ბედის ბანქო – 10 ყვავი

ბედის ბანქო – 10 ყვავი

4 იანვარი; 2 თებერვალი

 10-იანების ზოგადი დახასიათება

10 ყვავის წარმომადგენლები ძალიან გვანან ტუზებს, ისინი შეიცავენ 1-იანს (10=1+0). ისინი შესაძლოა ძალიან ეგოცენტრულები და ეგოისტები იყვნენ, მაგრამ ამასთან მუდამ სულიერების ძიებაში არიან, განუწყვეტლივ ეძებენ ცხოვრების აზრს და ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხებს. სხვა ადამიანებს ძალიან ცოტა დროს უთმობენ. ნებისმიერი ათიანი შეიძლება განიხილოს, როგორც ორი „5“ გამოცდილების რიცხვი.

 ათიანები ფლობენ დიდ გამოცდილებას, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. წინა განსხეულებაში მათ გამოცდილება და სიბრძნე დააგროვეს, ამიტომ ცხოვრებაში დიდი წარმატების მიღწევა და დიდების მოპოვებაც შეუძლიათ თუ მოინდომებენ. 10-ის მასტი მეტყველებს საქმიანობის იმ სფეროზე, რომელშიც მას მეტად გაუმართლებს.

 გულის 10 წარმატებას აღწევს სხვა ადამიანებზე ძალაუფლებით, განსაკუთრებით ბავშვებზე.

ჯვრის 10 – ფლობს ცოდნის უდიდეს ბაზას.

აგურის 10 – წარმატებით მართავს სხვადასხვა ბიზნესს.

ყვავის 10 – დიდი ძალისხმევის წყალობით ყველა დასახულ მიზანს აღწევს.

ნებისმიერი ათიანი ისწრაფვის ცოდნის მიღებისკენ.

 ამ რიცხვის ბანქომ გაითავისა ციფრები 1-დან 9-ის ჩათვლით, ამიტომ შესაძლოა მათში არსებობდეს სხვა ბანქოს თვისებები თავისი შეხედულებების გათვალისწინებით. უარყოფითი მხარე ის არის, რომ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ თავის მასტთან დაკავშირებულ პრობლემებს. მაგ:

გულის 10 შესაძლოა ზედმეტად ჩაეფლოს საოჯახო საქმეებში, ან ბევრი იფიქროს თავის პოპულარობაზე.

ჯვრის 10 შესაძლოა აწუხებდეს უძილობა, უამრავ იდეის გამო, რომლითაც სავსეა მათი გონება და რომლებიც ვერ პოულობენ თავის ადგილს ცხოვრებაში.

აგურის 10 შესაძლოა ძალიან ჩაიციკლოს ფულზე.

ყვავის 10 ხშირად ძალიან მშრომელი ხდება, ამგვარი მისწრაფებები კი მათთვის დამანგრეველი ხდება.

 ზოგადად ათიანები მაქსიმალისტები არიან, დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან, შეუძლიათ თავის გზაზე ნებისმიერი დაბრკოლების განადგურება, თუმცა შესაძლოა გამოიმუშაონ მავნე ჩვევები და იდეებზე ჩაციკლვა ახასიათებთ.

უამრავი 10 ოცნებობს დიდებასა და აღიარებაზე. მათ ნამდვილად ბევრის მირწევა შეუძლიათ, მაგრამ მუდამ უნდა დაუსვან თავს კითხვა – რისთვის ჭირდებათ ეს. გაცნობიერებული მიდგომით სამსახური მათთვის ჭეშმარიტი სიხარულის მომტანი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში 10 თავის თავს უამრავ პრობლემას მოუტანს და დააკარგინებს ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანს. ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ წარმატება მისი სულის სიღრმიდან მოდის.

10 ყვავი – სამსახურში წარმატების ბანქო

 10 ყვავი ჭეშმარიტი მშრომელი და ზედმეტად მატერიალისტია, თუმცა ამის გამო ზარალდება მათი პირადი ცხოვრებაში, რადგან ოჯახი მათთვის არანაკლებ მნიშნელოვანია ვიდრე სამსახური. როგორც წესი, ამ ადამიანებს ეს საკითხი ცხოვრების ბოლომდე აწუხებს.

 ამ ბანქოს ქალბატონებს განსაკუთრებით უჭირთ წონასწორობის შენარჩუნება კარიერასა და ოჯახს შორის. აქ დამხმარეა მათი სულიერება, მათ შეუძლიათ თავისი დიდებული ძალის გამოყენება სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ, მაგრამ ცხოვრების მატერიალური სფეროს მიმართ სწრაფვას შეუძლია მათი მსოფლხედველობის მკვეთრი შეზღუდვა. სიღარიბის მიმართ შიშმა კი, შესაძლოა წარმოქმნას პირად ცხოვრებაში გაუბედაობა. მიუხედავად ყველაფრისა ბევრ მათგანს უსაზღვრო სულიერი სიყვარულის უნარი აქვს.

