სატურნი

სატურნი

ასტროლოგიაში სატურნი წარმოადგენს საკმაოდ მთავარ და საჭირო პლანეტას. ძველად ადამიანებისთვის არ იყო ცნობილი ყველა პლანეტა, მაგალითად, როგორიცაა: ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ამიტომ სატურნი ითვლებოდა ყველაზე შორეულ პლანეტად მზის სისტემაში. ამასთან არის დაკავშირებული სატურნის ასტროლოგიური ხარისხი – დასასრული, დრო, ვალდებულება, სტრუქტურა.

თანამედროვე ასტროლოგიაში სატურნი უკვე აღარ არის უკანასკნელი/ბოლო პლანეტა მზის სისტემაში. მზისგან სატურნის დაშორება შეადგენს 9, 54 ასტრონომიულ ერთეულს.ორბიტაზე თავის წრეს ის გადის დაახლოებით 29,5 წელიწადში (დედამიწისეული წელიწადი, რა თქმა უნდა). თუმცა სატურნის ორბიტა სულაც არაა წრის ფორმის, რადგანაც ორბიტის ექსცენტისისტი (იხ. სატურნი )შეადგენს 0,056-ს. სატურნს აქვს საკმაოდ ბევრი თანაგზავრი, მაგრამ თავად პლანეტის განსაკუთრებულობა სულაც არ გამოიხატება იმდენად ამ თანაგზავრებით, რამდენადაც თავისი რგოლებით. პირველად სატურნის რგოლები აღმოაჩინა ჰიუჰენსმა XVIII საუკუნეში. მოგვიანებით დამტკიცებული იქნა, რომ სატურნის რამდენიმე რგოლის დანახვა შესაძლებელია დედამიწიდან გარკვეული დროის დაშორებით. რგოლები საკმაოდ ფართოა _ ისინი პლანეტის გარშემო 60 ათასი კილომეტრზე იშლებიან ღრუბლის ფენების სახით. თითოეული რგოლი შედგენა ნაწილებისგან და ისინი ბრუნავენ სატურნის გარშემო საკუთარ ორბიტაზე. სისქე ამ რგოლებისა ძალიან მცირეა _ არაუმეტეს 1 კილომეტრისა. ზუსტად მასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ, როცა დედამიწა ორბიტაზე მოძრაობისას აღმოჩნდება სატურნის რგოლების სიბრტყეზე, მათი (რგოლების) დანახვა შეუძლებელია. სატურნი ისევე, როგორც იუპიტერი, მიეკუთვნება გიგანტ-პლანეტებს, მაგრამ ის იუპიტერზე პატარაა. მითოლოგიაში სატურნი _ მოხუცი, დროის მფარველია.

ყველა ასტრონომიულმა მახასიათებელმა იპოვა ასახვა ასტროლოგიურ სიმბოლოებში. სატურნი თითქოსდა რგოლების მიერ შეზღუდულია, მარწუხებშია მოქცეული, ამიტომაც სატურნის სიმბოლოა – ფორმა, შეზღუდვა, კანონები, ლოგიკა, სისტემა. ასტროლოგიაში სატურნთან დაკავშირებულია ნებისმიერი აკრძალვა, ყველაფერი, რაც მიგვითითებს “არ შეიძლება” ან “საჭიროა”. ადამიანის ორგანიზმში სატურნი ასევე პასუხს აგებს სტრუქტურაზე _ ძვლები, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე (იგივე ხერხლემლის სისტემა). რადგან ძველად სატურნს თვლიდნენ გარეგან პლანეტად, ამიტომ ანალოგიები ივლებოდა კანთანაც. ახლა ასტროლოგიაში ითვლება, რომ კანს მართავს არამარტო სატურნი, არამედ ვენერაც .

სატურნის როლი  – ხელმძღვანელები, თანამდებობის პირები და ნებისმერი ოფიციალური პირები, მოსამართლეები, მფარველები და კანონდებლები. თუ უფრო ღრმად წავალთ, სატურნი მართავს ყველა მოხუც ადამიანს, ასევე, ისეთ პერსონებს, რომლებიც საკმაოდ უფროსები არიან თქვენზე ასაკით ანდა საზოგადოებრივი მდგომარეობით.

სატურნის ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია ასტროლოგიაში. ბევრი ადამიანი განიცდის სატურნის დაბრუნებას ნათალურ რუკის მიხედვით (ანუ სატურნების შეერთების პერიოდს – ახლანდელი სატურნი ზუსტად იმ ნიშანშია, რომელშიც თქვენს დაბადების მომენტში იყო), ეს გამოიხატება თითქმის მეორე გადასვლას (მეორე დაბადებას) ასაკში. სატურნი პასუხს აგებს სიცოცხლის სტრუქტურაზე ინდივიდუალურად და დაბრუნებისას ამ სიცოცხლის სტრუქტურას გადახედვის სტადიაში მოიყვანს. სატურნის პირველი დაბრუნება დგება 29-30 წლის ასაკში და ეს ხშირად იწვევს საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ვიდრე მეორე, რომელიც დგება 58-60 წლის ასაკში.

