კარმული ურთიერთობა

კარმული ურთიერთობა

კარმული ურთიერთობის მიხედვით, ერთმანეთს ხვდება ორი სული, რომლებსაც წინა ცხოვრებაში ერთმანეთს შეხვედრიან და არამხოლოდ შეხვედრიან, არამედ ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ.

კარმული ურთიერთობის ერთ-ერთი მანიშნებელია – გადაუჭრელი შიდა პრობლემები: უკმაყოფილება, მრისხანება, ეჭვიანობა, დანაშაული ან სულაც შიში. მათ ვერ იპოვეს ურთიერთობაში გამოსავალი და ხელახლა ხვდებიან ერთმანეთს, რათა პრობლემა საბოლოოდ მოაგვარონ. კარმულ პარტნიორებს ახასიათებთ (დიდი ალბათობით) ძლიერი მიზიდულობა და სიძულვილი, მათ კარმულ ვალს წარმოადგენს გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემას. შესაძლოა პარტნიორები ამ ცხოვრებაში წინისგან განსხვავებით საპირისპირო სქესით მოევლინონ ერთმანეთს. მაგალითად: თუ ქალს ჰყავდა ძალიან ეჭვიანი ქმარი და იტანჯებოდა ურთიერთობით, შემდეგ კი მიატოვა. ქმარი დაიღუპა მიტოვების შემდეგ ავადმყოფობით, ქალი კი თავს ადანაშაულებდა მის სიკვდილში…

სავარაუდოდ ისინი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს ზუსტად იგივე გრძნობებით: რომელიმე ისევ ეჭვიანი იქნება, ექნება შიში რომ არ მიატოვონ და მეორე პარტიორს უწევს მისი კომპლექსების ატანა. ამ ცხოვრებაში ისევ დგება არჩევანი: შეწყვიტონ ურთიერთობა თუ…. ესაა კარმული ამოცანა-პარტნიორს მიანიჭონ თავისუფლება ისე,რომ სულიერად განვითარდნენ და მეორე- დანაშაულის გრძნობას თავი დააღწიონ.

ასტროლოგს შეუძლია დაადგინოს ურთიერთობა კარმულია თუ არა. კარმული ასპექტებით პლანეტების დაკავშირება კი მიანიშნებს ხელახლა “შეხვედრის” მიზნებზე და კარმულ ამოცანებზე. მაგალითად კარმული ურთიერთობის ერთ-ერთი მანიშნებელია 20, 40, 80 ან 100 გრადუსიანი კავშირი მთვარის აღმავალ და/ან დაღმავალი კვანძსა და ნეპტუნს ან სატურნს შორის. კიდევ ერთი მანიშნებელია პარტნიორებს შორის ასაკობრივი სხვაობა-5,10 ან 15 წლით. ასეთ დროს რომელიმე უნდა იყოს “წამმართველი” და მეორე -”მონა”

მთვარის კვანძები კარმულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ზოგჯერ პირველი შეხვედრის დროს ადამიანებს უჩნდებათ სიმპათიის გრძნობა, ასევე აქვთ გრძნობა, რომ ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ მანამდე, წინა ცხოვრებაში ჰქონდათ შეხება. შეიძლება პარტნიორები იყვნენ, ნათესავები ან სულაც მეგობრები. ამ ცხოვრებაში კი ან დროებით ხვდებიან ან მთელი ცხოვრება ერთად ყოფნა უწევთ. ეს ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთის დაღმავალი კვანძი უერთდება (ან კარმული ასპექტი აქვს) მეორის რომელიმე პლანეტას.

მაგალითად, თუ ქალის დაღმავალი უერთდება კაცის მზეს, ეს ნიშნავს რომ ადრე, წინა ცხოვრებაში კაცი მისი ქმარი ან მამა ან ხელმძღვანელი იყო, თუ ურანს უერთდება-მისი მეგობარი, თუ მერკურს-მისი ძმა და ა.შ.

კარმული ურთიერთობა არის ორი ტიპის: განმკურნებელი და დამანგრეველი (დესტრუქციული). სამკურნალო ურთიერთობის დროს აქვთ ნაცნობობის და სულიერი ნათესაობის გრძნობა, არ ცვლიან ერთმანეთს, ერთად ყოფნის დროს გართობა მოდის, ხოლო განშორების დროს- მარტოობის ძლიერი განცდა. ისინი ერთმანეთს პატიობენ, ხელს უწყობენ, მხარს უჭერენ რთულ სიტუაციებში. ასეთი კარმული ურთიერთობა ჰარმონიულია.

