Author Archives: Rusa

მე-2 სახლი

ფლობის, მატერიალური რესურსების სახლი მატერიალური ინტერესები, ფინანსური საქმეები, ფინანსური პერსპექტივები, მოგება ლატარეაში ან სხვა თამაშებში, მატერიალური ღირებულებების დაკარგვა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგები. ინდივიდის სულიერი მიღწევები, სულიერი კაპიტალი. მე–2 სახლი დაკავშირებულია იმ მატერიალურ და სულიერ რესურსებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება. ნებისმიერი სახლის ფლობა დაკავშირებულია მე–2 სახლთან. ჩვენ ვფლობთ მატერიალურ ნივთებს, უძრავ ქონებას, შესაძლებლობებს და ა.შ. ის ასევე მოიცავს, ჩვენს უზრუნველყოფილ მდგომარეობას. მეორე სახლთან დაკავშირებულია ღირებულებები, მატერიალური მიღწევები, რას ვფლობთ, რა გაგვაჩნია, რა ხერხით შევძლებთ გამომუშავებას, დაგროვებას, პიროვნული თავისუფლება ფინანსური კეთილდღეობიდან გამომდინარე, მატერიალური სტატუსი. მე–2 სახლი მიანიშნებს იმ მატერიალურ რესურსებზე, რომელსაც ვიღებთ მშობლებისგან ან საკუთარი მიღწევებით. პირველი მესამედი – საკუთრება, მიღებული მემკვიდრეობა, შემოსავლის ... Read More »

ასცენდენტი – პირველი სახლი

Asc.–ამომავალი ასცენდენტი (ASC) არის ერთ-ერთი „მიზეზი“ იმისა, თუ რატომ განსხვავდებიან ერთიდაიგივე ნიშნის წარმომადგენლები, რატომ არის ერთი აქტიური, იმპულსური, მეორე წყნარი და მორიდებული. ასცენდენტის ნიშნის დადგენა პირადი რუკის შედგენითაა შესაძლებელი. ასცენდენტს მეორენაირად ამომავალ ნიშანს უწოდებენ. ასცენდენტი არის ამომავალი გრადუსი, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაბადების დროს აღმოსავლეთ მხარეს, ჰორიზონტზე იმყოფებოდა, ანუ ესაა ეკლიპტიკის ის წერტილი, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდებოდა. ასევე ასცენდენტი ითვლება პირველი სახლის კუსპიდად. ასცენდენტი რუკის „წაკითხვის“ დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მის გასაგებად საჭიროა დაბადების ზუსტი საათის ცნობა (4 წუთიანი „აცდენა“ იძლევა 1 გრადუსიან ცდომილებას). ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც ასცენდენტია, იწოდება როგორც „ამომავალი ნიშანი“, პლანეტას, რომელიც ამ ნიშანს მართავს ეწოდება „ჰოროსკოპის მმართველი“. ზოგიერთი ... Read More »

პლუტონი

„რაც არ გკლავს, ის გაძლიერებს“ ნგრევისა და განახლების (მეორედ დაბადების), ცნობიერების საზღვრებს გარეთ გამყვანი პლანეტა ფუნქცია: უმაღლესი კოლექტიური ნება პლუტონი მართავს მორიელის ზოდიაქოს ნიშანსა და მე-8 სახლს. ის ითვლება მარსის უმაღლეს ოქტავად, ფიზიკურზე მეტად უფრო სულიერი გავლენით. ეს უცნაური, ყინულოვანი პლანეტა არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, ამიტომ მისი გავლენა და თვისებები ადამიანზე ნაკლებადაა გამოკვლეული. ცნობილია, რომ პლუტონის ორბიტა მჭიდრო კავშირშია პლანეტარულ სისტემასთან, პლუტონის ერთი წელი შეესაბამება 249 წელს, ამიტომ მისი გავლენა ეხება პირველ რიგში თაობას, საზოგადოებას და არა ცალკეულ ადამიანებს. პლუტონი ერთ ნიშნი გავლას 12-32 წელი უნდება, ამიტომ მისი გავლენა თაობებზე ნაწილდება. პლუტონის ზოდიაქოს სახლში მდებარეობას უფრო მეტი მნიშვნელობა ... Read More »

