Category Archives: ასტროლოგია

ტრანზიტული მთვარე ქალწულში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ქალწულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ქალწულის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ორგანიზებულობა, სიზუსტე, აკურატულობა, წესრიგი, ლოგიკურობა, ინტელექტუალური დონის ზრდა. უარყოფითი კუთხით: გაკრიტიკების სურვილი, პრეტენზიულობა, ეჭვიანობა, გადამეტებული სიფრთხილის გამოჩენა. ყურადღება გამძაფრებულია დეტალებისა და წვრილმანების მიმართ.  ეს პერიოდი გვეხმარება უკეთ დავინახოთ არასრულყოფილება  შესრულებულ სამუშაოში, აღძრავს  სხვების გაკრიტიკების სურვილებს.  მეტი პრეტენზიები ჩნდება მომსახურეობის ხარისხის მიმართ, შესაძლოა ამან გამოიწვიოს დაძაბული სიტუაციები  საყოფაცხოვრებო ტექნიკის სახელოსნოებში, რესტორნებში და   მომსახურების სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციებში. კარგი პერიოდია საქმიანი აქტივობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის, სწავლისთვის (მაგრამ არა გამოცდის ჩაბარებისთვის –  გამომცდელი  გამოდევნება წვრილმანებს!) სწვალებისთვის, ლექციების წაკითხვისთვის, კონფერენციებისა ... Read More »

ტრანზიტული მთვარე ლომში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ლომში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ლომის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: გულუხვობა, სიკეთე, სიმამაცე, თვითშეფასების; ფიზიკური, შემოქმედებითი და სექსუალური ენერგიის ზრდა. ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი უარყოფითი კუთხით: პატივმოყვარეობა, სიამაყე, ძალაუფლებისკენ მიდრეკილება, სიზარმაცე ამ პერიოდში მატულობს სიცოცხლისუნარიანობა და სექსუალური პოტენციალი. ხელსაყრელი პერიოდია საკუთარი თავის სრულყოფისთვის, ხელოვნებისთვის. მთვარის ტრანზიტი ლომში ხელს უწყობს ამბიციური სურვილების რეალიზაციას, თუმცა იქმნება ილუზია რომ საკმარისი ძალა გაქვთ ამ ყველაფრის მოგვარებისთვის, ამ პერიოდში ადამიანები ადვილად ექცევიან მლიქვნელების ზეგავლენის ქვეშ. უყურადღებობას იჩენენ ხელშეკრულებების ხელმოწერის დროს. ხელსაყრელი პერიოდია საჭირო კონტაქტების დამყარებისთვის, კარგი დროა გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის (მათი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად) ძველი ... Read More »

ტრანზიტული მთვარე კირჩხიბში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე კირჩხიბში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე კირჩხიბის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ინტუიცია, ემოციურობა, ზრუნვა, წარმოსახვა, სხვების გაგების უნარი, მგრძნობელობა. უარყოფითი კუთხით: წყენიაობა, ბუტიაობა, განწყობის ხშირი ცვლა, გაღიზიანება, ჩაკეტილობა. მთვარის კირჩხიბის ნიშანში გადასვლის დროს ძლიერდება დედობრივი ინსტიქტები,  მფარველობისა  და მზრუნველობისადმი მიდრეკილებები, ოჯახური კერის  მოწყობის, მოვლისა და   მყუდროების  სურვილი.  ადამიანები ხდებიან უფრო მიხვედრილი და საღად მოაზროვნე, ამავე დროს – სენტიმენტალურები. აქ მთვარე საკუთარ ნიშანში იმყოფება. უფრო მეტად გააქტიურებულია ქვეცნობიერი პროგრამები. ადამიანები  ქვეყნის, სახლისა და ტრადიციების დამცველები ხდებიან. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მიენდეთ ინტუიციას, შინაგან ხმას. იზრუნეთ ოჯახსა და ახლობლებზე. ეს დღე ოჯახური სიმყუდროვის ... Read More »