დამანგრეველი კარმული ურთიერთობის პირველ ეტაპზეც ჩნდება სულიერი ნათესაობის და ნაცნობობის განცდა. შემდეგ კი ურთიერთობაში ჩნდება შეურაცხყოფა, ცრემლი, ეჭვიანობა, დამცირება, ზოგჯერ პარტნიორის აშკარა დაშინება, შანტაჟი… ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პარტნიორებმა გაუშვან ერთმანეთი ან ისწავლონ უფრო მეტი ემოციური თავისუფლების მიცემა. დესტრუქციული ტიპის ქორწინების ან/და ურთიერთობა ორივესთვის პირად ტრაგედიად იქცევა, თუმცა არცერთს არ შეუძლია ახალი ცხოვრების დაწყება, იწყობენ ყალბ შეზღუდვებს როგორიცაა მაგალითად „ეს ჩემი ბედია“, „ალბათ ასე უნდა მომხდარიყო“, „საჭიროა მოთმინება“… ქორწინების გაგრძელების არგუმენტად კი ბავშვები იქცევა ხოლმე, რაც საბოლოოდ ურთიერთობაში კომპლექსს და ბავშვების „მსხვერპლად და უმწეოდ“ წარმოდგენას იწვევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ კარმულ ურთიერთობას უნდა მოყვეს პიროვნული ზრდა, სულიერი განვითარება, სწორედ ასეთ შემთხვევაში კარმულ ვალს „ვიხდით“. შესაბამისად სწორედ პიროვნული ზრდითა და სულიერი განვითარების მიღწევით, მომავალში აღარ განმეორდება ერთიდაიგივე, მსგავსი სიტუაციები და „წრეზე სიარული“ აღარ მოგვიწევს.

თუ კარმული ურთიერთობის შედეგად ადამიანები გახდნენ უფრო კეთილი, სუფთა, მეტი ისწავლეს, პიროვნულად გაიზარდნენ და არა პრიმიტიული, ბოღმა/გაღიზიანებული, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარმულ შეხვედრას უქმად არ ჩაუვლია და არც შემთხვევითი ყოფილა.

ზოგიერთი სიტუაცია, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, აოცებთ მათ თავისი იდუმალი დამთხვევებით, და ასევე, განსაკუთრებული გრძნობებით, რომელსაც ისინი ამ დროს განიცდიან.

ყველაზე გავრცელებული ფაქტორი კარმული შეხვედრისას – მოულოდნელობა.

მოულოდნელობა მდგომარეობს იმაში, რომ პარტნორები ნაცნობობას იწყებენ მაშინ, როცა ისინი საერთოდ არ გეგმავენ არანაირ ურთიერთობას ანდა როცა იწყება სერიოზული ურთიერთობები იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საერთოდ განსხვავებულნი არიან როგორც ხასიათით, ასევე ტემპერამენტითა და სოციალური მდგომარეობით. კიდევ ერთი ვარიანტი: ადამიანები ერთმანეთს წლობით იცნობენ, ურთიერთობენ იშვიათად როგორც მეგობრები, ხანდახან შორდებიან, მაგრამ ამასთანვე ყოველთვის ჩნდება დაუოკებელი სურვილი არ გაუშვან ერთმანეთი მხედველობიდან და გააკონტროლონ დისტანციაზე. მოულოდნელად გაჩენილ ვნებას და აჩქარებას ინტიმურ საკითხებში ისინი მიჰყავს დაოჯახებამდე.

შემდეგი ფაქტორი კარმული შეხვედრისა – სისწრაფე

ასეთი ურთიერთობა ღვივდება ძალიან სწრაფად, თითქოს პარტნიორებს ემართებათ გონების განათება: თითქოს განიცდიან უჩვეულო მიზიდულობას, ან ქორწინდებიან გაუცნობიერებლად, შემდეგ “გამოღვიძებულნი”, გრძნობენ იმედგაცრუებას, რომლის შემდეგაც ვითარდება ფსიქოლოგიური კრიზისი. დეპრესია, დაფუძნებული მეუღლის არჩევის შეცდომაზე, შეიძლება გაგრძელდეს წლობით, ამ მდგომარეობაში ყოფნისას, ადამიანს არ შეუძლია გაიგოს არც ის თუ რატომ მოიქცა ასე და არც ის თუ როგორ მოიქცეს შემდეგში.

