პლანეტა ნეპტუნი

პლანეტა ნეპტუნი

სტიქია: წყალი, სიცივე-ტენიანი.

ზოდიაქოს ნიშანი: თევზები

ფერი: განუსაზღვრელი, მოციმციმე

რიცხვი: 3

ადგილები: მიწისქვეშა წყლები, ზღვები, კუნძულები.

მეტალი: პლატინა

მინერალები: ტოპაზი, ჭრელი ნახევრადძვირფასი ქვები.

მცენარეები: ზაფრანა, ტირიფი, ჭილი (ლათ: Juncus) ფრინტა (ლათ: Anemone fasciculate) ყაყაჩო, კანაფი, დუმფარა, ბელადონა (შმაგა), კონიო, ღოლო, სოკო.

ცხოველები: ვეშაპი, თოლია, ალბატროსი, დელფინი, ნიანგი, მარჯნის პოლიპი, ზვიგენი, ხვლიკი, ზღვის ფაუნა.

ადამიანზე გავლენა:

ტემპერამენტი: ფლეგმატიური, სენტიმენტალური.

გრძნობა: ნათელმხილველობა ( ჩაესმის წინასწარმეტყველური ხმები)

ხასიათი: მადლმოსილი, მგრძნობიარე, შთაგონებადი, ნაზი, თავისი არსით მედიუმი. ნეპტუნის ცუდი ასპექტების შემთხვევაში: მუხანათი, ნერვოზული, მატყუარა შეშლილი აზრებისა  და მოქმედებებისკენ მიდრეკილებით.

გარეგნობა: სხეულზე ნეპტუნი ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას.

სხეულის ნაწილები: ფსიქიკური ცენტრი, დიდი ტვინი, თვალები, ფეხები, ცნობიერების ცენტრი, ნერვული სისტემა.

დაავადებები: ნერვოზები, ეპილეფსია, ალერგული დერმატოზი, სიგიჟე, მედიუმიზმი, სომნაბულიზმი(ლუნატიზმი/მთვარეულობა) ნარკოტიკული თრობა, კატალეფსია, ძილის დარღვევები, სიყრუე, ჰალუცინაციები, მოწამვლა, ინფექციები, ეპიდემიები.

ხელწერა: არასწორი, ტეხილი ხაზები, თანაბრად მრუდი.

ნეპტუნი როგორც სიგნიფიკატორი …

ბედისწერა: წარმატება ხელოვნების სფეროში, მაღალი სოციალური მდგომარეობა, განიალურობა, ფარული გავლენა და ჩარევა, დანაკარგები, წარუმატებლობა, ფარული ინტრიგები, შებღალვა/შებილწვა, ღალატი, პატიმრობა, მარტოობა.

მოქმედებები და მოვლენები: მხატვრობა, ოკულტიზმი, განსაკუთრებული უნარების გამოვლენა, ხალხის სიყვარული. უხეში, მუხანათი მოქმედებები, შეთქმულება, უზნეობა, ტყუილები, ფალსიფიკაცია.

პიროვნებები: მხატვრები, ინტელექტუალური ქმედებების სულიერი მიმართულების სპეციალისტები (რელიგიური ფილოსოფოსები, იდეური მიმართულების ისტორიკოსები, ფსიქოანალიტიკოსები ) რეფორმატორები, სოციოლოგები, სობესის თანამშრომლები, გენიალური დამნაშავეები, გარყვნილები, მოღალატეები, ავანტურიტები. ქმარი გამოკვეთილი ნეპტუნით პრობლემატური პარტნიორია: იდეალური მიდრეკილებები, მაგრამ ცუდად ესმის ქორწინების არსი და ოჯახური ცხოვრება. უმეტეს შემთხვევაში – იმედგაცრუება. ნეპტუნის ცუდი ასპექტების შემთხვევაში: ადამიანს აქვს ფიზიკური ნაკლი ან მიდრეკილია ტყუილების თქმისკენ (უკეთეს შემთხვევაში -არაპრაქტიკული ფანტაზიორი)

პროფესიები: მეცნიერი, მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი, ჰიპნოტიზიორი, სახალხო ან ოკულტური მკურნალი.

