მარსი კირჩხიბში

მარსი კირჩხიბში

მარსი წყლის სტიქიაში

როცა მარსი ხვდება მგრძნობიარე და ცვალებად კირჩხიბის ნიშანში, ადამიანს უჩნდება პრობლემები საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენის დროს. თუმცა, როცა ის ამას ახერხებს, საკუთარი გრძნობების გულწრფელი დემონსტრირება მას ხელს უწყობს პარტნიორთან დაახლოებაში. ინდივიდები მარსის ასეთი მდებარეობით ბუნდოვნად ხვდებიან რა უნდათ სინამდვილეში, რის გამოც გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ისინი გაურბიან საკუთარი ჭეშმარიტი გრძნობების განხილვას, ამიტომ ის ადამიანები, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს მარსით კირჩხიბებთან ღიზიანდებიან იმაზე , რომ ვერ ახერხებენ იმის გაგებას, თუ რა ხდება მათ მოუხელთებელ სულში და ვერ ხვდებიან მათ მისწრაფებებსა და განზრახვებს. ეს იდუმალება რა თქმა უნდა წარმოადგენს თავდაცვის საშუალებას წარუმატებლობის შემთხვევაში, ხოლო პირად ურთიერთობაში უარყოფის შემთხვევაში მტკივნეული გრძნობებისგან თავდაცვაა. მათთვის დამახასიათებელია ემოციური კონცენტრაცია დასახული მიზნების შესრულების დროს. მარსი კირჩხიბებისთვის, მათ ”თამაშებში” დამახასიათებელია ბავშვური უცოდველობა, რაც სძენთ მომხიბვლელობას, თუმცა დადებითი განწყობა გრძელდება მანამადე, სანამ თქვენ არ დაგჭირდებათ მათგან რაიმე საკითხზე პირდაპირი და გარკვეული პასუხის მიღება.

მარსი კირჩხიბის არსი

  • მგრძნობიარე, მორცხვი, შებოჭილი, რბილი ხასიათის, დამთმობი , განვითარებული ინტუიციით და თანაგრძნობის უნარის მქონე.
  •  ინტუიცია და ნებისყოფა შეიძლება დაითრგუნოს ხასიათის ხშირი ცვალებადობით და გადაჭარბებული სიფრთხილის გამო. თუმცა ამ ადამიანებს შეუძლია უშიშრად დაუდგნენ გვერდში საყვარელ ადამიანებს. იცავენ ტრადიციებს და უფრთხილდებიან საკუთარ ფესვებს.
  •  ფიზიკური და სექსუალური ენერგია იღვიძებს მაშინ, როცა თავს გრძნობენ დაცულად და მათზე ზრუნავენ. გაუცნობიერებელი შიშები ხელს უშლით გადამწყვეტი მოქმედებების გაკეთებისას.

ქალები და მამაკაცები მარსის ასეთი მდებარეობით გამოირჩევიან დიდი ინტერესით სექსის საკითხებთან.. რაც ბევრის გაკვირვებას იწვევს, რადგან ეს ადამიანები საზოგადოებაში შებოჭილები არიან და მორცხვად იქცევიან. მარსი კირჩხიბში ერთდროულად აერთიანებს სექსუალურ აგრესიას, პასიურობას და მგრძნობელობას. მათთვის აუცილებელია ემოციური ურთიერთქმედება პარტნიორთან , რაც უფრო მეტია ასეთი ურთიერთქმედება მით უფრო აღაგზნებს ეს ამ ინდივიდებს სექსუალურ ასპექტში. სხვების მიმართ თანაგრძნობითა და გაგებით განმსჭვალულებს, მოთხოვნილება აქვთ იყვნენ სასურველი, საჭირო და შეუძლიათ ისე მოახერხონ, რომ პარტნიორმაც თავი იგრძნოს სასურველად და საჭიროდ. ხშირად იზიდავთ ისეთი ადამიანები, ვინც საჭიროებს თანადგომასა და დახმარებას. ამან ისინი შეიძლება მიიყვანოს იქამდე, რომ საკუთარ ბედს უკავშირებენ უბედურ, ქრონიკულად დასახმარებელ, დეპრესიულ, მანიპულატორ ადამიანებს, რომლებზეც დამოკიდებულები ხდებიან. მარსი კირჩხიბის მქონე ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაერკვნენ საკუთარ გრძნობებსა და მოტივებში, რაც რა თქმა უნდა ყველაზე რთულია მათთვის. საკუთარი ემოციური დაუცველობის გამო განგაშმა შეიძლება ისინი მიიყვანოს არეულობამდე, ჩაახშოს მათში ინიციატივა და გაბედულება, თუმცა ისინი შემოვლითი გზებით მაინც მიიწევენ დასახული მიზნებისკენ. ეს ადამიანები იშვიათად საუბრობენ ხმამაღლა საკუთარი აზრებსა და გრძნობებზე.

