ლილიტი მერწყულში

ლილიტი მერწყულში

დამოუკიდებლობა (უკიდურესობები – ექსცენტრიულობა ან კონსერვატიზმი)

წარსულ ინკარნაციაში – თავისუფლების მოყვარე, მის მოპოვებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა. შეიძლება იყო ანარქისტი, ავანტურისტი, შულერი შულერ-ი (1. ბანქოს მოთამაშე პროფესიონალი, რომელიც თამაშის დროს ყალთაბანდობს, თაღლითობს. 2. (გადატ.). ყალთაბანდი, თაღლითი., წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი), მეგობრების მოღალატე.

წარსულის ნეგატიური გამოცდილება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანი: ორგანულად ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას. ნებისმიერი,თუნდაც მცირე დაძალების მცდელობას აღიქვამს როგორც ძალადობას და მძაფრი რეაქცია აქვს. სწრაფი და მკვეთრი ხასიათცვალებადობა ახასიათებს. ზოგჯერ გარშემომყოფების შოკირებისთვის, სპეციალურად იქცევა არაორდინალურად. რითაც ახდენს საკუთარი უდიერი დამოკიდებულების დემონსტრირებას დადგენილი ქცევის წესების მიმართ. ნებისმიერი ხერხებით ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, არ სურს აიღოს საკუთარ თავზე რაიმე ვალდებულება, კანონიერ ქორწინებას გაურბის.

პასიური ადამიანი: ბლოკავს საკუთარ შემეცნების და განვითარების შესაძლებლობებს. ავლენს ნიშნის საპირისპირო თვისებებს და ექცევა ყველა შესაძლო საზღვრებში, ახშობს მოვლენების და საგნების ინტუიციურ შემეცნების უნარს, ზედმეტად იზღუდავს თავს, აქვს მრავალნაირი კომპლექსი და ემოციური შეზღუდვები (ემოციური დაბლოკვა).

გამოსყიდვა ხდება – ღალატის, თავისუფლების შეზღუდვის სახით. მისი გეგმები არ განხორციელდება ან საპირისპიროდ შესრულდება. ვერ არჩევს სიკეთეს და ბოროტებას. აქვს მოსაწყენი ცხოვრება და მუდმივი მარტოობის განცდა. არ აქვს სტაბილურობა და ყველაფერი თავზე ენგრევა.

რეკომენდირებულია: მოერიდონ მატყუარა, აფერისტ და სპეკულიანტ ადამიანებს. არ უნდა აიღონ და გასცენ ვალები. ფრთხილად უნდა იყვნენ არასაიმედო ადამიანებთან ურთიერთობებში, დენთან (ელექტროობა) და წამლებთან მიმართებაში.

© შესტოპალოვი

შავი მთვარე მერწყულში

ლილიტი ურანის და სატურნის სამფლობელოში, ნეპტუნის ეგზალტაციის ნიშანში, ჰაერის სტიქიაში.

წარსულის უარყოფითი კარმა დაგროვდა თავისუფლების უფლებების დარღვევით. წარსულ ცხოვრებაში ადამიანი საკუთარი თავისუფლების სანაცვლოდ სხვებს ართმევდა თავისუფლების საშუალებას. ნებისმიერი გზებით ცდილობდა თავისუფლების მოპოვებას და ამას იყენებდა სხვების საზიანოდ. ართმევდა დანარჩეებს განვითარების საშუალებას, უკარგავდა რწმენას, ცდილობდა მოეშალა სხვებისთვის სულიერი საყრდენი, რაც სულიწმინდის ძაგებაზე უარესია – ესაა ლილიტის ერთერთი ყველაზე ნეგატიური მდებარეობა. ინდივიდი შეიძლება იყო ანარქისტი, შულერი, შეურაცხყოფდა სიწმინდეებს. ცდილობდა სხვისი გეგმებისთვის ხელის შეშლას.

 პირველ დონეზე ადამიანი კვლავ ტკბება ნგრევებით, მკრეხელობით. ესა არის ცინიკოსი, მოღალატე, ადამიანი ვინც სისხლს აღრევს და აძაგებს სიწმინდეებს. ის კვლავ იმეორებს წარსულის შეცდომებს, ვერ აცნობიერებს პრობლემას, არ მუშაობს საკუთარ თავზე და არ აქვს სურვილი გახდეს უკეთესი.

მეორე დონეზე, როცა ადამიანი ადგას გამოსყიდვის გზას, ლილიტი ვლინდება როგორც სხვების მხრიდან ღალატი, თავისუფლების შეზღუდვა, შეიძლება ჩასვან ციხეში.

