ბედის ბანქო – 3 ყვავი

ბედის ბანქო – 3 ყვავი

(11 იანვარი, 9 თებერვალი, 7 მარტი, 5 აპრილი, 3 მაისი, 1 ივნისი)

ზოგადად სამიანების  მიმოხილვა

კენტი ბანქოს წარმომადგენლები  თავისებურად ყველა მღელვარე და იმპულსურა.  სამიანები მუდამ უკმაყოფილოები არიან იმით რაც აქვთ, როგროც პირად ურთიერთობებში ისე მატერიალურ საკითხებში.  ამ პრობლემებს აწყდებიან მთელი ცხოვრება, თუმცა იმისთვის, რომ მიაღწიონ სულიერ სიმშვიდესა და ჰარმონიას საჭიროა მათი გადალახვა. კენტი რიცხვების წარმომადგენლებს საკმაოდ უჭირთ ბალანსირება. 

ყველა სამიანი შემოქმედებითი ადამიანია, მუდამ თვითგამოხატვისა და მრავალფეროვნებისაკენ მიილტვიან. იდეების  და გრძნობების გენერატორები არიან, ამიტომ  მათ  შესაბამისი მიმართულება უნდა მისცენ, რათა ამ აზრების შემხედვარე მუდმივ შფოთვასა და ყოყმანს თავი აარიდონ.

კომუნიკაბელურები და მოქნილები არიან, შეუძლიათ სხვადასხვა კონცეფციებისა და ტრადიციების მორგება და გათავისება.  პრაქტიკულად ყველა პრობლემას აგვარებენ, მათგან კარგი მრჩევლები დგებიან.  მუდმივად მუშაობენ თავის იდეებზე, თუმცა ბევრი მათგანი ვერ ახერხებს რეალიზებას, უბრალოდ არც დრო და არც ძალები არ ყოფნით ამისთვის.   თავისი ძალები  შეუძლიათ მიმართონ : ფერწერის, მუსიკის, ლიტერატურის სფეროში.  ხელოვნებაში ყველაზე მეტად შეიგრძნობენ საკუთარი თავით კმაყოფილებას.  ხშრად სამიანები რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობენ, შეუძლიათ ასევე რამდენიმე პროფესიის შეთავსებაც.  მათ ადვილად წყინდებათ ერთი საქმე, მომენტალურად ერთვებიან სხვაზე, მაგრამ ყველაფრიდან თუნდაც ერთი საქმე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი მშფოთვარე სულიდან გამომდინარე, სამიანები ძალიან რომანტიულები არიან. ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა  და სიახლის წყურვილი მათ ბრწყინვალე საყვარლებად, შეყვარებულებად, თუმცა არც ისე საიმედო ქორწინების პარტნიორებად აყალიბებს. ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები წყინდებათ, ისევე, როგორც ერთ პროექტზე ხანგრძივად მუშაობა.  სამიანების უმეტესობას მუდამ ეშინია  თავის ცხოვრებაში რაღაცის არ მიღების, დანაკლისის, ეს იქნება – ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა თუ მეგობრები…

სამიანები არც ისე მარტივი პიროვნებები არიან,  მათ შეიძლება ელოდეთ როგორც უდიდესი ბედნიერება და წარმატება ცხოვრებაში, ისე – სრული კრახი.  ყველაზე ბედნიერი იქნება ის, ვინც თავის თავს  ხელოვნებაში იპოვნის, მაშინ მას  არც საზოგადოების აღიარება და დაფასება დააკლდება და მატერიალურ სფეროზეც საწუწუნო არ ექნება.

სამიანებს   დიდი წვლილის შეტანა შეუძიათ მსოფლიო კულტურის განვითარებაში.

3 ყვავი – არტისტის ბანქო

თუ 3-იან ყვავი წარმატებისკენ ისწრაფვის, ის აუცილებლად მიაღწევს კიდეც მას. მთავარი მხოლოდ მიზნის დასახვაა. ცხოვრებაში დიდ ტვირთად აწევთ წინა ინკარნაციული „მემკვიდრეობა“, 3-იან ყვავის ერთგვარი მისიაა კარმული ვალების გადახდა. (ხშირად ამ ვალის გასტუმრება უწევთ 6 აგურთან.)

 3-იან ყვავის მთავარი გაკვეთილი უკავშირდება პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის სწავლას ფინანსურ საკითხებში და ზოგადად ფულთან მიმართებაში.

ეს „ბანქო“ ხშირად ფინანსური მაქინაციების ან თაღლითების მსხვერპლი ხდება. თუმცა ეს ერთგვარი გამოცდებია, რომელიც 3-იან ყვავმა უნდა გაიაროს თავისი ძველი შეცდომების გასასწორებლად. ამ უსიამოვნებებთან აუცილებელია ფილოსოფიური მიდგომა, ის უნდა იყოს ბედით უკმაყოფილო, უბრალოდ უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები : გადაიხადოს კარმული ვალი – იყოს მადლიერი.