ტრანზიტული მთვარე ტყუპებში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ტყუპებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ტყუპების ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: კომუნიკაბელურობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფი აზროვნება და რეაქციები, დინამიური ცხოვრების რიტმი, ინფორმაციის მოძიების სურვილი. უარყოფითი კუთხით: ზედაპირულობა, გაფანტულობა, ჭორაობა, ენერგიისა და დროის ფუჭად ხარჯვა. მთვარის ტყუპებში ყოფნის პერიოდში ცხოვრების რიტმი, სიახლეების გაზიარება მატულობს, ერთდროულად რამდენიმე საქმე ჩნდება. გაზიარებისა და ვინმესთან საუბრის სურვილი მატულობს. მეტი მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს, აზრებს, გადაცემას, კონტაქტებს. იუმორი რთული სიტუაციების დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია სწავლისთვის, გამოცდების ჩაბარების, სამეცნიერო საქმიანობის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური შრომისთვის. ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვებისთვის, საქმიანი და ახლობლებთან მიმოწერისთვის, პედაგოგიური საქმიანობისთვის. კომერციისა და კოოპერატიული საქმიანობისთვის, ნებისმიერი ... Read More »

ტრანზიტული მთვარე კუროში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე კუროში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე კუროს ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: სტაბილურობის განცდა, პრაქტიკულობა, გონივრულობა,  ესთეტიური აღქმა,  რეალური ხედვა, სიმშვიდე. უარყოფითი კუთხით: სიზანტე, სიზარმაცე, სიჯიუტე, კონსერვატულობა, პასიურობა, ინერტულობა, ყველაფერი ახლის მიმართ უნდობლობა. მთვარე კუროს ნიშანში ითხოვს საფუძვლიან, გონივრულ და აუჩქარებელ მოქმედებას. გამძაფრებულია დაგროვების ინსტიქტი, კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის. ამ პერიოდში განწყობა მშვიდია. შეგვიძლია სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, ბუნებასთან ვიკონტაქტოთ, გემრიელი კერძები დავაგემოვნოთ. პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ. გრძნობებისა და ფიზიკური სხეულის მიმართ ყურადღება მატულობს. მივისწრაფით სტაბილურობისკენ, სიმშვიდისკენ. უარყოფითი კუთხით – არაფრის კეთებისკენ. ნაკლებად ვრისკავთ. შეგვიძლია საქმისგან სიამოვნება მივიღოთ – შეასრულეთ ის საქმეები, ... Read More »

ტრანზიტული მთვარე ვერძში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე ვერძში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე ვერძის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით – ენერგიულობა, აქტიურობა, ინიციატივის გამოჩენა, გამბედაობა. უარყოფითი კუთხით – იმპულსურობა, კამათისკენ მიდრეკილება; საქმეების შუა გზაზე მიტოვების ტენდენცია. მთვარე ვერძში ადამიანებს უბიძგებს დაუყოვნებელი მოქმედებების, მოუთმენლობის, სულსწრაფობის,  დაუფიქრებლობისა და  სასურველის ძალდატანებით მიღებისაკენ. იზრდება კამათის (ჩხუბის) ალბათობა, განხეთქილებები ურთიერთობაში,  გაუფრთხილებლობის გამო ტრავმების მიღების საშიშროება,  ძლიერდება ცნობისმოყვარეობა. აქტიურდება ისეთი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, სიმამაცე, გულწრფელობა, სამართლიანობა. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ სიტყვების მიმართ. ეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტურობას, უხეშობის გამოვლენას, უტაქტობას.  შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საჭესთან სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ. მაღალია ავარიების, ხანძრის, ტრავმების მიღების ალბათობა. იყავით აქტიური, ივარჯიშეთ. თუმცა ... Read More »

მთვარის ფაზები

Read More »