სიკვდილი: ამოუცნობი დაავადებებისგან, მათრობელი საშუალებებისგან (ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მედიკამენტები და ა.შ), საწამლავისგან , მედიკამენტების არასწორი მიღებისგან.

ნეპტუნი.

ლ. ვინკლერ:

ნეპტუნი. პლანეტა ნეპტუნი გავლენას ახდენს მგრძნობიარობასა და აღქმადობაზე. მისი გავლენის შემჩნევა რთულია, რადგან მისი გამოვლენა ძალიან ფაქიზ დონეზე ხდება – ფსიქიკაში, ემოციებში, შთაბეჭდილებებში. ეს უცნაური, იდუმალი და ბურუსით მოცული პლანეტაა, რომლის ზემოქმედებასაც ვერ ვაცნობიერებთ. სულიერად განვითარებული ადამიანები გრძნობენ ნეპტუნს, რაც დაკავშირებულია უზენაესი „მე“-ს და ღვთაებრივის გამოვლინებასთან. ეს ბადებს მიდრეკილებას მისტიციზმისა და თავგანწირვისკენ. ხელოვნების სფეროში ხელს უწყობს გენიალურობის გამოვლენას. ნეგატიურ ასპექტებში – წარმოშობს მირაჟებს, ეიფორიას, ცრუ ხედვას, უტოპიზმს, ესკაპიზმს (რეალობისგან გაქცევას). შეჰყავს ეგზალტირებულ მდგომარეობაში, ექსტაზში, განაპირობებს ბედნიერებისკენ უცნაურ სწრაფვას. ნეპტუნმა შეიძლება გამოიწვიოს ფანატიზმი და სრული უპასუხისმგებლობა. პლანეტა მართავს გაურკვეველ, ბუნდოვან გრძნობებს და იძენს მისტიურ ელფერს.

მისი თვისებებია: ამაღლებულობა, სულიერება, მისტიციზმი, წარმოსახვა, ინტუიცია.

მანკიერებები: გარყვნილება, უკუღმართობა, სიგიჟე, შიშები და შფოთვა.

ის განაგებს: მედიუმებს, ქვეცნობიერს, აურას, სულიერ დაავადებებს, ნარკოტიკებს და ქიმიოთერაპიას უჯრედულ დონეზე.

მართავს თევზებს და 12 -ე სახლს.

ეზოთერიკა . II ტომი

ნეპტუნი. მართავს -თევზებს

ზოგადი დახასიათება:

გალილეო გალილეიმ 1612 წელს პლანეტა ნეპტუნი აღმოაჩინა, თუმცა შეცდომით იგი ვარსკვლავად ჩათვალა. ხოლო 1846 წელში უ. ლე ვერიეს გამოთვალვლებით , შენიშნეს თუ როგორ დარღვევებს იწვევდა ის ურანის ორბიტაზე.

დღემდე არ არსებობს აღმოჩენები რაც დაადასტურებდა კავშირს მის ასტრონომოიულ თვისებებსა და კოსმობიოლოგიურ შესაბამისობების შორის. მაგრამ არსებობს ვარაუდები რომ პლანეტა ნეპტუნისთვის დამახასიათებელია პლანეტა ურანის საპირისპირო კოსმობიოლოგიური თვისებები.

ურანის უჩვეულო დაძაბულობას უპირისპირებენ – პარალიზებულობას, აღგზნებადობას – შესამჩნევ სიმშვიდეს, აფექტურ მოქმედებებს – უნებისყოფობას, ამბოხს/ბუნტს- მორჩილებას, ინტუიციას – გეგმების არარსებობას და პირდაპირობას/ გულწრფელობას – ტყუილს.

ნეპტუნს შეესაბამება ფსიქიკური მდგომარეობა, როცა გონების კონტროლი და მოქმედებისთვის მზაობა გათიშულია. დადებითი კუთხით აქ საუბარია: მგრძნობელობაზე, სიფრთხილეზე, მედიტაციაზე, მზაობაზე აღიქვას ყველა შესაძლო შთაბეჭდილება, ფანტაზიებზე და წარმოსახვის სიძლიერეზე. ამ თვისებების მატარებელ ადამიანებს კარგად შეუძლიათ სხვა ადამიანის სულის სიღრმეებში შეღწევა, რაც წარმატებულია ხელოვნების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის.