მიუხედავად იმისა, რომ სატურნი მიეკუთვნება კოლექტიურ პლანეტებს, მისი გავლენა ადამიანის პიროვნებაზე კონკრეტულ ჰოროსკოპში საკმაოდ თვალში საცემია. იყო შემჩნეული, რომ არც თუ იშვიათად ადამიანი პროფესიას ირჩევს ზუსტად სატურნის სხვა პლანეტებთან ასპექტების მიხედვით.

* * *

ყველაზე ძლიერი პლანეტა ბოროტების ქმნელი პლანეტებიდან, რომელიც ატარებს ტიტულს “აღმატებული უბედურება!” ძველი ასტროლოგები თვლიდნენ, რომ სატურნის მდებარეობით შეიძლება ზუსტად გამოითვალოს ადამიანის სიკვდილის თარიღი ანდა უკიდურეს შემთხვევაში, რისგან მოკვდება ადამიანი. შუა საუკუნეებში მცხოვრებ ასტროლოგ კარდანოზე ამბობენ, რომ სატურნმა უწინასწარმეტყველა მას სიკვდილი 76 წლის ასაკში. დათქმულ დროს მან ჩაატარა ყველა საჭირო მომზადება, აღსარება თქვა, გამოემშვიდობა მეგობრებს _ მაგრამ რატომღაც არ მოკვდა, (მწარე/შავი იუმორიც ჰქონია სატურნს), პირიქით, თავი იმაზე უფრო ჯანმრთელად იგრძნო, ვიდრე ადრე გრძობდა. საბოლოო ჯამში ის იძულებული იყო თავი შიმშილით მოეკლა, რათა გადაერჩინა თავისი პროფესიული რეპუტაცია.

სატურნი (კრონოსი) _ მამა ანტიკური პანთეონის ყველა ღმერთის, ძე და მეუღლე მიწის ქალღმერთ გეასი. რომელიც ჭამდა საკუთარ შვილებს, რათა არავის შესძლებოდა მისი ტახტიდან ჩამოგდება (არ უნდოდა წინასწარმეტყველება ამხდარიყო და რა ექნა). ბოლ-ბოლო მისმა ძემ – იუპიტერმა (იგივე ზევსმა ბერძნულ მითოლოგიაში), ეშმაკობით გადარჩენილმა საკუთარი მამის კანიბალიზმისგან, დაამარცხა ის და ჩამოაგდო მიწაზე (ანდა მიწის ქვეშ – ამ საკითხზე მითოლოგიაში არაა ერთი აზრი), აქვე, მითები გვაუწყებენ იმაზეც, რომ სატურნის მმართველობის დრო იყო “ოქროს საუკუნე” კაცობრიობისთვის: ალბათ, ცივი და მკაცრი ღმერთი, ძალიან დაკავებული იყო საკუთარი პრობლემებით და უბრალოდ არ აქცევდა არანაირ ყურადღებას ადამიანებს.

ასტროლოგიური პარამეტრები: მამაკაცური, ცივი, მშრალი, მელანქოლიური, ზეგავლენა მთლიანობაში არასასიკეთო, მაგრამ შესაძლებელია შერბილებული იყოს ზოდიაქოში მდებარეობით ან ასპექტებით კეთილქმენელ პლანეტებთან. ამ შემთხვევაში მას უწოდებენ “დაუზიანებელს”. ითვლება, რომ ასეთი სატურნი ადამიანს აძლევს კეთილგონიერებას, წინდახედულობას და სულიერ სიღრმეებს. სატურნის დღეა – შაბათი. ფერი – შავი. “მეგობრობს” მხოლოდ მარსთან და პლუტონთან (?), იბრძვის ყველა დანარჩენ პლანეტასთან.

სატურნი მთლიან ტრანზიტს გადის დაახლოებით 29,5 წელიწადში ერთხელ, ანუ ყოველ ზოდიაქოს ნიშნაში იმყოფება 1 წლიდან 2,5-მდე. ასტროლოგების თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მისი გავლენა პრაქტიკულად უცვლელი რჩება საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში.

დადებითი თვისებები: ამტანობა, ცივსისხლიანობა, მოთმინების უნარი, მდგრადობა, საფუძვლიანობა, არამერყეობა, წინდახედულობა, პასუხისმგებლობა, სიზუსტე, შრომისმოყვარეობა, გაფრთხილება, სერიოზულობა, ტაქტიკურობა, ზომიერება, გონიერება, შემსრულებლობა, პრაქტიკულობა, გონების ფილოსოფიური წყობა.

