მე-8 სახლის მმართველი

მე-8 სახლის მმართველი

მერვე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მე-8 სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-8 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-8 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები

მერვე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: უყვარს რისკი და მუდმივად ცდის ბედს, უდიდესი მისწრაფება აქვს საშიშროებებისა და ექსტრემალური სიტუაციებისკენ, ცივსისხლიანია საშიშ სიტუაციებში, სიკვდილის შიშის სრულად უქონლობა.

უარყოფითი მხარე: დამთრგუნავი სახე, გზაზე მრავალი გადასალახავი დაბრკოლება, პიროვნების უცნაური ტრანსფორმაციები, პესიმიზმისკენ და სასოწარკვეთისკენ მიდრეკილება.

სიკვდილის, ტრანსფორმაციის და აღორძინების/დაბადების პრობლემასთან საკუთარი დამოკიდებულების მთელი სამყაროსთვის დემონსტრირების დაუოკებელი მოთხოვნილება. სხვებისთვის საკუთარი ოკულტური შესაძლებლობების დემონსტრირების ძლიერი სურვილი. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან თანდაყოლილი სექსუალური მიზიდულობით, მათი მაგნეტური ხიბლი ძლიერად მოქმედებს ადამიანებზე. ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში მისი სექსუალური გადაჭარბებები შეიძლება სულიერი სიცარიელის მიზეზად იქცეს. ამ ადამიანებს უყვართ სიკვდილზე საუბარი, რის გამოც ხშირად იზიდავენ მას. სიკვდილის არ ეშინიათ, მაგრამ სერიოზულად კი ფიქრობენ მასზე. ინტერესით შეისწავლიან თვითმკვლელობის პრობლემებსა და სხვა ადამიანების აგონიისა და სიკვდილის შემდგომ განცდებს, ხშირად თავად აქვთ ასეთი გამოცდილება მიღებული.

მერვე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: უსიამოვნებისა და საშიშროების ზღვრამდე მისული, სარისკო ფინანსური აქციებისა და ავანტიურების ხარჯზე იზრდება მისი ქონება. სრული ნგრევის შემთხვევაშიც კი ეს ადამიანი ახერხებს თავის თავის თავიდან შექმანს. საშიშროების წუთებში მისი ფიზიკური ძალები მკვეთრად იზრდება.

უარყოფითი მხარე: ფინანსური კრახისა და ქონების დაკარვის საშიშროებაა, ნივთების დაგროვება რთულად ხდება, ფული დიდ ხანს არ უჩერდება, საკუთრება ქურდობის, ძარცვის ანდა სტიქიური უბედურების გამო ნადგურდება. ფიზიკური ძალების დაკარვისა და უცნაური უენერგიობის ალბათობაა.

ისინი იმ ადამიანების მხარდაჭერით სარგებლობენ, რომლებიც მხოლოდ სიტყვით კი არა, ფულითაც უწევენ დახმარებას. სექსუალური ენერგიის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, სექსუალური გადაჭარბება, შეიძლება, ჯანრთელობისა და დიდი ფულის ფასად დაუჯდებთ, ამიტომ მანამდე უნდა დაფიქრდნენ და გადახედონ საკუთარ ფასეულობათა სისტემასა და პრიორიტეტებს, სანამ ამ ენერგიის უარყოფითად გამოყენება მათ ფიზიკურ მხარეზე გავლენას მოახდენს. ასეთი ადამიანი შეძლება გამდიდრდეს ქორწინების ან მემკვიდროების მიღების ხარჯზე. განქორწინების შემდეგ (თუ ეს მოხდა) იგი უცნაური ფორმითაა დაცული – რამეთუ ის იღებს ალიმენტს, ან ყოფილ პარტნიორთან საერთო სამსახურს ინარჩუნებს.

მერვე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: ნებისმიერ რთულ და მძიმე სიტუაციაზე მორგების უნარი. კარგად გრძნობენ საშიშროების მოახლოებას და ადვილად ცვლიან ქცევის ფორმას. მოსალოდნელი კატასტროფების თაობაზე წინასწარ ინფორმაციის მიიღების უნარი აქვთ და შეუძლიათ წინასწარ მოემზადნონ, ან სულაც თავიდან აიცილონ იგი.

