Category Archives: ასპექტები (ზოგადი)

მერკურის ასპექტები

Read More »

მთვარის ასპექტები

Read More »

მზის ასპექტები

Read More »

კვადრატი (კვადრატურა)

მმართველი და ტყვეობა: მთვარე და სატურნი. კულმინატორი და დეკადენტი – მარსი და იუპიტერი. რიცხვი 4 ეს არის ინვოლუციის, სულისა და მისი მატერიალიზაციის ჯვარცმის სიმბოლიზაცია. მისი დაყოფა 4 ნაწილად ნიშნავს ვიბრაციის მტანჯველ, დისჰარმოიულ დაქვეითებას, რომლის დროსაც არსებობა კარგავს თავის ერთიანობას (სამად დაყოფისგან განსხვავებით) და დაყოფილ ნაწილებს დიდი ძალისხმევით მოუწევთ გაერთიანება. კვადრატის გავლენის სფეროში ადამიანი შინაგან და გარეგან დისჰარმონიას განიცდის, ის გრძნობს უხეშ მტრობას და პლანეტების პრინციპების მიმართ საპასუხო აუტანლობას, რომლებსაც ერთმანეთის საერთოდ არ ესმით, ახდენენ პროფანირებას და ამასთანავე არ შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით სვლა, რადგან ბედმა ისინი ერთად მოაქცია, ამ ვითარებაში მუდმივად ურთიერთქმედებენ. Read More »

შეერთება (ზოგადი დახასიათება)

რიცხვი 1 ( ანუ რკალი 360  ⁰ = 0⁰ )ეს არის აბსოლუტის, პოტენციალის სიმბოლიზაცია. ამ ასპექტის მახასიათებელია – გამოვლინება და შემოქმედება. პლანეტები, რომლებიც შეერთებაშია, თითქოს შავ ყუთში არიან მოთავსებული, (აბსოლუტის სიმბოლო). შეერთებამ, სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი ეფექტები მოგვცეს, მაგრამ ეს ეფექტები რა თქმა უნდა პლანეტების (სახლის, ნიშნის სადაც მდებარეობს და სხვა ასპექტების) პრინციპებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ არის შემოქმედი  და დაბალი განვითარებისას ეს არც იგულისხმება, ამ შემთხვევაში ადამიანის იმ ცხოვრებისეულ სფეროში, სადაც არის შეერთება (სახლი, ნიშანი, მმართველი, ასპექტები) აბსოლუტური შემოქმედებითი საწყისი შეიგრძნობა, Read More »

შედგენილი ასპექტები

რუკაში შეიძლება არსებობდეს სხვა ასპექტები, რომლებიც 3 ან მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული პლანეტებისგან შედგება. მათ შედგენილი ასპექტები (ასპექტების კონფიგურაცია) ეწოდებათ. ზოგიერთი ვერსიით ასეთი ასპექტები კარმული მნიშვნელობისაა და კარმულ „დავალებებსა“ და ამოცანებზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. თითოეული შედგენილი ასპექტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომელი პლანეტები (მათი მახასიათებლები, თვისებები, სახლებში მდებარეობა…) მონაწილეობენ მათ შედგენაში. სტელიუმი ესაა ორზე მეტი პლანეტის შეერთება ზოდიაქოს ნიშანში. სტელიუმის მქონე ნიშანი და სფერო უფრო მეტადაა დატვირული და კონცენტრირებული რუკაში. სტელიუმში პლანეტის  შეერთების მაქსიმალური გადახრაა ± 6°. შეერთებაში მთვარის კვანძებისა და ფიქტიური პლანეტების მონაწილეობის შემთხვევაში ისინი ითვლებიან ½ პლანეტებად. სტელიუმი ორი სახისაა: როცა პლანეტები შეერთებულნი არიან და როცა უბრალოდ ერთ ნიშანში ... Read More »

შემოქმედებითი და კარმული ასპექტები

ფენომენალური ასპექტები  დაკავშირებულია კარმასთან და მიანიშნებს თუ როგორ ვხარჯავთ ენერგიას განვითარებისთვის, როგორ ვრეალიზდებით. ეს ასპექტები ორი სახისაა: შემოქმედებითი და კარმული. შემოქმედებითი ასპექტები ნიშნავს, რომ გვეძლევა თავისუფალი არჩევანი და მოქმედება შემოქმედებითი უნარების რეალიზებისთვის, ხოლო კარმული ასპექტები მოვალეობებსა და ვალზე, საჭირო ცვლილებებზე და გზაზე მიანიშნებენ, რაც ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელია. ამასთანავე,  ფენომენალური ასპექტები ორი სახისაა: გარეგნული (მოქმედებითი) და ფსიქოლოგიური. ერთ–ერთი ვერსიით მიჩნეულია, რომ ოკულტური მეცნიერებების ნებისმიერ შემსწავლელს (ზუსტი თარგმანი: მოსწავლეს) კარმული ასპექტები აქვს. შემოქმედებითი ასპექტები ადამიანებს, რომლებსაც რუკაში შემოქმედებითი ასპექტები აქვთ, უკავშირდება გარკვეულ მისიებს, ქმედებებს, სიტუაციებს, რომლებიც მათ ცვლიან და გარდაქმნიან. ხშირად ვარდებიან განსხვავებულ სიტუაციებში, მათ ცხოვრებაში უცნაური შემთხვევითობები ხდება. მთლიანობაში კი ყველაფერი ... Read More »

ასპექტები ასტროლოგიაში

პლანეტები გრადუსებით ერთმანეთთან მიმართებაში დაშორებულები არიან, რის შედეგადაც იქმნება ასპექტები. ასპექტი არის ორ პლანეტას შორის შექმნილი გრადუსული კუთხე და შესაძლოა ახასიათებდეს გარკვეული თვისებები. ის  ხშირად ცვლის პლანეტის გამოვლენის თავისებურებებს, ამიტომ პირად რუკაში მისი განხილვა მნიშვნელოვანია.  360°–ის შუაზე გაყოფით მიიღება ოპოზიცია (180°), სამზე – ტრინი (120°), ოთხზე – კვადრატურა (90°), ექვსზე – სექსტილი (60°). ასპექტი შეიძლება იყოს ჰარმონიული და დაძაბული. ორივეს ორი მხარე აქვს: დაძაბული ასპექტები რთულია, მაგრამ სრულად დამუშავებით შეიძლება უდიდესი მიღწევები გქონდეს, ჰარმონიული ასპექტებით კი ადვილად აღწევ მიზნებს, სურვილების შესრულება სწრაფად ხდება, თუმცა შეიძლება შესაძლებლობები გაფლანგო ან დაკარგო.ზოგადად, დაძაბული ასპექტები იწვევს სიძნელეებს, პრობლემებს (სფეროებში,რომლებსაც პლანეტები განაგებენ). პრობლემები შეიძლება იყოს ... Read More »

Scroll To Top