ლილიტის ასპექტები ნიშნების მიხედვით

ლილიტის ასპექტები ნიშნების მიხედვით

 

სხვა პლანეტებთან ლილიტს შეიძლება ჰქონდეს დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დადებით ასპექტად ითვლება ტრინი (120°), სექსტილი (60°),ზოგჯერ შეერთება (0°). უარყოფით ასპექტებად ითვლება კვადრატურა/კვადრატი (90°) და ოპოზიცია (180°). პ.ს. შეერთების დროს გააჩნია რომელი პლანეტების შეერთებაა,შესაბამისად მსჯელობენ შეერთების დადებით და უარყოფით ასპექტად მიჩნევაზე. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხ. ასპექტი შეერთება (მოცემული სტატია სინასტრიას ეხება, თუმცა ასპექტის ჰარმონიულობა-დისჰარმონიულობის პრინციპი ერთნაირად განისაზღვრება)

თქვენს რუკაში ნახეთ რომელ ნიშანში მდებარეობს ლილიტი, დაუკვირდით ასპექტებს- ჰარმონიული/დადებითია თუ დაძაბული/უარყოფითი.მისი ასპექტების ნახვის შემდეგ კი მოძებნეთ შესაბამისი ნიშნის დახასიათება. მაგალითად: თუ ლილიტი მდებარეობს კუროში და აქვს დადებითი ასპექტები, ნახეთ “კურო: ფასეულის,ღირებულის ფლობის ილუზია”, ანუ თქვენ გექმნებათ ფასეულობების, ღირებულებების ფლობის ილუზია, რომლებიც შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური სახის. ხოლო თუ კუროშია და უარყოფითი ასპექტები აქვს, მაშინ თქვენი ცდუნება სიხარბე იქნება.

ლილიტის ჰარმონიული (დადებითი) ასპექტები = წარმატების ილუზია

ვერძში: აუცილებლობის,დამოუკიდებლობი და გადამწყვეტი მოქმედებების ილუზია.

კურო: ფასეულის,ღირებულის ფლობის ილუზია.

ტყუპები: „კეთილი რჩევების“ მიცემის ილუზია. პროვოკაციული ტყუილები.

კირჩხიბი: ზრუნვის და ყურადღების ილუზია. ილუზიური მიზნის ინტუიციური არჩევანი.

ლომი: წარმატების,დიდების,პოპულარობის ილუზია. „შიშველი მეფის“ სიტუაცია.

ქალწული: ილუზიები,რაც იწვევს თაღლითობას.

სასწორი: მყარი პარტნიორობის ან სამართლიანი მართლმსაჯულების ილუზია.

მორიელი: უსაფრთხოების ილუზია;ოკულტური ტიპის ცდუნება.

მშვილდოსანი: ცრუ იდეალები,ცრუსწავლება,ავანტიურიზმის პროვოკაცია.

თხის რქა: სიტუაციის კონტროლის ილუზია.

მერწყული: ახალი შესაძლებლობების და შანსების, მეგობრული მხარდაჭერის ილუზია.

თევზები: პრობლემების მოგვარების ილუზია.

ლილიტის დაძაბული (უარყოფითი) ასპექტები = პროვოკაცია,წარუმატებლობის ილუზია

ვერძი: აგრესიის პროვოკაცია

კურო: სიხარბის პროვოკაცია

ტყუპები: სკანდალების,კრიტიკის ან ტყუილების პროვოკაცია

კირჩხიბი: ცრუ ინტუიცია,წინათგრძნობა,შფოთი

ლომი: ამბიციურობის პროვოკაცია,სხვების დამცირების ილუზიური შესაძლებლობა

ქალწული: ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩენის ილუზია,ფანატიზმის პროვოკაცია.

სასწორი: უსამართლობის ილუზია. დიქტატურის პროვოკაცია.

მორიელი: არარსებული საფრთხის ილუზია,მაგიაში ჩათრევის პროვოკაცია.

მშვილდოსანი: მოულოდნელი უსიამოვნებების ილუზია.

თხის რქა: ზეწოლის ,სიჯიუტის,გამოუვალი მდგომარეობის პროვოკაცია.

მერწყული: ავტორიტეტის ხელყოფის ან მეგობრების მხრიდან მუხთლობის ილუზია.

თევზები: არარსებული პრობლემის ილუზია.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top