Category Archives: ასტროლოგია

მთვარის მე-3 დღე

სიმბოლო: ლეოპარდი ან ჯიქი, რომელიც ნახტომისთვის ემზადება. მე-3 მთვარის დღეს პირველად ჩნდება ახალი მთვარის რკალი. წინა დღეებში დაგეგმილი და დაწყებული ქმედება  „აღმოცენებას“ იწყებს,  თავის ფორმას იღებს და  დროსა და სივრცეში ერთვება. ეს არის აქტიური ბრძოლის, აგრესიისა და ჭავლის პერიოდი. ყველა პასიური ადამიანი ამ მთვარის დღეს საფრთხის ქვეშ არის, რადგანაც მათზე ხდება სხვადასხვა ასტრალური დარტყმები. ადამიანი, თუ ის არის მებრძოლი, ხდება უფრო ფხიზელი, ეჭვიანი და მობილიზებული. საჭიროა კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის გამოყენება თავდაცვისთვის. Read More »

მთვარის მე-2 დღე

სიმბოლო: ხახა, პირი, სიუხვის რქა იწყება ახალმთვარეობისას მთვარის პირველ დღეს ჩაფიქრებული გეგმების ამოქმედება. ამ ეტაპზე თქვენ იღებთ ყველაფერს, რათა განახორციელოთ დასახული გეგმები და მიზნები. ყველაფერი რაც ამ დღეს მოხდება მიიღეთ მადლიერებით, რადგან განგება გიგზავნით იმას, რაც საჭიროა თქვენთვის (ამ მთვარის თვეში) რასაც მიიღებთ აუცილებლად გამოგადგებათ უახლოეს მომავალში, თუნდაც თავიდან მოგეჩვენოთ, რომ ეს ასე არ არის. Read More »

მთვარის პირველი დღე

სიმბოლო – შანდალი, სასანთლე, ლამპარი, ჰეკატას სამსხვერპლო, ათენა-პალადა, „მესამე თვალი“. მთვარის პირველი დღე ახალ წელს ჰგავს – სურვილების, შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. ეს დღე თითქოსდა განკუთვნილია მენტალურ ენერგიებსა და აზრების წარმოქმნაზე მუშაობისთვის. პირველი დღე ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება. მიიღეთ როგორც მომავალი თვის „ფუნდამენტი“. ის, თუ როგორი საძირკველი ჩაუყარეთ, მომავალი თვეც შესაბამისი იქნება. გაითვალისწინეთ – რასაც ამ პერიოდში გაიფიქრებთ ან გააკეთებთ, მთელ თვეზე იმოქმედებს. ეს დღე საშუალებას გაძლევთ მომავალი თვის დაგეგმარებაში თქვენი წვლილი შეიტანოთ. იფიქრეთ მასზე, რაც გინდათ რომ მოხდეს. ფიქრი დაიწყეთ არა „თუ…“-თი, არამედ „როცა…“-თი. „თუ გამოგივათ“ კი არა, აუცილებლად გამოგივათ! ამ დღესთან დაკავშირებულია ცხოვრებისეული სხვადასხვა სიტუაციები. ყველა შესაძლო კონფლიქტი, კამათი კარგად გაანალიზეთ. ... Read More »

მთვარის დღეები (ზოგადი მიმოხილვა)

(ფოტოზე – ორინიაკის უძველესი მთვარის კალენდარი) მთვარის დღეები მზისაზე ადრე გაჩნდა და ადამიანები მას დიდი ხნის განმავლობაში ითვალისწინებდნენ. უძველეს დროში ადამიანები მთვარის რიტმსა და ენერგიას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. სულ 29-30 დღე არსებობს, რომლებიც თვის რიცხვებს შესაძლოა არც დაემთხვეს. მთვარის დღე განისაზღვრება მისი ორ ამოსვლას შორის დროით.  პირველი დღე ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება, ხოლო მე-2 დღე – მთვარის პირველი ამოსვლიდან, მე-3 დღე – მეორე ამოსვლიდან და ა.შ. Read More »

