პლუტონის შეერთება ასცენდენტთან

პლუტონის შეერთება ასცენდენტთან

(ეხება ასევე ტრანზიტ. პლუტონის შეერთებას ნათ. ასცენდენტთან)

 დაჯილდოვებულნი არიან ინტუიციით, რომელიც საშუალებას აძლევთ დახვეწილად შეიცნონ კოსმიური ძალების ზემოქმედება. ეს მდგომარეობა ურანისა და ნეპტუნის – ასცენდენტთან შეერთების მსგავსია, მაგრამ ამ შემთხვევაში უნარები გამოიყენება მეტად გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად. მტკიცე ნება, წვდომის ძალა, ბუნების ძალების ათვისების უნარი, რომელიც თვითაღდგენისა და განახლებისთვის ჭირდებათ.

ხშირად არაამქვეყნიურების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რადგან მათი ყურადღება მიმართულია უმაღლეს ფასეულობებზე. სურთ ცხოვრებისეული გარემოებების შეცვლა, და შინაგანი რესურსებით გარემოზე ზეგავლენას ახდენენ. აგრესიულები არიან, მაგრამ არა მარსიანულად. მიზნის მისაღწევად იდუმალ მგრძნობელობით საშუალებებს იყენებენ. კარგი ინტუიციის წყალობით (ბავშვებიც კი) იგებენ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათთან გარშემომყოფებს.

 ეს არის ძალიან ძლიერი ადამიანის ასპექტი, რომელსაც ბრწყინვალე კონცენტრირების უნარი აქვს, თუმცა ამ ენერგიის არასწორად გამოყენებისას ის სერიოზულ სირთთულეებს აწყდება, რადგან არ შეუძლია ცხოვრების მარტივად მიღება. რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველაფერში თავის სულს დებს და ბოლომდე იხარჯება, ამიტომ სულ დაკავებულია, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ურთიერთობებში და საქმიანობაში. ძალიან ემოციურია და ყველაფრის დრამატიზებისკენაა მიდრეკილი, ხშირად აზვიადებს მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, ამის გამო ხდება ძალიან მგრძნობიარე და გაღიზიანებადი, უფრო მეტიც ხშირად საღად აზროვნების უნარსაც კარგავს. ეს ასპექტი უდიდეს ფიზიკურ ძალაზე, ასევე მოვლენების წინასწარ განჭვრეტისა და ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციის კონტროლირების კარგ უნარზე მიუთითებს. მკვეთრად გამოხატული შეჯიბრის სულისკვეთება სხვებთან ურთიერთობაში მისი დომინირებისა და ავტორიტეტობის სურვილს ხაზს უსვამს.

 ადამიანი ამ ასპექტით საკმაოდ სუსტი ხალხის მიზიდვისკენაა მიდრეკილი, რადგან ძლიერ პიროვნებებთან ხშირად კონფლიქტში შედის, ისევ და ისევ დაუოკებელი შეჯიბრის სურვილისა და შეწინააღმდეგებისა და კრიტიკის აუტანლობის გამო. ის აფასებს და მიილტვის ძალაუფლებისკენ, თუმცა მისი მფარველობის ქვეშ მყოფებს ყველანაირად იცავს და უფრთხილდება, თუმცა აიძულებს თავისი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების ზღვრამდე იმუშაონ. ამის ნიადაგზე ბევრ მტერს იძენს. ვერ იტანენ უწესრიგობას და ქაოსს, აქვთ უნარი ექსტრემალურ სიტუაციაში ცივსისხლიანად იმოქმედონ. ეს ადამიანები იძულებულნი არიან (განსაკუთრებით იმ სახლის, რომელშიც მდებარეობს მორიელის ნიშანი) ხშირად იცვალოდ გარეგნული იერი. ეს შეერთება საკმაოდ საინტერესოს ხდის ცხოვრებას, ააქტიურებს „ან ყველაფერი, ან არაფერი“ს პრინციპს. პლუტონის ტრანზიტებისა და პროგრესიის შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა ძლიერი ფიზიკური სტრესების გადატანა მოუხდეს.

 დაზიანებისას – სიჯიუტე, თავმოყვარეობა, მაგრამ მაღალი დონის ცნობიერება აიძულებთ იყვნენ ობიექტურები და არ იმოქმედონ მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის. კარგი ასპექტები, სატურნისა და მერკურის ძლიერი მდგომარეობა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი იძლევიან დისციპლინას, სულიერების აღქმადობას ძალების კონსტრუქციული გამოყენებისთვის. მაღალგანვითარებული ტიპის ადამიანებს ცხოვრებასა და საკუთარ თავთან გულგრილი დამოკიდებულება აქვთ. რაზე იხარჯება მთელი ძალების რესურსი ამაზე იმეტყველებს ნათალური რუკა, ბევრი ვერც გამოიყენებს ბოძებულ უნარებს.

 დადებითი ასპექტებისას – მათი ქმედება (ხშირად გადამეტებული) მტკიცე და დამოუკიდებელია, აქვთ უნარი სწრაფად აღიდგინონ ფიზიკური ძალები და მორალური წონასწორობა.

დამუშავებულია – ველიჩკოს, საკოიანის, მონსტერის, და სხვა წყაროებზე დაყრდნობით.

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top