ნეგატიური თვალსაზრისით ეს განპირობებს გავლენის ქვეშ მოქცევას, გაურკვეველ წარმოდგენებს, ტყუილებს, უმიზნობას, მგრძნობიარობას, არამდგრადობას და მიდრეკილებას სხვადასხვა სახის მანიების მიმართ  ენერგიის ნაკლებობის ან ფიზიკური სისუსტის დროს, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული დაავადებებით, ეს მდგომარეობები და თვისებები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით უსიამოვნოდ.

ზოგჯერ შეიძლება ნეპტუნის უარყოფითმა გავლენამ გამოიწვიოს შიშები, რაც იწვევს სულიერად სრულ უმწეობა და უნებისყოფობას, რომელიც გრძელდება იქამდე სანამ, ცნობიერების კონტროლის საშუალებით არ მოხდება რეალურის- არარეალურისგან და ცნობიერის -არაცნობიერისგან გამიჯვნა. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებობს გარკვეული კავშირი ფსიქოზებსა და ნეპტუნის გავლენას შორის.

ასტროლოგიური მნიშვნელობა:

პირად ჰოროსკოპში ნეპტუნის პოზიციის განმარტება ზოგჯერ საკმაოდ პრობლემატურია, რადგან მისი შესაბამისობები საკმაოდ ჩახლართულია. ხშირად ხდება, რომ ნეპტუნის კარგი ან ხელსაყრელი მდებარეობა იწვევს ნეგატიურ შედეგებს, ხოლო ე.წ ცუდი მდებარეობა და უარყოფითი ასპექტები პირიქით მიანიშნებს დადებით მახასიათებლებზე და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებით შესამჩნევია ნეპტუნის გავლენა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებში. აქ ის მიანიშნებს გამოკვეთილ ინტუიციას და შემოქმედებით ფანტაზიას. ამავდროულად ჩანს სულიერი ან მორალური უწესრიგობა, რაც ხშირად დამახასიათებელია ხელოვნების სფეროებში მოღვაწე ადამიანებისთვის.

ნეპტუნის გავლენა შეიძლება აღმოვაჩინოთ ყველა ისეთ შემთხვევაში, სადაც ჩანს ავადმყოფული ფანტაზია, სულიერი წონასწორობის დარღვევა ან გამოკვეთილია დანაშაულებრივი მიდრეკილებები. ასეთ შემთხვევაში როგორც წესი პლანეტას აქვს უარყოფითი ასპექტები.

ძალიან ხშირად ნეპტუნის ცუდი მდებარეობა არის გარყვნილების, თამაშის (აზარტული თამაშები მათ შორის) და მანკიერებების მანიშნებელი. ნეპტუნის ძლიერი გავლენა შეიძლება აღმოვაჩინოთ, ისეთი ადამიანების ჰოროსკოპში, ვინც მიდრეკილია ნარკომანიისკენ და ზოგადად ბოროტად სარგებლობს მედიკამენტოზური ან მათრობელი საშუალებებით.

ნეპტუნი უარყოფით გამოვლინებაში მიანიშნებს ისეთ ადამიანებზე ვინც დაკავებულია უწესო, ამორალური საქმიანობით ან თავად არის ასეთი ადამიანების მსხვერპლი.

შეიძლება შესამჩნევი იყოს იპოქონდრია [იპოქონდრია (ან იპოქონდრიაზისი, ხშირად უწოდებენ ჯანმრთელობის ფობიას) — სომატოფორმული დარღვევაა, რომლის დროს მავანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმაში, რომ სერიოზული დაავადება სჭირს.] და რელობისგან გაქცევა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი სატურნთან ან მარსთან, ზოგჯერ ურანთან, ხშირია სიმსივნით დაავადებული ადამიანების და ათაშანგით(საფილისით) დაბადებულ ბავშვების ჰოროსკოპში.

ფსიქოლოგიური შესაბამისობა:

აღქმის უნარი, წინდახედულობა, შემოქმედება, ფანტაზია, ადამიანების სულის სიღრმეების შემეცნების და გაგების უნარი. იდეალიზმი, უმიზნობა, მგრძნობიარობა, უუნარობა , გავლენისქვეშ მოქცევა, შიშები, უმწეობა , ფსიქოზი , ვნებები.

