Category Archives: ასტეროიდები და ფიქტიური პლანეტები

ქირონი ქალწულში

საუკეთესო შემთხვევაში: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, თამაშის გარეშე ურთიერთობები. მათგან კარგი ამხსნელები, ტექნიკურ სფეროებში წარმატებული ადამიანები გამოდიან. უარეს შემთხვევაში: მაკლერი, კულისებიდან მოქმედი ინტრიგანი, სხვების გამომყენებელი ადამიანი, თუ მატერიალურად არ უჭირს, შესაძლოა არც იმუშაოს. ქალწული რუკაში გვიჩვენებს სად ვუღრმავდებით დეტალებს და როგორ ვუმკლავდებით ჯანმრთელობასთან და ზოგადად, მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ქირონი ქალწულში მიანიშნებდეს ბავშვობიდანვე კრიტიკულ, დეტალებზე  და სისუფთავეზე ორიენტირებულ ადამიანზე.  შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპოქონდრია. ასევე, ამ ადამიანმა შეიძლება მთლიანად უარყოს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, როცა სხვებს რჩევებს  სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აძლევს.  ამ მდებარეობის მქონე ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, მისი სწორად შეფასება, გამოყენება. ძირითადად, საქმიანი ხალხია, მიდრეკილნი არიან ყველაფრის დეტალებში და არა გლობალურად ათვისებისკენ. საჭიროა ... Read More »

ქირონი ლომში

„წარმატება… ზომიერებით“ ქირონი მზის სახლში და ცეცხლის სტიქიის ნიშანშია, აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს. ქირონისთვის დამახასიათებელი იქნება თვითგამოხატვა, ილუზიები, მოტყუებით გამარჯვებები. შესაძლოა გქონდეთ გაურკვევლობა და დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ძალებში. ხშირად, ამ მდებარეობის მქონე ადამიანები თამაშობენ ისეთი ტიპის როლს, რომლისთვისაც ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ამ ნიღაბში მათივე კომპლექსები იმალება. ძლიერი ქირონის შემთხვევაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ენერგიების პრაქტიკული გამოყენება: ტელეკინეზი, ბიოდენებით განკურნება, ფსიქოთერაპია, რელაქსაციის მეთოდები, ჰიპნოზი და ა.შ. ასევე,   ჯგუფის მართვა და მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რის გამოც ჯგუფური ფსიქოთერაპია კარგად გამოსდის. ეს ადამიანები პარტნიორულ ურთიერთობებში ეთიკურ და ესთეტიურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობენ. სასურველია თვითკონტროლის გამომუშავება, რადგან უმეტესად, ეს ადამიანები ვერ ამჩნევენ ... Read More »

ქირონი კირჩხიბში

ქირონი კირჩხიბის ნიშანში თავს ჰარმონიულად გრძნობს, წყლის ნიშანში მდებარეობის გამო, ქირონმა შეიძლება ისტერიული ტიპაჟის შექმნას შეუწყოს ხელი. დამახასიათებელია შინაგანი კომპლექსები, კაპრიზულობა,  ცვალებადობა. ეს ადამიანები რაც უფრო უკეთ ცხოვრობენ, უფრო მეტად არიან მოწყვეტილნი ოჯახს (მაგ: კარიერის გამო), შესაძლოა ფიქრობდნენ, რომ არ არიან შექმნილნი ოჯახური ცხოვრებისთვის. ოჯახური საქმეები მოუწესრიგებელია, შესაძლოა ჰქონდეთ ორი სახლი, ორი ოჯახი. ზოგჯერ ერთდროულად აქვთ ხეტიალის სურვილი და სახლში დასვენების სურვილი, ერთდროულად ჩნდება ორი საქმე, ორგან ყოფნის სურვილი (მაგ: სახლშიც საჭიროა მისი ყოფნა და ამ დროს სამსახურში იძახებენ, ორი სახლის შემთხვევაში-ორივეგან ერთდროულად სჭირდებათ მისი დახმარება). უმეტესად ამ ადამიანებს ახასიათებთ მოქნილი და ადვილი შინაგანი ცვლილებები, ადვილად ითვისებენ და იგებენ უძველეს ... Read More »