მთვარის მნიშვნელობა. რატომ ვაქცევთ მთვარეს და კალენდარს ყურადღებას

ზოგადად, ვიცით, რომ, მთვარე არის დედამიწის თანამგზავრი, რომელსაც აქვს თავისი აგებულება – მოცულობა, მასა, სიმკვრივე, სიჩქარე, ორბიტა, გრავიტაცია, ტემპერატურა და ა.შ. რომ დედამიწის ცენტრიდან მთვარის ცენტრამდე საშუალო დაშორება შეადგენს  _ 384 467 კილომენტრს და ა.შ. სიტყვა მთვარის ლათინური წარმოშობა მოდის ინდოევროპული ფორმიდან LLuna _ louksna _ რაც ნიშნავს „ნათელს“; ბერძნები დედამიწის თანამგზავრს უწოდებდნენ სელენას, ხოლო ძველი ეგვიპტელები – იახ. Read More »

პროზერპინა – ზოგადი დახასიათება

დასაწყისი – პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში პროზერპინას დახასიათება ს.ა. ვრონსკის მიხედვით (“კლასიკური ასტროლოგია 12 ტომად”) პროზერპინას კოსმიური დახასიათება მოცემულ მომენტში პროზერპინა ყველაზე ამოუცნობი „პლანეტაა“ პლანეტებს შორის, რომელსაც ასტროლოგია იყენებს. ასტრონომიულად (ოფიციალურად) მისი არსებობის დადასტურება არ მომხდარა, ამიტომ მასზე მსჯელობენ სხვადასხვა ჰიპოტეტური წერტილიდან გამომდინარე. ზოგიერთი ასტროლოგი, მიუხედავად მისი მოძრაობის უდიდესი პერიოდისა (650 წელზე მეტი), მას იყენებს პრაქტიკაში, ამტკიცებს, რომ პროზერპინას გავლენა ქალწულის ნიშნის მსგავსია და, მისი მდებარეობა ველებში (სახლებში) ანდა ჰოროსკოპის მნიშვნელოვან წერტილებთან შეერთებებში, საკმაოდ არსებითია. მითოლოგიიდან გამომდინარე, პროზერპინას, როგორც მიწისქვეშეთის სამეფოს მასპინძელსა და დედოფალს, მრავალი საერთო უნდა ჰქონდეს პლუტონთან, მაგრამ მისი ბერძნული ანალოგი – პერსეფონე ასევე ნაყოფიერების ... Read More »

პროზერპინა – მისი როლი და მნიშვნელობა ასტროლოგიაში

რას გვეუბნება მითი და ასტროლოგია პროზერპინას (პერსეფონეს) შესახებ ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას, რომელიც განსხვავდებოდა გამოთვლებისგან, მოჰყვა ის, რომ ასტრონომებმა მათ კიდევ ერთხელ მიაპყრეს ყურდღება და დაფიქრდნენ, თუ რა იყო ამ მოძრაობის მიზეზი. შესაბამისად, დაკვირვებებისა და ბევრი ფიქრის შედეგად ასტრონომებმა პლუტონის ახლოს ციური სხეულის არსებობა შეამჩნიეს და ზუსტად ეს ციური სხეული იწვევდა ნეპტუნისა და პლუტონის უცნაურ მოძრაობას. ამერიკულმა საერთაშორისო პლანეტარულმა ავტომატურმა სადგურებმა _ „პიონერი-10“-მა და „პიონერი_11“-მა დაადასტურეს ასტრონომების ეს ჰიპოტეზა. მართლაც, დაფიქსირდა ჯერ კიდევ უცნობი (ახლა უკვე ცნობილი) ტრანსპლუტონური „პლანეტის“ არსებობა. 1987 წელს აღმოაჩინეს მზის სისტემაში ეს მეათე„პლანეტა“ (2005 წელს კი ის ხელმეორედ „აღმოაჩინეს“). მოგვიანებით  ასტრონომებმა ის ასტეროიდად მოიხსენიეს. წინასწარი, ... Read More »

Scroll To Top