ფიზიკური შესაბამისობა:

სასიცოცხლო ძალების ნაკლებობა , მანიებისკენ , სიმსივნური დაავადებებისკენ მიდრეკილება. სიფილისი.

კეფერი:

ნეპტუნი- მატერიალური და სულიერი ვნებების პრინციპი, საიდუმლო გავლენის მიმართ ზემგრძნობიარობა. მეტაფიზიკურად ესაა -დრო. ასტროლოგიურად განასახიარებს უზენაეს სულიერ ცხოვრებას, მიდრეკილებას ტრანსცედენტური [ტრანსცენდენტურ-ი [ლათ. transcendens (transcendentis) რაც საზღვარს სცილდება] – 1. იდეალისტურ ფილოსოფიაში: შესაძლო ცდის ფარგლებს გარეთ არსებული, შემეცნებისათვის მიუღწეველი.] ქვეცნობიერი პროცესების მიმართ, ახდენს ტალანტების, ინტუიციის, ფანტაზიის, სულიერების აქტივიზირებას. უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში: მუხანათობა, მცდარი წარმოდგენები, ტყუილი, მოღალატეობა, ქაოსი აზრებში, ექსცენტრიულობა და გაურკვევლობა. ითვლება ვენერის უმაღლეს ოქტავად.

****

მითოლოგია:

ნეპტუნი ძველი რომაული ღმერთია. შეესაბამება ძველ  ბერძნულ ღმერთ -პოსეიდონს, რომელიც კრონოსის და რეას ვაჟი და ზევსის ძმაა. ის არაერთხელ წავიდა საკუთარი ძმის წინააღმდეგ, რადგან ძალიან ხშირად აღმოჩნდებოდა ერთგვარ ოპოზიციაში ზევსთან. ის ცხოვრობს დიდებულ სასახლეში ზღვის ფსკერზე. თავის სამფლობელოში ძლევამოსილია და მისი სტიქია მოთვინიერებას არ ექვემდებარება.

დედამიწას შეუძლია აუმხედროს ხან ზღვა, ხან გამოიწვიოს გვალვა. მისი კულტი დაკავშირებულია სტიქიურ უბედურებებთან , რაც მისი მრისხანებით არის გამოწვეული. ძველ რომში მის საპატივცემულოდ დღესასწაული იმართებოდა 23 ივლისს და იმართებოდა ეს გვალვისთვის თავის არიდების მიზნით.

ასტროლოგიური პრინციპები :

ნეპტუნი მიეკუთვნება უმაღლეს პლანეტებს – ტრანსსატურიანულს. ერთი ნიშნის გავლას ანდომებს 12-15 წელს. უმაღლესი პლანეტები – ურანი, ნეპტუნი, პლუტონი მოქმედებს უფრო მასებზე და მთლიანად თაობებზე. მათი ზეგავლენა აისახება კრიზისებზე, ომებზე და განსაზღვრავენ მთლიანად თაობების ამოცანას.

ნეპტუნს ხშირად უმაღლეს ვენერასაც უწოდებენ, თუმცა ფლობს მთვარის ზოგიერთ მახასიათებლებსაც. სწრაფი პლანეტებისგან განსხვავებით, უმაღლესი პლანეტა გავლენას ახდენს არა იმდენად ინდივიდზე, რამდენადაც ეპოქზე, ფართო ჯგუფების განვითარებაზე და ამ ჯგუფებში ადამიანების ყოფნის პირობებზე.

ნეპტუნი განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსთან, რომელიც ირეკლავს მის ოცნებებს და წარმოსახვას. იგივე ნეპტუნს შემოაქვს ადამიანის შინაგან სამყაროში –  ქაოსი, არეულობა, პანიკა და შიში.

მისი ფუნქციაა ბუნდოვანი გახადოს მკვეთრად განსაზღვრული საზღვრები, შემოიტანოს ორაზროვნება, გაურკვევლობა, სიცრუე. ის მარტივად ახერხებს გამოაცალოს ნიადაგი ფეხქვეშ ადამიანს და დატოვოს ქონების, სახლის და თავშესაფრის გარეშე.