ქირონი ტყუპებში

 „სურვილებში დაურწმუნებლობა“ ერთ-ერთი ვერსიით, ქირონის ტყუპებში დაცემულია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებისთვის ზედგამოჭრილია „მაკლერობა“, სარეკლამო აგენტობა, ჰყავს დიდი სანაცნობო წრე,მაგრამ მაინც მარტოა. არ აღიარებს დისციპლინას. ეს ადამიანი მუდამ ცდილობს იყოს ყველაფრის საქმის კურსში,იცოდეს ყველაფერი,რაც მის გარშემო (და არამხოლოდ) ხდება. საუკეთესო შემთხვევაში მას აქვს ლიტერატურული ნიჭი .ინფორმაციის შეფასება ყველაზე მეტად სწორედ ტყუპები ქირონის შემთხვევაში ხდება. შეუძლია სხვების ალაპარაკება,თუმცა ამ დროს თავს მოწყენილად გრძნობს. ამის გამო შესაძლოა სხვები ალაპარაკონ და თვითონ სულ სხვა საკითხზე იფიქრონ. უარეს შემთხვევაში ეს მდებარეობა ხასიათდება ცრუ აქტიურობით,აშფოთებთ ყველაფერი,რისიც არ სჯერათ. ეს ადამიანები არავის უნდა ენდონ „სიტყვაზე“. ახასიათებთ გაორება,ქამელეონური ბუნება. ქირონის ტყუპებში მდებარეობის დროს ძირითადად ხდება მისი „პატრონის“ ინფორმაციული ... Read More »

ქირონი კუროში

„ბალანსი“ ემოციური განცდები, სილამაზის, ხელოვნების განსხვავებული აღქმა. ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე ორიენტირებულობა (ან ძალიან ორიენტირებულია, ან პირიქით). შესაძლოა  მკაცრი მორალური და ეთიკური პრინციპები ჰქონდეს. ქირონისთვის მიწის ეს მდებარეობა არც ისე უარყოფითია, რადგან მის მმართველად ითვლება. საუკეთესო შემთხვევაში მიწის საქმეებში, მეცნიერებაში, გამომგონებლობაში ,ექსპერიმენტებში გამოავლენთ გონივრულ პრაგმატიზმს, რაც ჭკვიანურად ლავირების საშუალებას მოგცემთ. ყველა ნაბიჯს კარგად გეგმავთ, მაგრამ დგამთ ნაბიჯს წინ და ზუსტად. კარგი ტაქტიკოსი ხართ და შეგიძლიათ მთელი სამუშაო თქვენს თავზე იკისროთ. როგორც წესი, შესაძლოა წარუმატებლობებსაც წინასწარ თვლით. უარეს შემთხვევაში – ადამიანს აქვს მიდრეკილება სხვისი საკუთრების მითვისებისკენ. ქირონი კუროში მის მფლობელს ყურადღებას ამახვილებინებს ისეთ ფორმებზე, რომლებსაც  საუკუნეების განმავლობაში ეტრფოდნენ. ეს ადამიანები საკუთარ და სხვების ... Read More »

ქირონი ვერძში

„ბრძოლა“ ააქტიურებს ვერძისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელია უცაბედი ცვლილებები, ძლიერი პიროვნების როლის მორგება, მის ქცევებს ახასიათებს სიფრთხილე და რაც უფრო ფრთხილობს, მით უფრო ექმნება პრობლემები. ეს ადამიანი ხშირადაა ორ ცეცხლს შორის-მას სურს აქტიურობა და ამავე დროს სურს  განმარტოება. შედეგად კი ბოლომდე თითქმის არცერთი საქმე არ მიჰყავს. ენერგიულობას იყენებს როგორც ინსტრუმენტს. შესაძლოა მიდრეკილება და ინტერესი არატრადიციული მედიცინისკენ; დამახასიათებელია ფსიქოლოგიური და ჰიპნოზური შესაძლებლობები.ეს ადამიანი ხშირად გვევლინება ჰარმონიის დამრღვევად, სხვებთან ურთიერთობაში ხშირად არ უსმენს მათ და მოქმედებს მხოლოდ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. უარყოფითი კუთხით, ქირონის ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თუ არ გააკონტროლებს საკუთარ სურვილებს, შესაძლოა სხვებისთვის  ხელისშემშლელი გახდეს. სულიერი განვითარება ცეცხლის ... Read More »

ლილიტი თევზებში

ბრძენის და წინასწარმეტყველის როლის თამაში (უკიდურესობები სიყალბე ან თავგანწირვა ) წარსულში ადამიანი დაკავებული იყო საიდუმლო, უკანონო საქმეებით. იყო ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, დამნაშავე, არღვევდა მცნებებს. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: მუდმივად ცდილობს ვინმეს დახმარებას, თუმცა თავად დახმარების იდეის არსი არასწორად ესმის, ამიტომ მისი ქმედება ხშირად მომაბეზრებელი ან უადგილოა. სიბრალულს და თანაგრძნობას განიცდის ისეთი ადამიანების მიმართ ვინც არ იმსახურებს ამას, ხოლო ისინი ვინც სინამდვილეში თანადგომას საჭიროებს, ყურადღების გარეშე რჩებათ. სხვების გამო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა მუდმივად უწევს, ამასთან ისეთ მომეტში, როცა, შეიძლება, ეს საზიანოც კი იყოს. აქვს ცდუნება გახდეს საეჭვო რელიგიური სექტის წევრი. პასიური ადამიანი: ვერ აცნობიერებს საკუთარი ... Read More »

