იუპიტერი VII სახლში

იუპიტერი VII სახლში

ავტორიტეტი

ასეთი ადამიანის ცხოვრება ხასიათდება ბედნიერი ქორწინებითა და თანამშრომლობებში ბრწყინვალე პროფესიული ურთიერთობებით. თუ პლანეტა ძალიან არაა დაზიანებული, განქორწინება ნაკლებსავარაუდოა. შესაძლოა დიდი წარმატება ხელისუფლებასთნ შეხვედრებისას, შეინიშნება მდიდარ ადამიანთან ქორწინების ტენდენცია. ამასთანავე, ქორწინებაში მეუღლის მიმართ გულწრფელ სიყვარულს ავლენს. ენერგიის არასწორ გამოყენებას მოსდევს გადამეტებული ოპტიმიზმი და სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას კრიტიკულობის უქონლობა.

ეს ადამიანი არის გულწრფელი, კეთილსასურველი, მეგობრული, სამართლიანი, კეთილშობილი და გულახდილი. იგივეს ელის სხვებისგანაც. ქორწინება დაფუძნებულია კეთილდღეობისა და ჯანსაღი გონიერების, შეხედულებების გულწრფელ, საერთო წყურვილზე, ამიტომაც, ასეთი ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერია. ასეთი ადამიანის საქმეები კარგად მიდის, რადგანაც პარტნიორის შერჩევისას შეუძლია მისი შესაძლებლობების სწორად შეფასება და პარტნიორთან გულწრფელი და კეთილგანწყობილი ურთიერთობა.

მოკეთის სიყვარულში თავგანწირულია და სხვებისთვის მხოლოდ ყველაზე საუკეთესო სურს. მისი გულწრფელობა ჯილდოვდება გარშემომყოფების ნდობითა და მეგობრობით. ის დაჯილდოვებულია საკმაო პროფესიული უნარ-ჩვევებით სამართლის, ვაჭრობის, დიპლომატიის, შუამავლობისა და მოლაპარაკებების წარმოების სფეროებში. პლანეტის დაზიანება ადამიანში იწვევს ყველაფერის თავისთავად, დადებითი კუთხით მიღებას და სხვებისგან ძალიან ბევრის მოლოდინს. ასეთი მიამიტობა მას თაღლითებისა და ინტრიგანების ბადეში აბამს. მისი ცხოვრების თანამგზავრი ერთგული და კეთილია, ხშირად ის (პარტნიორი) ამ ადამიანზე უფროსია, ყოველ შემთხვევაში, უფრო უდრეკი, დაჟინებული, ბრძენი და რელიგიურია. ასეთ ინდივიდს ჰყავს მრავალი მეგობარი_მეწარმე და საკმაოდ პოპულარულია საქმიან სამყაროში. ხშირად შემოსავალსა და მოგებას სასამართლო პროცესებზე წარმატების მიღწევით იღებს.

პლანეტის მძიმე დაზიანება აბრკოლებს ქორწინებას ანდა ახვედრებს უბედურ ადამიანს. ასეთი ადამიანი ფლობს დაგროვებისა და ქონების გადიდების ნიჭს, დაუღალავად აღწევს მეგობრებისა და კომპანიონების ერთგულებას, კეთილგანწყობილად წყვიტავს ნებისმიერ კამათებს და მტრებს კეთილმოსურნეებად გადააქცევს. შვილები ბევრი არ ჰყავს და ისინი საკმაო საზრუნავს მაინც უჩენენ. შესაძლოა ჰყავდეს მრავალი დიდსულოვანი მოწინააღმდეგე, კეთილშობილი კონკურენტი და რაინდულად განწყობილი მტერი. მთავარი სირთულეები დაკავშირებულია პარტნიორის ქედმაღლობასთან, სიჯიუტესა და ეგოისტურ სიზარმაცესთან.

ასეთი ადამიანის კავშირები მუდამ სარგებლის მომტანია, ურთიერთობა უეჭველად უკეთესობისკენ ვითარდება, ხოლო საზოგადოების მაღალ ფენებში წინ წაწევა შეუჩერებლად ხდება. მის ცხოვრებასა და ბედში მთავარ როლს პარტნიორი თამაშობს _ იქნება ის საქმიანი პარტნიორი თუ მეუღლე. სოციალური და ქონებრივი ზრდა მხოლოდ პარტნიორის წყალობით ხდება. კავშირები და ალიანსები უმჯობესდება მხოლოდ პარტნიორის (მეუღლის) მონაწილეობით, რომელიც, თითქოსდა თავისთავად მოიაზრებს მოულოდნელ ფულს, სასიამოვნო შესაძლებლობებსა და შემთხვევით ბედნიერებას. თანამშრომლობა და თანაავტორობა წარმატების მომტანია.

