Category Archives: პლანეტები სახლებში

ნათალური მთვარე V სახლში

„თეატრალობა“ ასეთი ადამიანი ძლიერი ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გარშემომყოფებისადმი სიყვარულს და ბავშვების ყოლის სურვილს ეხება.  რომანტიული და სენტიმენტალურია, მიდრეკილია მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ინტიგებისკენ, მუდამ სიამოვნების ძიებაშია. საოცარი მომხიბვლელობისა და პოეტური ნიჭის მფლობელია. იშვიათად, რომ შვილები არ ჰყავდეს. კარგი მშობელია, თუმცა მიდრეკილია შვილები მიიჯაჭვოს. მართალია, ბავშვები ძლიერ უყვარს, მაგრამ მათზე ზრუნვა შესაძლოა მხოლოდ კვების საკითხებითა და მათ გარეგნობის მოვლით შემოიფარგლოს. მარტივად და სწრაფად მიაღწევს წარმატებას პედაგოგიურ კარიერაში, ასევე თეატრალურ და სპორტულ ასპარეზზე. საბირჟო სპეკულაციებში იღბალი ცვალებადია, ამიტომ წარმატების ალბათობაც დაბალია. უყვართ რისკი, თუმცა იშვიათად იგებენ. ემოციურ იმპულსურობას ხშირად მიჰყავს სრულ კრახამდე აზარტულ თამაშებში. რომანტიული განცდები დაკავშირებულია ღრმა ემოციურ მოთხოვნებთან. ისინი ყოველთვის ... Read More »

ნათალური მთვარე IV სახლში

„ოჯახური კერის სიყვარული“ ამ მზრუნველ ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარი სახლი, ოჯახი, სამშობლო და მიწა. მკაცრად იცავენ ოჯახურ ტრადიციებს. შთამომავლობის გაგრძლების თემას ბოლო ადგილი ნამდილად არ უკავია მის გონებაში. უყვარს ანტიკვარიატის კოლექციონირება. სათუთად უფრთხილდება ოჯახურ რელიქვიებს. ძალიან  ეგოცენტრულია და საკმაოდ მიკერძოებული დამოკიდებულება აქვს „მე“ და „ჩემი“ ნაცვალსახელების მიმართ. დაღლილობისას, რეალობას შორდება, საკუთარ სამყაროში განმარტოვდება, რომელიც თითქმის ყოველთვის მის სახლში მდებარეობს. ის ოჯახისთვის არის დაბადებული. დედის გავლენა ძალიან ძლიერია. საერთოდაც, მთელი ცხოვრება მშობლების გავლენის ქვეშ იმყოფება. ცხოვრების დასასრული მნიშნველოვანი ოდენობის ფულის შემოდინებით აღინიშნება. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული ქონებრივი დანაკარგები განიცადოს მოტყუების, ქურდობის ან თაღლითობის შედეგად. ხშირად ინტერესდება საკუთარი გვარისა და ... Read More »

ნათალური მთვარე III სახლში

„ექსპრესიულობა“ შფოთიანი, დრამატული, ცნობისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ადამიანია. უყვარს წარსულის მოგონება, სიამოვნებით იხსენებს და განიხილავს ცხოვრებაში გადამხდარ  ფაქტებს.  მარტივად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. ბავშვებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პატარები ხშირად ეხმარებიან სხვადასხვა ფორმით. არც ისე იშვიათად  იცვლის საგანმანათლებლო ადგილს. სწავლა გართულებულია კონცენტრაციის უუნარობის გამო. თუმცა კი სწავლა და სხვების მოსმენა ძალიან უყვარს. შესანიშნავი მეხსიერება აქვს. ვერ იტანს რუტინულ საქმეს. მეტყველება და აზროვნება დიდად არის დამოკიდებული ადრეულ ბავშვობაში განცდილ და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებულ ემოციურ ფაქტორებზე. გონებისა და აზროვნების  წყობა განპირობებულია ემოციური ცრურწმენებით. ასეთი ადამიანები კარგად ითვისებენ სხვის აზრებსა და იდეებს, რის გამოც ძლიერი მიდრეკილება აქვთ პლაგიატისკენ. უყვართ ფართო აუდიტორია, მრავალრიცხოვანი ... Read More »

ნათალური მთვარე II სახლში

„შენაძენი“ ეს კარგი მუშაკია, რომელსაც ხელეწიფება სხვა ადამიანების ფასეულობათა სისტემის შეცვლა. ფინანსური საქმეები სავსეა ცვლილებებით და ყოველთვის მერყევ მდგომარეობაში იმყოფება. მდებარეობა ხელს უწყობს საზოგადოებრივ კავშირებსა და საქმიან კონტაქტებს ქალებთან. ფული შემოედინება დედის ან ქალების მხრიდან/დახმარებით. მატერიალური სიმდიდრესა და ფინანსებს დიდი მნიშვნლობა აქვს ემოციური უსაფრთხოებისთვის. ის შეიძლება ძალიან ძუნწი ან ძალიან ხელგაშლილი იყოს. ამიტომ, თავი უნდა არიდოს ამ უკიდურესობებს. ადვილად ეჯაჭვება ადამიანებსა და ფულს. არც ისე იშვიათად დაკავებულია არიან საზოგადოებრივი კვებისა და საოჯახოდ საჭირო ნივთების წარმოებით. ხშირად ზრუნავენ უბრალო ადამიანების საჭიროებებზე. დროდადრო მნიშვნელოვან ფინანსურ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ამასაც საკმაოდ არასტაბილური ხასიათი აქვს. ფული ადვილად მოდის და მიდის. შესაძლოა ახასიათებდეს გადაჭარბებული მიმნდობლობა, ... Read More »

