Category Archives: სახლის მმართველები

მე-3 სახლის მმართველი

მესამე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მესამე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–3 სახლის კუსპიდი თხის რქაშია, მისი მმართველია სატურნი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ სატურნი… მესამე სახლის მმართველი 1-ელ სახლში პოზიტიური მხარე: სწრაფად აღქმის ამაღლებული უნარი, ზესვლის სიმსუბუქე, ყველგან და ყველაფრის სწავლის სურვილი, თვითსწავლების ნიჭი, გამოცდილების გაფართოებისათვის კონტაქტებისა და კავშირების გამოყენების უნარი. უარყოფითი მხარე: მოუწესრიგებელი კავშირები, სწავლის უუნარობა, საკუთარი თავის სრულყოფისათვის ურთიერთობებიდან მიღებული გამოცდილების გამოყენების სურვილის არქონა. ეს ადამიანი ისწრაფვის იპოვოს საკუთარი იდეების გადმოცემის გზები/ხერხები და საკუთარი აზროვნების უნარი გაამყაროს. ის ყოველთვის ... Read More »

მე-2 სახლის მმართველი

მეორე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეორე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი ლომშია, მისი მმართველია მზე, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მზე… მეორე სახლის მმართველი 1–ელ სახლში პოზიტიური  მხარე: საკუთრების შეძენა, ფულისა და ქონების დაგროვება საკუთარი მეწარმეობისა და საკუთარი საქმიანი ძალისხმევის წყალობით, მრავალმხრივი უნარი და ნიჭი მიმართულია მატერიალური შემოსავლის მიღებისკენ. უარყოფითი მხარე: ფინანსური ხასიათის მრავალგვარი შეუსრულებელი გეგმები, მფლანგველობა და ფულის გაუაზრებელი ხარჯვა, გადაჭარბებული დანახარჯები სიამოვნების მიღების სურვილით, ეკონომიის გაწევის უუნარობა, არაპრაქტიკულობა, გადაჭარბებული მატერიალიზმი. ასეთ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ძლიერი წარმოდგენა ... Read More »

1-ელი სახლის მმართველი

I სახლი იწყება ასცენდენტის გრადუსიდან, ანუ პირველი სახლი არის იგივე ასცენდენტი. შესაბამისად, პირველი სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი ასცენდენტი ვერძია, პირველი სახლის მმართველი გამოდის მარსი.თქვენს რუკაში მონახეთ მარსი რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებია ასცენდენტი – მერკური– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. პირველი სახლის მმართველი 1-ელ სახლში პოზიტიური მხარე: უპირობო ერთგულება ახალი პროგრამების შესრულებისას, საკუთარი უნარების დამოუკიდებლად განვითარება, ახალი მიდგომების სიყვარული და სიტუაციების ცვლილებების მიღება, საკუთარი ცხოვრების სრული შეცვლისკენ სწრაფვა. უარყოფითი მხარე: საკუთარ თავზე შეყვარებულობისკენ გადახრა, ეგოცენტრიზმი, დამოუკიდებლობის გადაჭარბებული სიყვარული, თავისუფლების მიმართ გადამეტებული ლტოლვა. ასეთი ადამიანი თითქმის ... Read More »

პირად რუკაში სახლები და მათი მნიშვნელობა

თითოეულის რუკა დაყოფილია 12 ნაწილად, ანუ 12 სახლად. ნიშანი გავლენას ახდენს პლანეტის მოქმედებაზე და მიუთითებს როგორ მოქმედებს პლანეტა, ხოლო სახლი,რომელშიც პლანეტა მდებარეობს მიუთითებს ცხოვრების რა სფეროზე ახდენს პლანეტა გავლენას. I სახლი – ესაა იგივე ასცენდენტი. განაპირობებს გარეგნულ და ზედაპირულ თვისებებს, მოიცავს იმ თვისებებს, რასაც გარშემომყოფები პირველი შეხედვით ამჩნევენ ჩვენში, ხოლო ოპოზიციური მზის ნიშანი მიუთითებს იმ თვისებებზე,რაც შინაგანად გაქვთ. როგორ არვიქვამთ სამყაროს, სამყაროს გაგება ჩვენს მიერ. პირველი სახლის მმართველი არის ვერძი II სახლი – ფული და მატერიალური ფასეულობები, შემოსავლები, საქმიანი აქტიურობა, პირადი ფასეულობები, ღირებულებები. ყველანაირი რესურსები – სულიერიც და მატერიალურიც. მეორე სახლს მართავს კურო III სახლი – გარემოსთან ურთიერთობის სახეები, კომუნიკაციები, ... Read More »

Scroll To Top