მე-8 სახლის მმართველი და ტრანსფორმაცია

მე-8 სახლის მმართველი და ტრანსფორმაცია

პლანეტები სახლებში გარკვეული პოტენციალის მატარებელნი არიან, რომელიც შეიძლება იყოს ადვილი ან რთულად გამოსავლენი, სახლის მმართველი კი მიანიშნებს რა ხერხით რეალიზდება პოტენციალი.

სად იწყება ტრანსფორმაცია? ამ კითხვაზე პასუხს მერვე სახლის მმართველი გაგვცემს.თქვენს რუკაში ნახეთ მე-8 სახლი რა ნიშნით იწყება და მისი მმართველი პლანეტა რომელ სახლში მოხვდა. მაგ: თქვენი მე-8 სახლი ტყუპებით იწყება – მისი მმართველი მერკურია. ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ…

თუ მმართველი მოხვდა:

პირველ სახლში – ტრანსფორმაცია იწყება თვითშემეცნებით. მისი სურვილი ექვემდებარება საკუთარ თავზე კონკრეტულ შეხედულებებს. ადამიანის შეცვლა ხდება იმ შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, რასაც ტოვებს; ასევე დაუცველობის გრძნობით, როდესაც საკუთარ პიროვნებას რთავ (სიტუაციებში, საქმეში, ანალიზის დროს).

მეორე სახლში – ტრანსფორმაცია იწყება საკუთრებასთან ურთიერთობით. მისი სურვილი სათავეს იღებს მატერიალური უსაფრთხოების შექმნის დროს. ინდივიდი ტრანსფორმირდება ღირებულებების გამყარებით, მატერიალურ სამყაროში დაუცველობის განცდით.

მესამე სახლში – ტრანსფორმაცია იწყება კომუნიკაციური ჩვევებიდან. ინტელექტუალური ურთიერთობა, ქმედებები აუცილებელი ხდება ცვლილებებისთვის. ინდივიდი იცვლება, რათა უკეთ შემთვისებელი, შემმეცნებელი გახდეს. ცვლილების სურვილი ყალიბდება წერილობითი ფორმებით ან ყოველდღიურ საუბრებში, დიალოგებში.

მეოთხე სახლში – ტრანსფორმაცია ფესვებიდან, ტრადიციებიდან და ძირითადი პრინციპებიდან/ფუნდამენტიდან იწყება. შეცვლის სურვილი დაკავშირებულია დაცულობის, დაფარულობის გრძნობასთან. ხედვა იცვლება ოჯახისა და მშობლიურის გაგებით. იცვლება კონფინდენციალობის უზრუნველყოფით.

მეხუთე სახლში – ტრანსფორმაცია სიამოვნებით იწყება. შეცვლის სურვილი უკავშირდება დასვენებისა და გართობის, სიამოვნების მიღების სურვილს. ინდივიდი იცვება თვითგამოხატვით, მხიარულებითა და შემოქმედებითი აქტივობებით.

მეექვსე სახლში – ტრანსფორმაციას საფუძვლად უდევს შეცვლის სურვილი. თავად შეცვლის სურვილს კი – ჯანმრთელობა და მუშაობის სურვილი. ინდივიდი იცვლება, რათა ჯანმრთელი იყოს. ცვლილებათა სერია ხორციელდება ცხოველებზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, სამუშაოს შესრულებითა და თვითანალიზის საშუალებით.

მეშვიდე სახლში – ტრანსფორმაცია ერთი ერთზე ურთიერთობებით იწყება. შეცვლის სურვილი დაკავშირებულია ურთიერთობის ქონის/აწყობის სურვილთან („მინდა ვინმე მიყვარდეს და ვუყვარდე“). ინდივიდი იცვლება სხვების გაგებით. ცვლილებები უკავშირდება პარტნიორულ, საქმიან პარტნიორებთან ან ცნობილ პიროვნებებთან ურთიერთობას.

მერვე სახლში – ტრანსფორმაცია იწყება თავად შეცვლის შინაგანი გადაწყვეტით („მსურს შევიცვალო“). მიზანი თავად ტრანსფორმაციაა. ადამიანი იცვლება კრიზისებით, სიღრმისეული შესწავლით, საიდუმლოებების (მისთვის უცნობი) კვლევით;ინტენსიურ, ექსტრემალურ სიტუაციებში დაუცველობის განცდით.

მეცხრე სახლში – ტრანსფორმაცია იწყება მოსაზრებებისა და შეხედულებებისგან. მისი სურვილი ჩნდება გაფართოებისა და უფრო მეტის გაგების მიზეზით. ადამიანი იცვლება ჰორიზონტის გაფართოებით, დაუცველობის განცდით, მსოფლიო მასშტაბის (გლობალურ) პრობლემებში მონაწილეობით ან მათი განხილვით.

მეათე სახლში – ტრანსფორმაცია საზოგადოებაში მდგომარეობას, რეპუტაციას უკავშირდება (და ძირითადი მიზეზიც ესაა). შეცვლის სურვილი მიღწევებს უკავშირდება. ინდივიდი იცვლება პროფესიის, მოწოდების ან ცხოვრებისეული გზის ძიების დროს.

მეთერთმეტე სახლში – ტრანსფორმაციის „მიზეზია“ საზოგადოებრივი რეფორმები. შეცვლის სურვილი დაკავშირებულია მეგობრების ყოლის სურვილთან („მინდა ბევრი მეგობარი მყავდეს“). ინდივიდი იცვლება თანაგუნდელებთან, საერთო აზრის გამზიარებელ ადამიანებთან ურთიერთობით. ასევე, შეცვლა დაკავშირებულია იმედებისა და ოცნებების რეალიზებასთან.

მეთორმეტე სახლში – ტრანსფორმაცია ქვეცნობიერ დონეზე იწყება ან უკავშირდება ტრანსცენდენტულ მიზეზებს. შეცვლის სურვილი დაკავშირებულია ინდივიდის სურვილებთან – მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეს და მოქმედების დონეზე შეიცვალოს (მაგ: მოწევისთვის თავის დანებება). ცვლილებები ხორციელდება მარტოობაში (ან სხვების გარეშე, საკუთარი ძალებით) რაიმეს წამოწყებით.

წყარო: astrofix.net


About Tamta

Scroll To Top