წყარო: პ. პ. გლობა

დადებითი ასპექტებისას (+) იძლევა სამართლიანობის, ყველას თვალში ავტორიტეტის ქონის სურვილს. იურიდიული უნარები, გარესამყაროსთან გონივრული კონტაქტები და კავშირები, პოპულარობა, ავტორიტეტი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, აჟიოტაჟის გამოწვევის უნარი. საზოგადოებრივი კავშირები, მხარდაჭერა, ავტორიტეტს იძენს საკუთარი ჭკუა-გონებით. პრესტიჟული ქორწინება.

უარყოფითი ასპექტებისას (-)  სურვილი იყოს სამართლიანი ყველა სახის საკითხში, სკანდალური “ცნობადობა”, მრავალი აქტიური მოწინააღმდეგე, სასამართლო პროცესებისა და საჩივრების გარდაუვალობა, ხელისუფალთა მხრიდან დევნა.

იუპიტერი მეშვიდე სახლში ჰქონდათ: პავლე I-ს, მაჰათმა განდის, ლ. ტოლსტოის, ტროცკის, ფრანკოს, სოლჟენიცინს.

ფრენსის საკოიანი

გულწრფელობა, კეთილსასურველობა, მეგობრულობა, რასაც ქორწინებასა და პარტნიორულ ურთიერთობაში ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვს. სამართლიანობის, კეთილშობილების, გულახდილობის გრძნობა, იგივეს ელის სხვებისგანაც. კეთილშობილური, გონიერი შეხედულებების წყალობით ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება. ხშირად ქორწინდება მდიდარ, წარმოსადეგ ადამიანზე. საქმეები კარგად მიდის, პარტნიორის შერჩევისას შეუძლია მისი ზუსტი შეფასება, მასთან გულწრფელად მოქცევა. ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და საჭიროებს მრავალ განვითარებულ ადამიანთან კავშირებს. ინტერესდება ყველაფრით, რისი სწავლებაც მისთვის სხვებს შეუძლიათ, და იზიდავს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც მასზე დიდი ცოდნა ანდა გამოცდილება აქვთ. სხვებისგან ელის გულწრფელობასა და მთლიონობას და ვერ ითმენს დაწვრილმანებას ანდა თვალთმაქცობას, განსაკუთრებით საკუთარი მეგობრების ანდა მეუღლისგან. ასევე ის საჭიროებს თავისუფლებას და ისურვებდა ისეთი პარტნიორის ყოლას, რომელიც სწავლებისა და ზრდისკენ მისწრაფებაში მხარში ამოუდგებოდა და გაამხნევებდა, ვინც არ შეზღუდავდა და არ შეუქმნიდა ძალიან ბევრ დაბრკოლებას. მისი ქორწინება, უფრო მეტად, ძალიან აკმაყოფილებს და ამდიდრებს.

ავესალომ პოდვოდნი:“ადამიანის დიდსულოვნება მტრების გულებს ნაკლებად ასასტიკებს”

იუპიტერის ეს მდებარეობა ადამიანს აძლევს პარტნიორობის ბრწყინვალე პერსპექტივებს. მოკლედ, ჰარმონიული იუპუტერისას საომარი მოქმედებებიც კი შესაძლოა დიდების, პატივისა და სიმდიდის მომტანი გახდეს, განსაკუთრებით, თუ ომს ეს ადამიანი კი არა, მისი მტერი გამოაცხადებს. მხოლოდ ერთია, კარმულად იუპიტერის ეს მდებარეობა მოიაზრებს ზუსტად მოწინააღმდეგეებთან შერიგების გზების ძიებასა და მათთან თანამშრომლობას, და არა მათ წარმატებულ განადგურებას.

