Author Archives: Rusa

მარსი წყლის სტიქიაში

მარსი წყლის სტიქიაში (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) მარსი ნებისმიერ წყლის ნიშანში –ესა არის ენერგიისა და ემოციის ძალის კომბინაცია, ამის გამო ადამიანები მარსით წყლის ნიშნები მძაფრად რეაგირებენ ყველა ცხოვრებისეულ მოვლენაზე და მგზნებარედ ავლენენ საკუთარ შეხედულებებს, ამბიციებს თუ სურვილებს. გაუცნობიერებელი და ხშირად დაუძლეველი სურვილები უბიძგებთ გარკვეული ცხოვრებისეული მიზნებისკენ. ხშირად ისე იქცევიან, გარშემომყოფებს პირდაპირი გაგებით უხდებათ მათი მოქმედებების “გაშიფვრა”. მიზნის მისაღწევად ეს ადამიანები მოქმედებენ ძალიან დახვეწილად და ფარულად. ხშირად მხოლოდ ნაწილობრივ აცნობიერებენ საკუთარ ამბიციებს და მიზნებს, სანამ არ მიხვდებიან ამას გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი ქცევა განპირობებულია სიღრმისეული სურვილით – უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება და მოახდინონ თავისი ცხოვრებისეული მიზნების რეალიზება. აღნიშნული სიღრმისეული მოტივები ... Read More »

მარსი ჰაერის სტიქიაში

მარსი ჰაერის სტიქიაში (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ადამიანებისთვის მარსით ჰაერის ნიშნებში დამახასიათებელია – აგრესიული ენერგია ინტელექტუალურ და სოციალურ ცხოვრებისეულ საკითხებში. ეს ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას და მათი ვერბალური უნარები შესამჩნევი ხდება ადრეული ასაკიდან. მათთვის დამახასიათებელია ვერბალური და პიროვნებათშორისი თვითრეალიზაციის მეთოდი, ამის გამო მათ უყვართ დებატები, კამათი და ინტელექტუალური შეჯიბრი. უნარი აქვთ მჭერმეტყველად და გარკვევით ჩამოაყალიბონ აბსტრაქტული იდეები, ხოლო მაშინ როცა უკვე საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება, მათი მიდრეკილება თეორიული ვარიანტების გაუთავებელი ანალიზისა ,ხშირად ემსგავსება ერთი ადგილის ტკეპნას. ინტელექტუალური აქტიურობა და ურთიერთობები მათ ავსებს ენერგიით, ამასთან როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური ენერგიით. იმისთვის რომ ჰქონდეთ საკმარისი ძალა რაიმე ამოცანის გადაწყვეტისთვის, მათთვის აუცილებელია რომ ეს ახდენდეს ... Read More »

მარსი მიწის სტიქიაში

მარსი მიწის სტიქიაში (კურო, ქალწული, თხის რქა) მარსი ნებისმიერ მიწის სტიქიაში მიუთითებს თანაბარ, სისტემატიზირებულ კონსტრუქციულ და ხშირად ამბიციურ მიდგომას ყველა ცხოვრებისეული საკითებისადმი. ადამიანები მარსის ასეთი მდებარეობით ცდილობენ საკუთარ მიზნებისკენ იარონ უკვე გამოცდილი (ხშირად მოსაწყენი ავტ.შენიშვნა) გზებით, თუ ეს მათ ნამდვილად დაეხმარება წარმატებაში. ისინი გრძნობენ ბუნების რიტმებს, ადამიანის მოთხოვნილებას იყვნენ საიმედოდ და დაცულნი როგორც პირად ურთიერთობებში ასევე ცხოვრების სხვა სფეროებში. სიფრთხილე, თვითგადარჩენა, პრაქტიკულობა და მოთმინების უნარი – ესა არის ამ ინდივიდების ყველაზე მთავარი მახასიათებელი, ისინი ძირითადად კონცენტრირებული არიან საკუთარი ძალისხმევის ეფექტურობაზე, განიცდიან ჭეშმარიტ სიამოვნებას, როდესაც იღებენ შედეგს ისეთი საქმიანობისგან რომელსაც სჭირდება მიზანდასახულობა და მოთმინება. მოწადინებული არიან დაიცვან საზოგადოებრივი ქცევის წესები რის ... Read More »

