Category Archives: პირადი ჰოროსკოპი

ურანი ვერძში

სპონტანურობა + მტკიცე ნება = გადატრიალება Read More »

ლილიტი თევზებში

ბრძენის და წინასწარმეტყველის როლის თამაში (უკიდურესობები სიყალბე ან თავგანწირვა ) წარსულში ადამიანი დაკავებული იყო საიდუმლო, უკანონო საქმეებით. იყო ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, დამნაშავე, არღვევდა მცნებებს. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: მუდმივად ცდილობს ვინმეს დახმარებას, თუმცა თავად დახმარების იდეის არსი არასწორად ესმის, ამიტომ მისი ქმედება ხშირად მომაბეზრებელი ან უადგილოა. სიბრალულს და თანაგრძნობას განიცდის ისეთი ადამიანების მიმართ ვინც არ იმსახურებს ამას, ხოლო ისინი ვინც სინამდვილეში თანადგომას საჭიროებს, ყურადღების გარეშე რჩებათ. სხვების გამო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა მუდმივად უწევს, ამასთან ისეთ მომეტში, როცა, შეიძლება, ეს საზიანოც კი იყოს. აქვს ცდუნება გახდეს საეჭვო რელიგიური სექტის წევრი. პასიური ადამიანი: ვერ აცნობიერებს საკუთარი ... Read More »

ლილიტი მერწყულში

დამოუკიდებლობა (უკიდურესობები – ექსცენტრიულობა ან კონსერვატიზმი) წარსულ ინკარნაციაში – თავისუფლების მოყვარე, მის მოპოვებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა. შეიძლება იყო ანარქისტი, ავანტურისტი, შულერი შულერ-ი (1. ბანქოს მოთამაშე პროფესიონალი, რომელიც თამაშის დროს ყალთაბანდობს, თაღლითობს. 2. (გადატ.). ყალთაბანდი, თაღლითი., წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი), მეგობრების მოღალატე. წარსულის ნეგატიური გამოცდილება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: ორგანულად ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას. ნებისმიერი,თუნდაც მცირე დაძალების მცდელობას აღიქვამს როგორც ძალადობას და მძაფრი რეაქცია აქვს. სწრაფი და მკვეთრი ხასიათცვალებადობა ახასიათებს. ზოგჯერ გარშემომყოფების შოკირებისთვის, სპეციალურად იქცევა არაორდინალურად. რითაც ახდენს საკუთარი უდიერი დამოკიდებულების დემონსტრირებას დადგენილი ქცევის წესების მიმართ. ნებისმიერი ხერხებით ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, არ სურს აიღოს საკუთარ თავზე რაიმე ვალდებულება, ... Read More »

ლილიტი თხის რქაში

გონიერება (უკიდურესობები გადაჭარბებული პასუხისმგებლობა ან პასიურობა) წარსულში – სისასტიკე, დაუნდობლობა, დესპოტიზმი, გარშემომყოფების დათრგუნვა. ადამიანი არაფერს არ ერიდებოდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: არ შეუძლია სხვების დაქვემდებარებაში ყოფნა და ყველა საშუალებით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. ადამიანების დათრგუნვა და საკუთარ ნებაზე დამორჩილება ხდება თვითმიზანი. დასახული მიზნის მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერია რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს. თუ გარემოებები ხელს შეუშლის საკუთარი ამბიციების რეალიზებაში, ტირანიას ამყარებს ოჯახში და სიამოვნებას იღებს მათზე ძალაუფლებისგან. პასიური ადამიანი: არ გამოსდის მიზნის მიღწევა, მცირედი დაბრკოლებაც კი, კონკრეტული რეზულტატის მიღწევაში ხელის შემშლელი ხდება. იოლად ივიწყებს საკუთარი გეგმების შესახებ, არ ცდილობს კარიერის გაკეთებას, ძალაუფლებისა ... Read More »