უარყოფითი მხარე: ნათესავების მხრიდან საშიშროება, ახლობლების სიკვიდილის გამო მძიმე განცდები, მშობლებთან ერთად კატასტროფის შესაძლებლობა, მგზავრობისას საშიშრება, ზედმეტი ლაქლაქის გამო უბედურების მიზიდვა.

ის ეძებს ვნებასთან, სიკვდილთან და დაბადება/განახლებისთან დაკავშირებულ თივთგამოხატვის საშუალებას. უყვარს საუბარი, წერა და ხატვა ამ თემებზე. ის შეიძლება საზოგადოების სული და გული გახდეს, რამეთუ უყვარს სასაცილო, სახალისო ისტორიების მოყოლა, ინტრიგებისა და გაგონილი ჭორების გადმოცემა. მისი ხმა სექსუალურად მიმზიდველია, ამიტომაც ხშირად უწოდებენ “ხმას საძინებელი ოთახიდან”. შესაძლებელია სხვა, უფრო მკვეთრი სექსუალური გამოხატვაც (ეს დამოკიდებულია სხვა ასპექტებზე).

მერვე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: მშობლები ხანგრძლივად ცოცხლობენ, საფრთხისა და საშიშროების წუთებში გარდაცვლილი წინაპრებისგან დახმარება. ოკულტიზმით აქტიურად კავდება.

უარყოფითი მხარე: სახლის ნგრევა, ოჯახიდან წასვლა, სამშობლოში კატასტროფები, მშობლების ნაადრევი სიკვდილი, ახლობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა, “საგვარეულო წყევლით” დამძიმება.

სექსთან მიმართებაში ამ ადამიანის შეხედულების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მსობელი უდიდეს როლს თამაშობს. თუ მამაკაცისთვის დედის სახება იდეალიზებული იყო, მაშინ მეუღლისაგან უფრო მეტს მოითხოვს. ამ ასპექტის მქონე ქალები ხშირად იმდენად ძლიერ პიროვნებად იზრდებიან და ყალიბდებიან, რომ მამაკაცი საერთოდ არ სჭირებათ. მათ შეუძლიათ დაამტკიცონ საკუთარი დამოუკიდებლობა ნებისმიერ ახალ სფეროში. ხშირად ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები საკუთარ სახლში ასრულებენ სიცოცხლეს.

მერვე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: სარისკო ავანტიურული კომპანიები, ვა-ბანკზე წასვლის უნარი. ასეთი შემოქმედებითი ტიპი ძალებს იღებს ოკულტური წყაროებიდან და საკუთარი თავისუფლების რეალიზებას ახდენს საიდუმლო საქმეებითა და დაფარული მისწრაფებებით. არის შესაძლებლობა მომხიბვლელ საყვარელთან კავშირი და მისგან დახმარების მიღება.

უარყოფითი მხარე: ინტიმური ექსცესების გამო შემოქმედებითი პოტენციალის ამოწურვა, ხშირი წაგებები აზარტულ თამაშებში, მისი განადგურების მოსურნე მტრები, საყვარელ ადამიანებთან ტრაგიკული ურთიერთკავშირები, უბედური სიყვარული. ამ ადამიანის შვილები კატასტროფებში ხვდებიან.

პირადი მაგნეტიზმი მას თითქმის უძლეველს ხდის. სულიერ ზრდაში და გარდაქმნაში მნიშვნველოვან როლს თამაშობენ შვილები. შვილები მისთვის მშობლებზე, პარტნიორზე ანდა კარიერაზე წინ დგანან. ასეთ ადამიანს შეუძლია ცხოვრების აზრი დიჭიროს შვილის დაბადების მომეტისას და სამომავალოდ ამ განცდებს (შვილის დაბადება) მისი შეხედულებების გარდასახვია მოჰყვება. საერთოდ ასეთი ადამიანები საკმაოდ ეფექტურად, პროდუქტიულად და დაძაბულად ქმნიან.

მერვე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: სამუშაო შეიძლება მავნებელ ხასიათს ატარებდეს და დაკავშირებული იყოს საფრთხესთან და რისკთან. ხშირად, ქონების გაზრდას ვიღაცის სიკვდილის ხარჯზე ახერხებს. შეუძლია აიტანოს ზეადამიანური გამოცდა და მოერგოს აუტანელად მძიმე პირობებს.

