საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საახალწლო საჩუქრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევა სასიამოვნო, თუმცა ზოგჯერ ცოტა რთული პროცესია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ფსიქოტიპისთვის მარტივად შეარჩიოთ სასურველი საჩუქრები.

ვერძებს უყვართ პრაქტიკული საჩუქრები. მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარი იყოს სასარგებლო ოჯახისთვის. მათთვის სასიამოვნო იქნება საჩუქრად ფული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყველანაირი წვრილმანი, „ფლეშკა“, მობილური ტელეფონები, ქამრები, ხელთათმანები ტურისტული და სპორტული ინვენტარი. მამაკაცი ვერძებისათვის სასიამოვნო იქნება თუ აჩუქებთ ორიგინალურ სანთებელას, ჩიბუხს, იარაღს, მათარას, ქუდს. ქალ ვერძებს შეგიძლიათ აჩუქოთ ბეწვის ქურქი, ორიგინალური მეტალის სამკაულები. პატარა ვერძებს გაახარებთ სათამაშოები დისტანციური მართვის პულტით ან საჩუქრები რომელშიც სურპრიზია დამალული. ვერძისთვის საჩუქარად აჯობებს არ შეარჩიოთ წვრილმანი სათამაშოები და სუვენირები, ბროლის ჭურჭელი, ყველაფერი ის, რაც ადვილად ტყდება და იმსხვრევა.

კურო ნამდვილი ესთეტია, თუმცა ამავდროულად საკამოდ პრაგმატულიც. მისთვის საჩუქარი უნდა იყოს შინაარსიანი და ამასთან ერთად, სასურველია თუ არ იქნება იაფფასიანი. კუროს შეგიძლიათ აჩუქოთ ძვირფასი ძველებური ნივთები, სოლიდური საათი და აქსესუარები, ცნობილი მხატვრების ტილოები და სხვა შთამბეჭდავი,ძვირფასი ნივთები. კურო მამაკაცს ესიამოვნება საჩუქრად ხარისხიანი სპირტიანი სასმელები, ჰალსტუხი ან ორგანაიზერი, ძვირადღირებული საოფისე ტექნიკა. მშვენიერი სქესის წარმომადგენელი კუროები აღმერთებენ საკუთარ სახლს და გაეხარდებათ მისი უფრო კომფორტულად მოწყობა ახალი გადასაფარებლებით, ჭურჭლით, ტექნიკით და საყოფაცხოვრებო ნივთებით. საჩუქრად ესიამოვნებათ კოსმეტიკა, ძვირფასი სუნამო და ხარისხიანი ბიჟუტერია. კურო ბავშვებს შეგიძლიათ აჩუქოთ საინტერესო წიგნი, კონსტრუქტორი და კლასიკური საჩუქარი – თოჯინა და სათამაშო მანქანები. კუროსათვის არ ღირს უბრალო და სახუმარო საჩუქრების ჩუქება.

ტყუპები ძალიან აქტიური, სიცოცხლისმოყვარე, ინტელექტუალი და გაორებული ბუნების ნიშანია, საჩუქარიც უნდა შეესაბამებოდეს მათ ბუნებას. უმჯობესია თუ საჩუქარი იქნება რამდენიმე. ტყუპების ხასიათიდან გამომდინარე საჩუქარი უნდა იყოს წყვილად, მაგალითად ლასტები, ხელთათმანები, ასევე ყველანაირი სასარგებლო წვრილმანი, კომპიუტერის აქსესუარები. მამაკაც ტყუპებს აჩუქეთ ძვირადღირებული პერანგის ბალთები („запонки“) ან კალამი, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები. მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ტყუპებისთვის საჩუქრად შეგიძლიათ შეარჩიოთ სამკაულები, ოღონდ აუცილებლად იშვიათი და ექსკლუზიური ფორმის, ასევე „სათავგადასავლო საჩუქრები“, მაგალითად: პარაშუტით ხტომა, ცათამბრჯენის სახურავზე ვახშამი. პატარა ტყუპებს აჩუქეთ ასაწყობი სათამაშოები და კონსტრუქტორები. ტყუპების საჩუქრად მხოლოდ ბანალური ნივთები არ გამოდგება.

