ნათალური ურანი VI სახლში

ნათალური ურანი VI სახლში

საკვანძო სიტყვა _ „დაძაბულობა“

ეს ნერვული და უკიდურესად დაძაბული ადამიანი ცდილობს ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. მისთვის აუცილებელია სამუშაო,რომელიც ბევრ მოძრაობას მოითხოვს. ქანცის გაწყვეტამდე მუშაობს და ხშირად მიდის ნერვული აშლილობის ზღვრამდე. არ სურს არანაირი ავტორიტეტის აღიარება. თუ საქმეები ისე არ მიდის,როგორც მან ჩაიფიქრა,ნერვიულობს და ღიზიანდება. გამორჩეულად ნიჭიერია მეცნიერულ-კვლევით საქმიანობაში. ბრწყინვალე უნარები მათემატიკასა და ბუნებრივ მეცნიერებებში. შესანიშნავი კოორდინაცია და რითმის არაჩეულებრივი გრძნობა აქვს.

ასეთი ადამიანები ინტერესდებიან  მკურნალობის ფსიქიკური და არატრადიციული მეთოდებით. იტაცებთ ავანგარდული დიეტები. ხდებიან ნიჭიერი პროგრამისტები და გენიალური ელექტროტექნიკოსები. სამუშაო ადგილზე ყოველთვის რაღაცას იგონებენ. შეუძლიათ სპონტანურად,პირდაპირ სამუშაო პროცესში,გამოძებნონ წარმოქმნილი პრობლემის მოგვარების გზები.

დაქვემდებარებულის პოსტზე,არაპროგნოზირებადად თავნებები არიან,თუმცა ასეთივე ქცევის სტილი ახასიათებთ ხელმძღვანელის რანგშიც. თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან უმეტესად მეგობრული ურთიერთობა აქვთ.  თუ ურანი დაზიანებულია,შრომით კონფლიქტებსა და დავებშიც აქტიურად მონაწილეობენ. ზოგადად,მათ ხშირად ვხვდებით პროფკავშირების მოწინავე რიგებში. ძალიან მომთხოვნები არიან ხელმძღვანელობის მიმართ. თუ სამსახურში არსებული მდგომარეობა ან თანამშრომელთა დამოკიდებულება არ სიამოვნებთ,ყოველგვარი მერყეობის გარეშე იცვლიან სამუშაო ადგილს. მათთვის აუცილებელია თავისებურად,თავისუფლად და დამოუკიდებლად შეასრულონ მიცემული დავალებები. მკაცრი კონტროლი ძალიან არ სიამოვნებთ. ერთადერთი კონტროლი,რომელსაც ეს ადამიანები ექვემდებარებიან,საკუთარი სინდისის კონტროლია.

ჯანმრთელობა სუსტი აქვთ,ნერვიულობა და შიში მნიშვნელოვნად ამძიმებს  ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. დაზიანებული პლანეტა შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითშეგრძნების მოულოდნელ გაუარესებასთან. აღენიშნებათ მიდრეკილება ნერვოზების მიმართ,მომატებული აღგზნებადობა და გაღიზიანება. გადაღლამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები,რაც მოულოდნელად და აგრესიულად გამოვლინდება. დაავადებებიც კი საკმაოდ უცნაური ახასიათებთ,რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას. ფსიქოგენური აშლილობები უშუალოდ არის დაკავშირებული შრომით კოლექტივში არსებულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროსთან.

ისინი დიდი გატაცებით სწავლობენ ჰიპნოზს ან ელექტრობასთან დაკავშირებულ პროფესიებს. წარმატებულები არიან თავისუფალ პროფესიებშიც,სადაც სული სრულად ავლენს შემოქმედებით საწყისს და აბსოლუტურად თავისუფალია ნებისმიერი ფორმის ძალადობის,ზეწოლისა და იძულებისგან. ხშირად ხდებიან მკურნალები. ეს ადამიანები უკიდურესად მგძნობიარეები არიან არსებული პირობების მიმართ,ამიტომაც თავი უნდა შეიკავონ საკვების მიღებისგან გადაღლილობის,ნერვული აღგზნებადობის ან გაღიზიანების დროს. თავი უნდა აარიდონ ზედმეტ სასმელსა და საკვებს.

არარეალისტური გეგმები ხშირად უბიძგებთ შეუძლებელის მიღწევისკენ,რაც ხშირად ხდება  გამოფიტვისა და დეპრესიის მიზეზი.