სატურნი

ასტროლოგიაში სატურნი წარმოადგენს საკმაოდ მთავარ და საჭირო პლანეტას. ძველად ადამიანებისთვის არ იყო ცნობილი ყველა პლანეტა, მაგალითად, როგორიცაა: ურანი, ნეპტუნი და პლუტონი, ამიტომ სატურნი ითვლებოდა ყველაზე შორეულ პლანეტად მზის სისტემაში. ამასთან არის დაკავშირებული სატურნის ასტროლოგიური ხარისხი – დასასრული, დრო, ვალდებულება, სტრუქტურა. თანამედროვე ასტროლოგიაში სატურნი უკვე აღარ არის უკანასკნელი/ბოლო პლანეტა მზის სისტემაში. მზისგან სატურნის დაშორება შეადგენს 9, 54 ასტრონომიულ ერთეულს.ორბიტაზე თავის წრეს ის გადის დაახლოებით 29,5 წელიწადში (დედამიწისეული წელიწადი, რა თქმა უნდა). თუმცა სატურნის ორბიტა სულაც არაა წრის ფორმის, რადგანაც ორბიტის ექსცენტისისტი (იხ. სატურნი )შეადგენს 0,056-ს. სატურნს აქვს საკმაოდ ბევრი თანაგზავრი, მაგრამ თავად პლანეტის განსაკუთრებულობა სულაც არ გამოიხატება იმდენად ამ თანაგზავრებით, რამდენადაც ... Read More »

იუპიტერი

წყარო: კეფერი იუპიტერი – ყოფიერების სისრულის პრინციპი, ყველა ძალის ცენტრი, რომელიც მიმართულია სრულყოფილი ცხოვრებისკენ და მაღალი დონის არსებობის კავშირზე. მეტაფიზიკურად _ ეს გონებაა. ასტროლოგიურად ახდენს ბედნიერების, სამართლიანობის, სულიერების, სულიერი და ფიზიკური სიკეთის სიმბოლიზებას. ჰოროსკოპში არის ჯანმრთელობის, სიცოცხლით სიხარულის, ოპტიმიზმის, სიმდიდრის, კეთილშობილების, კეთილისმყოფელობის, ერთგულების, ჰუმანიზმის, სიბრძნის და სამართლის სიყვარულის მანიშნებელი. დაზიანებისას აღნიშნავს ბოროტებას, რომელიც გამომდინარეობს ჰიპერტროფირებული სიკეთიდან, თვალთმაქცობას (ფარისევლობას), ტკობის (ავხორცობის) ვნებებს (ლტოვლას), საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასებას, დიდგულობას, ქედმაღლობას, ყოყოჩობას, იუპიტერის ყველა დადებითი თვისებების დამახინჯებას. და მაინც, მთლიანობაში, ასეთი ადამიანები ცუდები არასდროს არიან . მათთვის უხეში მოქმედებები მუდამ უცხოა.  ჰერმენტიკის სიგნატურები სტიქია: ჰაერი, სითბო-სიმშრალე. ზოდიაქოს ნიშანი: მშვილდოსანი, თევზი. ტონი: G ფერი: ... Read More »

მარსი

მარსს შეესაბამება: სტიქია -ცეცხლი, თბილი და მშრალი ზოდიაქოს ნიშანი – ვერძი და მორიელი ფერი – ალისფერი წითელი, სისხლისფერი, ჟანგისფერი , იასამნისფერი. რიცხვები – 5, 25, 65, 325 ჰორიზონტის მხარე – სამხრეთი დღე – სამშაბათი გემო -მწარე და ცხარე ადგილები -სამჭედლო, სასაკლაო, ბრძოლის ველი, ქარხნები, მეტალურგიული წარმოება, ყველაფერი რაც უკავშირდება რკინას, ცეცხლს და სისხლს. მეტალები -რკინა, მადანი მინერალები -ალმასი, მარგნეტიტი, ლალი მცენარეები -ნიორი, ხახვი, თამბაქო, ბარდა ბოლოკი, მდოგვი, ჭინჭარი, ნარშავი, რძიანა, ისპანახი , ბელადონა კანაფი, მრავალძარღვა, შავი წიწაკა და ა.შ მცენარეში – ღერო ცხოველები – მგელი, მამალი, სკაროსი, კატა, მტაცებელი ცხოველები, შხამიანი მწერები, ცხენი, სვავი, არწივი, მიმინო, ყვავი. პერიოდი  – 19 ... Read More »