კირჩხიბი ძალიან მგრძნობიარე და ამავე დროს საკმაოდ თავშენახული ნიშანია. რაც არ უნდა აჩუქოთ, მას სავარუდოდ უკვე აქვს. ამიტომ საჭიროა კარგად დაფიქრდეთ საჩუქარზე. კირჩხიბს შეგიძლიათ შეურჩიოთ ანტიკვარული ნივთები ან გრავიურები, ძველებური წიგნები და ძვირფასეულობა. ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ სასუსნავი. კირჩხიბ მამაკაცს ესიამოვნება ლამაზი ნახატი, ოთახის შადრევანი, მაგიდის სანათი და ძვირადღირებული ღვინო. კირჩხიბი მანდილოსნებისთვის კარგი საჩუქარია თილისმები, ავგაროზები, ჭურჭელი, მარგალიტის სამკაულები, თბილი ფაფუკი ნივთები, კირჩხიბებს უყვართ სითბო. კირჩხიბ პატარებს შეგიძლიათ აჩუქოთ სათამაშო სახლი, გასაბერი პატარა აუზი, თათმანები, სხვა სასიამოვნო წვრილმანები. კირჩხიბებისთვის არაა სასურველი ისეთი ნივთების ჩუქება, რაც უსიამოვნო ხმას გამოსცემს და ხტუნაობს, მაგალითად აუდიო ტექნიკა, ბურთი და ა.შ

ლომი დიდსულოვანი და ღირსეულია, ძალიან უყვარს საჩუქრების მიღება, ამასთან სიამოვნებს ყველანაირი საჩუქარი. ამიტომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა საჩუქარს, მთვარია ლამაზად შეფუთოთ და მიართვათ. ლომებს მოეწონებათ ბეწვეული, ნახატები და სტატუეტები, ასევე ისეთი საჩუქრები, რომელიც დიდ კოლექტივში გამოადგებათ – მაყალი და გრილი ბარბექიუსთვის. შეგიძლიათ ლომს მოუწყოთ დღესასწაული, აჩუქოთ თეატრის ან კონცერტის ბილეთები. უმჯობესია მამაკაც ლომებს აჩუქოთ ძველებური იარაღი, ძვირფასი ალკოჰოლი, ბეჭედი ან ჰალსტუხი. მშვენიერი სქესის წარმომადგენელი ლომები თავს გრძნობენ ნამდვილ ძუ ლომებად, მათ ესიამოვნებათ სამკაულები და ძვირფასი ქვები, ძვირიანი პარფიუმი ან ავტომობილი. პატარა „ლომის ბოკვერებს“ გაახარებთ შინაური ცხოველი, სათამაშო მანქანა ან თოჯინა, ოღონდ აუცილებლად დიდი ზომის. ლომებს უმჯობესია არ აჩუქოთ იაფფასიანი ნივთები და კოსმეტიკა.

ქალწული პრაქტიკული და კომუნიკაბელურია. მათთვის განკუთვნილი საჩუქარი უნდა იყოს ვიზუაურად უნაკლო. ესიამოვნებათ ისეთი საჩუქარი, რომელიც თაროზე არ დაიმტვერება, იქნება სასარგებლო და პრაქტიკული. მამაკაც ქალწულს შეგიძლიათ შეურჩიოთ – ცნობარი, ტელეფონი, ნოუთბუქი, ზურგჩანთა და ხელსაწყოების ნაკრები. მშვენიერი სქესის წარმომადგენელ ქალწულებს აჩუქეთ მზის სათვალე ან ცვირსახოცები, სამზარეულოს ტექნიკა, ლოგინის თეთრეული, პენუარი ან ვერცხლის სამკაულები. ქალწულ ბავშვებს აჩუქეთ სააზროვნო სათამაშოები ან სპორტული ინვენტარი. ქალწულებისათვის საჩუქრად არაა სასურველი სუვენირები და სხვადასხვანაირი წვრილმანები. ქალწული ძალიან ყაირათიანი ნიშანია და სათანადოდ ვერ დააფასებენ ზედმეტად ძვირადღირებულ საჩუქრებს.

სასწორების სურვილების გამოცნობა საკმაოდ რთულია. ამ მომხიბლავი და მსუბუქი ხასიათის ნიშანს უყვარს ხელოვნება, ორიგინალურობა და დახვეწილობა. სასწორებისთვის საჩუქრის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი ხელით, ასევე შეგიძლიათ აჩუქოთ სამაგიდო თამაშები, ლექსები და მუსიკა, რომელიც მათ მიუძღვენით. მამაკაც სასწორებს კარგი იქნება თუ აჩუქებთ უბის წიგნაკს და ძვირადღირებულ სამაჯურს, ჩაის ელიტარულ სახეობას, ქოლგა-ტროსტს, ფულის სამაგრს. ქალი სასწორები საჩუქრებში უპირატესობას ანიჭებენ კოსმეტიკასა და სამკაულებს, ხელთათმანებს, შარფებს, დახვეწილ ქუდებს, ჩანთებსა და ძვირფას სუნამოებს. სასწორ ბავშვებს უნდა აჩუქოთ ბრელოკები და ლამაზი მედალიონები. კარგი იქნება თუ სასწორს არ მიართმევთ ბანალურ ნივთებსა და ტკბილეულს.