 10 ყვავი შესაძლოა ზედმეტად გაიტაცოს ერთმა საქმემ, ამ შემთხვევაში მათ ემუქრებათ უკიდურესობაში ჩავარდნის საფრთხე. ამ ადამიანების ცხოვრებაში იქნება დანაკარგები, რომლებიც მათ ეხმარებათ იდეებისა და ცხოვრების ჩვეული სტილის მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებაში. მათი მისიაა ცნობიერების სიმაღლეების წვდომა. ხშირად განიცდიან შინაგან კონფლიქტს (საქმიანობის სფერო და ოჯახი). პროფესიულ ცხოვრებაში გამომგონებლობა, სიყვარულში გაუბედაობა ახასიათებთ, ხშირად არ ესმით რა უნდათ პირად ცხოვრებაში. შესაძლოა მათ შეხვდეთ პარტნიორები, რომლებსაც მათსავით არ ძალუძთ ჭეშმარიტი სიყვარული. განხეთქილებებს ხშრად ფინანსური დანაკარგები ახლავს.

 10 ყვავი ასევე უნდა გაუმკლავდეს სიყვარულში ყოყმანის პრობლემას. წარმატებული ქორწინება ძირითადად ცხოვრების მოგვიანებით წლებშია მოსალოდნელი.

ამ ბანქოს სასიყვარულო კარმა არც ისე ცუდია, არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი წარმატებულ ქორწინებაში, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ბედნიერი ქორწინება შესაძლოა შედგეს ჯვრის მასტის წარმომადგენლებთან, სრულიად თავსებადნი არიან გულის, აგურისა და თავისივე მასტის მეწყვილეებთანაც.

 ყველა 10 ყვავისთვის დამახასიათებელია უდიდესი პროფესიული ამბიციები. ისინი პრაქტიკულნი და გამბედავნი არიან დასახული მიზნის მიღწევაში, თუმცა კარიერულ წინსვლას ხელი შესაძლოა სახლისა და ოჯახისკენ სწრაფვამ შეუშალოს. ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი მომენტები ცხოვრებაში განსხვავებულად იჩენს თავს. მაგ: მათ შეუძლიათ წარმატებული კარიერა აიწყონ, შემდეგ შექმნან ოჯახი, ბავშვები გააჩნინონ, მთლიანად ჩაეფლონ სახლის საქმეებში, შემდეგ თავიდან მთელი სიმძაფრით ჩაერთონ პროფესიონალურ კარიერაში და მიატოვონ ოჯახი. შესაძლოა დიდი ხნით მარტო იყვნენ, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი მათ კარიერულ ზრდას და კვლავ – მოულოდნელად უყვარდებათ.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) – შესაძლოა მკვეთრად შეეცვალოთ გეგმები, ოცნებები, იდეები, დაუცხრომელი გონება არ აძლევთ მოწყენის საშუალებას.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – პირად ცხოვრებაში გამუდმებული ყოყმანი.

მარსის პერიოდში (26- 39 წლამდე) – მათ ეძლევათ ძლიერი იმპულსი საკუთარი შინაგანი სამყაროს შესაცვლელად,მიმდინარეობს სულიერი ტრანსფორმაცია, საიდუმლო ცოდნას ირებენ, ცვლილებებია მოსალოდნელი სამსახურსა და პირად ცხოვრებაში.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – საჭიროა ისწავლონ საყვარელი ადამიანისთვის თავის მიძღვნა, რომ არ იყვნენ დამოკიდებული ურთიერთობებზე და მისცენ საშუალება ახლობლებს იყვნენ ისინი ვინც არიან. პირად პრობლემებს არ უნდა მისცენ საქმიანობაში ხელის შეშლის უფლება. წარმატება მივა მათთან, ვინც თავის სულიერებაზე მუშაობს.

სატურნი (52 – 65 წლამდე) – 10 ყვავს ასწავლის სწორად აღიქვას ფულადი პრობლემები და გამოიმუშაოს მადლიერება იმისთვის, რაც ადამიანს აქვს. შინაგანი მადლიერება გააათამაგებს მატერიალურ წარმატებას. შემდეგ კი დაიწყება ცვლილებების დრო პირად და საქმიან ცხოვრებაში. ყველაფერი ამ ცვლილებებზე მათი დამოკიდებულებით განისაზრღვრება.

 დასკვნა: წარმატება და მძიმე შრომა, გამბედაობისა და სიჯიუტის წყალობით არასასურველი გავლენის გადალახვა. აღიარება და ჯოლდო შრომისთვის. ნებისმიერი საქმიანობა შედეგიანია. ამ ბანქოს ძალის გამოყენება შესაძლებელია საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

 ერთადერთი მოთხოვნა – ბევრი იმუშავეთ. თუ არ გეშინიათ მძიმე შრომის, ცხოვრებაში ნებისმიერი სურვილი ასრულებადია.

 წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი:ქეთი

ბედის ბანქო – 10 ჯვარი

ბედის ბანქო – 10 აგური

ბედის ბანქო – 10 გული


About Kate

Scroll To Top