ტრანზიტული მთვარე თევზებში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე თევზებში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე თევზების ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ემოციურობა, თანაგრძნობა, ერთიანობის განცდა, ინტუიცია უარყოფითი კუთხით: გავლენის ქვეშ ადვილად მოქცევა, მიმნდობობა, საკუთარი თავის შეცოდება, მოდუნება. გაანალიზეთ წინა პერიოდი, შეაჯამეთ. გაურკვეველ  სიტუაციებს აჯობებს თავი აარიდოთ, ამ დღეს მოსალოდნელია სიღრმისეული შეცდომების დაშვება. მეტად მგრძნობიარეები ვხდებით, ამიტომ წყენის ალბათობაც დიდია. ეცადეთ ერთმანეთის გაგებაზე ორიენტირდეთ. ინტუიციასა და შინაგან ხმას დაეყრდენით. ენდეთ, მაგრამ შეამოწმეთ. შემოქმედებითი დღეა. მუსიკას მოუსმინეთ, განიტვირთეთ. თქვენი ჰობი და ინტერესები გაიხსენეთ. ხატვა გიყვართ? დახატეთ. ცეკვა? – იცეკვეთ. ყველანაირი   ხელოვნების, პარაფსიქოლოგიური ცდებისთვის, მკითხაობისა და ექსტარასენსორული უნარების გავარჯიშებისთვის  წარმატებული პერიოდია. ყველა იმ ... Read More »

ტრანზიტული მთვარე მერწყულში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მერწყულში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მერწყულის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: საზრიანობა, მეგობრულობა, ორიგინალურობა, ყველაფერი სიახლისადმი მისწრაფება, ნოვატორობა, სულიერი და ფიზიკური თავისუფლების წყურვილი, ინტუიციის ზრდა, იუმორი. უარყოფითი კუთხით: ილუზორული იდეები, არაადექვატურობა, ანარქიზმისკენ მიდრეკილება. ამ დღისთვის   დამახასიათებელია   როგორც  სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო  მოულოდნელობები.  თავის ორიგინალურად გამოხატვის ტენდენციაა. მოქმედებების  წინასწარ გათვლა რთულდება. იყავით ორიგინალურები, მეგობრულები, სიახლეების მიმართ გახსნილი. თამამად გამოხატეთ აზრები და იდეები. ხელსაყრელი პერიოდია თვითგანვითარების (განთლების), კვალიფიკაციის ამაღლების, სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის.  მთვარე მერწყულში  ხელს უწყობს ნოვატორული იდეების,  ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების  დანერგვას. ეს პერიოდი კარგია „მწვანეების”  მოძრაობისთვის, ეკოლოგიასა  და გარემოს  ... Read More »

ტრანზიტული მთვარე თხის რქაში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე თხის რქაში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე თხის რქის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა, საკუთარი თავის კონტროლის უნარი, სერიოზულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა. უარყოფითი კუთხით: სევდიანობა, მელანქოლია, ემოციური თავშეკავება, პესიმიზმი, გადამეტებული სიმკაცრე. კარგია საპასუხისმგებლო სამეცნიერო -კვლევითი სამუშაოების დასაწყებად,  მიწის  და უძრავი ქონების ყიდვა -გაყიდვა,  იჯარა  და ახალი მშენებლობების წამოწყება.  კარგი პერიოდია  პროექტების დასაწყებად – წარმატებით დაგვირგვინდება გრძელვადიანი პროექტები. მთვარის თხის რქაში ყოფნის პერიოდში ადამიანები უფრო ფრთხილები, მომთმენები, თავშეკავებულები, პრაქტიკულზე ორიენტირებულები, მუშაობისკენ მიდრეკილნი ხდებიან. რაციონალიზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა ბევრ რამეს გადაწონის. შესაძლოა ემოციურმა გამოხატვამ იკლოს. ძირეული, სერიოზული და ხანგრძლივი პროექტები დაიწყეთ. ნუ ... Read More »

ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მშვილდოსანში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მშვილდოსნის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: სამართლიანობა, ოპტიმიზმი, პირდაპირობა, სიმართლის ძიება, ინტერესების, ჰორიზონტის, ცნობიერების გაფართოებისკენ მისწრაფება უარყოფითი კუთხით: უხეშობა, ავტორიტარულობა, ბაქიაობა, გაზვიადება. შორეულ ადგილებში გამგზავრების სურვილი ძლიერდება. ახალი ინტერესები  ჩნდება, განსაკუთრებით რაც  სულიერებას და იდეოლოგიას  ეხება. ერთ ადგილზე გაჩერება გვიჭირს. სადმე წასვლის, სეირნობის, მოგზაურობის, გართობის სურვილი ძლიერია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი – წარმატებისა და დიდი ბედნიერების პლანეტა მართავს. იყავით აქტიური, მიზანსწრაფული. დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. ჩამოყალიბდით თქვენს იდეოლოგიაში, რწმენაში, ფილოსოფიურ ხედვაში.  სპორტით დაკავდით. თავს ნუ შეიზღუდავთ. კარგი დღეა  სამეცნიერო, შემოქმედებითი  და ინტელექტუალური მუშაობისთვის,  იურიდიული პრობლემების ... Read More »

ტრანზიტული მთვარე მორიელში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე მორიელში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე მორიელის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: ინტუიცია, სიმამაცე, კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი მოქმედების უნარი, გაძლიერებული ენერგეტიკული პოტენციალი და ენერგია; მაგნეტიზმი და სექსუალური მიზიდულობა. უარყოფითი კუთხით: აგრესიულობა, კონფლიქტურობა, ეჭვიანობა, მთვარის ამ მდებარეობას ასტროლოგები „ცოფიან მთვარეს“ უწოდებენ, ის ადამიანებს უკიდურესობებისკენ უბიძგებს, სამყაროს აღქმა ხდება შავ-თეთრ ფერებში, არის გაძლიერებული ემოციურობის ტენდენცია, დაუკმაყოფილებლობის განცდით შეზავებული, ამავე დროს ძლიერდება ინტუიცია და გამოძიების, გამოკვლევის სურვილი – იოლია საიდუმლოებების ამოხსნა და დაკარგული ნივთების პოვნა, კარგი დროა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის. ხელსაყრელი პერიოდია უჩვეულო (ექსტრასენსორული) უნარების გამოყენება-გავარჯიშებისთვის, შემოქმედებითი, ინტელექტუალური საქმიანობის დაწყებისთვის, რაც  ენთუზიაზმს და დიდ ... Read More »

ტრანზიტული მთვარე სასწორში

მთელი თვის განმავლობაში მთვარე თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თანმიმდევრობით შემოივლის. ტრანზიტული მთვარე სასწორში ნიშნავს, რომ ამჟამად მთვარე სასწორის ნიშანს გადის. დადებითი კუთხით: დიპლომატიურობა, ჰარმონიისა და სამართლიანობისკენ მიდრეკილება, სამყაროს სიყვარულის, სილამაზის აღქმის მატება. მოწონების სურვილი უარყოფითი კუთხით: მერყეობა, პასიურობა, უინიციატივობა, გადაუწყვეტელობა, კამათისგან გაქცევისკენ მიდრეკილება. მეტი ყურადღება ექცევა ელეგანტურობას, პროპორციებს, გარეგნულ სილამაზეს, სოციალური ნორმების დაცვას. არასასიამოვნო განცდას იწვევს უხეშობის, დისჰარმონიის ყველანაირი გამოვლინება. ამ პერიოდში ადამიანები განწყობილი არიან  ცხოვრებით ტკბობისკენ, განსაკუთრებით სასიამოვნოა გასტრონომიული სურვილების დაკმაყოფილება. გამძაფრებულია სილამაზის აღქმა. ხელსაყრელი პერიოდია საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის, ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველანაირი საქმიანობისთვის, სასულიერო პირებთან ურთიერთობებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. წარმატებული იქნება  ისეთი საქმის წამოწყება, რაც სწრაფად უნდა დასრულდეს. სამართლიანობა და პრინციპები ... Read More »

Scroll To Top