ჭარბწონიანობის  ასტროლოგიური მაჩვენებლები

ჭარბწონიანობის ასტროლოგიური მაჩვენებლები

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილი წონის მატებისკენ და აწუხებთ ჭარბწონიანობა.

ზოდიაქოს ნიშნებს შორის წონის მატებისკენ ყველაზე მეტად მიდრეკილნი არიან წყლის სტიქიის წარმომადგენლები (განსაკუთრებით თევზები) და კურო. ჰოროსკოპში  წყლის სტიქიის გამოკვეთილი გავლენა გაფართოებას, გადიდებას განაპირობებს, რაც  სხეულზე აისახება.

ჭარბი წონა შეიძლება გაუჩნდეთ ადამიანებს, ჰოროსკოპში კუროს ნიშნის გამოკვეთილი გავლენით, რადგან ეს ადამიანები ცხოვრების გემოს შეიგრძნობენ გემრიელი საკვებით და უყვართ გემრიელად ჭამა. გარდა ამისა, კურო მიდრეკილია დააგროვებისა და დანაზოგის გაკეთებისკენ, იგივე ეხება საკვების მარაგსაც (ზედმეტი საკვების მიღება, რომელსაც ცხიმის სახით ინახავს ორგანიზმი).

იუპიტერი მე-5 სახლში ასევე აღნიშნავს წონის მატებისკენ მიდრეკილებას – ადამიანს უყვარს გართობა, მათ შორის გემრიელად ჭამა და ზედეტი ალკოჰოლის მიღებაც. იუპიტერის ნებისმიერი ასპექტები მთვარესთან, ვენერასთან ან მზესთან განაპირობებს ტკბილეულის სიყვარულს და ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილებას. იუპიტერი სიხარულის და ოპტიმიზმის პლანეტაა, ადამიანს იუპიტერის მრავალი ასპექტებით, სურს ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღება, მათ შორის საკვებისა და გართობის სახით.

ასტროლოგიაში იუპიტერი და ნეპტუნი პასუხისმგებელია – გაფართოებაზე, მოცულობის ზრდაზე, საზღვრების დარღვევაზე და ზოდიაქოს ნიშნებიდან მშვილდოსნი და თევზები შეესაბამება. თევზები პასუხისმგებელია ფორმის დაკარგვაზე (უფორმობაზე) რადგან ნეპტუნს არ აქვს საზღვრები, ამიტომ თევზების ნიშნის გამოკვეთილი გავლენის მქონე ადამიანები მიდრეკილი არიან წონის მატებისკენ. მშვილდოსნის გავლენა განაპირობებს მოცულობაში ზრდას, განსაკუთრებით თეძოების მიდამოებში, რადგან მშვილდოსანი ასტროლოგიურად სხეულის ამ ნაწილს შეესაბამება. იუპიტერი ან ნეპტუნი პირველ სახლში იძლევა ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილებას.

რომ შევაჯამოთ გამოვა, რომ ჭარბწონიანობას განაპირობებს შემდეგი მაჩვენებლები:

  • იუპიტერის ნებისმიერი ასპექტი მთვარესთან ან ვენერასთან;
  • მზე -იუპიტერის ასპექტი;
  • ნეპტუნის დაძაბული ასპექტები მზესთან ან მთვარესთან;
  • იუპიტერი 1 ან 5 სახლში;
  • ნეპტუნი 1 სახლში, განსაკუთრებით ნეპტუნი ასცენდენტზე;
  • გამოკვეთილი წყლის სტიქია ჰოროსკოპში (განსაკუთრებით თევზები)
  • მთვარე, ვენერა ან იუპიტერი ასცენდენტზე

 

***
მთვარე ახასიათებს ჩვენს კვებით ჩვევებს, საკვების მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საკვების მოთხოვნილებას. მთვარე ასევე ახასიათებს შიმშილის ემოციურ ფონს (მიზეზს).
მთვარე ახასიათებს ჩვენ კვების თავისებურებებს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მარილების და წყლის ცვლას, მათზე მოთხოვნილებას და წყურვილს. მთვარე ასევე განსაზღვრავს „შიმშილის“ ემოციურ ფონს.

მთვარის მდებარეობა პირად ჰოროსკოპში და ტრანზიტული ნიშანი, რომელსაც ის გადის – აღწერს ჩვენი ცხოვრებისეული ემოციების შემადგენელს და ირიბად მიანიშნებს ჩვენ კვებით მიდრეკილებებზე სხვადასხვა მომენტში.

მთვარის ნიშანი

ჩამოყალიბებული კვების ტიპი, განსაკუთრებით კვების პროცესი, პროდუქტების მიღება და პროდუქტები რომელსაც ვანიჭებთ უპირატესობას.

სტიქია რომელშიც მთვარე იმყოფება:

  • წყალი – რაც მოიზიდავს ენერგიას, ადვილად შეთვისებადი (წვნიანი, თხევადი)
  • მიწა- რაც მოიზიდავს ენერგიას, ძნელად შესათვისებელი (მყარი პროდუქტი)
  • ცეცხლი- ენერგიით გაჯერებული, ძნელად შესათვისებელი (მარცვლელული, ხილი)
  • ჰაერი – ენერგიით გაჯერებული, ადვილად შეთვისებადი (მცენარეული)

მოდალობა, რომელშიც მთვარე იმყოფება

  • კარდინალური (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) – ახალი, უმი პროდუქტი, რომელიც არ საჭიროებს ხანგრძლივ დამუშავებას.
  • ფიქსირებული (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) – პროდუქტები რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ დამუშავებას (შეწვა, ხარშვა, გამოცხობა)
  • მუტაბელური (ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი, თევზები) – მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც საჭიროებს არსებით დამუშავებას და განიცდის თვისებების მოდიფიკაციას ( კონსერვები, მურაბები, მარინადები, წნილები, ჩირები)

მთვარის მმართველობა

ამ პლანეტის ფუნქცია გავლენას ახდენს კვების პროცესზე (თუ ეს მთვარე კირჩხიბი ან კუროში არ არის), ანუ მთვარის მმართველი პლანეტით გავიგებთ კონკრეტულად რომელი პლანეტა მართავს კვების პროცესს და მისი რეგულირებისთვის გამოიყენება. ვნახულობთ შემდეგნაირად: ნახეთ რომელ ნიშანში გყავთ მთვარე, იმ ნიშნის მმართველი პლანეტა ითვლება კვების პროცესის მმართველად და მარეგულირებლად.

  • მზე – სიამოვნება, საზეიმო განწყობა
  • მერკური – საუბარი, მოძრაობა (მაგალითად საკვების მოძრაობა პირში)
  • ვენერა – არჩევანი, გრძნობა, გემო მთლიანობაში.
  • მარსი -ძალდატანება (მაგალითად – ღეჭვა)
  • იუპიტერი – გაფართოება, გადიდება (მაგალითად – შეჭმული საკვების რაოდენობა)
  • სატურნი – შეზღუდვა (მაგალითად შეჭმულის საკვების რაოდენობა ) მოწესრიგებულობა.

უმაღლესი პლანეტები მიეკუთვნება სოციალურ პლანეტებს და ჩვეულებრივ კვების თავისებურებებზე გავლენას არ ახდენს თუ განსაკუთრებით ძლიერი მდებარეობა არ აქვთ რუკაში და უშუალო კავშირში არ არიან მთვარესთან ან 4 სახლთან.

©taro-mymagic.ru

სტატიის ავტორი: რუსა

სიმდიდრის მაჩვენებლები პირად რუკაში


About Tamta

Scroll To Top