უარყოფითი მხარე: მუდმივი უთანხმოებები და გართულებები სამსახურში, სამუშაო ადგილის ძებნისას სირთულეები. არაა გამორიცხული ქირურგიული ოპერაციისას ანდა სამუშაო ადგილზე სიკვდილი.

მეურნეობის გაძღოლაში მთელი შრომის ჩადების უნარი აქვს, შეუძლია მართოს პარტნიორისა და სხვა ადამიანების ქონება. ხშირად პარტნიორთან ერთად დაკავებულია საერთო საქმით, ან ცხოვრების თანამგზავრს ეხმარება საქმიანი პრობლემების მოგვარებაში. ენერგიის მართვის უუნარობის გამო შეიძსაძლებელია დაირღვეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციონირება, ან ჯანრთელობის სხვა პრობლემები შეექმნეს. ფიზიკური ტონუსის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგებული სექსუალური ცხოვრების ქონა. არაა გამორიცხული, რომ სამუშაომ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა მისცეს. ასეთ ადამიანს შეუძლია რაიმე სერიზული სახის გამოძიებით დაკავდეს, რომელიც საკმაოდ ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ სხვებს დახმარებას ამ გზით გაუწევს.

მერვე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: ხასიათდება სკანდალური ცნობადობით, მოწინააღმდეგესთან კომპრომისზე არ მიდის, უყვარს რისკი და სიამოვნებით აკეთებს საზოგადების გამოწვევას. უყვარს თამამად და უშიშრად გააღიზიანოს/გააჯავროს მტრები, რის წყალობითაც იმარჯვებს. ადვილად იგებს რთულ პროცესებს და სწრაფად ახერხებს გამოძრომას უიმედო საქმეებიდან.

უარყოფითი მხარე: მტრის ხელით სიკვდილი, ცხოვრების თანამგზავრისგან მიყენებული ზიანი/ტრამვა, მძიმე სასამართლო პროცესები წაგებებით, მისი განადგურების მოსურნე ბოროტი მტრები.

სექსის საკითხები მორალურ ნორმებში აქვს მოქცეული. ეს ძალიან მორიდებული ადამიანია, რომელიც ცდილობს მეუღლის ერთგული იყოს. ყველაფერი განვითარების საფეხურზე და სექსუალური ენერგიის ტრანნსფორმაციის უნარზეა დამოკიდებული. ხშირად ასეთი ადამიანები პარტნიროის ქონებაზე სერიოზულად ზრუნავენ. ხშირად ისინი იმ საწარმოების ფინანსური მენეჯერები არიან, რომელიც მათ პარტნიორს ეკუთვნის. ისინი ხდებიან იურისტები, ბანკის თანამშრომლები ანდა უძრავი ქონების შეფასების სპეციალსიტები. ამ ასპექტის მქონე ადვოკატები მკვლელების დაცვისკენ არიან მიდრეკილნი.

მერვე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: ექსტრემალურ სიტუაციას გამძაფრებულ ყურადღებას უთმობს. გამოირჩევა ხიფათის სიყვარულით, მიდრეკილია რისკისკენ და ამაღლებული, ამაფორიაქებელი შეგრძნებების მიღებისკენ. ასეთი ადამიანები ეზოთერული პრაქტიკით ინტერესდებიან.

უარყოფითი მხარე: მუდმივი რისკი და მწყობრიდან ხშირი გამოსვლა, მძიმე პირობები და ცხოვრებისეული გარდატეხები. ხშირად ასეთი ადამიანი სიკვდილის პირას დგას, მის გარშემო და მის საქმეში კატასტროფები და სიკვდილია. ძალადობრივი სიკვდილის ალბათობაა.

ეს ადამიანი შეიძლება იქცეს თავისი დროის სექსუალურ სიმბოლოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში, ვეღარ ახერხებს პარტნიორის სექსუალურ სუვილებთან შეთვისებას, ანდა ჩათვლის, რომ სექსი, თავისი არსით, ზედმეტია მისთვის და მის გარეშეც შეძლებს ცხოვრებას. ენერგიის არასწორად გამოყებისას, სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა საგადასახადო დოკუმენტების შევსებისას. ნებისმიერი წვრილმანის გამო შეიძლება საგადასახადო ინსპექციასთან ურთიერთობის გართულება.