ლილიტი მერწყულში

დამოუკიდებლობა (უკიდურესობები – ექსცენტრიულობა ან კონსერვატიზმი) წარსულ ინკარნაციაში – თავისუფლების მოყვარე, მის მოპოვებას ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა. შეიძლება იყო ანარქისტი, ავანტურისტი, შულერი შულერ-ი (1. ბანქოს მოთამაშე პროფესიონალი, რომელიც თამაშის დროს ყალთაბანდობს, თაღლითობს. 2. (გადატ.). ყალთაბანდი, თაღლითი., წყარო: უცხო სიტყვათა ლექსიკონი), მეგობრების მოღალატე. წარსულის ნეგატიური გამოცდილება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: ორგანულად ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვას. ნებისმიერი,თუნდაც მცირე დაძალების მცდელობას აღიქვამს როგორც ძალადობას და მძაფრი რეაქცია აქვს. სწრაფი და მკვეთრი ხასიათცვალებადობა ახასიათებს. ზოგჯერ გარშემომყოფების შოკირებისთვის, სპეციალურად იქცევა არაორდინალურად. რითაც ახდენს საკუთარი უდიერი დამოკიდებულების დემონსტრირებას დადგენილი ქცევის წესების მიმართ. ნებისმიერი ხერხებით ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, არ სურს აიღოს საკუთარ თავზე რაიმე ვალდებულება, ... Read More »

ლილიტი თხის რქაში

გონიერება (უკიდურესობები გადაჭარბებული პასუხისმგებლობა ან პასიურობა) წარსულში – სისასტიკე, დაუნდობლობა, დესპოტიზმი, გარშემომყოფების დათრგუნვა. ადამიანი არაფერს არ ერიდებოდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით: აქტიური ადამიანი: არ შეუძლია სხვების დაქვემდებარებაში ყოფნა და ყველა საშუალებით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. ადამიანების დათრგუნვა და საკუთარ ნებაზე დამორჩილება ხდება თვითმიზანი. დასახული მიზნის მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერია რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს. თუ გარემოებები ხელს შეუშლის საკუთარი ამბიციების რეალიზებაში, ტირანიას ამყარებს ოჯახში და სიამოვნებას იღებს მათზე ძალაუფლებისგან. პასიური ადამიანი: არ გამოსდის მიზნის მიღწევა, მცირედი დაბრკოლებაც კი, კონკრეტული რეზულტატის მიღწევაში ხელის შემშლელი ხდება. იოლად ივიწყებს საკუთარი გეგმების შესახებ, არ ცდილობს კარიერის გაკეთებას, ძალაუფლებისა ... Read More »

ლილიტი მშვილდოსანში

იდეოლოგია (განდიდების მანია ან შთაგონება (მართვადობა)) ამ ადამიანს წინა ცხოვრებაში შეიძლება თანამდებობრივი დანაშაული ჰქონდა, ცრუ მასწავლებელი იყო, ჭეშმარიტ ავტორიტეტებს ებრძოდა ან მსხვილი მაშტაბის ავანტურისტი იყო. წარსულის ნეგატიური გავლენა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობების სახით: აქტიური ადამიანის შემთხვევაში – თავშეუკავებელი ხასიათი, უგულვებელყოფენ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს. მუდმივად აქვთ სურვილი სხვებს ჭკუა დაარიგონ და მომაბეზრებლად თავს ახვევენ საკუთარ „ფასდაუდებელ“ რჩევა-დარიგებებს. გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ, საკუთარ თავს რჩეულად, უზენაესი იდეების გამავრცელებლად მიიჩნევენენ. ვერ იტანენ საწინააღმდეგო მსოფლმხედველობას, ახასიათებთ ფანატიზმი. პასიური ადამიანის შემთხვევაში– მისთვის იოლია შთაგონება. მსოფლმხედველობა, რელიგიური შეხედულებები და სოციალური ორიენტირები ნაკარნახებია გარემოცვის მიერ. ბრმად მიჰყვებიან მიღებულ სოციალური ეთიკისა და მორალის პრინიცპებს, არ გააჩნიათ საკუთარი შეხედულება და ... Read More »

Scroll To Top