გრადუსები ვერძის ზოდიაქოში

გრადუსები ვერძის ზოდიაქოში

 გრადუსთა ხარისხი

ნიშნის მმართველი: დღის–მარსი (ახალი თეორიით: პლუტონი)

დეკადების მმართველები: 0°-10°- მარსი, 10°-20°- მზე, 20°-30° _ იუპიტერი.

თერმები: იუპიტერი 0°°-6°; ვენერა 6°°-12°; მერკური 12°-20°; მარსი 20°-25°; სატურნი 25°-30°°

ფაზები: 1°°-10°_მარსი; 10°°-20°_მზე; 20°-30°–°მერკური.

ძლიერი გავლენა აქვს მზეს, სუსტი გავლენა კი _ ვენერას, ვარდნაშია – სატურნი.

კრიტიკული გრადუსებია: 0°, 13°, 26°°.

ცალკეული გრადუსების მნიშვნელობა:

შენიშვნა: აქ კეფერს გრადუსთა კლასიფიკაცია ფორმულირებული აქვს შემდეგი პრინციპით: პირველი გრადუსი ეკუთვნის ნიშნის მმართველს, ხოლო დანარჩენი პლანეტები ტრადიციული, პტოლემეური ასტროლოგიის თანმიმდევრობითაა მითითებული. ეს “ინფორმაცია” არაა არსებითი, მანამ არ მოხდება სერიოზული სტატისტიკური შემოწმება. ფრჩხილებშია ჩასმული ძველი ასტროლოგიით შესაბამისი გრადუსის მმართველი.

1. (მარსი) – შრომა, ომი, კამათი.

2. (მზე) – კამათი, მოუსვენრობა, წარმოებულობა, შური, წესრიგის სიყვარული.

3. (ვენერა) _ დისციპლინურობა, სამყაროსა და ხელოვნების სიყვარული, ყველასთვის სარგებლის მოტანისკენ მიდრეკილება. დაზიანებისას: სმენის გარეგანი არხების დაზიანებები.

4. (მერკური) _ ინტელიგენტურობა, ფინანსური დანაკარგები. დაზიანებისას: სიმსივნური წარმონაქმნები, ჩიყვი.

5. (მთვარე) – გულითადობა, მეოჯახეობა, მზრუნველობა, უნარები. მარსითა და სატურნით დაზიანებისას _ სისასტიკე. მზით დაზიანებისას _ მტრული ტენდენციები. კარგად ასპექტირებული (მაგალითად, შეერთება) თუ არის მთვარესთან ანდა ვენერასთან – ლამაზი თმა. სხვა შემთხვევებში შეიძლება თმის დაავადებები.

6. (სატურნი) _ მნიშვნელოვნება, ძალაუფლება, გავლენა, დაბრკოლებები.

7. (იუპიტერი) _ გონიერება, მეოჯახეობა, იდეალები, პატივმოყვარეობა. თუ არის მთვარესთან კონიუნქცია, დაზიანება იუპიტერით ანდა სატურნით – სიყვითლისკენ მიდრეკილება.

8. (მარსი) – კამათი, ძალადობა, უზნეობა, არაკონტროლირებადი ვნებები.

9. (მზე) _ გონერება, მჭერმეტყველება, საკუთარი თავის რწმენა, ღირსება.

10. (ვენერა) _ თვითფლობა, ომში/ბრძოლაში გამარჯვება, პატივმოყვარეობა, ნადირობის სიყვარული.

11. (მერკური) _სტუმართმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, კეთილმოსურნეობა, სიყვარული, კვლევისა და ძიების მქონე სული.

12. (მთვარე) – ზესვლა, პატივმოყვარეობა, სიყვარული, ბედისგან დარტყმები. ლამაზი თმა, მაგრამ მალე ჭაღარავდებიან.

13. (სატურნი) _ საკუთარი დამსახურების წყალობით სახელი და ზესვლა, უცერემონიალობა, საფრთხე, დიეტის ინტერესი. დაზიანებისას მიდრეკილებაა სახსრების რევმატიზმისკენ. საერთოდ: ბედნიერება (უძრავი ვარსკვლავი: სირრაჰ). კრიტიკული გრადუსია.

14. (იუპიტერი) _ კონტროლირებადი ენერგია, საკუთარი ვნებების მონა.

15. (მარსი) _ მძიმე ხასიათი, ღალატისკენ მიდრეკილება, მაგრამ მნიშვნელოვანი უნარები, განსაკუთრებით მუსიკალური; თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, პარალიჩის საშიშროებაა.

16. (მზე) _ გულისხმიერება, ბუნების სიყვარული, ღირსება, ღია/გახსნილი ხასიათი.

17. (ვენერა) _ ფუფუნებისა და სიამოვნების სიყვარული, სიზარმაცე, თავისუფალი მერტყველება, ორატორობის ნიჭი.

18. (მერკური) _ ღირსება, იდეალები, ქალების მხრიდან დახმარება გაწევა, კრიტიკულობა, ძლიერი ინტელექტი.

19. (მთვარე) _ გულისხმიერება, უპატიოსნება, მგრძნობიარობა. მზე ეგზალტაციაშია.

20. (სატურნი) _ შორეული მგზავრობები, ძლიერი ნებისყოფა, გონიერება. სატურნი ვარდნაშია.

21. (იუპიტერი) _ კარგი მეგობარი, კეთილშობილი გული, თავდაჯერებულობა, მგზარობებისკენ სწრაფვა, აბცესები (ჩირქის დაგროვება რაიმე ორგანოში ან ქსოვილში; ჩირქგროვა _ უცხო სიტყვათა ლექსიკონი), განსაკუთრებით თუ დაზიანებულია ვენერით.

22. (მარსი) _ პატივმოყვარეობა და გაუფრთხილებლობა, რის გამოც ზიანდება.

23. (მზე) _ ომი, გამარჯვება, რასაც ფიქრისა და განსჯის შედეგად აღწევს, მოხერხებულობა, მუდმივი მტრები.

24. (ვენერა) _ მგრძნობიარობა, სიყვარულის მონა (ამის გამო უსიამოვნებები), მუსიკალური უნარები, განსაკუთრებით კარგი ურთიერთობაა ვენერასი და ნეპტუნის.

25. (მერკური) _ ძლიერი ხასიათი, შორეული მხარეებისკენ სწრაფვა, სირთულეები, ლიტერატურული ნიჭი (მიდრეკილია იდეალიზმისკენ), განსაკუთრებით თუა ტყუპებთან და მერკურთან რაიმე ასპექტი.

26. (მთვარე) _ ცოდნა, უნარები, ზესვლა. კრიტიკული გრადუსია.

27. (სატურნი) _ ომის შემდეგ სიმშვიდე, ვნებები, მარტოობა. ტუპერკულიოზისკენ მდირეკილება, თუ დაზიანებულია მეთორემტე სახლი, მისი მმართველი და მოძრავი ნიშანი.

28. (იუპიტერი) _ სამყარო თვითშეცნობასთანაა დაკავშირებული, სულიერი გამარჯვება. გამელოტებისკენ მდირეკილება, თუ ასცედნეტი დაზიანებულია.

29. (მარსი) _ შრომა, დაძაბულობა, წარმატებები, მეწარმეობა, ბედნიერება (უძრავი ვარსკვლავი – მირაჰ).

30. (მზე) _ სულიერება, გონიერება, პატივმოყვარეობა, ძალაუფლებისკენ სწრაფვა.

წყარო: კეფერი

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top