ნათალური მთვარე I სახლში

“გარშემომყოფებზე დამოკიდებული” ემოციური, მგრძნობიარე და ცვალებადი ადამიანია. მის ურთიერთობებსა და საქმიანობაში ძალიან ბევრია დამოკიდებული მიმდინარე განწყობაზე, რომელიც სწრაფად და მკვეთრად ეცვლება. თუ ბუნებრივი სიმორცხვე გადალახა, სწრაფად მიაღწევს წარმატებას სოციუმში. საზოგადოებრივი აღიარება კი მისთვის ძალიან მნიშნველოვანი და საჭიროა. ყოველთვის ცდილობს სხვებს აამოს და ძალიან განიცდის, როდესაც მის ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ძლიერი ფსიქოლოგიური კავშირი აქვს დედასთან. მდიდარ წარმოსახვას ფლობს და მძაფრად რეაგირებს გარშემომყოფებზე. ფიზიკურად საკმაოდ აქტიურია, რაც გარეგნულად შესამჩნევი შფოთიანობითა და ქაოტურობით ვლინდება. რადგან გარშემომყოფებსა და გარემოზე ცვალებადი და კაპრიზული რეაქციები აქვს, მისთვის რთულია ერთ კონკრეტულ მიზანზე დაფიქსირება და ერთი მიმართულებით მოძრაობა. მისი შთაბეჭდილებიანობა პარანორმალურ უნარებს ესაზღვრება. უცნაური უნარი აქვს, ... Read More »

მთვარე მორიელის შეთავსება სხვა მთვარეებთან

“შენთან ან უშენოდ” © მთვარეული მორიელი მთვარეული მორიელი + მთვარეული ვერძი „პარადოქსი“. შეუთავსებელი ურთიერთობა. თუ მიზიდულობა წარმოიშვა,ის მტკივნეული და დამღუპველია. უამრავი კომპრომისი და დიდი მოთმინებაა საჭირო,რომ ურთიერთობა შედგეს.  ზოდიაქალურ წრეში მორიელი და ვერძი ურთიერთობენ კვინკონსის ასპექტით(150°).  სახლების სისტემის მიხედვით,ურთიერთობის ეს ტიპი შეესაბამება ფორმულას 8-6: მორიელი ვერძის „ვექტორული ბატონია“. ვერძი მორიელის „ვექტორული მსახური“. მორიელს დაუოკებელი სურვილი უჩნდება მოათვინიეროს ეს ძლევამოსილი მხეცი. მარსიანული ენერგიების შეჯახება,ემოციურ ჭრილში,მხოლოდ ნაპერწკლებით არ შემოიფარგლება. მართალია,ორივე ძლიერ ემოციურად რეაგირებს სიტუაციებსა და ადამიანებზე,მაგრამ ისინი სრულიად განსხვავებულად გამოხატავენ საკუთარ თავს. ვერძი სულსწრაფი და მოუთმენელია,მარტივად ეუფლება იმედგაცრუება და მიდრეკილია ხშირი,მაგრამ მოკლევადიანი „აფეთქებებისკენ“. მორიელი გაცილებით რთული,კომპლექსური ინდივიდუალური სისტემით ხასიათდება. უზარმაზარი ემოციური რეზერვუარი ... Read More »

ნათალური მზე XII სახლში

„იდუმალება“ მართალია ამ ადამიანს აკლია თავდაჯერებულობა და დროის უმეტეს ნაწილს მარტოობაში ატარებს, მაგრამ მას არაჩვეულებრივად შეუძლია საკუთარი ბუნების ქვეცნობიერი ნაწილის გაგება. დაახლოებით 30 წლის ასაკამდე უამრავი შეზღუდვის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.  იზიდავს საიდუმლო ორგანიზაციებში, საქველმოქმედო საზოგადოებებში ან კვლევით ორგანოებში მუშაობა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიუწვდომელი რჩება გარეშე თვალისთვის.  პლანეტარული ენერგიის არასწორად გამოყენება აძლიერებს ნევროსტენულ ტენდენეციებს, წარმოშობს უკიდურეს სიმორცხვეს, უკარებობის დონემდე. ადამიანი საკუთარი თავის მტერი ხდება. მან უნდა ისწავლოს სხვისთვის მსახურება და არავითარ შემთხვევაში არ მიეცეს თვითშეცოდებას. ასეთი ადამიანები საკუთარი ბუნების სიღრმეებში იძირებიან ქვეცნობიერი წყაროების შესასწავლად. არც ისე იშვიათად მარტო ცხოვრობენ და გაურბიან აქტიურ სოციალურ კონტაქტებს. იმ შემთვევაშიც კი, თუ ხელმძღვანელი პოსტი უჭირავთ, ... Read More »