ნეპტუნი “მეფობს“ სტიქიური უბედურებების, წყალდიდობების, დიდი ნალექების დროს, მისი სტიქიაა – შტორმი, ქარიშხალი, ეპიდემიები, გვალვა, მისი დროა – რევოლუციები, შიდა ომები, არეული დრო, ომი, შემოსევა. როცა კონტროლს არ ექვემდებარება ბუნების ფარული ძალები -ეს ყველა ნეპტუნის მოქმედებებია. ადამიანი მისი ზეგავლენით კარგავს საკუთარ თავს, უძლურია და მისი სამყარო ინგრევა.

ნეპტუნია ყოველთვის როცა ხდება მისტიფიკაცია, გარდასახვა (გადაცმა), გამასხარავება, იდუმალი გარემოებები, მირაჟები, ნისლი. მას შეუძლია ადამიანს შეუქმნას ილუზია, უბიძგოს მას იხეტიალოს მირაჟებში და დასცილდეს რეალობას.

ადამიანს შეიძლება შესძინოს ისეთი თვისებები როგორიცაა: მრისხანება, სიმხდალე, ცვალებადობა, იდუმალება, მუხანათობა, თავნებობა და არაორგანიზებულობა. ნეპტუნი ყოველთვის იქაა სადაც ხდება მოტყუება, სიცრუე, ღალატი, რადგან ამ პლანეტას მარტივად შეუძლია ერთი ცნება ჩანაცვლოს მეორეთი. ის მართავს ტყუილებს, ჭორებს, ინტრიგებს, ცილისწამებას, მოწამვლას, ინფექციურ დაავადებებს, გაურკვეველ ეპიდემიურ დაავადებებს, რომლის სიმპტომების განსაზღვრაც ბუნდოვანი და გაურკვეველია.

ნეპტუნს აქვს მთვარის ფუნქციებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების დროს. ინდივიდს ის აძლევს შესაძლებლობას აღიქვას უფრო მაღალი ვიბრაციები, რისი მეშვეობითაც ხდება სამყაროსთან და ბუნებასთან შერწყმა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნეპტუნი “შეუდარებელი მატყუარაა“.

სახელმწიფოებრივ დონეზე ნეპტუნი მართავს ქიმიურ, გაზის და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას, ასევე კვების მრეწველობის ზოგიერთ დარგს და ფარმაციას. მედიცინაში მისი გავლენის ქვეშაა ანესთეზიოლოგია, ნარკოლოგია, ტოქსიკოლოგია. ნეპტუნი ასევე მართავს ოკეანოლოგიას, იქტიოლოგიას, ეკოლოგიას, ბიოლოგიას, წყალზე ტურიზმს, საზღვაო მოგზაურობებს და ფსიქოლოგიას. მისი გავლენა იგრძნობა კინო-ხელოვნებასა და ფოტოგრფიაზე.

ადამიანებში ნეპტუნი იწვევს ტანჯვას, თანაგრძნობას, ემპათიას, სიბრალულს, განცდებს, თავგანწირვას (მსხვერპლადშეწირვას), განდეგილობას, მისი გავლენის ქვეშაა ფიზიკური და სულიერი ტკივილები.

ის მართავს ადამიანის ფსიქიკას, მის შიშებს, ფობიებს, აკვიატებულ იდეებს. შეუძლია გაიტყუოს ადამიანი ტანჯვისგან ირეალურ სამყაროში და დატოვოს საკუთარ ოცნებებში ჩაფლული. ნეპტუნის გავლენით ადამიანი გულმხურვალედ ლოცულობს, განიცდის რელიგიურ ექსტაზს, შეიძლება გაუჩნდეს რეალობისგან გაქცევის სურვილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის დახმარებით. მწეველობა (ნიკოტინზე დამოკიდებულება) როგორც ჩვევა ნეპტუნის გავლენის შედეგია.

უფრო მაღალ დონეზე ნეპტუნი იძლევა შთაგონებას, ეროტიზმს, სიზმრებს, ხილვებს, შემოქმედებით გამომსახველობას, მუსიკას, პოეზიას, ტრანსში შესვლასა და ჰალუცინაციებს, რწმენას, წარმოსახვას, ფანტაზიებიც მისი გავლენის ქვეშაა. უმაღლეს დონეზე ნეპტუნს შეესაბამება – მითები, ზღაპრები, ლოცვა, ეზოტერიკა, ოკულტიზმი , რომანტიზმი და უტოპიური იდეები.

