Category Archives: ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები

ქირონი მე-4 სახლში

ქირონი კირჩხიბში ან მეოთხე სახლში ეს ადამიანი თავს გრძნობს, როგორც წყლიდან ამოვარდნილი თევზი. აქვთ მარტოობის გრძნობა. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ხუმრობდეს,რომ უცხოპლანეტელია, ან აყვანილია, რადგან თავს უცხოდ, ცალკე და განსხვავებულად გრძნობენ როგორც  საკუთარ სახლში, ასევე გარემოში, სოციუმში,კულტურულ ჯგუფებში ,რომლებშიც ტრიალებენ. შესაძლოა ბავშვობაში მათ გადაიტანეს   ფიზიკური ძალადობა  ან ფსიქიკური ზეწოლა ოჯახის რომელიმე წევრისგან. ქირონი კირჩხიბში არის საკუთარი ოჯახის შექმნაში სიძნელეების მაჩვენებელი. ზოგიერთი მათგანი ბავშვობის მტკივნეული მოგონებების გამო  უარსაც ამბობს ოჯახის შექმნაზე.   ქირონი მე-4 სახლში თითქმის ყველას ჰქონდა ბავშვობაში სიძნელეები  მშობლებთან. ქირონი მე-4 სახლში ამ პრობლემებს უფრო დასამახსოვრებელს ხდის. სახლი, კერა- ესაა  სიძნელეების ერთ-ერთი ადგილი. შესაძლოა რომელიმე მშობელი იმდენად დაკავებული იყო ოჯახსგარეთ ... Read More »

ქირონი მე-3 სახლში

ქირონი ტყუპებში ან მესამე სახლში ნერვული სისტემა, კომუნიკაციური უნარები არის ქირონი ტყუპების გასაღები-სიტყვები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანმა  შესაძლოა ბავშვობაში ტრავმა მიიღო ხმასთან ან სმენასთან დაკავშირებით, ასევე დამახასიათებელია მორცხვობა,რაც ბავშვობაში თვითგამოხატვის შიშის ბრალია. მას სურს იყოს დარწმუნებული,რომ სწორად გამოთქვამს საკუთარ აზრს  და სწორად გაუგებენ.   ქირონი მე-3 სახლში ქირონი მესამე სახლში იძლევა ადამიანებისა და სოციალური სიტუაციების ოდნავ არაობიექტურ ხედვას. შეიძლება ეს ადამიანი ჩანდეს  „სასაცილო პიროვნებად“ საერთო ქვეცნობიერის პოზიციიდან. ჩვეულებრივი სოციალური ურთიერთობები მისთვის მოსაწყენია. ქირონი მას უბიძგებს  იხუმრობს შეუსაბამო სიტუაციებში, ან სულაც უხამსი ხუმრობები მოყვეს,სადაც მიუღებელია.  დამუშავების შემთხვევაში ქირონი იძლევა საინტერესო და /ან ახალ ნაცნობობას, უფრო მეტად იხვეწება ადამიანური ურთიერთობების ფორმები (როგორიც ... Read More »

ქირონი მე-2 სახლში

ქირონი კუროში ან მეორე სახლში კომფორტი ფიზიკური და მატერიალური საგნებიდან, ფული,სექსუალური სიამოვნება. შესაძლოა ჰქონდეთ უჩვეულო სექსუალური ინტერესები (ბავშვობაში ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის გამო). ზოგჯერ ისინი ხდებიან მასწავლებლები სწორედ იმ საკითხებში,რომლებშიც თავად არ გაუმართლათ, განსაკუთრებით კი „თვითღირებულების გაკვეთილებში“ ქირონი მე-2 სახლში ქირონი სწავლობს და აძლევს რჩევებს. მეორე სახლი განაგებს ფულს, ღირებულებებს, ქონებას. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებმა უნდა აჩვენონ და ასწავლონ სხვებს როგორ მოუფრთხილდნენ ფულს იმაზე უკეთ, ვიდრე ამას თავად ახერხებენ. შესაძლოა მათი ფინანსური მდგომარეობა არეულ-დარეული და არასტაბილური იყოს, ფულის შეგროვებას კი სიამოვნება არ მოაქვს, ან  ფარული შიში აქვთ, რომ ფულს ვერ მოიპოვებენ. უმეტესად კი ამის მიზეზია დაბალი თვითღირებულების განცდა, ამის გამო ... Read More »