ნათალური მზე XI სახლში

„ინდივიდუალიზმი“ ეს ადამიანები ყოველთვის საკუთარი საქმეებით არიან დაკავებულნი და შედეგად ყველაფერს აღწევენ,რაც მოესურვებათ. ბევრი მეგობარი ჰყავთ და აქტიური სოციალური ცოვრება აქვთ. ცდილობენ გარშემო შემოქმედებითი სამუშაო ჯგუფი შექმნან, თავისუფალი არჩევნის საფუძველზე დაკომპლექტებული ადამინებისგან. მათ არ აშინებთ სირთულეები. კარგი ხელმძღვანელები და ორგანიზატორები არიან. კარგად გამოსდით სხვების შთაგონება, საკუთარი იდეებით დაინტერესება. ძალიან უყვართ სხვების დახმარება და გულწრფელად ინტერესდებიან სხვების აზრებით და იდეებით, ამიტომ საკუთარ თავს ისეთ პროფესიებში პოულობენ, რომელიც სხვებისთვის სხვადასხვა სამსახურის გაწევას უკავშირდება. ხშირად იკავებენ ლიდერის პოზიციას არასტანდარტულ, უჩვეულო საქმიანობის სფეროებში. საერთოდ, ეს ადამიანები ამა თუ იმ საქმის „პიონერები“ არიან. გარშემომყოფები დიდად აფასებენ ამ ადამიანებს და ეხმარებიან საკუთარი სახსრებით და გავლენითაც. კარგი ... Read More »

ნათალური მზე X სახლში

„პასუხისმგებლობა“ ეს ადამიანი საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების დაჟინებულ მოთხოვნას განიცდის, ამიტომ, ადრე თუ გვიან, ფართო მასებისთვის ცნობილი და საკმაოდ წარმატებული პიროვნება ხდება. საერთოდ, მათ ნებისმიერ პროფესიაში და ნებისმიერ პოსტზე შეუძლიათ წარმატების მიღწევა, რადგან ყოველთვის წინ და მაღლა ისწრაფვიან. ძალიან საზრიანები და მოხერხებულნი არიან მიზნის მიღწევის საკითხებში. მართალია, ყოველთვის სხვების დასანახად არ შრომობენ, მაგრამ კოლეგებისა და თანამშრომლების წრეში უმეტესად ხელმძღვანელის ფუნქციებს ასრულებენ. მიილტვიან პოლიტიკური მოღვაწეობისკენ, რადგან მათში ძალაუფლების სიყვარული თანაბრად არის შეხამებული ამბიციურობასთან. არასოდეს რჩებიან შეუმჩნველნი. ხანდახან ფიცხი და თავხედი ხასიათით გამორჩევიან. თუმცა თითქმის ყოველთვის დიდსულოვანი და ღირსეული ბუნების ხალხია. სავსენი არიან პატივმოყვარე ზრახვებით, დაიკავონ საპასუხისმგებლო პოსტი. აქტიურად ესწრაფვიან დიდებასა და აღიარებას. ... Read More »

ნათალური მზე IX სახლში

„ავანტურიზმი“  შესაძლოა წარმატება იურისპუდენციაში, რელიგიაში, გამოყენებით მეცნიერებებში ან ტურისტულ ინდუსტრიაში. აღინიშნება უცხო ენების შესწავლის ნიჭი. ზოგადად, ამ ადამიანებს ნებისმიერთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. გატაცებით სწავლობენ სერიოზულ საგნებს და მიდრეკილნი არიან ფილოსოფიისკენ. არც ისე იშვიათად კეთილსინდისიერი და წარმატებული მასწავლებლები არიან. ინტერესდებიან ხელოვნებით, მეცნიერებებით, მუსიკით, ლიტერატურით, რაც ხელს უწყობს ინტელექტუალურ განვითარებას. ხანდახან არაპრაქტიკულები არიან, რადგან აღენიშნებათ  მიდრეკილება ზღვარგადასული ფანტაზიორობისა და ფანატიზმისკენ. შესამჩნევ ინტერესს ავლენენ სულიერი და რელიგიური საკითხების მიმართ. ძლიერი ინტუიციის შემთხვევაში, არაერთხელ აქვთ ბრწყინვალე გაელვებები. ეს საშუალებას აძლევთ შემოქმედებითად გადაჭრან პრობელემები და წარმატებული პროგნოზები გააკეთონ, წინასწარმეტყველების დონემდე. მათ ისედაც აღენიშნებათ მიდრეკილება პარანორმალური ფსიქიკური გამოვლინებისკენ; მაგალითად, ცხადი სიზმრების ან მომავლის პროგნოზირების სახით. ... Read More »

Scroll To Top