ლილიტი მშვილდოსანში

იდეოლოგია (განდიდების მანია ან შთაგონება (მართვადობა)) ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში შეიძლება თანამდებობრივი დანაშაული ჰქონდა, ცრუ მასწავლებელი იყო, ჭეშმარიტ ავტორიტეტებს ებრძოდა ან მსხვილი მაშტაბის ავანტურისტი იყო. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობების სახით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში – თავშეუკავებელი ხასიათი, უგულვებელყოფენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს. მუდმივად აქვთ სურვილი სხვებს ჭკუა დაარიგონ და მომაბეზრებლად თავს ახვევენ საკუთარ „ფასდაუდებელ“ რჩევა-დარიგებებს. გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ, საკუთარ თავს რჩეულად, უზენაესი იდეების გამავრცელებლად მიიჩნევენენ. ვერ იტანენ საწინააღმდეგო მსოფლმხედველობას, ახასიათებთ ფანატიზმი. პასიური ადამიანის შემთხვევაში– მისთვის იოლია შთაგონება. მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარემოცვის მიერ. ბრმად მიჰყვებიან მიღებულ სოციალური ეთიკისა და მორალის პრინიცპებს, არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულება და ... Read More »

ლილიტი მორიელში

უდიდესი ენერგია (უკიდურესობა – ტირანი ან მსხვერპლი) წარსულ ინკარნაციაში ადამიანმა გამოსცადა ყველანაირი მანკიერება. ეს დამნაშავე – მაფიოზი, მოძალდე, სადისტი, სექსუალური მანიაკია. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში – უჩნდებათ სურვილი გარე სამყარო საკუთარი ნების შესაბამისად შეცვალონ. უყვართ მძაფრი შეგრძნებები, რისკი, საკუთარი თავის გარშემო თვითონვე ჰქმნიან კრიტიკულ სიტუაციებს და ცდილობენ ამაში სხვებიც ჩაითრიონ, შეუძლიათ საკუთარი აზრი თავს მოახვიონ სხვებს. ლილიტი მორიელი აძლიერებს ინტერესს ყველაფრის მიმართ, რაც უკავშირდება სექსს, ხდება ჰიპერსექსუალობისა და გარყვნილების განვითარება, შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს ძალადობისადმი მიდრეკილება. პასიური ადამიანის შემთხვევაში – ადამიანი უნებისყოფოა, ადვილად ექვემდებარება შთაგონებას, ხშირად ხდება სხვადასხვანაირი მანიპულირების, ფსიქოლოგიური ზემოქმედების, მაგიისა და სექსუალური ძალადობის ... Read More »

ლილიტი სასწორში

„მაღალი წრის ქალბატონი“ (უკიდურესობები – ანგარება ან დამოკიდებულება) წარსულ ინკარნაციაში ინდივიდი შეიძლება იყო კანონისდამცველი, მოსამართლე, რომელიც კანონებს არღვევდა, ქრთამს იღებდა, საკუთარ სულმდაბალ ქცევას უზენაესი სამართლიანობით ამართლებდა. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლიდნეს შემდეგი უკიდურესობებით:  აქტიური ადამიანის შემთხვევაში – ყველაფერში ხედავენ არასრულყოფილებას, ხშირად გარშემომყოფების მიმართ მოთხოვნები გადაჭარბებული და უსამართლოა. არჩევანი, მათ შორის პარტნიორების, ხდება ზედაპირულად მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით ან ელიტარულ წრესთან კუთვნილების გამო, ღირებულებათა სისტემა დაფუძნებულია სუბიექტურ ესთეტიურ კრიტერიუმებზე, მიზნის განსაზღვრა ხდება პრესტიჟულობიდან გამომდინარე. ლილიტი სასწორის შემთხვევაში სამართლიანობაზე წარმოდგენა დამახინჯებულია (გამრუდებულია), შეუძლიათ იოლად შემოიკრიბონ თანამოაზრეები, რათა შემდგომ ისინი საკუთარი ანგარებიანი მიზნებისთვის გამოიყენონ. პასიური ადამიანის შემთხვევაში – არჩევანს გაჭირვებით აკეთებენ, მუდმივად მერყეობენ ერთი ... Read More »