 

პაველ გლობა

+ მოულოდნელი შედეგები და აღმოჩენები სამუშაოზე. გადატრიალებები ცოდნის სფეროში,რომელიც ცნობიერების მაღალ დონეებზე გადასვლის საშუალებას იძლევა. თავისუფალი (შეთავსებითი) სამუშაო. სამსახურშიც და ნებისმიერ  საქმიანობაშიც ბევრი ცვლილებებია უკეთესობისკენ. ადამიანს არ შეუძლია შრომითი დისციპინის ჩარჩოებში მოექცეს. მას აუცილებლად სჭირდება თავისუფალი ტიპის სამუშაო.

არასაიმედო,უმართავი თანამშრომელი. მუშაობს მხოლოდ მაშინ,როდესაც მოეპრიანება. ხშირია საწარმოო ტრავმები. არეული (ყოველდღიური) ცხოვრება,რადგან ცხოვრების რითმს საკუთარ თავს თვითონ უდგენენ. არავითარი დისციპლინა.

 

ფრენსის საკოიანი

შრომისა და მომსახურების უჩვეულო,მოწინავე მეთოდოლოგია. ინტერესი თანამედროვე სამკურნალო მეთოდების მიმართ: ხმოვანი თერაპია,ჰომეოპათია,მენტალური მკურნალობა. კვების სპეციფიური მეთოდები.

ბრწყინვალე ელექტროინჟინრები და ტექნიკოსები,პროგრამისტები. მათ ყოველთვის საკუთარი ინდივიდუალური აზრი აქვთ ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებით,რაც ხელს უწყობს სერიოზულ მიღწევებს ამ სფეროში. სამსახური ხშირად ხდება ახალი მეგობრების შეძენისა თუ ახალ ჯგუფურ ორგანიზაციებში გაწევრინების ადგილი.

თქვენი შრომისუნარიანობა უსისტემო ხასიათისაა,ამიტომ ძალიან გიჭირთ  რუტინული სამუშაოს ხანგრძლივად შესრულება. თქვენ გაინტერესებთ სამსახურთან დაკავშირებული ახალი ტექნოლოგიები და პრობლემების ნოვატორული,შეიძლება ითქვას,რევოლუციური გადაჭრის გზები. არც ისე გულგრილი ხართ ჯანმრთელობის არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის მიმართაც. შეიძლება მუშაობდეთ ალტერნატიული მედიცინის სფეროში ან ნებისმიერ არჩეულ ადგილას,სადაც გარდამტეხი რეფორმებია საჭირო.

 

ავესალომ პადვოდნი: „თუ ელვას ადამიანის სამსახურში მივმართავთ,მეხის ქუხილი ძლიერ მოიწყენს“

ამ ადამიანს ბრწყინვალე იდეები აქვს საკუთარ შრომის პროცესებთან დაკავშირებით. ახასიათებს გამორჩეული შრომისუნარიანობის შემოტევები,განსაკუთრებით ჰარმონიული ურანისას. თუმცა ასეთი შრომა,კვირების განმავლობაში,პრაქტიკულად უძინრად,ყოველთვის დადებით როლს არ ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ძლიერი დეპრესია ან დროებითი გონებრივი აშლილობა_ ადამიანი ვერ უძლებს ურანის ენერგოდინებებს.

თუ მისი სამსახური წარმოებას უკავშირდება,ურანის ზემოქმედება შეიძლება აისახოს  მის „ჭერზე“ ურანის მეხის დაარტყმით. სუბიექტისთვის ანალოგიური როლის(დარტყმის) შესრულება შეუძლია დირექტორსაც. თუ ის,ვთქვათ,ფიზიკოს ექსპერიმენტატორია,ურანი ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან აღმოჩენებში,რომელიც ასეთივე წარმატებით,შეიძლება ექსპერიმენტის შეცდომაც აღმოჩნდეს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში,მსგავს ექსტრაორდინალურ მოვლენებთან(სამუშაო პროცესში) ინდივიდი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და მასში ბედისწერის ნიშნები ამოიცნოს. საჭიროა ისწავლოს საკუთარ იდეებთან სწორად მოპყრობა,რადგან გენიალური ჩანაფიქრი(V სახლი) ერთია და ჩანაფიქრის გენიალური შესრულება,ტექნიკითა და ინსტრუმენტებით(VI სახლი)_მეორე. ეს უდიდეს სამუშაოს მოითხოვს პრაქტიკაში რეალიზებისთვის.