ნეპტუნის როლები:

მორწმუნე ადამიანი, წმინდანი, წინასწარმეტყველი, მუსიკოსი, პოეტი, ალკოჰოლიკი, ლოთი, ნარკომანი, ნარკოლოგი, სულიერად დაავადებული, ფსიქოლოგი, მძიმედ დაავადებული, ტანჯული ადამიანი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, სექტანტი, დევნილი, გადასახლებული, ღატაკი, მეზღვაური, ჯადოქარი, მატყუარა, აფერისტი, პოეტი.

ნეპტუნის სიტუაციები :

დაბალ დონეზე ესაა სიტუაციები სადაც ხდება მოტყუება, მუხანათობა, ასევე ნეპტუნის სიტუაციაა სადაც ხდება გარყვნილება, მისი სიტუაციაა ასევე  სამიკიტნოებში, მოწევისთვის დაშვებულ ადგილებში, საწამებელ საკანში. ნეპტუნი მონაწილეობს ყველა სახის სიამოვნებებში – მუსიკის მოსმენთ დაწყებული, ჩაის სმით და მედიტაციით დამთავრებული. ნეპტუნის გავლენა ძალიან სჭირდებათ მხატვრებს, პოეტებს ნებისმიერ შემოქმედებითი სფეროს მოღვაწეებს, ვისაც სჭირდება წარმოსახვა და შთაგონება. ის იძლევა მაღალგანვითარებულ მხატვრულ ხედვას, მუსიკაში გენიალურობას, სხვისი განცდების გაგების უნარს, პოეტურ ნიჭს, მისტიურ განწყობას, ასევე იძლევა არაამქვეყნიურ სურვილებს და  მათი განხორციელების იმედს. რელიგიურობა და ექსტაზი, მედიტაციაც მისი გავლენის ქვეშაა.

ა. პოდვოდნი:

ნეპტუნი – პლანეტა, მართავს ფაქიზ და აღუწერელ/ გამოუთქმელს, ტონალობებსა და ნიუანსებს, ქვეტექსტებსა და სტრიქონებს შუა წაკითხვას, ინტონაციებს, მინიშნებებსა და კაპრიზებს. ნეპტუნი ადამიანს ეხმარება ჩაუღრმავდეს ქვეცნობიერს, სადაც პირადი, საზოგადოებრივი და კოსმიური ძნელი გასარჩევია, უხსნის მას მედიტაციის საიდუმლოს, ცნობიერების შეცვლილ სურათს, რომელშიც ხელმისაწვდომს სხდის სხვა მხრივ მიუწვდომელ უფაქიზეს ემოციებს და განცდებს, ხოლო შემდეგ ადამიანის სულიერ მხარეს. ნეპტუნი იძლევა ჭეშმარიტ რელიგიურ შემეცნებას, როცა ლოცვა – დიალოგია და არა მონოლოგი ფსიქოთერაპიული მიზნებით, ხოლო ღვთისმსახურება ადამიანის ბედისწერაა და არა მისი ნების კაპრიზი და მენტალური გასართობი. იგივე ნეპტუნი ხშირად უჩვეულოდ უხეშად მოქმედებს, ფარავს ადამიანს ტყუილისა და თვითმოტყუების სქელი საფარველით (რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ თან სდევს ერთმანეთს) და რისი დაძლევაც შეუძლებელია არც მარსის ენერგიის პირდაპირი ენერგეტიკული ზემოქმედებით და არც სატურნის სიფხიზლითა და დისციპლინით, რადგან ნეპტუნი მართავს ბურუსს/ნისლს, რომელშიც იფანტება პირველი (მარსის ენერგია) და მეორე (სატურნი). მხოლოდ პლუტონის უფაქიზესს განწმენდას შეუძლია გაფანტოს ნეპტუნისეული შეპყრობილობა, მაგრამ პლუტონი ნელა მოძრაობს და სწრაფი დახმარების იმედი არ უნდა ვიქონიოთ. მითუმეტეს, რომ ნეპტუნი მართავს დამხინჯებულ აღქმას, მას მარტივად შეუძლია შეიცვალოს პირადი დროის აღქმის მაშატაბი, შეამციროს ბედნიერების საათები წუთებამდე, ხოლო რთული დრო გაწელოს უსასრულოდ.