მარსი ცეცხლის სტიქიაში

 (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) როდესაც მარსი ხვდება რომელიმე ცეცხლის ნიშანში, ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია ისეთი მძლავრი თვითგამოხატვისა და საკუთარი “მე”-ს გარესამყაროზე პროექციის უნარი, რომ ეს აუცილებლად ასიახება გარშემომყოფებზეც. თავდაჯერებულობას, ენთუზიაზმს და ინიციატივას ხშირად ამჟღავნებენ ინსტიქტურად. არიან ლიდერული თვისებების მატარებელი, ახდენენ სხვა ადამიანების შთაგონებას დაუშრეტელი ახალ-ახალი იდეებით.თუმაცა მათთვის ასევე დამახასიათებელია თანდაყოლილი საკუთარი უპირატესობის შეგრძნება, რომელიც ბევრს აღიზაინებს და მათთან ურთიერთობის სურვილს უკარგავს. Read More »

მთვარე თევზების ემოციური სამყარო

ერთი რამ უდავოა: ეს ყველაზე ემოციური ნიშანია ყველა მთვარის ნიშნებს შორის. რაც გარკვეულწილად აშფოთებს მთვარეულ თევზებს. ისინი აღსავსე არიან თანაგრძნობით და ადამიანების მიმართ სიმპათიით, უბრალოდ არ შეუძლიათ ზურგი აქციონ მას ვისაც მათი დახმარებას სჭირდება, ეხმარებიან მათ სიყვარულით და უანგაროდ. გარკვეულ მიზეზთა გამო ისინი მუდმივად ხვდებიან ისეთ სიტუაციებში როდესაც უწევთ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების კეთილდღეობაზე, გვერდში დაუდგნენ მათ, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის და კეთილდღეობის საზიანოდაც კი.  რომანტიული ურთიერთობები ანთებენ ვარსკვლავებს მთვარეული თევზების თვალებში. ნამდვილად სჯერათ იდეალი მონათესავე სულის მქონე ადამიანის არსებობის, ვისი ინდივიდუალურობაც ჰარმონიულად ერწყმის მათ როგორც ფიზიკურად, ასევე ინტელექტუალურად და სულიერად. Read More »

მთვარე თევზებში

წყარო: http://www.aquarun.ru მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს: – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს; – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება; – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას; – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან; – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში; – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ მთვარე იმყოფება წყლის სტიქიის ნიშანში, სტუმრად ნეპტუნთან და იუპიტერთან. როგორც ჩანს, ეს მთვარისთვის ყველაზე საუკეთესო მდებარეობაა. საერთოდ, მთვარის წყლის ... Read More »

მთვარე მერწყულში

წყარო: http://www.aquarun.ru მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს: – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს; – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება; – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას; – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან; – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში; – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე. მთვარე მერწყულში გრძნობა + ცვლილება = არამუდმივობა ეს ფაქტორი უთითებს საზოგადოებასთან ძლიერ კავშირზე, დამოუკიდებლობასა და შეხედულებათა სიფართოვეზე, ასევე მთელ სამყაროში ყველაფრის მიმართ ცხოველ ინტერესზე. ხასიათის უარყოფითად ... Read More »