ასპექტის დამუშავება უმაღლესი კლასის ტექნიკას აძლევს და მაშინ ყველაფერი,რასაც ადამიანი აკეთებს,გენიალობის ბეჭდით არის ხელდასმული,რასაც იშვიათად აფასებენ მისი თანამედროვენი.

ადამიანის ჯანმრთელობა მიდრეკილია მოულოდნელი,მაგრამ,როგორც წესი,უმნიშვნელო თავდასხმებისკენ,რომლებიც ისევე სწრაფად მიდიან,როგორც მოდიან. თუმცა ადამიანის ყურადღებას მოითხოვენ,როგორც ბედისწერის  პოტენციური ნიშნები.

 

ბორის იზრაიტელი

უგუნებობის მიზეზები: ცენტრალური ნერვული სისტემისა და ენდოკრინული სისტემის დარღვევა. შეიძლება დაეხმაროს ჰორმონალური პრეპარატები,იონო(ელექტრო)ფორეზი,ელექტრობის ზემოქმედებით მკურნალობის სხვა ფორმები. ზოგადად,ამ მდებარეობისას,ძალიან რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა,მტკივნეული ადგილის ლოკაციის ადგილის განსაზღვრა,ისევე როგორც სხვა უმაღლესი პლანეტების(ნეპტუნისა და პლუტონის) შემთხვევაში,რადგან პროცესები ღრმა შრეებში მიმდინარეობს.

რეკომენდებულია მკურნალობის არატრადიციული მეთოდები: ნემსოთერაპია,წერტილოვანი მასაჟი. თუ თავად მკუნალობს_უახლესი მეთოდების მომხრეა.

მისი სამზარეულო ყველაზე თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. საერთოდ,ძალიან აინტერებს ყოფითი საგნების ახალი გამოგონებები,რაც ყოველდღიურ საზრუნავს შეუმსუბუქებდა.

სამუშაოზე რთულად ექვემდებარება რეგულირებას. უპირატესობას ანიჭებს თავისუფალ პროფესიებს და მოქნილ რეჟიმს. ვერ იტანს გაწერილ გრაფიკებს. პროგრამისტი, ფსიქოლოგი, მათემატიკოსი, ლინგვისტი, ელექტროხელოსანი.

ხშირად ჰყავს(სურს,ჰყავდეს) ეგზოტიკური შინაური ცხოველები.

 

 

ბილ ჰერბსთი

დაავადებები და მკურნალობა. ჯანმრთელობა სრულიად მოულოდნელი ცვლილებების სფეროა. თქვენი ნერვული სისტემა ზამბარასავით მოჭიმულია  და ამიტომაც განსაკუთრებით მოწყველადი. სტრესებით გამოწვეულმა ნერვოზულმა აშლილობებმა,შეიძლება განაპირობოს უჩვეულო სიმპტომების  პროვოცირება,რომლებიც ხშირად მშვენივრად რეაგირებენ მკურნალობის რადიკალურ ან ექსპერიმენტულ მეთოდებზე. თუ თქვენს დამოუკიდებლობას ან მთლიანობას საფრთხე ემუქრება,ეს მოსალოდნელი დაავადების სიმპტომია. საპყრობილეში ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოკეტვა თქვენთვის დაავადებით დასრულდება. ამოცანა_ „მუშტების ქნევა“ და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დაავადება ურანის ნიშანია,რომელიც თქვენს გამოღვიძებას მოითხოვს. ურანი ასეთ შოკურ თერაპიას თქვენ ორგანიზმს იმისთვის უტარებს,რომ მიგახვედროთ,დროა თქვენი ცხოვრების სტილი დაუყოვნებლივ შეიცვალოს!

უთანასწორო ურთიერთობა. თქვენ ბუნებით რეფორმატორი ხართ,რომელიც ფხიზელ თვალს ადევნებს,რომ ძალაუფლება ბოროტად არ იქნას გამოყენებული. ყოველთვის სოციალურ უთანასწორობას ეძებთ,მასში ცვლილებების გასატარებლად. თუ თქვენ ქვემდებარე პირი ხართ,გადატრიალების იმპულსი ჩუმად იბადება. შემდეგ სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენთ საკუთარ თავში რობინ ჰუდს. იდეალურ ვარიანტში ისურვებდით,ძალაუფლების იერარქიის მიღმა იმყოფებოდეთ,რადგან აბსულუტურ თავისუფლებას ესწრაფვით. მახე_სამართლიანობით ბოროტად სარგებლობა. თუ თქვენ გარიყულის როლში რევოლუციას ითხოვთ,ხელმძღვანელის როლშიც,თუ მსგავსი ბუნტი განიზრახეთ,დარწმუნდით,რომ წესების დაცვით თამაშობთ. ამოცანა_დაამსხვრიოთ არაჯანსაღი ბატონობა ყველგან,სადაც იმყოფებით. თუ თქვენ არჩევანი გაქვთ,იყავით თომას ჯეფერსონი და არა თომას ფეიფი.

