რეტროგრადული პლუტონი მე–9 სახლში

რეტროგრადული პლუტონი მე–9 სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი რეტროგრადული პროცესის ფაზას გადის როგორც კი ინტერესდება იმ ყველაფრის შესწავლით, რაც სამყაროშია. სხვა ადამიანებს, რომლებიც შეხედულებებითა და რეალობის აღქმით მყარად დგანან მიწაზე, მისი გაგება უჭირთ. მას მიდრეკილება მუდმივად ექნება ასტრალური პროექციისკენ ერთი ადგილიდან ან/და სფეროდან მეორეზე, რასაც შეიძლება თავად ვერც აცნობიერებდეს.

რეტროგრადული პლუტონის ეს მდებარეობა ერთადერთია, რომლის დროსაც ინდივიდის ცნობიერება ნაკლებადაა დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან და უფრო მეტად – აზროვნების სამყაროსთან. თავად აზრები კი ნაკლებად ეხება ყოველდღიურ ცხოვრებას და მეტად – სამყაროს, რომელსაც ნებისმიერ დროს, ქვეცნობიერად შეისწავლის. ის ორგანიზებული, რეალური სამყაროს, როგორც სულის ზრდისა და ვარჯიშის სათამაშო არენის წინააღმდეგია.

შესაძლებლობა აქვს ისწავლოს და გაიგოს იმდენად ბევრი, რომ ერთ აზრზე ან პროექტზე კონცენტრირების სწავლა მოუწევს. ამ მდებარეობის შემთხვევაში, ადამიანს დიდი სიბრძნე აქვს (ანუ ბრძენდება), როგორც კი გაიგებს, რომ შეუძლია “ღრუბლებში იყოს იმ დროს, როდესაც მისი ფეხები მიწაზე დგას”.

იმის გამო, რომ ბევრს ხედავს და იგებს, საბოლოოდ საკუთარ აზრებსა და პოზიციაში საკმაოდ დარწმუნებული ხდება.ამ თვისებამ (ზედმეტმა დარწმუნებულობამ) შეიძლება პრობლემები მოუტანოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც სრულად ვერ ხვდებიან მისგან წამოსული ინფორმაციის წყაროებს (უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბოლომდე ვერ იგებენ, რაზეც ესაუბრებათ).

დამუშავებულია შემდეგი ავტორების მასალებზე დაყრდნობით: პოდვოდნი, შულმანი, aquarun. ru.


About Tamta

Scroll To Top