იუპიტერთან დაძაბული ასპექტებისას შესაძლებელია, პირიქით, მოწინააღმდეგეებისა და მტრების სიუხვე და ყველა ურთიერთობაში მათი თვალნათელი აღმატებულება, რასაც ფობიები მოჰყვება, მაგრამ მთავარი _ მტრების წინაშე საკუთარი უსუსურობისა და არასრულფასოვნების შეგრძნება, ხანდახან გაძევებულია და ჰიპერტროფირებულია, ეს კი ხდება მაშინ, როცა ადამიანი იმუშავებს ნაპოლეონისეულ კომპლექსს (ბუნერივი სიდიდით).

საერთოდ, იუპიტერის მეშვიდე სახლში მდებარეობა იძლევა შინაგან მტერს _ იუპიტერის დაბალ ოქტავაში _ ამაღლებულ ანდა დაბალ თვითშეფასებას, სიამაყეს, სხვის ხარჯზე თავის დამკვიდრებისკენ სწრაფვას და “სამყარო ჩემს წინაშე ვალდებულია”-ს ტიპის საერთო შეგრძნებას. პარტნიორებთან ურთიერთობისას ვლინდება დიდსულოვნება, სიუხვე, შემწყნარებლობა _ კარგი ანდა ცუდი გაგებით. საერთოდ, მას უმართლებს საინტერესო პარტნიორებში. ეს შესაძლოა იყოს მეუღლე უჩვეულო ღირსებებითა და უნარებით. საჭიროა ამის არა როგორც თავისთავადად მიღება, არამედ სწავლა და შეცვლა იმ ყველაფრისა, რაც შესაძლოა რომ შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარმული პროგრამა ვერ იქნება რეალიზებული.

უმთავრესად, ადამიანს ცხოვრებაში მტრები და პარტნიორები იმიტომ ხვდებიან, რომ მან მათგან და მათთან ერთად ისწავლოს და ითანამშრომლოს, და არა იომოს და ყვავები სამოთხის ჩიტებად არ მიიღოს.

ბორის იზრაიტელი

ეს უთითებს არამყარ ქორწინებაზე. ადამიანი ეძებს მაღალი სოციალური მდგომარეობის პარტნიორს. მას გამუდმებით ეჩვენება, რომ შეეძლო უფრო სარგებლიანად გაეთვალა პარტნირის შერჩევისას. ცდილობს მაქსიმალური როადენობის პარტნიორის ყოლას. რთულია ოჯახის შექმნის გადაწყვეიტლების მიღება. რაც უფრო ძლიერია იუპიტერი, მით უფრო არამყარია ქორწინება. მრავალი ახლო მეგობარი, ახლო ადამიანი. მუდამ იპოვის ისეთ ადამიანს, ვისაც დაეყრდნობა. მეგობრები-პარტნიორები _ მისი სიამაყის საგანია. ხშირად დაუქორწინებლობა და ქორწინების გარეშე შვილები.

ბილლ ჰერბსტი

არეკლილი გაცნობიერება. საკუთარ თავზე ცოდნას იღებს პარტნიორული ურთიერთობების მეშვეობით და არა მათი დამოუკიდებლად, საკუთარ სიღრმეებში ძიებით. მისთვის ურთიერთქმედება სიბრძნის წყაროა, რამეთუ თითოეული შეხვედრა უნიკალურია. ხაფანგი _ ადამიანს შეუძლია ურთიერთობა მთლიანობაში ისე განიხილოს როგორც “სასწავლო გამოცდილება” და ამიტომაც შესაძლოა დაივიწყოს საკუთარ პარტნიორთან ჭეშმარიტი ურთიერთქმედების თაობაზე. ისევე როგორც ვენერას შემთხვევაში, აქაც ადამიანი ხშირად ზედაპირზე “დაცურავს”, ნაწილობრივ კი, ხანდახან, ახერხებს ემოციონალურ სიღრმეებში შეღწევას. შედეგად კი, პარტნიორულ ურთიერთობებში ამაღლებული გახსნილობა გვერდით ჩაუვლის. თუ ადამიანი არ შეაღწევს სხვა ადამიანის სიღრმეში, მაშინ ვერ გახსნის საკუთარ თავს. საკუთარი თავის გახსნა სხვა ადამიანთან ურთიერთქმედებით შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როდესაც პარტნიორს წმინდა კრძალვით მოექცევა და მას ურთიერთობის უფასო დანამატად არ ჩათვლის. ამოცანა _ მთელი დოზით ისარგებლოს იმ ნიჭით, რომელიც აქვს.