ვალდებულება და მსახურება. თქვენ განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებთ დახმარებისგან,რადგან მსხურება ბრბოსგან გამოყოფის შესაძლებლობას განიჭებთ. საკუთარი წყობით მარტოხელა ადამიანი ხართ. სოციუმში მიღებულ ქცევის წესებს პირადი კოდექსის სასარგებლოდ უგულვებელყოფთ. თქვენი მუშაობის მეთოდი ამაღელვებელი მენტალური გამჭრიახობაა. თქვენ უშიშრად მიდიხართ რისკზე მათთან,ვისაც ემსახურებით,რადგან პროცესებზე ზემოქმედება გსურთ. თქვენ აფორიაქებთ ადამიანთა ნერვულ სისტემას,მენტალური გამონათებები გამოწვევას უცხადებს ხავსმოკიდებულ ემოციურ წარმოდგენებს. ამოცანა იმალება თვინიერი მსახურებისა და ეგოიზმის ურთიერთშეფარდებაში. ერთ წუთს თქვენ ისწრაფვით იპოვოთ სხვა ადამიანების  პრობლემის მოგვარების უნიკალური გზა; მეორეს წუთს,მთელს თქვენს ენერგიას უგრძნობი ფილოსოფიისკენ მიმართავთ. ამოცანა_აითვისოთ „ჩუმი რევოლუციის“ ხელოვნება და დაეუფლოთ „უხილავი ელექტრობით“ ზემოქმედების უნარს.

ტექნიკური აზროვნება. ურანული აზროვნება გენიოსების წარმოსახვისა და შეშლილთა ხილვების  მკაფიო იმპულსებია. რა განსხვავებაა აზროვნების ამ ტიპებს შორის? გენიოსი პრობლემებს სრულიად ახლებური მეთოდებით ჭრის და ყველაფერ ძველს ეჭვქვეშ აყენებს. ხშირად პრობლემის გადაჭრის გზას შთაგონების ნაპერწკლებში იჭერს. შეშლილიც იგივე პროცედურებს ატარებს. თუმცა გენიოსი მუშაობს „უკან“,ავსებს ნაპრალებს და გულმოდგინედ აერთებს ძველს ახალთან,მაშინ როდესაც შეშლილი არ სთავაზობს დახმარებას მათ,ვინც „უკან მოიტოვა“. ამიტომ უარვყოფთ შეშლილებს და ვაღიარებთ გენიოსებს. თქვენი ახალი გამონათებებით შთაგონებული გონება გაიძულებთ ჩვეული აზროვნების ხაზს გადაუხვიოთ. ამოცანა_დისციპლინირებულად ამოავსოთ ხვრელები და დაიმსახუროთ პატივისცემა,როგორც გენიოსმა და არა უარყოფა,როგორც შეშლილმა.

დისციპლინა და შაბლონები. რეგულარობა ეწინააღმდეგება თქვენი ცხოვრების წესს. ბუნებრივია,თქვენს ცხოვრებაშიც არსებობს გარკვეული შაბლონები,თუმცა ისინიც კი ცვალებადობით და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევიან. ჭეშმარიტად რკინის ნებას ავლენთ,როდესაც საქმეების კეთების დრო დგება. შეიძლება საოცრად დისციპლინირებულად შრომობდეთ,თუმცა მხოლოდ მაშინ,როდესაც თქვენ თვითონ ირჩევთ სამუშაო თემას. თანდაყოლილი უნარები თქვენი სპეციალობები ხდება,სპეციალობები კი,საბოლოო ჯამში,ექსპერტიზის განსაკუთრებულ პატერნებად იქცევა,რომლებიც თითქოს დაკავშირებული არ არის ერთმანეთთან. ამოცანა_ მოქსოვოთ ამ ხელშეუხებელი მატერიალებისგან უნიკალური ქსოვილი.

