Category Archives: პირადი ჰოროსკოპი

რეტროგრადული პლუტონი მე-8 სახლში

ეს პოზიცია ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პოზიციაა რუკაში. პლუტონი არამარტო მერვე სახლის მმართველია, არამედ რეტროგრადულ ფაზაში ამ სახლში ყველაზე ჰარმონიულად გრძნობს თავს. ამ მდებარეობის ადამიანი მუდმივად ეძებს სხვა ადამიანებში ღირებულებებს, მას შეუძლია ყველაზე ღრმა საიდუმლოებების გაგება. სექსუალურობა მისი ყველაზე იდუმალი მხარეა. ცოტა რამ არსებობს ცხოვრებაში ისეთი,რაც ამ მდებარეობის მქონე ადამიანს პრაქტიკაში არ აქვს შესწავლილი, ის თავის თავზე გამოცდის ყველაფერს. პლუტონი რუკის პატრონს ძლიერ სექსუალურ ხასიათს სძენს (მის ხასიათს სექსუალურობას მატებს). ადამიანის მოტივაცია არამარტო ფიზიკურია, არამედ გონებრივი და კოსმიური დატვირთვისაც გააჩნია. ადამიანის ფიზიკურ ცვლილებაზე ან ფსიქიკურ გარდაქმნაზეა დამოკიდებული ჩაწვდება თუ არა სამყაროს კანონზომიერებებს. რეტროგრადული ფაზის გამო ადამიანი ყველაფერს ძველს, ტრადიციულს ანგრევს, ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-7 სახლში

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ურთიერთობებში ზღვარის გადალახვის დიდ მოთხოვნილებას განიცდის.  ქორწინებაში შესაძლოა ქვეცნობიერად თავად არღვევდეს ჰარმონიას, რომლესაც როგორც ფიქრობს – ეძებს. სხვა ადამიანების შეცვლის მცდელობებში დიდ ენერგიას ხარჯავენ, ამ დროს კი საკუთარ თავს არ იცნობენ. ყველა ადამიანს საკუთარ თავზე წარმოდგენების, ორი ტიპის „მე“ კონცეფცია გააჩნია. ერთი, რასაც თავად ფიქრობს საკუთარ თავზე, მეორე – რასაც თვლის, რომ სხვები მასზე ფიქრობენ. ინდივიდები, რეტროგრადული პლუტონით მე-7 სახლში სწორედ მეორე შეხედულების ტრანსფორმაციაზე მუშაობენ. გარემო იმაზე მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე წარმოუდგენიათ. ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობენ, გარე მოვლენების ძლიერ გავლენას განიცდიან. ამ შემთხვევაში ქორწინება რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან ახლო ურთიერთობები მის ქვე-განცდებს ააქტიურებენ, ასევე მის ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-6 სახლში

სამუშაოს, უფროსებთან ურთიერთობისა და სამყაროს წინაშე ვალდებულებების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. შესაძლოა უცნაური დაავადება სტანჯავდეს ან გადაიტანა. ასეთი დაავადება ისე უცნაურად ქრება, როგორც განვითარდა ან მის მიზეზებს ვერ ადგენენ. მან უნდა ისწავლოს განსაკუთრებული მისია არ მოირგოს („მე განსაკუთრებული როლი მაკისრია“), წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეცნობიერად საზოგადოების მანკიერების, უარყოფითი მხარეების საკუთარ თავში გამოვლენა ხდება. ამის მიზეზია ქვეცნობიერი სურვილი – სამყარო ისე შეცვალოს, რომ მისი იდეების რეალიზებას წარმოადგენდეს. მისი კარმა თავდაუზოგავ მუშაობას უკავშირდება, რომელშიც ქმედებები მეტადაა დაკავშირებული მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებასთან, ვიდრე როლებთან – კოსმიურ დონეზე. ფაქტობრივად, უნივერსალურ მისიონერს წარმოადგენს. სანამ ამ ფაქტს ჩაწვდება, მანამდე სამყაროსთან ურთიერთობაში მწარე გამოცდილებას, სიმწარეს იღებს და სამყაროს მოტყუებაში ადანაშაულებს. ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-5 სახლში

წარსულ ცხოვრებაში „დონ-ჟუანი“ ან კურტიზანი იყო. საწინააღმდეგო სქესის მიმართ გადამეტებულ ინტერესს იჩენდა, სასიყვარულო ავანტიურაზე მიდიოდა, სექსუალური გაუმაძღრობა ახასიათებდა. არაერთ პარტნიორს იცვლიდა ან/და ქორწინების გარეშე შვილები ჰყავდა. ამ ცხოვრებაში მოუწევს სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტი ერთგულება გამოიჩინოს, პარტნიორი არ მოატყუოს და ბავშვების აღზრდას მეტი დრო დაუთმოს. წარმატებას მოუტანს პედაგოგიური, აღმზრდელობითი საქმიანობა, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა, პოლიტიკა, სამეცნიერო ან/და ოკულტური საქმიანობა, ხელოვნება. ინდივიდი მეტ დროს ატარებს რეტროგრადულობის პირველ ფაზაში. ცდილობს საკუთარი თავი გარეგნულად გამოხატოს, რათა დაამტკიცოს, რომ სამყარო იღებს. შეუპოვარი და დინამიურია. ძლიერი სექსუალური ბუნება აქვს. ცხოვრებაზე მისი შეხედულებები (მიზანდასახულობასთან ერთად) გამარჯვების მომტანი შეიძლება გახდეს. შესაძლოა სუბიექტური იყოს ცხოვრებაზე შეხედულებებში, მან უნდა ისწავლოს სხვა ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-4 სახლში

Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-3 სახლში

ადამიანის ცხოვრებაში რეტროგრადულობის სამივე ფაზა მნიშვნელოვანია. ამ პერიოდებში ურთიერთობებს ხედავს „უკნიდან – წინ“. თავდაპირველად საბოლოო შედეგებს აკვირდება, შემდეგ იმ მიმართულებებს, რომლებიც დაწყებამდე დასრულდა. მოგვიანებით ცდილობს საკუთარი ნაბიჯები გაანალიზოს და მიხვდეს რა გამორჩა. მისი თვალთახედვა საკმაოდ ფართეა, სხვა ადამიანთა ქვეცნობიერი, ფარული აზრების მიმართ მგრძნობიარეა, რაც ტკივილს აყენებს. ხედავს ადამიანთა ნიღბებს უკან, შედეგად კი მისთვის სხვების ბოლომდე ნდობა რთულია, რადგან მათ დაფარულ ან/და ქვეცნობიერ მოტივებს ხვდება. ამ ადამიანს შეუძლია ახლო ურთიერთობების დამყარება სულ რამდენიმე წუთის წინ გაცნობილ ადამიანებთან. ეს ეხმარება ჭეშმარიტების დანახვასა და საკუთარი შთაბეჭდილებებისა თუ აღქმის ახსნა. მდებარეობა კარმულად მოითხოვს საკუთარ გრძნობებზე მბრძანებლობას. ახალგაზრდობაში გარშემომყოფებისა და გარემოს მიმართ საკმაოდ მგრძნობიარე იქნება, ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი მე-2 სახლში

მონობის კარმაა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით მონობის. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევს მატერიალურ მდგომარეობას. კარგი იქნება თუ წარსულის გავლენას მოიშორებს. ცხოვრების პირველ მონაკვეთში სამყაროს კარგად არ იცნობს და მიაჩნია, რომ გარემოს მიერ, მატერიალურად მოცემული ფასეულობებია ის, რაც რეალურად უნდა. თუმცა სასურველს იშვიათად იღებს. კარგი იქნება თუ სასურველსა და აუცილებელს ერთმანეთისგან განასხვავებს. დიდი გამძლეობითა და სიჯიუტით გამოირჩევა. წინააღმდეგობებს არ უშინდება. რაც და ვინც მის იდეალებს არ შეესაბამება ფარულად „ჯაჭვებში“ აქცევს და მიდრეკილია სამყაროს იდეალური ხედვისკენ. უარყოფითი კუთხით წარსულიდან შესაძლოა გამოყოლილი აქვს „ცხოველური მე“ – სულიერი კომფორტისთვის ყურადღების მიქცევის ნაცვლად ტკბობის, ჟინის, სიამოვნების წყაროების აქტიური ძიება. ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში უმდიდრესი ადამიანი იყო ... Read More »

რეტროგრადული პლუტონი ნიშნებში

რეტროგრადული პლუტონი ვერძში მიანიშნებს, რომ წინა ცხოვრებაში ადამიანმა საკუთარი ძალა, ენერგია და ძალაუფლება ეგოისტური და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა ან ტირანი, დესპოტი, დიქტატორი, სასტიკი და მამაცი მეომარი იყო. ამ ცხოვრებაში სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლა მოუწევს, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. რეტროგრადული პლუტონი ქალწულში წინა ცხოვრებაში იყო ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. ზედმეტად მკაცრი იყო საკუთარი დაქვემდებარებული პირებისა და მონების მიმართ, საქმიან პარტნიორებსა და კომპანიონებს ატყუებდა, მათ ანგარიშზე ცხოვრობდა. არ აქცევდა ყურადღებას არც საკუთარ, არც დაქვემდებარებულების ჯანმრთელობას, არც ბუნებასა და ცხოველებს. ამჟამად დაშვებული შეცდომების გამოსწორება და გადაფასება უწევს. ამისთვის ყველა წინაპირობა შეიქმნება. სასურველია, თუ სამოქმედო სფეროდ ნაკლებად აირჩევს მედიცინას (განსაკუთრებით აღმოსავლურს ან ... Read More »

ნათალური ნეპტუნი II სახლში

საკვანძო სიტყვა _ „არაპრაქტიკულობა“ Read More »

ნეპტუნი კუროში

1874 / 1875 _ 1887 / 89 წწ. აღქმას + გარანტია = მუშაობა განწყობის მიხედვით Read More »

Scroll To Top