თანასწორი ურთიერთობები. პარტნიორული ურთიერთობები ბიბოქარი ზრდადობის, ბრწყინვალებისა და ფუფუნების მსგავსია, რომლითაც ტკბება, მაგრამ არ ფლობს. ადამიანი ადვილად ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, ამ დროს თითქმის არ აწყდება წინააღმდეგობებს. მისთვის სავსებით ბუნებრივია სხვა ადამიანების თანასწორულ პრინციპებზე დაყრნობით განხილვა და მიღება. მარსისგან განსხვავებით, ურთიერთობა არ წარმოადგენს ბრძოლის ველს, მაგრამ არის იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებზე უფრო მეტი გაიგოს. ხაფანგი _ ლოიალურად ყოფნის ტენდენციაა, მაგრამ აღინიშნება თავისუფლების მოყვარეობა და შედეგად _ ადამიანი უფრო მეტად პრინციპის ერთგულია, ვიდრე საქმის. ამოცანა _ რაც შეიძლება მეტი რამ მიიღოს იმ პარტნიორული ურთიერთობებიდან, რომელსაც თავად ქმნის; ერთობლივი არსებობის თასიდან ბოლომდე უნდა შესვას, ადამიანებთან კონტაქტისგან რაც შეიძლება მეტი სიბრძნე მიიღოს.

კონტაქტები, მოვალეობები. კონტაქტები მას ხიბლავს; ცდილობს გახსნას ეთიკური პრინციპები, რომლებიც მართავენ მოვალეობის წარმატებულ ანდა წარუმატებელ შესრულებას. ადამიანის პირადი მოვალეობები პარტნიორობაში _ ეს არის იდეალურ პრინციპებზე საექსპრიმენტო ლაბორატორია. ეს აბსტრაქტული ინტერესი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი ცხოვრების ყველაზე განსხვავებულ სფეროებში მრავალ კონტაქტს ამყარებს, ამასთანავე, ნაწილობრივ, ერთდროულადაც კი. მოკლედ, ადამიანი ძალიან ოპორტუნისტულადაა* განწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს მოვალეობების მნიშვნელობას, შეუძლია მათი რეალურად შესრულების აუცილებლობის დავიწყება. თავი, _ და არა გული, _ მართავს ამ ადამიანის პარტნიორს, ამიტომაც უნდა ახსოვდეს, რომ უფრო სუსტი ფილოსოფიური მიდრეკილების მქონე ადამიანები, შესაძლოა მისი ენთუზიაზმით მოიხიბლონ. ამოცანა _ დააბალანსოს მოვალებების მოთხოვნები და თავისუფლების სურვილი და გაამდიდროს საკუთარი სული და ასევე საკუთარი გონებაც.

თანამშრომლობა. თანამშრომლობა ძალიან ადვილად გამოსდის; ამ სფეროში მისთვის პრაქტიკულად არ არსებობს დაბრკოლებები. მისი ბუნებრივი ოპტიმიზმი ხელს უწყობს მოლაპარაკებების თანაბრად და სწორად წარმოებას. მოკლედ, არსებობს პოტენციური ხაფანგებიც. ხანდახან ის იმდენად პატიოსანია, რომ სხვებს ამით წყენას ჰგვრის, ამასთანავე ვერ აცნობიერებს თუ რატომ ხდება ასე. ვერ იგებს, რომ ადამიანები შეიძლება ძალიან მგრძნობიარენი და ტრავმირებულები იყვნენ. ის ასევე ძალიან ამაყიცაა და ხშირად, როდესაც მის ეგოს “ჩხვლეტენ”, ძალიან ქედმაღლურად რეაგირებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თვინიერება, თუ სურს, რომ პარტნიორული ურთიერთობები იყოს გულუხვი და ბედნიერების მომტანი. ამოცანა _ სოციალიზაციის საკუთარი ბუნებრივი სიყვარული გადააქციოს სახელმწიფო მოხელის ტაქტიკურ საქმედ. ემოციონალური დაცვა ისევეა აუცილებელია, როგორც სულიერი ენთუზიაზმი.