 

 

ფელიქს ველიჩკო

მიდრეკილება ავანტურისტული ქმედებებისადმი სამუშაო პროცესებსა და საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. არც ისე იშვიათია უბედური შემთხვევების საფრთხე სამსახურში,რომლის ალბათობაც იზრდება,თუ ურანს  დაძაბული ასპექტები აზიანებენ VIII და XII სახლებიდან.

შეუძლია გაბედულად და უშიშრად მოაგვაროს ყოფითი პრობლემები. არც ისე პრაქტიკულია,მაგრამ დარმწუნებულია,რომ წარმატების მისაღწევად უმაღლესი განათლება აუცილებელია.  სირთულეები წარმოექმნება სპეციალობის არჩევასთან დაკავშირებით,რადგან უამრავი ინტერესი აქვს. შეიძლება მარადი სტუდენტივით ფაკულტეტიდან ფაკულტეტეზე ირბინოს. რუტინული სამუშაო მეტად ამძიმებს,ამიტომაც მუდმივად მრავალფეროვანი საქმიანობის ძიებაშია. პასუხიმგებლობითა და დისციპლინით ნამდვილად არ გამოირჩევა. როგორც წესი,საკუთარი თავით უკმაყოფილოა,რის გამოც ყოველთვის ახალ სამსახურს(საქმიანობას) ეძებს,რომ უკეთ შეძლოს საკუთარი უნარების რეალიზება. ყველაზე მეტად შეეფერება ასტროლოგიური,მეცნიერულ-კვლევითი სამუშაო,კიბერნეტიკა, ელექტრონიკა,პროგრამირება. არ აინტერესებს მოდა,აღმერთებს შვილებს და მათგან ბევრს ელის. საკვებსა და სასმელში საკმაოდ თავისებური გემოვნება აქვს. დამახასიათებელია უკვე შესრულებული სამუშაოს მუდმივი გადაკეთების ტენდენცია,შედეგების გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით.

ძალიან მგრძნობიარე და სტრესებისადმი არამდგრადი ნერვული სისტემა აქვს. ჯანმრთელობაც პრობლემატური,თუმცა უმნიშვნელო დარღვევებისას,სწრაფად რეგენერირდება. ჯანმრთელობის გაუარესების ძირითად მიზეზი გარშემომყოფებთან სტრესული კონტაქტებია. ექიმთან ვიზიტისას,გაურკვევლად ჩივის გამაღიზინებელ ადამიანებთან დაკავშირებით. მისი დაავადებები ძირითადად ნერვული ხასიათისაა. ისტერია,რთულად დიაგნოსტირებადი ნევრალგიები,შინაგანი ორგანოებისა და კუნთოანი სისტემის მოულოდნელი სპაზმები,შოკის მდგომარეობა,ნერვული პარალიჩები,ეპილეფსია,კრუნჩხვები,ინფექციური დაავადებები,ასთმა.

 

 

 

ცნობილი ადამიანები VI სახლის ურანით:

ვერძში: Quincy Jones..

კუროში: Bruce Lee, Joe Dassin, James Caan…

ტყუპებში: Bob Marley, Sylvester Stallone, Patti Smith, Danny Devito, John Belushi…

კირჩხიბში: Kim Basinger, Cyndi Lauper, Willem Dafoe, Nicholas II of Russia, Roberto Benigni

ლომში: Michael Jackson, George Clooney, Caroline, Princess of Hanover, Antonio Banderas, Heather Locklear, Harry Houdini, Chris Isaak, Jason Alexander…

ქალწულში: Demi Moore, Whitney Houston, Chris Rock, Baruch Spinoza, Denis Diderot…

სასწორში: Mariah Carey, David Beckham, Zinedine Zidane, Michael Schumacher, Snoop Dogg, Brendan Fraser, Queen Latifah, Amy Adams, Shaquille O’Neal, Jean Cocteau, Naveen Andrews, Darren Aronofsky…

მორიელში: Ashton Kutcher, Immanuel Kant, Richard Wagner, William Faulkner, Giuseppe Verdi…

მშვილდოსანში: Lady Gaga, Robert Pattinson, Amy Winehouse, Lindsay Lohan, Salvador Dalí, Mandy Moore, Kelly Osbourne…

თხის რქაში: Selena Gomez, Nick Jonas, John Wayne, Clyde Barrow, Anna Magnani…

მერწყულში: Ingrid Bergman, Federico Fellini, Edouard Manet…

თევზებში: Elisabeth of Bavaria, Lino Ventura, Doris Day, Montgomery Clift, Christopher Lee, Sydney Omarr…


About Qet

Scroll To Top