ვენერას კვადრატი პლუტონთან

ვენერას კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: უცნაური, მოჩვენებით გადაულახავი სირთულეები გრძნობების, ემოციისა და სექსის სფეროში; ეჭვიანობა, ექსცენტრიულობა, ემოციური არასტაბილურობა, სექსთან, ეროტიკასთან დაკავშირებული სკანდალი, ვნებიანობა, მომთხოვნობა, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, ფარული სასიყვარულო კავშირები. დადებითი კუთხით – ძლიერი ემოციური განცდები შესაძლოა შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის საშუალებად იქცეს.

ასპექტის მფლობელი სიყვარულისგან ყველაფერს ელის და ითხოვს; ფაქტობრივად სიყვარული მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი ხდება. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ასპექტი გარყვნილებაზე მიანიშნებს, მაგრამ უფრო სწორი იქნება ვთქვათ – ასპექტი სინანულს, დანაშაულის განცდას ააქტიურებს ყველაფრის მიმართ, რაც სექსს უკავშირდება. დანაშაულის განცდა კი პიროვნულ ზრდას ხელს უშლის.

შესაძლოა ვინმეს უარყოფით გავლენას განიცდიდეს. მისი პირადი ურთიერთობები საბედისწერო ხასიათს ატარებს. საზოგადოებრივმა მნიშვნელოვნმა მოვლენებმა ან კოსმიური ხასიათის საკითხებმა შესაძლოა მის პირად ბედნიერებაზე გავლენა იქონიოს. გამდიდრებისკენ მისწრაფება აქვს; სექსი და ეროტიკა ფინანსურ დაინტერესებასაც იძენს (მაგ: პროსტიტუცია ან ქორწინება ანგარებით). ასპექტის მფლობელს სჯერა მაგიის და შესაძლოა მის პრაქტიკაში გამოყენებასაც ეცადოს.

ვენერას კვადრატი პლუტონთან პირდაპირ გავლენას ახდენს ახლო ურთიერთობებზე. ასპექტის მფლობელს ძლიერი განცდები ახასიათებს არა ზოგადად განწყობაზე, არამედ სიყვარულზე, ვნებაზე, მიზიდულობაზე. შესაძლოა მანიპულირებდეს პარტნიორით ან მის გაკონტროლებას ცდილობდეს. რთულად იტანს ნებისმიერ განშორებას, დანაკარგს. სანამ საკუთარი თავის სიყვარულს ისწავლის, მანამდე ისეთ პარტნიორებს ხვდება, რომლებთანაც უარყოფით გამოცდილებას იღებს.

 

ვენერას კვადრატი: ადამიანებს შორის ურთიერთობა იშვიათადაა ადამიანური

ვენერას კვადრატი პლანეტის მართულ სფეროებში  სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებს იძლევა, რომლის დროსაც ინდივიდი ხშირად აწყდება საზოგადოებაში მისი ქცევების უხეშ, არასწორად გაგებასა და შეუსაბამობას. შესაბამის სფეროებში ადამიანი სხვებისკენ მიისწრაფის, პლანეტის პრინციპების შესაბამისად სიყვარული (მაგ: იუპიტერი-ვენერას კვადრატის შემთხვევაში – ყოვლისმომცველი სიყვარული), გაგება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება  სჭირდება. ამავე დროს ამ საკითხებში კაპრიზული, მოუთმენელია, ბევრი არ ესმის, სხვებთან საერთოს ვერ გრძნობს და შედეგად მწარე იმედგაცრუებას განიცდის.

საერთოდ კვადრატით სიმბოლიზებული კარმული პროგრამები ხშირად იწყება სასიკეთოდ და პერსპექტიულად; ტრინს ჰგავს და მას შემდეგ, რაც ადამიანი საკმარისად უერთდება (ემოციურად, მენტალურად და ეგზისტენციალურად), გრძნობს წინააღმდეგობას, სირთულეებს და მძიმე სამუშაოს აუცილებლობას. მზე-მარსის კვადრატიც კი შეიძლება არ დაიწყოს მწარე დარტყმის სახით, პირიქით – თავიდან ავანტიურად, თავგადასავლად მოგვევლინოს. რაც შეეხება ვენერას კვადრატს თავდაპირველად დამახასიათებელია სიხარული და ემოციური სიამოვნება; ასე, მაგალითად: უიღბლო სიყვარული, რომელიც სასიხარული მომენტებით დაიწყო. კვადრატის მფლობელი ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს ასეთ სიტუაციებში.