მნიშვნელოვანი ფაქტორი კარმული შეხვედრისას – გადასვლა (გადაბარგება)

ხანდახან, იმისთვის, რომ პარტნიორები იყვნენ ერთად, რომელიმე მათგანს უწევს გადასვლა სხვა ქალაქში ანდა ქვეყანაში, აქ მხედველობაშია შორ მანძილზე გადასვლა, რომლის დროსაც უწევს იცხოვროს იმ ადგილიდან მოშორებით, სადაც დაიბადა. ასეთი გადასვლა ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს იმ მეგობრული და მშობლიური კავშირების გაწყვეტა, რომელიც მას ჰქონდა მანამდე და ახალი ცხოვრების დაწყებას. საჭიროა ითქვას, რომ ასეთი გადასვლები მშობლიური ადგილიდან არ იწვევს ბედნიერებას და ჰარმონიას, არის შემთხვევები, როცა პარტნიორს აქვს დისკომფორტი სხვა ქვეყანაში (ქალაქში) და მისი სული იწყებს უკან დასაბრუნებელი გზების ძიებას, ხშირად, მოვლენების ასეთი შემობრუნება იწვევს დაშორებას და მშობლიურ მხარეში დაბრუნებას.

ექსტრემალური სიტუაცია ასევე წარმოადგენს კარმული შეხვედრის ფაქტორს

თუ ერთ-ერთი პარტნიორი ნარკომანი ანდა ალკოჰოლის ბოროტად მომხარებელია, ტირანი ანდა სადისტია, მაშინ ასეთი ურთიერთობები შეიძლება ჩაითვალოს როგორც “დამსჯელი ურთიერთობები”. პრობლემური პარტნიორის არჩევა ხშირად გამომდინარეობს წარსული კარმული გამოცდილებიდან: წინა ცხოვრებაში “ტირანის” და “მსხვერპლის” როლები იყო საპირისპირო, ვიდრე ამ ცხოვრებაშია. გამოდის, რომ ასეთი სახით “სამართლიანობამ გაიმარჯვა” და ამ განსხეულებაში ყოფილ ტირანს აუცილებლად სჭირდება მსხვრპლის როლში ყოფნა, რათა გადაიხადოს კარმული ვალები და პირიქით. თუ საუბარია, მაგალითად, ქალზე, რომლის მეუღლეც გახდა ინვალიდი, და ის ტოვებს მას ეგოიზმის ანდა პრობლემების შიში გამო, მაშინ კარმული დაუმუშავებელი ვალი გადავა შემდეგ ცხოვრებაში.

ერთ-ერთი ფაქტორი კარმული შეხვედრისა – უნაყოფობა

შვილების არყოლა დაოჯახების შემდეგ – მანიშნებელია შთამომავლობის/გვარის გაგრძელების შეუძლებლობაზე. აქ აუცილებელია სულიერი გააზრება, გარკვეულ დონეზე – ლოცვა. თუ უნაყოფობისას წყვილში არცერთი არ ადანაშუალებს ერთმანეთს, და ურთიერთობაში არის ურთიერთგაგება, მაშინ მიტოვებული ბავშვის შვილად აყვანა და ამ ბავშვზე გულწრფელი ზრუნვა მოახდენს სასწაულს – ძალიან მალე წყვილს ეყოლება საერთო შვილი (ერთ-ერთი ვერსიაა. მთავარია ერთმანეთის დადანაშაულება არ დაიწყონ და გაიაზრონ ახლანდელი არსებული პრობლემები).

განსაკუთრებული ფაქტორი კარმული შეხვედრისა – ბედისწერა/ფატალურობა

საბედისწერო-ფატალური შეხვედრები და ფატალური ურთიერთობები ხშირად ატარებენ უარყოფით ხასიათს: საპასუხო სიყვარულის შეუძლებლობა, სასიყვარულო სამკუთხედი, სიყვარული და სიძულვილი – ყველა ეს სიტუაცია ადრე თუ გვიან იწვევს ჩიხში შეყვანას, რამდენადაც ვერ ხერხდება შესაბამისი გამოსავლის მოძებნა, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობები, გარდა სულიერი ტკივილისა და ტანჯვისა, არაფერ სხვას არ იძლევა.

წყარო: astrostudiya.ru

სტატიის ავტორი: თამთა და ნინო


About Tamta

Scroll To Top