მორიელი აქტიური და მომთხოვნი ხასიათის ადამიანები არიან. თუ მორიელს თქვენი საჩუქარი არ მოეწონება, მაშინვე გაგრძნობინებთ. მათ შეგიძლიათ აჩუქოთ ანტიკვარიატი, ბრილიანტები, ძვირფასი ქვის ნაკეთობები, მათი ზოდიაქოს ნიშნის გამოსახულებიანი გულსაკიდი. მორიელ მამაკაცს საჩუქრად ესიამოვნება იარაღი, აღმოსავლური ეგზოტიკური სუვენირები ან ეროტიული ხასიათის საჩუქრები. მშვენიერი სქესის წარმომადგენელ მორიელებს აჩუქეთ ძვირფასი პარფიუმი, აუცილებლად ექსკლუზიური და კლასიკური (ძველებური), ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ ეროტიული თეთრეული. მორიელ ბავშვებს გაახარებთ ისეთი საჩუქარი, რომელშიც რამე სურპრიზია.

მშვილდოსანი ეს ჭეშმარიტი ხელმძღვანელი და განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანია. კარგია თუ აჩუქებთ ტურისტულ ინვენტარს, სახუმარო საჩუქარს, წიგნებს ან ეგზოტიკურ ქვეყანაში ტურისტულ საგზურს. მამაკაც მშვილდოსანს უნდა აჩუქოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც გაუსვამს მის ხასიათში – ჯენტლმენობას (რაინდობას). მშვილდოსან ქალბატონებს ესიამოვნებათ ძვირფასი სუნამო, ბიჟუტერია, ფიტნეს კლუბის ან აუზის აბონიმენტი. პარაშუტით ხტომა და ნუდისტურ პლაჟზე მოხვედრა. პატარა მშვილდოსნებს გაახარებთ ცირკში ან დისნელიენდში მოხვედრა. აჯობებს თუ მშილდოსანს არ აჩუქებთ უსარგებლო, არაპრაქტიკულ ნივთებს.

თხის რქა ამბიციური და ანგარიშიანია. თხის რქას საჩუქრებად შეგიძლიათ შეურჩიოთ ქამარი, ქოლგა, სავიზიტო ბარათების შესანახი წიგნაკი, ძვირფასეულობა და საათი. თხის რქა მამაკაცებს გაახარებთ სასაჩუქრე ბარათი, ფულის ხე და ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობას გამოხატავს. თხის რქა ქალბატონებს ესიამოვნებათ „იშვიათი” ნივთები, ძველებური „ბებიების დროინდელი“ ზურმუხტისა და ლალის სამკაულები. თხის რქა პატარებს კარგია თუ აჩუქებთ ფლომასტერებს და გლობუსებს. არ აჩუქოთ თხის რქებს არაპრაქტიკული და იაფიანი ნივთები.

მერწყული მოულოდნელობებით აღსავსე ნიშანია, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის საჩუქრის ძებნა მოგიწევთ ექსკლუზიურ მაღაზიებში და ეგზოტიკური ქვეყნების ბაზრობებზე. მამაკაცს მერწყულებს შეგიძლიათ აჩუქოთ სტატუეტები და წიგნები ქირომანტიაზე, ძველებური ამულეტები. ქალი მერწყულისთვის შეიძინეთ ეპატაჟური დიზაინის სამოსი, ტურისტული საგზური, ნებისმიერი სხვა სახის საჩუქარი „მინიშნებებით“. კარგია თუ მერწყულ ბავშვებს წიგნებს თავგადასავლებზე, გემის მცირე ზომის მოდელს აჩუქებთ. მერწყულს არ აჩუქოთ ბანალური ნივთები, სასაჩუქრე ბარათები და ფული.

თევზები მშვიდი და მგრძნობიარე ბუნების არიან, სხვა ადამიანებისგან გულწრფელ და სიყვარულით მირთმეულ საჩუქარს ელიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აჩუქეთ ოთახის ჩანჩქერი, ლამაზი პეიზაჟის სურათი, ფოტოაპარატი ან ლექსების წიგნი. მამაკაცი თევზები უპირატესობას ანიჭებენ კონცერტის ან კინოთეატრის ბილეთებს, საკოლექციო იარაღსა და მუსიკალურ ალბომებს. მშვენიერი სქესის წარმომადგენელ თევზებს აჩუქეთ ძვირფასი ტანსაცმელი, მინის სტატუეტები და ინტიმური ხასიათის საჩუქრები. პაწაწინა თევზებს საჩუქრად გაახარებთ მულტფილმის პერსონაჟების სათამაშოები. თევზებს არ ესიამოვნებათ „ხმაურიანი“ საჩუქრები.

სტატიის ავტორი: რუსა


About Tamta

Scroll To Top