ნეპტუნი მართავს მედიტაციებს; თუმცა ეს ფართო ცნებაა და მოითხოვს დაზუსტებას, რაც ნეპტუნს ძალიან არ უყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ნეპტუნი ქმნის ამინდს ადამიანის შინაგან სამყაროში და შესაბამისობაში მოჰყავს მასთან ადამიანის გარე სამყაროსეული აღქმა. ნეპტუნი იცავს სხვებს და პირველ რიგში თვითონ ადამიანის ფსიქიკას ზედმეტად დაჟინებული და ცივი მერკურისეული რაციონალური შეხედულებებისგან.

მისი საყვარელი დროა – შებინდება, ფერი -რუხი, რომელშიც შეიძლება ამოიცნო ნებისმიერი ტონალობა და არცერთში არ იქნები ბოლომდე დარწმუნებული. რადგან ნეპტუნი ესაა -საიდუმლო, რომელსაც შეიძლება მიუახლოვდე, მაგრამ ვერ ჩაწვდები, ეს არის შეუმჩნეველი ტრანსფორმაციის და რეალობის ცვლილების საიდუმლო, რომელიც უკავშირდება გაზაფხულის შეცვლას ზაფხულით, თევზის გადაქცევას ამფიბიად, ღრმა მწუხარების -დარდებად და ახალი განვითარების შესაძლებლობად, ესაა ნეტარების საიდუმლო, ექსტაზი და ადამიანის სულის მტანჯველი განცდები, რაში სწრაფად გარკვევა ადამიანს არ შეუძლია.

ნეპტუნი – მისი გავლენა ადამიანზე არსებითია. სიხარული ნეპტუნის გარეშე, სიხარული კი არა დაცინვაა, სიამოვნება ნეპტუნის გარეშე ჭანჭიკებისა და სპილენძის მავთულისგან შექმნილი თაიგულს ჰგავს, ვერც ნეპტუნისეულ ტანჯვას და დანაშაულის გრძნობას გავექცევით (თვითონ ადამიანიც გრძნობს ამას) გარე დახმარების მოლოდინი უაზრობა – დახმარება მოდის მხოლოდ შიგნიდან, დროთაგანმავლობაში, მორჩიელბით და მუდმივი შეღწევით, ეგოიზმის უდაბნოში მრავალი ქვიშის დიუნების გავლით – თვითგარიყულობისა და მოყვასის სიყვარულის საწყისებისკენ.

ნეპტუნი ესაა – ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური სადიზმი, მძიმე დანაშაულებები, რელიგიური ფანატიზმი, საკონცენტრაციო ბანაკები და გაზის საკნები. იგივე ნეპტუნი ერთადერთი პლანეტაა (უმაღლესი ურანის გარდა, რომელიც ბევრისთვის მიუღწეველია) რომელიც იძლევა სინთეზს, ანუ გაგებას/შემეცნებას, რომელიც ყოველთვის მისტური გამოცხადებაა, თუნდაც არც ისე დიდი. როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, თუმცა მერკური განაგებს რაციონალურ აზროვნებას, რაიმეს გაგებისთვის/შემეცნებისთვის (ნებისმიერი საკითხის) ადამიანისთვის აუცილებელია ნეპტუნის ჩართვა, ადამიანისთვის ჰარმონიული მერკურით და დაზიანებული ნეპტუნით ცხოვრება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს და მისმა ნაცნობებმა შეიძლება საკუთარ თავში არაერთხელ დაიჭირონ აზრი: “მართალია სწორად მსჯელობს, თითქოს ლამაზად და კარგად გადმოსცემს აზრს, მაგრამ არაფერი გაეგება“. მართალია „არაფერი გაეგება“ გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ აღქმა მნიშვნელოვნად დამახინჯებულია, თუმცა ამის გაცნობიერება ადამიანისთვის რთულია.

გაგრძელება:  ნეპტუნის სიძლიერე, დამუშავება. 

 სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top