ეს  ადამიანები უყურადღებოდ ეკიდებიან თავის ჯანმრთელობას. ავადმყოფობისგან თავის დასაზღვევად საჭიროა აკონტროლონ აზრები და სურვილები მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სიტყვა და აზრი მატერიალიზდება. ხშირად ხდებიან სტრესის მსხვერპლი (3 ყვავი ასევე სტრესის ბანქოდ ითვლება), შემოქმედებითი ნატურები არიან, ხშირად აქვთ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.

 ბიზნეს საქმიანობა იმდენად დიდ ბედნიერებას ანიჭებთ, რომ ნებისმიერი საქმის კეთებისას პარალელურად შეუძლიათ შინაგანი ფასეულობების სისტემის განვითარებაც. მათ აქვთ ხელოვნებისკენ მიდრეკილება, შეუძლიათ თავის ადგილი იპოვნონ პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით წარმატებული სფეროებია – ვაჭრობა, სარეკლამო საქმე, თუმცა მათთვის ყველაზე წარმატების მომტანია – სამსახიობო კარიერა.

 3-იან ყვავს შეუძლია რამდენიმე საქმის ერთად კეთება, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, რადგან შესაძლოა ზეწოლას ვერ გაუძლონ.  თეატრალიზებისა და მოუსვენარი ხასიათის გამო ამ „ბანქოს“ საკმაოდ დამაჯერებელი ისტორიების შეთხზვა შეუძლია, რომელსაც სამწუხარეოდ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 3-იან ყვავს უყვართ მეზღაპრეობა. მაგრამ მათ საბოლოოდ ააშკარავებენ, სამზეოზე გამოყავთ და სასჯელიც არ აყოვნებს, ამ თვისების გამო აწყდებიან დიდ სირთულეებსა და პრობლემებს. სიმართლე უნდა იყოს ამ ადამიანების მთავარი საუკეთესო მახასიათებელი.

 ეს ადამიანი ბუნებით რომანტიული ნატურაა და საჭიროებს მსგავს პარტნიორს. კარგი შანსები აქვს პირადი ცხოვრების მშვენივრად მოწყობისთვის, თუ შეძლებს საკუთარ თავში მარტოობის შიშის დათრგუნვას და გათავისუფლებას იმ აზრისგან, რომ მას მიატოვებენ.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, თუ 3-იან ყვავი ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას და უდიდეს შემოქმედებით ენერგიებს ვერსად მიმართავს, საქმიანობაში უიღბლობის საკომპენსაციოდ იწყებს სასიყვარულო სფეროში უსარგებლო კავშირების დამყარებას, ამგვარი ურთიერთობები არაჯანსაღი და მუდმივი პრობლემებით აღსავსეა..

3-იან ყვავი იზიდავს პესიმისტ ხალხს, რომელიც რეალობას მეტისმეტად კრიტიკულად აფასებენ, თუმცა შეუძლიათ კარგი ფულის გამომუშავება, რაც მისთვის საკმაოდ მშნიშვნელოვანია. ყველაფრის მიუხედავად ამ ადამიანს შეუძლია ამაღლებული სიყვარული, მხოლოდ იდეალიზმია ხელისშემშლელი, მთავარია სწორად შეაფასონ პარტნიორი.

 ამ ბანქოს წარმომადგენლებისთვის ბავშობიდან მთავარია ემოციებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, ჭკვიანურად უნდა მიუდგნენ სხვა ადამიანებთან უთრთიერთობების საკითხს.

 3-იან ყვავის მამაკაცებს იზიდავთ ჯვრის მასტის ქალბატონები, ხოლო ქალბატონებს – გულის მასტის მამაკაცები ხიბლავთ.

 ეს ბანქო ძალიან ჰგავს ვალეტს (ნებისმიერს), განსაკუთრებით ვალეტ ყვავს. ორივე არტისტული ბუნებისაა და ორივე ემოციურად მოუმწიფებელი. თავიანთი არტისტული ბუნების გამო უჭირთ პირად ცხოვრებაში ბედნიერების პოვნა, ქორწინებაშიც არ ერიდებიან საიდუმლო სასიყვარულო ინტრიგების ხლართვას, რადგან არ შეუძლიათ ერთ პარტნიორს მიუძღვნან თავი, ისინი ბედნიერი იქნებიან მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ არჩეულ პროფესიაში საკუთარი თავის სრულ რეალიზეაბს მოახდენენ.

 მერკურის ასაკში (13 წლამდე) –   მეგობრებისა და სიყვარულის სფეროში არაერთი იმედგაცრუების გადატანა მოუწევთ.

ვენერას ასაკში (13 – 26 წლამდე) – იცვლიან შეხედულებებს, მსოფლხედველობას, ფილოსოფიას.

მარსის პერიოდში( 26 – 39 წლამდე) – შესაძლოა სამსახურის შეცვლამ მოუწიოთ.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – საჭიროა ემოციების კონტროლის სწავლა და ნებისყოფის გამომუშავება.

სატურნის პერიოდში ( 52 – 65 წლამდე) – მათი არაერთი იდეა იქნება ფრთაშესხმული.

წყარო:ნაინა ვლადიმიროვა

ავტორი: ქეთი

 

ბედის ბანქო – 3 ჯვარი

ბედის ბანქო – 3 აგური

ბედის ბანქო – 3 გული


About Kate

Scroll To Top