ქირონი 1-ელ სახლში

ქირონი ვერძში ან პირველ სახლში მთავარი ამოცანა არის საკუთარი თავის აღმოჩენა. ძირითადად პრობლემურ ზონას წარმოადგენს თავი და მასთან დაკავშირებული პრობლემები (თავის ტკივილი, თავის ტრავმები, დაზიანებები…) ქირონი პირველ სახლში ქირონის ეს მდებარეობა თავს აგრძნობინებს, როგორც მებრძოლ რაინდად. ხშირად,როდესაც ხმალამოღებული იბრძვს, საკუთარ თავს არაფრად აგდებს. ამ ადამიანს მოეთხოვება ასევე იყოს ბრძენი მრჩეველი (განსაკუთრებით ჯანმრთელობის საკითხებში), მაგრამ სავარაუდოდ  საკუთარი  რჩევის მიცემა უჭირს. პირველ სახლში ქირონის მდებარეობის მქონე ადამიანი სხვებისთვის კარგი მასწავლებელი იქნება, მან სხვებს უნდა ასწავლოს როგორ გააკეთონ საქმე იმაზე უკეთესად, ვიდრე თვითონ აკეთებს. რჩევა: საკუთარ თავს მიეცი რჩევა ისე,თითქოს სხვა იყო. შესაძლოა ასე გაგიადვილდეთ გაკეთება. ადამიანს ახასიათებს აზრის ხშირი ცვლილებები საკუთარ თავთან ... Read More »

ქირონი თევზებში

„მოგება, ყველაფერში წინააღმდეგობა პირადი ძალისხმევის გარეშე“ ეს მდებარეობა იძლევა ძლიერ მგრძნობელობას, კოსმიური რიტმის გაგების უნარს, ოკულტურ და მედიუმურ უნარებს. შეუძლია იყოს პრაქტიკოსი ოკულტისტი, პროფესიონალი ფსიქოლოგი, მსახიობი. კარგი პლასტიკა და ფორმების განცდა აქვს. უარყოფითი კუთხით განვითარების შემთხვევაში ილუზიები ჭარბობს, დაუფიქრებლობის, სიცარიელის განცდა აქვს. ქირონით თევზები უნდა გაერკვეს საკუთარ და სხვების შინაგან სამყაროში, მიაღწიონ შინაგან ჰარმონიას, სხვებს დაეხმაროს. პირველ რიგში შინაგანი პრობლემებისა და კრიზისის დაძლევა უწევს, რადგან სხვების დასახმარებლად სულიერი სიმტკიცე და ენერგია დაჭირდება.  სასურველია უარყოფითი აზრები აირიდოს, რადგან აზრების მატერიალიზება კარგად გამოსდის. ადამიანებთან ურთიერთობაში შეუძლია ფსიქოლოგიური და მისტიური შესაძლებლობების გამოყენება. ეს ადამიანი ჰარმონიას ხედავს იქაც, სადაც სხვები ვერ ხედავენ. შეუძლიათ სხვების ... Read More »

ქირონი მერწყულში

„კეთილი ნების პრინციპულობა და საფუძვლიანობა“ დამახასიათებელია ორიგინალურობა, პარადოქსულობა, იუმორი, ყველაფრისთვის ალტერნატიული გზის მოძიება. ქირონით მერწყული, საუკეთესო შემთხვევაში, ერთდროულად ცხოვრობს წარსულში, აწმყოსა და მომავალში.  მეგობრული, ექსცენტრიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.  გადაწყვეტილების მიღებას ორიგინალური იდეების მოძიებით ცდილობს. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევს და ქაოსშია, დაუფიქრებლად მოქმედებს, მის ცხოვრებაში უაზრო ან გაუგებარი მოვლენებია (მაგ: ორი პარტნიორი, ორი სახლი, ორი სამსახური, ორმაგი ცხოვრება…). ჯერ კიდევ მენტალურ დონეზე შეუძლია აბსტრაქტული იდეებისა და ფორმების გაგება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია ინფორმაცია უფრო ფაქიზი სამყაროებიდან მიიღოს. ეს ინფორმაცია ინტუიციურად აღიქმება და ნებისმიერ ენაზე გადმოცემა რთულად ხერხდება. მისთვის ცნობილია ისეთი რაღაცეები, რასაც საზოგადოებაში სერიოზულად არც კი განიხილავენ. შეუძლია ... Read More »

ქირონი თხის რქაში

„პროფესიონალიზმი პედანტურობით“ ფორმებისა და იდეების გაგების უნარი ქირონი თხის რქაში ბრწყინვალე ტაქტიკურ მანიპულაციებსა და მოქმედებებს იძლევა. ინდივიდი ყველაფერს აღწევს მონდომებითა და შრომისმოყვარეობით. შესაძლოა შორეული, ზუსტად გათვლილი გეგმებიც გააჩნდეთ.  არჩევნის საბოლოო გადაწყვეტამდე სრულ და გონებრივ ანალიზს აკეთებს. ინტერესი ძლიერია ჯგუფური ფსქოლოგიისა და ფსიქოანალიზისადმი, ეს ცოდნა ჯგუფური მოქმედებების ეფექტურ მართვაში  ხელს უწყობთ. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ურთიერთობებში დისტანციურობა ახასიათებთ. მიაჩნიათ, რომ ყველამ საკუთარ ბედნიერებაზე თავად უნდა იზრუნოს და შინაგან კანონს უნდა დაემორჩილოს. საზოგადოებაში ხშირად მაღალ ადგილს იკავებენ. ქორწინებაში შესაძლოა შარიანები იყვნენ. მათი დამახასიატებელი სიტყვაა „უნდა!“, „უნდა გაკეთდეს, უნდა წავიდეთ, უნდა ვიმოქმედოთ…“. სამართლიანობის, რესურსების სამართლიანად განაწილების, ორგანიზებულობის გრძნობა, სირთულეებისკენ მიდრეკილება ძლიერად ვლინდება. საკუთარ ... Read More »

