამ მათზე ზრუნვა შესაძლოა მხოლოდ კვების საკითხებითა და მათ გარეგნობის მოვლით შემოიფარგლოს. მარტივად და სწრაფად მიაღწევს წარმატებას პედაგოგიურ კარიერაში, ასევე თეატრალურ და სპორტულ ასპარეზზე. საბირჟო სპეკულაციებში იღბალი ცვალებადია, ამიტომ წარმატების ალბათობაც დაბალია. უყვართ რისკი, თუმცა იშვიათად იგებენ. ემოციურ იმპულსურობას ხშირად მიჰყავს სრულ კრახამდე აზარტულ თამაშებში. რომანტიული განცდები დაკავშირებულია ღრმა ემოციურ მოთხოვნებთან. ისინი ყოველთვის ... Read More »