ქირონის და მთვარის კვანძების შეერთება

ქირონის და მთვარის კვანძების შეერთება

ქირონის და აღმავალი/ჩრდილოეთის კვანძის შეერთება

George Harrison _ ⚷ ☌ ☊ ♌

ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია დაეყრდნოს დაღმავალ კვანძს და ეს სავსებით ნორმალურია. მოცემული ასპეტის მფლობელთათვის სირთულეები ორმაგდება და გარეფაქტორების ზეწოლით, მისთვის ბუნებრივია უფრო მარტივია დაღმავალი კვანძის გზით სიარული. მას ძალიან უჭირს დამოუკიდებელი გზის პოვნა და სხვებზე გაცილებით ხშირად საჭიროებს გურუს, მასწავლებლის დახმარებას.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი, ამ ასპექტით, ბევრს ოცნებობს, როგორ მიაღწიოს დიად მიაზნებს იმ სფეროებში, რომელზეც შეერთების ნიშანი და სახლი მიუთითებენ. თუმცა მისთვის თვისებრივია ჩვეულ გზას მიჰყვეს, წინააღმდეგობების გარეშე და ბევრჯერ მიუბრუნდეს უკვე განვლილს.

თუმცა ასპექტიც პატრონი ძალისხმევას გამოიჩენს და აღმავალი კვანძისკენ გადაიხრება, მას შეუძია, გენიალობასთან მომიჯნავე, განსაკუთრებული ნიჭი განივითაროს. ის კარგად შეძლებს გაიგოს არამხოლოდ საკუთარი, არამედ გარემომცველი სოციუმის პრობლემებიც და თავად გახდეს გურუ, რომელსაც საკუთარი გზის არჩევის საშუალება ეძლევა.

ერიდეთ ბრბოს გავლენას და კლიშეებს. გახდით თვითმყოფადი საკუთარ ნაწილებთან სრული თვითიდენტიფიკაციით. თქვენი მთვარი მიზანი მთლიანობისკენ მოძრაობაა.

აქტიურად ეძიეთ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები. საკუთარი პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში ისეთ მეთოდებს აღმოაჩენთ, რომელიც სხვებისთვისაც გამოსადეგი იქნება.

გახდით მევერიკი, მასწავლებელი, ფიზიკოსი, მაგი, შამანი, მედიკოსი, თერაპისტი, ფსიქოლოგი, გრძნეული, მისანი. იმეგობრეთ არაორდინალურ, უჩვეულო ადამიანებთან. უშიშრად მიიღეთ ტკივილი და გატაცებით ეძებეთ ჭრილობების მოშუშების გზები. მიიღეთ საკუთარი თავი მთლიანობაში, მთელი თქვენი ღირსებებით და მანკიერებებით. ყოველთვის ეცადეთ თქვენს გზაზე შემხვედრი ყველა გატეხილი ადამიანი თუ ნივთი შეაკეთოთ. თქვენ გზა მკურნალის გზაა და თქვენ ნამდვილად გაქვთ გასაღები.

 

 

ქირონის და დაღმავალი/სამხრეთ კვანძის შეერთება

Titus Welliver _ ⚷ ☌ ☋ ♓

შეწყვიტეთ დაუსრულებელი თვითდიაგნოსტირება და თვითმკურნალობა, იქნება ეს თქვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება თუ კარიერა. იქნებ აღარაფერი გჭირთ და ყველა იარა მოშუშებულია? თქვენ კი კვლავ აგრძელებთ. ზრდა მაინცდამაინც მტკივნეული არ უნდა იყოს. თქვენ უკვე დაამტკიცეთ საკუთარი სამკურნალო უნარების ძალა. თქვენ საკმარისად იტანჯეთ. ახლა უფრო მსუბუქი ცხოვრების დროა, მაგრამ თქვენ იმდენად ხართ მიდრეკილი პრობლემების და გამოსავლების ძიებისკენ, ძალიან მჭიდროდ ხართ დაფიქსირებული სირთულეებზე.

ამ ადამიანებს ძლიერი მიდრეკილება აქვთ წარსულში ქექვისკენ. ბევრი მათგანი აბსოლუტურად ყველა მიმდინარე პრობლემის საფუძველს ბავშვობაში ხედავს. სინამდვილეში კი დაღმავალი კვანძი სძალავს და მათ უბრალოდ ეზარებათ ახალი მიმართულებების აღმოჩენა. სტრესულ სიტუაციაშიც კი, ისინი საშუალებას აძლევენ ქირონ-მევერიკს ყველაზე ნეგატიურად გამოვლინდეს. ასეთი ადამიანები მაქსიმალურად უნდა ერიდონ უკვე გამოცდილი სქემებით მოქმედებას და შეეცადონ რაც შეიძლება მეტი ახალი გამოცდილება მიიღონ.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top