უარყოფითი თვისებები: სისასტიკე, ეჭვიანობა, შურიანობა, ფანატიზმი, გაღიზიანება, უკმაყოფილება, საყვედურებისკენ მიდრეკილება, უნდობლობა, მოღუშულობა, პესიმიზმი, ტყუილისმოყვარეობა, არაკომპეტენტურობა, ძუნწობა, სიჯიუტე, გარშემომყოფების მიმართ გულგრილობა, ჩაკეტილობა, სიმხდალე, ნელი მოქმედებები, პოხონდრიკობა, არასაიმედოობა.

საგნები და დაკავებულობა: მიწა, უძრავი ქონება, საბადოები, ქვანახშირი, აგურები და მშენებლობები (ასევე, სხვა მძიმე სამუშაოები), თიხის ნაკეთობები და მასთან დაკავშირებული სამუშაოები, ექსკავაცია, მათემატიკა, ტაქსი, დაბალი საეკლესიო წოდებები, ნაგვის გატანა, სანტექნიკა, მაკლერობა, სოფლის მეურნეობა, ქვის დამუშავება.

აღქმა და მოვლენები: განშორება, დაბრკოლებები, სიძნელეები, დანაკარგი, წინაღდგომა, გაუცხოება, მარტოობა, სიცივე, სიბერე, სიკვდილი, ნაციონალური უბედურებები, ეპიდემიები, შიმშილობა, ეკონომიკური კრიზისი, მოუსავლიანობა, ფუჭი იდეების დანგრევა, საჭიროება, ჩამორთმევა (უფლების ან რაიმესი).

დაავადებები და უბედურებები: ავთვისებიანი სიმსივნეები, დამბლა, შავი ჭირი, ქეცი, რევმატიზმი, აპოპლექსია, ართრიტი, კარიესი, ლეთარგია, ხრამები, გემთდაღუპვები, დავარდნა, დახრჩობა, დანის დაცემა ანდა მძიმე საგნებით ტრავმები.

ადამიანები და სოციალური ჯგუფები: მოხუცები, პენსიონერები, გამხდრები, ნერვიულები და მარტოხელა ადამიანები. უბედური/გაჭირვებული მეგობრები ანდა ნათესავები. სამუშაო ვარდნები (ალბათ, კარიერულ დაქვეითებას გულისხმობენ), უსახლკაროები – ე.წ. “ბროდიაგები” და “ბომჟები”, მასხარები, მშენებლები, მიწათმოქმედნი, მიწისმფლობელები, სახლის მფლობელები, უძრავი ქონებით ვაჭრები, მეშახტეები (და ყველა ის ადამიანი, ვინც მიწას თხრის), რელიგიური ფანატიკოსები, უპოვრები, უტილიზატორები, მენაგვეები, საზოგადოებრივად საშიში პირები, ხელისუფლების ქვედა ორგანოები.

სხეულის ნაწილები, ქვები, ლითონები, ცხოველები, მცენარეები: კბილები, ძვლები, ელენთა, მუხლები, მარჯვენა ყური, სმენა, ტყვია, მცენარები მწარე გემოთი, მძაფრი სუნით, შავი ან მუქი შეფერილობით, ნარკოტიკები, ნაყოფის მომტანი უყვავილო მცენარეები, რომლებსაც არ აქვთ თესლი, შავი ფესვებით, ფოთლებით და ნაყოფით (ასფორდელია, ბელენა, მგლის კენკრა და ა.შ.).

სტატიის ავტორი: ნინო

პლანეტა სატურნი ასტროლოგიაში

კარმულ ასტროლოგიაში სატურნის გავლენა

სატურნის დამუშავება

ტრანზიტული სატურნი

სატურნის ტრანზიტი მორიელში – ტრანსფორმაცია

სატურნის ტრანზიტი ჰოროსკოპის სახლებში

სატურნის მდებარეობა ნიშნებსა და სახლებში

სატურნი ვერძში

სატურნი კუროში

სატურნი ტყუპებში

სატურნი კირჩხიბში

სატურნი ლომში

სატურნი ქალწულში

სატურნი სასწორში

სატურნი მორიელში

სატურნი მშვილდოსანში

სატურნი თხის რქაში

სატურნი მერწყულში

სატურნი თევზებში

სატურნი I სახლში

სატურნი II სახლში

სატურნი III სახლში

სატურნი IV სახლში

სატურნი V სახლში

სატურნი VI სახლში

სატურნი VII სახლში

სატურნი VIII სახლში

სატურნი IX სახლში

სატურნი X სახლში

სატურნი XI სახლში

სატურნი XII სახლში


About Rusa

Scroll To Top