ქირონი მშვილდოსანში

“სწავლული“  და „განდიდების მანია“ ქირონით მშვილდოსანი  განკურნებას უმაღლეს განათლებაში ხედავს. ამის გამო შესაძლოა შორეული მოგზაურობები მოუწიოს, განათლება სხვა ქვეყანაში მიიღოს. როდესაც რწმენა აქვს ან ფილოსოფიურ ლიტერატურას ეცნობა, მისი ჭრილობები იკურნება. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ხშირად მისიონერებად გვევლინებიან. სხვებს ასწავლიან და მოუწოდებენ რწმენისკენ, ცნობიერების გაფართოებისკენ. თუმცა თავად შესაძლოა ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებში არეული აზრებით ცხოვრობდნენ. სასურველია სიფრთხილე გამოიჩინონ მოწოდების დროს, რადგან შეცდომების დაშვების ალბათობა იქნება. ადამიანს, ქირონით მშვილდოსანში, სხვებთან ურთიერთობაში არაერთი აზრის მოსმენა, ჰარმონიის მიღწევა უწევს. საკუთარ თავზე მუშაობით შეუძლია ერთი შეხედვით ფანტასტიკური ახსნების, პასუხების მიღება. ეს ადამიანი აისბერგს მოგვაგონებს, რომლის დიდი ნაწილი დაფარულია. მას ფილოსოფიური აზროვნება, განსხვავებული შეხედულებები და ზოგად-მორალური ... Read More »

ქირონი მორიელში

„კეთილშობილება, სამყაროსეული ცოდნის ინტუიციაზე დაფუძნებულობა“ ქირონით მორიელმა კარგად იცის, რომ უბრალოდ არაფერს იღებს. შესაძლოა სხვების გამო რაღაცის შეწირვაც მოუწიოს. ამ მდებარეობის შემთხვევაში შესაძლოა პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემებიც გამოვლინდეს, განსაკუთრებით ცხოვრების მეორე ნახევარში. თუმცა ერთი რამ ცხადია – ინდივიდს, რომელსაც ქირონი მორიელში ჰყავს, ტრანსფორმაციისა და განკურნების კარგი უნარი ექნება. მთავარი თემა – ძალაა. ამ ადამიანებს საკუთარი ძალის, მისი გამოყენების ეშინიათ, ამიტომ ხშირად იკეტებიან და თავს იზღუდავენ. ზოგჯერ შესაძლოა ჰქონდეთ უმწეობის ან ძალაუფლების უქონლობის განცდა, რომელსაც გადაჭარბებული დემონსტრირებით ფარავენ („მგელი უნდა იყო, რომ არავინ დაგჩაგროს“). სექსუალური ურთიერთობა მათთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რათა თავი კარგად იგრძნონ. ამ ადამიანთა ნაწილი – მის აუცილებელ მოთხოვნილებას განიცდის, ... Read More »

ქირონი სასწორში

„ეშმაკობა, ანგარიშიანობა, მერკანტილურობა“ მთავარი გასაღები პარტნიორობაა. ქირონის სასწორში ყოფნის შემთხვევაში აქცენტია ინიციატივის მიღებაზე, პარტნიორობაზე, თანამშრომლობაზე. სამართლიანობა – გაიგივებულია როგორც „დამსახურებისთვის ჯილდოს მიღება, შეცდომისთვის – დასჯა“. პარტნიორობა გაიგივებულია ერთმანეთის შევსებასთან და კარგ პარტნიორად თვლის მას, რომელიც ბოლომდე ავსებს. ამის გამო იდეალურ პარტნიორს ეძებს, რომელთანაც რესურსების გაყოფა არ სჭირდება. ხშირად ეხმარებიან სხვა ადამიანებს, მათ მფარველებად ევლინებიან.  ქირონი სასწორში ნიშნავს ურთიერთობებში პრობლემების არასწორ შეფასებას. შესაძლოა ისინი ფსიქოლოგიური და ანალიტიკური უნარების მეშვეობით აანალიზებდნენ პრობლემებს, მაგრამ მათი მოგვარებისათვის არაფერს აკეთებდნენ.  ეს ადამიანები მიისწრაფიან ჰარმონიისა და სტაბილურობისკენ, ყველაფერს ირიდებენ, რაც ამ ორი ცნებისა და მდგომარეობის დარღვევას გამოიწვევს. პრობლემების მოსაგვარებელი  მოქმედებების ნაცვლად მიდრეკილნი არიან „დამსახურებული“ დარდი და ... Read More »

Scroll To Top