პარტნიორები ანდა პარტნიორული ურთიერთობები. მისი ბუნებრივი პარტნიორი _ ეს ის ადამიანია, რომელიც ბუნებისგან დაჯილდოვებულია დიდსულოვნებითა და კეთიშობილებით, რომლის ქმედებები სპონტანური და ოპტიმისტურია. მისი მეგობარი ძალიან სოციალური უნდა იყოს, უნდა მოსწონდეს პარტნიორული ურთიერთობების მრავალსახეობანი, უნდა აღაფრთოვანოს მრავალმა კოტაქტმა. ის _ ვნებიანი მოგზაურიც უნდა იყოს, რომელსაც ექნება სურვილი შთაბეჭდილებები გაუზიაროს იმ ადამიანს, რომელსაც იუპიტერი მეშვიდე სახლში აქვს. ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები აფართოებს ამ ადამიანის ხედვის ჰორიზონტს და მის წინაშე ცხოვრების გულუხვობას წარმოაჩენს. მისთვის თვისობრივია სამყაროს გახსნილი და მხიარული კვლევები, და არა დამიწებულობა. ის გაუცნობიერებლად გრძნობს ვიღაც ძალიან ბრძენისა და კეთილის არსებობას, რომელიც მასში მთელ კაცობრიობაზე უკეთესად ზრუნვის გრძნობას აღვივებს. სახება _ საჰაერო ბურთი, რომელიც დიდებულად დაცურავს მოწმედილ ცაში და, რომლის სიმაღლიდანაც ადამიანს ცხოვრების პანორამაზე დაკვირვების შესაძლებლობა ეძლევა.

*E. opportunism Fr. opportunisme L. opportunus სარფიანი, ხელსაყრელი, მოხერხებული უპრინციპობა, შეგუებადობა, შემთანხმებლობა. Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ჰეტ მონსტერი

თავად ფლობენ სამართლიანობის გრძნობას და სხვებისგანაც იგივე სწყურიათ, _ განსაკუთრებით კი პარტნიორისგან. ხშირად _ ქორწინება წარმოსადეგ, პატივცემულ ადამიანთან. ცუდი ასპექტებისას _ პარტნიორისგან ძალიან ბევრს ელიან, ძალიან ცუდი ასპექტებისას _ შესაძლოა გაებან ცუდი პარტნიორის, თაღლითების ანდა ინტრიგანების ბადეში.

ინდუბალა

ეს მდებარეობა უთითებს ადამიანზე, რომელსაც ჰყავს ღვთისმოსავი მეუღლე, ადამიანზე, რომელსაც, რაიმე ბიზნესის კეთებისას, ფულის კარგად განკარვა შეუძლია. ეს ადამიანები დიდსულოვნები და საზოგადოებაში საკუთარ მშობლებზე მეტად გავლენიანები არიან. ისინი მოგზაურობენ მომლოცველთა ადგილებში (ანუ პილიგრიმობენ). გარეგნულად ძლიერები და ჯანმრთელები არიან. მათ მრავალი კარგი მეგობარი ჰყავთ. იუპიტერი მეშვიდე სახლში უთითებს ფულის მიღებაზე ქორწინებისა და საქონლის გადაზიდვის მეშვეობით.

ფელიკს ველიჩკო

წარმატება მოდის კავშირებისა და ასოციაციების მეშევეობით (ორგანიზებული საზოგადოება), რასაც ბედნიერი ქორწინებაც უწყობს ხელს. სამართლიანი, გახსნილი, გულახდილი, პირადი ღირსებით აღვსილი ადამიანია და გონივრულ კომპრომისებზე წასასვლელად მუდამ მზადაა. აქვს მყარი, ჯანსაღი აზრი. კეთილგაწყობილია ახლო გარემოცვის მიმართ. თავდაჯერებულია და შეუძლია ეს გრძნობა საკუთარი კოლექტივის წევრებსაც გადასდოს. უფრო მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან ამყარებს სოციალურ კონტაქტებს და საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით თავადაც იზრდება.

მუდმივად დაკავებულია, საკუთარი, პირადი საქმეების წარმოებისას მუდმივად დროის უკმარისობას გრძნობს. ჩვეულებრივ, აღწევს მაღალ კეთილდღეობას, ჰყავს ერთგული მეგობრები და ფლობს მტრების კეთილისმყოფელებად გადაქცევის ნიჭს. მისი ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერია, ამას შეუძლია მისი საზოგადოებრივი პრესტიჟის ამაღლება, ანუ ქორწინება უფრო მაღალი სტატუსის მქონე ანდა მდიდარ ადამიანთან. მხოლოდ ერთია, არ ერიდება გვერდზე ინტიმური კავშირების გაბმას, თუ, რა თქმა უნდა, ეს კავშირები მის რეპუტაციას საფრთხეს არ უქმნის.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top