მერვე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: შორს (საზღვარგარეთ) წასვლისა და ცხოვრების თავიდან დწყების შესაძლებლობა, სახლიდან შორს ბედნიერების მოპოვების ალბათობა, რომანტიკული თავგადასავალი შორეულ მოგზაურობებში. ასეთი ადამიანები გამუდმებით ეძებენ სარისკო სიტუაციებსა და ნებისმიერი სახის თავგადასავალს, რამეთუ რომანტიკისა და არაჩვეულებრივი, სულის შემძვრელი სიტუაციების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

უარყოფითი მხარე: გადაადგილებისას საშიშროება, საგზაო კატასტროფები, უცხოელის ხელით სიკვდილი. სამშობლოდან განდევნა, ემიგრაციაში ნოსტალგია და ტანჯვა. სახლიდან შორს ყოფნისას ჩავარდნები და კატასტროფები.

ვნების, სიკვდილისა და დაბადება/განახლების პრობლემები ამ ადამიანში ერთმანეთთან ირწმყმება და ზუსატად ესაა ამ ადამიანის ცნობილი ოპტიმიზმის წყარო. ამ საკითხებთან დაკავშირებით კი მრავალი განსხვავებული აზრი და იდეა აქვას. მისტიკური და ოკულტური მიდრეკილებები მის რელიგიურ აზროვნებასთან არის შერწყმული, ასევე შეინიშნება ფილოსოფიური ტენდენციაც. შეიძლება მისი პიროვნების ტრანსფორმაციაში ინტელექტუალურმა უნარებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. შესაძლებელია, ვერ მოახერხოს მთლიანი აკადემიური განათლების მიღება – რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფინანსური მხარდაჭერის უქონლობით, ან საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებით. ხშირად ასეთი ადამიანები ვერ ახერხებენ ფინანსური ხელმძღვანელობის მწვერვალზე ასვლას და რჩებიან უბრალო ბუღალტრებად ანდა ბანკის თანამშრომლებად. ბევრი მათგანი გვიან ასაკში სწავლას თავიდან იწყებს, რაც ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ გამოსდით.

მერვე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: ლიდერად ექსტრემალური სიტუაციების წყალობით ხდება, შეიძლება იყოს მეაბოხე ანდა კრიმინალური დაჯგუფების თავი. დაწინაურებას რისკისა და საშიშროების გზით აღწევს, რომლის გარეშეც მაღალი მდგომარეობის დაკავება შეუძლებელია. რთულ ვითარებებში ხშირად უმართლებს.

უარყოფითი მხარე: პრესტიჟის ვარდნა, დაწინაურების შემდეგ კატასტროფა (სიმაღლიდან ვარდნა), მთელი ცხოვრების ნგრევა და მიზნების განადგურება.

ასპექტი კეთილგანწყობილია პოლიტიკით დაკავებისთვის. ეს ადამიანები თავისას აღწევენ და აუცილებელი მიზნების განხორციელებაში სხვების ძლიერ მხარდაჭერასა და დახმარებას იღებენ. შესაძლებელია, მისი სექსუალური ცხოვრება საზოგაოდების ყურადღების ცენტრში მოექცეს, და თუ ვერ ხერხდება ენერგიის სწორად გამოყენება, მაშინ დიდ სკადალებში ეხვევა. შესაძებელია რომელიმე საზოგადოებრივი თავიშეყრის ადგილას ბუნებრივი სიკვდილი. არაა გამორიცხული მერვე სახლისთვის დამახასიათებელი პროფესიების არჩევისკენ მიდრეკილება (მაგალითად, სარიტუალო მომსახურება (მესაფლავეობა უფრო), სუტენიორობა, ქირურგია, პათოანატომობა, სექს-შოპების მმართველობა).

მერვე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ადამიანი ფლობს დიდ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ადვილად უარყოფს შემბოჭავ პირობებს, არაა დამოკიდებული ქონებაზე. მისი საზოგადოებრივი კავშირები არაორდინალური და სარისკოა, ცხოვრებაში ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება აქვს. გამომგონებელი, რეფორმატორი, ეზოთერული მაძიებელია, იზიდავს ყველაფერი ახალი და უჩვეულო. ხშირად საკუთარ თავზე ატარებს სიცოცხლისთვის სარისკო ექსპერიმეტებს.