ვენერა

წყარო: კეფერი ვენერა – სილამაზის და სიყვარულის წყარო, სამყაროში შემოაქვს ყველა ის თვისება, რომლის დახმარებითაც არსებას უყვარს და სიცოცხლით გაოცების უნარი აქვს. მეტაფიზიკურად ახდენს არსებობისა და ესთეტიკური წესრიგის სიმბოლიზებას. ასტროლოგიურად ახდენს მხიარულების, ბედნიერების, მეგობრულობის, ახალგაზრდა ქალების, სასიყვარულო გავლენის – ყველა მისი მიმზიდველობითა და საშიშროებებით –  სიმბოლიზებას. (ვენერას გავლენის სფეროების თანამედროვე გაგება უფრო ფართეა: ის ადამიანის ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებას ახდენს, ის განსაზღვრავს არჩევანს და რთავს მგრძნობიარობას, სხეულის ყივილს, ფლობას და სიამოვნებას, ასევე _ მეცნიერებას, რომელიც სამეცნიერო წარმოსახვის სტიმულირებას ახდენს. მეცნიერებით გატაცებულთა ჰოროსკოპებში, როგორც წესი, ვენერას ძლიერი პოზიცია უკავია). ჰოროსკოპში აღნიშნავს სიცოცხლის ხიბლს, საყვარელს, სილამაზეს, ესთეტიკურ ინტერესებს, ხელოვნებას. ჰერმენტიკის სიგნატურები სტიქია: ჰაერი ... Read More »

მერკური

მერკური – ცხოვრების, ენერგიის მაცნე, აღიქვამს ძალებისა და სულის გავლენას და მიმართავს მათ ყოფით უნარებზე. მეტაფიზიკაში ის სულსა და მატერიას შორის, არსსა და სახების შუამავალია. ასტროლოგიაში აზროვნების, ჭკუის, მოძრაობის და სიცხოველის სიმბოლიზებას ახდენს. მას საკუთარი ენერგია არ აქვს, მხოლოდ სხვისი ენერგიის ფორმირებას ახდენს. ამიტომ მას ანდროგენს (ჰერმაფროდიტს) და ღმერთების ელჩს უწოდებენ. ჰოროსკოპში აღნიშნავს ინტელექტუალურ თვისებს და ხარისხს, მოხერხებულობას, კარგ ფიზიკურ მონაცემებს; ის არის ახალგაზრდობის სიმბოლო მთელი თავისი სილამაზით და შეცდომებით, ცხოვრებისეული გამცდილებით, შეთვისების უნარით და გონებახვილობით. ჰერმეტიკის სიგნატურები სტიქია: წყალი-მიწა, ცივი-მშრალი. ზოდიაქო: ტყუპები, ქალწული. ტონი: Е. ფერები: ცვალებადი (გარდამავალი), შერეული, ჭრელი. რიცხვები: 8, 64, 260, 2080. ჰორიზონტის მხარე: ჩრდილოეთი. დღე: ... Read More »

მთვარე

მთვარის მდებარეობა, მზის შემდეგ, მეორე მნიშვნელობის ფაქტორია ადამიანის ჰოროსკოპში. მზის ნიშანი ადამიანის ის ნაწილია,რომელიც სამყაროსკენაა მიმართული და გარშემომყოფთათვის ხილულია. მთვარის ნიშანი კი ის ნაწილია,რომელიც პირით ჩვენსკენ დგას და ყველაზე უკეთ ჩვენ ვხედავთ. მთვარე 1 წრის დარტყმას უნდება 27 დღე და 8 სთ.ამ დროის განმავლობაში ის მთელ ზოდიაქოს სისტემას შემოივლის და ყოველთვის მისი მხოლოდ 1 მხარე ჩანს. მთვარეს აქვს ოთხი ფაზა,რომელიც მითოლოგიასთან და ქალღმერთებთანაა კავშირში: Read More »

მზე

წყარო: ეზოთერიკა ტ. II მზე მბრძანებლობს (მართავს) ლომის ნიშანზე. ძვირფასი ქვები: 1) ბრილიანტი, 2) ძოწი (კარბუნკული). ჩარჩო (ბუდე): ოქრო ანდა ვერცხლი.  საერთო დახასიათება ასტრონომიის თვალთახედვის წერტილიდან მზის პლანეტად ჩათვლა არასწორია, მაგრამ ასტროლოგიაში, როგორც კოსმოფსიქოლოგიური ფაქტორი, ის დიდი ხანია დგას შვიდი “თანამგზავრის” (პლანეტების) და მთვარის გვერდით. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ დედამიწაზე მზე წარმოადგენს ყველა ცხოვრების, სიცოცხლის ფორმის შემქნელსა და მფარველს. მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის გამო ხდება წელიწადის დროების ცვლა, ხოლო როცა დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო ტრიალდება (მზით დედამიწის ნახევრად განათებისას), მაშინ იმ ნახევარსფეროში, რომელიც მზისკენაა მიმართული, სითბო და სინათლეა. რაც უფრო პოლუსებთან ახლოს და ეკვატორიდან შორს ცხოვრობდნენ ადამიანები, მით უფრო ... Read More »

Scroll To Top