ჰილეგი

ჰილეგი

ასტროლოგიური ტერმინია, ანუ, სიცოცხლის მიმცემი, რომელიც აღნიშნავს იმ პლანეტის მდებარეობას-განლაგებას, რომელიც განსაზღვრავს დაბადებულის სიცოცხლის წლებს. ეს ყველაზე რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო თემაა ასტროლოგიაში. ნათალურ რუკაში წარმოადგენს ზეციურ სხეულს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ძალას ანიჭებს, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და სიკვდილს განსაზღვრავს.

ცნობილი ინგლისელი ასტროლოგის – რაფაელის მიერ (დღესდღეობით მისი სახელით ინგლისელი ასტროლოგების ჯგუფი აქვეყნებს ყოველწლიურ ასტროლოგიურ ნაშრომებს), მამაკაცის ჰოროსკოპში ჰილეგს ყოველთვის მზე წარმოადგენს, ხოლო ქალის ჰოროსკოპში – მთვარე. კლასიკური ასტროლოგია ასე ერთმნიშვნელოვნად არ ამტკიცებს ამ ფაქტს და ხაზს უსვავს, რომ ეს დამოკიდებულია ჰოროსკოპში პლანეტის მდგომარეობაზე (იან კეფერი „პრაქტიკული ასტროლოგია“ ).

1 – მზე არის ჰილეგი თუ მდებარეობს I, VII, IX, X ან XI სახლებში.

2 – თუ ნათალურ რუკაში მზის ეს მდებარეობა არ არის, მაშინ ჰილეგად ითვლება (თუნდაც მამაკაცებში) პლანეტა, რომელიც იმყოფება I, VII, IX, X ან XI სახლში. 3 – თუ ეს სახლებიც ცარიელია, მაშინ ჰილეგად ითვლება პირველი სახლის მფლობელი, ასცენდენტი, ან ზოგიერთი ავტორის აზრით გრადუსი, რომელზეც ასცენდენტი მდებარეობს.

ჰილეგად შეიძლება ჩაითვალოს მეტ-ნაკლებად ძლიერი პლანეტა, რომელსაც უკავია ერთ-ერთი ადგილი შესაბამის სახლებში: მერვე სახლის 25 გრადუსიდან მეთერთმეტე სახლის 25 გრადუსამდე, ანდა მეთორმეტე სახლის 25 გრადუსიდან პირველი სახლის 25 გრადუსამდე, ანდა მეექვსე სახლის 25 გრადუსიდან მეთორმეტე სახლის 25 გრადუსამდე.

თუ ერთ-ერთ ამ მოყვანილში იმყოფება მზე, ის არის ჰილეგი, თუ არა – მაშინ შემდეგი კანდიდატურა – მთვარე.

თუ ამ ორბისებში არც მზე და არც მთვარე არა _ მაშინ ის პლანეტა, რომელსაც აქვს უფრო მეტი “ღირსება” (უპირატესობა) იმ მომენტში, როცა ადამიანი იბადება. სხვა შემთხვევაში დღისით დაბადებისას ჰილეგად ითვლება ასცედენტი, ღამით დაბადებისას _ ფორტუნა. როცა ჰილეგი მიდის (პროგრესიაში) შეერთებამდე ანდა ცუდად ასპექტირებულია ანარეტ-თან (“სიცოცხლის მომტაცებელთან”), შესაძლებელია სიკვდილის დადგომა.

ანარეტული წერტილები _ მარსის ანდა სატურნის მდებარეობა, ანდა მზის, მთვარის ანდა მერკურის, თუ ისინი ასპექტირებულნი არიან მარსთან ანდა სატურნთან. ეს ასევე შეიძლება იყოს დესცედენტიც. თანამედროვე ასტროლოგები საერთოდ ცდილობენ არ მიუთითონ სიკვდილის მომენტზე.): სიკვდილი ცეცხლის გამო, ციებ-ცხელების მწვავე დაავადება, მშობიარობისას სიკვდილი, მშობლების ანდა ახლობლების ბრალეულობით, ხელმძღვანელებისგან ანდა პროფესიის გამო სიკვდილი. თუ მზე დაზიანებულია სატურნით ანდა მარსით _ ძალადობრივი სიკვდილი.

(ავტორი: ნინო და ქეთი)


About Kate

Scroll To Top