ადამიანს ყველა გეგმა ეშლება, ან როცა მათი შესრულება დაგვიანებით ხდება. ხელს უშლიან განვითარებაში, მის მიმართ იჩენენ აგდებულ დამოკიდებულებას, ატყუებენ. იტანჯებიან მოწყენილობისა და მარტოობისგან. ხშირად ვერ არჩევენ სიკეთეს და ბოროტებას. როცა ადამიანი დაამარცხებს წვრილმან ბოროტებას, უჩნდება ილუზია რომ ზოგადად დაამარცხა სიბოროტე, ამის გამო იხარჯება წვრილმანებზე და ავიწყება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ ადამიანებისთვის არაფერი არ არსებობს სტაბილური -საკმარისია რამე დარეგულირდეს რომ მაშინვე ყველაფერი ნგრევას იწყებს. ცდუნება თავისუფლებით, უინიციატივობა და აგდებული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ.

უნდა ერიდონ მატყუარა, სპეკულიანტ ადამიანებს. არ აიღონ და გასცენ სესხი. ბოროტება მოაქვთ არასაიმედო ადამიანებს.

საფრთხე ემუქრებათ დენისა და წამლებისგან.

ლილიტი მერწყულის ცნებებია: არ უნდა შეცდეს სიკეთის და ბოროტების გარჩევაში, არ იყოს უინიციატივო, არ უნდა დაისახოს შორსმიმავალი გეგმები.

მესამე დონეზე, მაღალ სულიერ დონეზე გადასვლის შემდეგ, როცა ადამიანი მუდმივად თვითკონტროლს ეწევა, ის გათავისუფლდება არასტაბილურობისგან, აღარ ემუქრება თავისუფლების დაკარგვა, სახიფათო ავანტურები როგორც შიდა ასევე გარე გამოვლინებებში. ერთის მხრივ არჩევს და მეორეს მხრივ უვითარდება დაცვა ბოროტებისგან. ეს ადამიანი დიდი ყურადღებით უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ არ იყოს მოღალატე, მხარში ედგას მეგობრებს, სწორად გამოიყენოს თავისუფლება, რომელიც იმისთვის მიეცათ, რათა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან გაარჩიოს.

© პ. გლობა

ლილიტი მერწყულში: დარღვევები მეგობრებთან ურთიერთობებში. სირთულეები თავისუფლების და დამოუკიდებლობის საკითხებში.

  • დაბალ დონეზე – სხვისი თავისუფლების შეზღუდვა, მოღალატეობა.
  • საშუალო დონეზე – მეგობრებისგან ღალატი, თავისუფლების შეზღუდვა, გეგმების ჩაფუშვა, მოულოდნელი უბედური შემთვევები.
  • მესამე დონეზე – თავისუფლების მცნების უზენაესი აღქმა (გაგება), მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი.

შავი მთვარე (ლილიტი) მერწყულში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება) . ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

მერწყული განასახიერებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, საზღვრების ნგრევას, გარდასახვას და რეფორმებს.

როცა შავი მთვარე მოქმედებს ნიშნის აქტიურ პოლუსზე – ადამიანი ვერ იტანს ვერანაირ ზეწოლას და შეზღუდვას. მერწყულის არაპროგნოზირებადობა აღწევს პიკს -ადამიანმა თვითონ არ იცის რას მოიმოქმედებს მეორე წუთში. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი და მოულოდნელი ხასიათცვალებადობა. გრძნობებსა და მსჯელობაში – შეგნებული პრეტენზიულობა ორიგინალურობაზე. ხშირად სპეციალურად იქცევა არაორდინალურად, რომ შოკში ჩააგდოს გარშემომყოფები. რითაც პროტესტს გამოხატავს არსებული ქცევის წესების მიმართ. თავისუფლების არასწორმა გაგებამ შეიძლება მიიყვანოს ასოციალურ ცხოვრების წესთან და ზოგჯერ დანაშაულებრივ ქმედებებამდეც კი.შეიძლება ადამიანი შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი რეფორმების და გარდასახვის ავტორი, თუმცა შავი მთვარის გავლენით ამას აქვს უტოპიური ხასიათი ან საერთოდ აბსურდულია. ლილიტი მერწყულში ადამიანს უბიძგებს შექმნას ახლებური თეორიები, რითაც უარყოფს უნივერსალურ ფასეულობებს, რომელიც დაკავშირებულია ეთიკის და ზნეობის წესებთან და ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ინდივიდი ყველანაირად გაურბის პასუხისმგებლობას, ცდილობს თავი აარიდოს კანონიერ ქორწინებას.

თუ შავი მთვარე გავლენას ახდენს ნიშნის პასიურ მხარეზე. იბლოკება მერწყულისეული თვისება დაარღვოს საზღვრები და ამის საპირისპიროდ ჩნდება სურვილი – ყველაფერი გარკვეულ ჩარჩოებსა და საზღვრებში მოაქციოს. რასაც ეს ადამიანი მიჰყავს დოგმატიზმიმდე, გადაჭარბებულ კონსერვატიზმამდე და თვთშეზღუდვებამდე. მას უჩნდება სხვადასხვა სახის კომპლექსი, ეკარგება მოვლენების ინტუიციურად გააზრების უნარი და უჩნდება ემოციური ბლოკი.

© ვოლჟინა

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top