უარყოფითი მხარე: ყველაფერი ახლისა და ყველანაირი სიახლის ეშინია, სოციალური ცხოვრება საკმაოდ ცვალებადია, უფრთხის მიტოვებასა და დამცირებას. მოქცევა-მიქცევით სავსეა მისი ცხოვრება, მეგობრების სიკვდილი ხშირია. შესაძლებელია ცუდ წრეში მოხვდეს. სიკვდილი შეიძლება მოულოდნელი ანდა საეჭვო იყოს.

მეგობრები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ, და მათი დახმარებით ბევრს აღწევს. ხშირად თავის ფინანსურ საშუალებებს ბრუნვაში უშვებს, რაც ეხმარება საკუთარი საქმეების გამოსწორებაში. ასტროლოგიას სწავლობს არა გართობისთვის, არამედ საკუთარ პრობლემებში გასარკვევად. მისთვის ეზოთერიკა ექსპერიმენტული ძიების ობიექტია. ხშირად საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის სამეცნიერო საქმიანობით კავდება, მაგრამ ამასთან ერთად, დროდადრო, შეიძლება თავით გადაეშვას შემოქმედებით საქმიანობაში და ამით მიიღოს სიამოვნება. სექსსზე მისი შეხედულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს სხვებს. სიყვარულის გარეშე სექსს მისთვის აზრი არ აქვს, მაგრამ ამასთანავე თავს ვალდებულად არ თვლის ვინმე უყვარდეს – საკმარისია თავი საჭიროდ და სასურველად იგრძნოს.

მერვე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ასპექტი შენიშნავია ეზოთერიკების განვითარებისთვის, ეს ასპექტი იუწყება რისკისკენ სწრაფვაზე და იგი განსაზღვრავს საიდუმლო საზოგადოების მუშობაში მონაწილების მიღებას, ამასათანავე თავად ადამიანი ჩრდილში იმყოფება. ის ისწრაფვის ამოიცნოს ბუნების საიდუმლოებანი და ჩაწვდეს იდუმალი მოვლენების არსს, მას არაფრის ეშინია და მშვიდად ეძიება ნებისმიერ საიდუმლოს.

უარყოფითი მხარე: საშიში მტრები, ინტრიგები, შანტაჟი და დაბრკოლებები, კრიმინალური სამყაროსგან ზეწოლა, სიკვდილი და იზოლაცია მარტოობაში, უსახელოდ. მკვლელობა კუთხიდან/ფარულად, მოწამვლის ან ფარული დევნის მსხვერპლი.

ეს ადამიანი სექსში საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებას რთულად ავლენს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვერ გაგების შიშთან და ტრამვის მიღებასთან. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას, კეთილგანწყობილი გარემობებისას, ყველაფერი სხვაგვარად ეწყობა და ეს ადამიანი მრავალი სასიყვარულო კავშირით გამორჩევა, რომლის უმრავლესობაც საიდუმლო ხასიათის მატარებელია. ენერგიის არასწორად გამოყენებისას სექსს უთმობს გადაჭარბებულ ყურადღებას, რამაც შეიძლება სხვა ადამიანებთან უსიამოვნო პრობლემები შეუქმნას. მისი გრძნობები ღრმაა, მაგრამ ყოველთვის არაა გასაგები არა მარტო სხვებისთვის, არამედ თავად მისთვისაც. ის სულის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ამის გამოვლინება. შესაძლებელია ჰქოდნეს სიკვდილის გაურკვეველი და გაუცნობიერებელი შიში. მას აქვს სხვა ადამიანების ქონების განკარგვის უნარი, წარმატებით ფარავს შემოსავლებს და საკუთარი საქმეების შესახებ ინფორმაციას ქვეცნობიერად ზღუდავს. შემოქმედებაში დადებითი პერიოდებისას მიდრეკილია განმარტოებისკენ, რადგან მისი ფანტაზიის გამოვლინებას გარესამყარო ხელს უშლის.

წყარო: aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top