მთვარის 24-ე დღე

მთვარის 24-ე დღე

სიმბოლო: დათვი

დღე გამოფხიზლებისა და გარდაქმნისა.

ადამიანზე შეიძლება გადმოვიდეს გამოცხადება და უზარმაზარი ძალა. ხელსაყრელი პერიოდია  ფიზიკური ბუნების დამორჩილებისთვის, სექსუალური ენერგიისთვის, ჩასახვისთვის, მკურნალობისთვის. საჭიროა ჯანმრთელობის გაკაჟება და სულიერი დონის ამაღლება.

24-ე მთვარის დღეც 23-ე დღესავით აქტიურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აგრესიას არ შეიცავს. არ არის არც ენერგეტიკული ქაოსი, არც ფსიქიკური დაძაბულობა. ეს დღე სასიხარულოა, უფრო მეტიც – სადღესასწაულო.  ყოველივე ნეგატიური წინა დღისთვის დამახასიათებელი ქრება და რჩება მხოლოდ სუფთა, აუმღვრეველი ენერგია. 24-ე მთვარის დღეს ადამიანები კეთილგანწყობილნი არიან.

ამ დროს ხშირად იცვლება ხასიათი და გარშემომყოფებში სხვადასხვა სახის ტრანსფორმაციები ხდება. მხოლოდ პატიოსანი და სულიერად განვითარებული ადამიანები შეძლებენ მიაღწიონ პოზიტიურ შედეგებს. პარტნიორებს და შეყვარებულებს შორის ურთიერთობები შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, გაიზრდება ამბიციები, პატივმოყვარეობა და გადაჭარბებული თვითრწმენა. ნებისმიერი უხეშობა, ძალის გამოვლინება, მოუხერხებლობა (თუნდაც მცირე დოზით) გარშემომყოფებს გააღიზიანებს, ამიტომ შესაძლებელია კონფლიქტები უფროსობასთან ან/და პარტნიორებთან. ეცადეთ არ დაიწყოთ ახალი და მნიშნველოვანი არაფერი, მხოლოდ გააგრძელეთ მანამდე დაწყებული. მოძალადეები და სადისტები ისჯებიან.

დაისვენეთ სულით და ხორცით! თუ წინა დღით ვინმეს აწყენინეთ ან დისკომფორტი შეუქმენით, დადგა დრო ითხოვოთ პატიება.  დღე ძალიან რბილი და მშვიდია, ყველაზე კარგია შეიკრიბოთ მცირე ჯგუფი და ისაუბროთ, მოუსმინოთ მუსიკას ან უყუროთ კარგ ფილმს.

ეს შესანიშნავი დღეა სწავლისთვის, ახალი ცოდნის მისაღებად. ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის რაც ინტელექტს უკავშირდება. აზროვნება აქტიურდება, კონცენტრირების უნარი იზრდება. ამ დღეს შეიძლება ბევრი პრობლემის გადაჭრა. კარგი დროა თესვისთვის, (ეს დღე უკავშირედება ნაყოფიერებას). ტიბეტური და ინდური ასტროლოგიის მიხედვით ყველაზე სასიკეთო დღეა მშენებლობის დასაწყებად.

24-ე მთვარის დღე ერთ-ერთია იმ მცირე დღეთაგან მთვარის თვეში, როცა საქმის დაწყება სასიკეთოა. ენერგეტიკული ბარიერი, რომელიც საჭიროა ახალი საქმის სტარტისთვის მინიმუმადეა დაყვანილი. თუ რაიმე მიზეზით ვერ იწყებთ მნიშვნელოვან საქმეს, გაატარეთ ეს დღე მშვიდად და წყნარად.

ბიზნესირასაც არ უნდა აკეთებდეთ დღეს, ყველაფერი იქნება წარმატებული, რა თქმა უნდა. ამორალური საქმეების გამოკლებით.

ქორწინება: წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მეოცნებე, სულიერ ზრდაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის.

სოციალური გავლენა: არც ისე სასიკეთოა, საუბრისას ნუ მოახდენთ მოსაუბრეზე ზეწოლას, აგრეთვე დაუშვებელია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.

საყოფაცხოვრებო გავლენა: ახალი საქმეების დასაწყებად კარგი დღეა, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისა და ბაღში მუშაობისთვის.

სამედიცინო გავლენა: კარგია მკურნალობის დაწყება, წამლების დამზადება, ვარჯიში, იოგა.

მისტიური გავლენა: ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, კარგია რთული ვარჯიშების შესრულებისთვის, ითვლება რომ ადამიანს შეიძლება გონება გაუნათდეს და მოულოდნელი აღმოჩენები გააკეთოს.

სიზმრები: ამ დღეს სიზმრები მიგანიშნებენ პოტენციურ შემოქმედებით ძალებზე. სწორად ახსნილი სიზმრები გიჩვენებთ გზას, რომელი მიმართულებითაც უნდა წარმართოთ შემოქმედებითი პოტენციალი.

მედიტაცია: კარგია ბუნებაში.

მინერალები: შავი იაშმა, ჰაეროვანი ობსიდიანი, მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი.

24-ე დღეს დაბადებული: შეიძლება იყოს ერთი მხრივ, პატიოსანი და კეთილი, მეორე მხრივ, ეგოისტურად ხარბი და სხვების მოშურნე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება დიდი გურმანი. ამ დღეს დაბადებული ადამიანი მოწოდებით პროფესიონალი მუშაკი და ბიზნესმენია. რჩევებს ყურს უგდებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისი აზრით მოქმედებს. შემოქმედებითი ადამიანია და ხელოვნებისკენ მიდრეკილება აქვს. აუცილებელია აქტიურად იმოქმედოს, იმოძრაოს. ენერგია კონსტრუქციული გზებისკენ მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აგრესიული გახდეს.

რეკომენდებულია: სწავლა, სხეულის გაკაჟება; სახლის, ტაძრის, ეკლესიის საძირკვლის ჩაყრა. მტრებთან ბრძოლა, დაპყრობა; კამათი; კონკურენცია; ფიზიკური ვარჯიშები; ინსტრუმენტებთან მუშაობა. რისკი.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top