დაბალ დონეზე ვენერა იძლევა დისჰარმონიულ სოციალურ ეგოიზმს და ამავდროულად – თვითშეწირვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანს ცუდი ენერგეტიკა აქვს – საზოგადოებას არ მოსწონს და თავს მსხვერპლად წირავს. თუ საკმარისი ენერგია აქვს, თავად აფუჭებს სხვების ცხოვრებას, ანგარებიანი მიზნებით იყენებს, სხვებიც და თვითონაც უკმაყოფილო რჩება.

პლანეტის სფეროებში თავისებური, უჩვეულო ესთეტიური გემოვნება აქვს, რისი გამოცნობაც რთულია. დაბალ დონეზე ეს მახასიათებელი კაპრიზულობას იძლევა, მაღალ დონეზე – ორიგინალურ შემოქმედებით პოტენციალს. საერთოდ ვენერას კვადრატი სირთულეებს იძლევა ხელოვნების სფეროში, ცუდ მასწავლებლებს ან მათთან რთულ ურთიერთობას. თუ ინდივიდი მოახერხებს ზრდას შინაგანი ძალისა და დიდაქტიკური მეთოდების დახმარებით, ყოველთვის იგრძნობს და შინაგანი დაეჭვდება: „რასაც ვაკეთებ ნამდვილადაა ხელოვნება?“ (ისევე, როგორც მერკურის კვადრატის დროს ფიქრობს: „ჩემი აზრები ნამდვილად ჭკვიანურია?“). ეს ფიქრები ადამიანს სიმშვიდეს არ აძლევს და მიღწეულით არ კმაყოფილდება (მიღწეულით უკმაყოფილება ყველა კვადრატისთვისაა დამახასიათებელი).

პლუტონის კვადრატი: ანგელოზის ფრთები ბედის ჯვრით გახეხილ ადგილებზე იზრდება

პლუტონის კვადრატი ვლინდება პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის იმ უსიამოვნო მსხვერპლის გაღებაში, რასაც მისგან ბედი ითხოვს (ყოველშემთხვევაში თავად ასე თვლის). მას უწევს იმ აზრის მიღება რომ შეუფერებელ დროს უსიამოვნო შედეგების გამომწვევი მსხვერპლის გაღება მისთვის უსარგებლო თვისებების მოცილებაში ეხმარება – ასეთია ამ კარმული პროგრამის აზრი.

გარემოში პლანეტის პრინციპების გამოვლენას  ინდივიდი რადიკალურად ვერ მოაგვარებს, სამყაროში წესრიგის დამყარების სურვილი უჩნდება რისთვისაც შესაბამისი ძალაუფლება დასჭირდება. კარმული ჩანაფიქრი ურთიერთსაპირისპირო ხასიათისაა: ინდივიდის ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში წესრიგისა და „სისუფთავის“ დამყარება პლანეტის სფეროების მიხედვით; ამისთვის კი ინდივიდს მოუწევს პლანეტის შესაბამის ქვეცნობიერ პროგრამებსა და ინსტინქტებზე ძალაუფლების დამყარება.

სანამ ინდივიდი ამას ვერ აცნობიერებს, არაერთხელ უწევს მძიმე მსხვერპლის გაღება და შევიწროვება იმ სტილით, რომლითაც ინდივიდი გამოიწვევს – განურჩევლად, ქვეცნობიერად ან ცნობიერად, განზრახ თუ შემთხვევით, საუკეთესო თუ უარეს გამოვლენით. პლანეტის სფეროებში ადამიანი ჩანს როგორც გამადიდებელ მინაში – მინიმალური ნაკლოვანებებითა და შეცდომებით.

ასპექტი იძლევა სულიერი განვითარებისა და თვითწმენდის დიდ შესაძლებლობებს; ასევე დიქტატორული პრინციპების მქონე „შავ მასწავლებლის“ ასპექტია პლანეტარული პრინციპების გამოვლენის დაბალ და საშუალო დონეზე ძალაუფლებით, გავლენით, ცეცხლითა და მახვილით მოქმედებით. საშუალო დონეზე დამახასიათებელია სხვებთან ურთიერთობაში სასტიკად მოქცევა ნიჰილიზმისა და უხეში ქცევის გამოყენებით, რაც პლანეტის პრინციპების შესაბამის სფეროებში ვლინდება.

შინაგანად ადამიანს სურს სამყაროს მისი ჭეშმარიტი სახე დაანახოს, მაგრამ  ერთმნიშვნელოვნად  არ გამოდის ან (მისი აზრით) სამყარო არ მისულა მისი რეალური, სრულყოფილი სახის დანახვის დონემდე.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top