ქალებს მარსით კირჩხიბებს მოსწონთ ახლო ურთიერთობები და სექსი მათთვის წარმოადგენს ერთიანობის განცდას. მოწყურებულები არიან უსაფრთხოებისა და ურთიერთგაგების გრძნობას. მათ, ქალური არქეტიპის, ქცევის და ენერგეტიკის მატარებლებს შეუძლიათ ძალიან კარგად მოერგონ საპირისპირო სქესის ძლიერ წარმომადგენლებს როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად. განსაკუთრებულად უყვართ კეთილი, რბილი ხასიათის, თანაგრძნობის უნარის მქონე მამაკაცები, რომლებიც მუდმივად მზად არიან მოვიდნენ დასახმარებლად, გამოვიდნენ დამცველებად და მხარში ამოუდგნენ. მათთვის დამახასიათებელია გარკვეული წინააღმდეგობრიობა, შეიძლება აღნიშნავდნენ, რომ მოსწონთ თავდაჯერებული, ძლიერი, თვითკმაყოფილი მამაკაცები, თუმცა გულის სიღრმეში უპირატესობას მაინც ანიჭებენ სუსტი ბუნების (ან უკიდურეს შემთხვევში პასიურ) და თანადგომის საჭიროების მქონე მამაკაცებს. ამ ქალებს სჭირდებათ ისეთი მამაკაცები, ვისთანაც ითამაშებენ დედის როლს, რადგან მოსწონთ დომინირება ურთიერთობებში და ოჯახურ ცხოვრებაში. მათ ახასიათებთ თავიდან დაყოლა მამაკაცის ნებაზე რათა მერე დათრგუნონ ის! თუ ძლიერი სქესის წარმომადგენელი აღმოჩნდება დამოუკიდებელი და არ ექნება სურვილი დაუთმოს, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ქალი “მოულოდნელად” აღმოაჩენს, რომ პარტნიორს მისი არ ესმის, უგულოა, ცოტა დროს უთმობს ოჯახს და ა.შ აქედან გამომდინარე მარსის ეს მდებარეობა სხვადასხვა დონეზე დაკავშირებულია მრავალ პარადოქსთან.

კაცები მარსით კირჩხიბში ჩვეულებრივ გამოირჩევიან რბილი ხასიათით და ხშირად დამახასიათებელია ისეთი ტრადიციული რომანტიზმი, რომ შთაბეჭდილება რჩება თითქოს სიყვარულისგან შეიძლება თავიც კი დაკარგონ. მათ ესმით ქალების ისე, როგორც სხვა არცერთი მარსის მდებარეობის მქონე მამაკაცს, მიეკუთვნებიან ყველაზე მეოჯახე მამაკაცებს. ხშირად ეხერხებათ სადილების მომზადება, ბაღში მუშაობა და სხვადასხვა საოჯახო საქმეები. ცდილობენ იყვნენ საკუთარი ოჯახის დამცევლი და მარჩენალი ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ოჯახი და სახლი მათთვის ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, უყვართ შვილები და მათზე მიჯაჭვულნი არიან. ზოგიერთი მათგანი ავლენს მოუთმენლობას შვილების მიმართ ან სულაც იღებენ იმდენად ჩვეულებრივად, რომ საერთოდ აიგნორებენ მათ რეალურ მოთხოვნილებებს. თუ ქალს უნდა ასეთ მამაკაცთან ჩხუბი ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა იყოს მოუთმენელი, მომთხოვნი, უგრძნობი. როცა ეს მამაკაცი თავს უარყოფილად გრძნობს, ინსტიქტურად საკუთარ თავში იძირება. შეიძლება მრავალი წელი გავიდეს, სანამ გული გახსნასა და სექსუალური ინტერესის გამოამჟღავნებას კვლავ გადაწყვეტს.

წყარო: enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top