ლილიტი ქალწულში

საქმიანობა(გამრჯელობა) (უკიდურესობები – მეწვრილმანეობა ან ქაოსი) ამ ცხოვრებაში პასუხისგება მოუწვთ წარსულში – მეწვრილმანეობის, სიძუნწის, ახლობლების დაჩაგვრის, ინტრიგანობის, ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობის, ცინიზმის, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევის გამო. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში: მკვეთრად გამოხატული პრაქტიკულობა და ანგარიშიანობა. დეტალიზაციის უნარი მიყვანილია აბსურდამდე – დაწვრილმანება ხდება არარსებულამდე – „ბუზისგან სპილოს შექმნის“ ტენდენცია. დეტალურ ანალიზს უკეთებს იმას, რაც შეუძლებელია დაანწევრო. ირევა წვრილმანებში, რომლის მიღმაც კარგავს ყველაზე მნიშვნელოვანს. ზოგჯერ ეს ადამიანი ავლენს აუტანელ კრიტიკულობას – აკრიტიკებს ფაქტობრივად ყველაფერს, რასთანაც შეხება აქვს. პასიური ადამიანის შემთხვევაში: თითქმის არ გააჩნია ანალიზის უნარი, ვერ ამჩნევს წვრილმანებს და დეტალებს. უჭირს სისუფთავის და წესრიგის დაცვა, გარშემო მუდმივად ქაოსი ... Read More »

ლილიტი ლომში

თვითგამოხატვა (უკიდურესობები – ამბიციურობა ან შენიღბვა) წარსულ ინკარნაციაში – უსაზღვრო სიამაყე და პატივმოყვარეობა. ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობდა, შეიძლება იყო ბავშვების მკვლელი (აბორტი), გარყვნილი, ბავშვების შემაცდენელი და ა.შ. წარსულის უარყოფითი კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი – თავს თვლის „სამყაროს ცენტრად“, რომლის გარშემოც ცხოვრება ბრუნავს. ძალაუფლებისაკენ მისწრაფება აქვს, ცდილობს სხვებზე გაბატონდეს, შთააგონოს მათ თავისი იდეები, საკუთარი პერსონის მიმართ ყურადღების და პატივისცემის მოთხოვნილება აკვიატებული იდეა ხდება. მასისგან გამორჩეულობის სურვილი იწვევს დემონსტრაციულობას და ბაქიაობას. უყვარს ძალაუფლება. მტკივნეულად რეაგირებს როცა თავმოყვარეობაზე ეხებიან. ახასიათებს სიყვარულით „დამონებულის“ როლის თამაში ან ცდილობს ეს ამპლუა მოარგოს საყვარელ ადამიანს. ჩაციკლულია სიყვარულის ობიექტზე, ხშირად მზადაა აიტანოს მისი მხრიდან ნებისმიერი დამცირება ... Read More »

ლილიტი კირჩხიბში

 სახლი და ოჯახი (უკიდურესობები – ტირანია ან გაუბედაობა) ეს არის მოღალატე, მშიშარა ადამიანის კარმა, შესაძლოა მან შეურაცხყო მშობლები, წაბილწა ტრადიციები ან მას აქვს საგვარეულო წყევლა. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს როგორც შემდეგი უკიდურესობები:  აქტიური ადამიანების შემთხვევაში – მათი აზრები ორიენტირებულია საოჯახო საქმეებზე, ბავშვების აღზრდაზე. ხშირად ოჯახის საშუალებით ცდილობენ საკუთარი პირადი ამბიციების რეალიზებას, რაც დაკავშირებულია ძალაუფლების მოპოვების სურვილთან. ცდილობენ დაიკავონ ოჯახის უფროსის ადგილი, ოჯახის წევრები საკუთარ ნებას დაუმორჩილონ და დატკბნენ ძალაუფლებით. აგრესიულად იცავენ საგვარეულო ტრადიციებს, არიან კონსერვატული, ჯიუტად ცდილობენ საკუთარ შეხედულებების გატანას და არ აღიარებენ შეცდომებს.  პასიური ადამიანების შემთხვევაში – ყველანაირი საოჯახო საქმე და ვალდებულება „ამძიმებთ“, ცდილობენ თავი დაიძვრინონ მათი შესრულებისგან, ... Read More »

Scroll To Top