მთვარე თხის რქას შეთავსება სხვა მთვარებთან

 მთვარე თხის რქა-მთვარე ვერძი ვერძის ნიშანი იმართება მარსით,თხის რქის კი სატურნით,რაც კვადრატულ ურტიერთობას წარმოქმნის. თქვენი ინსტინქტური პასუხები, ჩვევები, ემოციური მდგომარეობა, ცვლილებებისადმი მზაობა განსხვავებულია. მთვარე ვერძები ყოველთვის მოუთმენლები არიან, აქვთ პოზიტიური და ენთუზიაზმით სავსე ხედვა, სურს „თავით ჩაერთოს“ ცვლილებებში. მთვარე თხის რქა მიდრეკილია პრობლემებს სტრატეგიულად მიუდგეს, რთულ სიტუაციაში ემოციებს არ აყვეს, ფოკუსირებულია ფიქრზე „რა უნდა გაკეთდეს“ სიტუაციის გამოსასწორებლად. მთვარით ვერძი სპონტანურია და პირდაპირი საკუთარი გრძნობების და ემოციების გამოხატვის დროს, თხის რქა მთვარე კი ფრთხილი, წინდახედული, მას შემზადება სჭირდება რომ გაიხსნას; ვერძმთვარიანი მე-ზე ორიენტირებულია და წინა პლანზე წევს საკუთარ პიროვნებას ურთიერთობაში, ხოლო თხის რქა მთვარიანი ურთიერთობაში ეძებს კომფორტს (ან მის შეგრძნებას). თხის ... Read More »

მთვარე თხის რქა და ურთიერთობები

როგორ იხიბლება მთვარე თხის რქა შესაძლოა, უკეთესი იყოს მის მოსახლიბლად ტრადიციული მიდგომა, რადგან მთვარე თხის რქები ნაკლებად სცემენ პატივს პროგრესს . როგორი დარწმუნებული და წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს, თქვენ ყოველთვის გახსოვდეთ მათი შინაგანი სიმორცხვე. ისინი რეაგირებენ ყურადღებაზე, სითბოზე და ალერსზე.იმისთვის, რომ მთვარე თხის რქიანისთვის გახდეთ მიმზიდველი, უნდა იყოთ/ჩანდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ , მოწესრიგებული იყოთ და საკუთარ ძალას აჩენდეთ. თუ თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ, არ გჭირდებათ საკუთარი ძალის დემონსტრირება, თხის რქა მთვარიანი ისედაც ადვილად იხიბლება ლომის მეფური პიროვნებით. არ აიმაღლოთ ხმა მთვარე თხის რქიანთან! არ დაუშვათ, რომ მთვარე თხის რქიანმა იფიქროს თქვენ ხართ დაუფიქრებელი/ქარაფშუტა და ეძებთ შემთხვევით ... Read More »

მთვარე თხის რქაში

თორმეტ ასტროლოგიურ ნიშანს თავისი სტილი და მახასიათებელი თვისებები გააჩნია,რომელსაც მასში მოხვედრილი პლანეტა იღებს.საკმაოდ რთული პროცესია და მისი მთლიანობაში გადმოცემა არც ისე ადვილია. ნიშანი მიუთითებს როგორები ვართ, ჩვენს სტილზე, მახასიათებლებზე, ჩვენში მიმდინარე ფსიქოლოგიურ პროცესებზე…შესაბამისად მთვარის მდებარეობა რომელიმე ნიშანში იღებს იმ ნიშნის მსგავს ემოციურ ფუნდამენტს. მთვარე თხის რქის ბედნიერება და კმაყოფილება პირდაპირ კავშირშია მის წარმატებულობასთან, ხშირად ორიენტირებულია მიღწევებზე, გამარჯვებებზე, მიზნებზე, ამბიციებზე. თხის რქას მმართველსაც უწოდებენ, შესაბამისად მთვარე თხის რქები მიდრეკილნი არიან მართვისკენ. მათ აქვთ კარგი ანალიზის უნარი და შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად, შეადგინონ დიდი სამოქმედო გეგმა, რომელიც მომავალზე იქნება გაწერილი. მთვარე თხის რქებმა კარგად იციან სიტყვა „კონსერვატიულის“ მნიშვნელობა, ... Read More »

Scroll To Top