Category Archives: ასტროლოგია

მე-2 სახლი

ფლობის, მატერიალური რესურსების სახლი მატერიალური ინტერესები, ფინანსური საქმეები, ფინანსური პერსპექტივები, მოგება ლატარეაში ან სხვა თამაშებში, მატერიალური ღირებულებების დაკარგვა. ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგები. ინდივიდის სულიერი მიღწევები, სულიერი კაპიტალი. მე–2 სახლი დაკავშირებულია იმ მატერიალურ და სულიერ რესურსებთან, რომელიც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება. ნებისმიერი სახლის ფლობა დაკავშირებულია მე–2 სახლთან. ჩვენ ვფლობთ მატერიალურ ნივთებს, უძრავ ქონებას, შესაძლებლობებს და ა.შ. ის ასევე მოიცავს, ჩვენს უზრუნველყოფილ მდგომარეობას. მეორე სახლთან დაკავშირებულია ღირებულებები, მატერიალური მიღწევები, რას ვფლობთ, რა გაგვაჩნია, რა ხერხით შევძლებთ გამომუშავებას, დაგროვებას, პიროვნული თავისუფლება ფინანსური კეთილდღეობიდან გამომდინარე, მატერიალური სტატუსი. მე–2 სახლი მიანიშნებს იმ მატერიალურ რესურსებზე, რომელსაც ვიღებთ მშობლებისგან ან საკუთარი მიღწევებით. პირველი მესამედი – საკუთრება, მიღებული მემკვიდრეობა, შემოსავლის ... Read More »

1-ელი სახლის მმართველი

I სახლი იწყება ასცენდენტის გრადუსიდან, ანუ პირველი სახლი არის იგივე ასცენდენტი. შესაბამისად, პირველი სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი ასცენდენტი ვერძია, პირველი სახლის მმართველი გამოდის მარსი.თქვენს რუკაში მონახეთ მარსი რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებია ასცენდენტი – მერკური– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. პირველი სახლის მმართველი 1-ელ სახლში პოზიტიური მხარე: უპირობო ერთგულება ახალი პროგრამების შესრულებისას, საკუთარი უნარების დამოუკიდებლად განვითარება, ახალი მიდგომების სიყვარული და სიტუაციების ცვლილებების მიღება, საკუთარი ცხოვრების სრული შეცვლისკენ სწრაფვა. უარყოფითი მხარე: საკუთარ თავზე შეყვარებულობისკენ გადახრა, ეგოცენტრიზმი, დამოუკიდებლობის გადაჭარბებული სიყვარული, თავისუფლების მიმართ გადამეტებული ლტოლვა. ასეთი ადამიანი თითქმის ... Read More »

ასცენდენტი – პირველი სახლი

Asc.–ამომავალი ასცენდენტი (ASC) არის ერთ-ერთი „მიზეზი“ იმისა, თუ რატომ განსხვავდებიან ერთიდაიგივე ნიშნის წარმომადგენლები, რატომ არის ერთი აქტიური, იმპულსური, მეორე წყნარი და მორიდებული. ასცენდენტის ნიშნის დადგენა პირადი რუკის შედგენითაა შესაძლებელი. ასცენდენტს მეორენაირად ამომავალ ნიშანს უწოდებენ. ასცენდენტი არის ამომავალი გრადუსი, ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც დაბადების დროს აღმოსავლეთ მხარეს, ჰორიზონტზე იმყოფებოდა, ანუ ესაა ეკლიპტიკის ის წერტილი, რომელიც აღმოსავლეთ ჰორიზონტს უერთდებოდა. ასევე ასცენდენტი ითვლება პირველი სახლის კუსპიდად. ასცენდენტი რუკის „წაკითხვის“ დროს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მის გასაგებად საჭიროა დაბადების ზუსტი საათის ცნობა (4 წუთიანი „აცდენა“ იძლევა 1 გრადუსიან ცდომილებას). ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც ასცენდენტია, იწოდება როგორც „ამომავალი ნიშანი“, პლანეტას, რომელიც ამ ნიშანს მართავს ეწოდება „ჰოროსკოპის მმართველი“. ზოგიერთი ... Read More »

მთვარის 30-ე დღე

სიმბოლო: ოქროს გედი დღე სიყვარულის, მიტევების, მონანიების, ყველაფერი ამაო და არასაჭიროზე უარი თქმის, სულიერი ინიციაციის მიღებისა და განვითარების ახალ დონეზე გადასვლისა. ეს დღე მთვარის ყველა თვეს არა აქვს. ეს არის შესანიშნავი, სინათლით აღსავსე დღე, სითბოსა და სიყვარულის გამოსხივება. გაანალიზეთ თქვენს მიერ მთელი თვის განმავლობაში გავლილი გზა და შეეცადეთ ჩამოირეცხოთ ყველა ცოდვა. Read More »

მთვარის 29-ე დღე

სიმბოლო: რვაფეხა სახიფათო სატანური დღეა. ქაჯების თავისუფლად სეირონობის დღეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ასტრალური ნისლი, ილუზიები, მოტყუებები.  თუ მთვარის ამ თვის კალენდარში არაა 30-ე დღე, მაშინ შეიძლება თვის შეჯამება/დაჯამება. ეს არის ენერგეტიკულად ყველაზე მძიმე დღე მთვარის თვის განმავლობაში. მრავალი ეზოთერული სკოლა მას „სატანურ დღეს” უწოდებს. დღის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ ადამიანთა უმრავლესობას მასთან გამკლავება უჭირს. Read More »

მთვარის 28-ე დღე

სიმბოლო: ლოტოსი დადებითი დღეა. უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომის, სულიერი ცნობიერების შეძენის, სულისა და სულიერი ალქიმიის დღეა. იყავით ამაღლებულ განწყობაზე, აკონტროლეთ ემოციები, საკუთარი თავი. სასიკეთო დღეა, სულიერი გამოღვიძების, სიბრძნის შეცნობის დროა. ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და ნათელი მთვარის დღე, რომლის არსიც კარგადაა გამოხატული მის სიმბოლოში (ლოტოსი ადამიანის სულიერ ზრდას გამოხატავს). Read More »

მთვარის 27-ე დღე

სიმბოლო: კვერთხი; სამკაპი დღე საიდუმლო ცოდნის მიღებისა. დღის ენერგიები უკავშირდება წყალს, ნეპტუნის დღეა. ეს არის მისტიური გარდასახვის, საკუთარი სულის შეცნობის, ღვთიური სიბრძნისა და ცოდნის მოპოვების დღე. წარმატებულია ყველაფრისთვის. ამ მთვარის დღის ენერგიები ჰარმონიულად აერთიანებს გონებასა და ინტუიციას. საუკეთესო დროა თვითგანვითარებისთვის, მოუსმინეთ შინაგან ხმას. ნუ იქნებით რაციონალური, პრაგმატული, სკეპტიკოსი. Read More »

მთვარის 26-ე დღე

სიმბოლო: გომბეშო; ჭაობი კრიტიკული დღეა. გომბეშო, ისევე, როგორც გველი სიბრძნეს გამოხატავს, იმ სიბრძნეს, რომელსაც სულისთვის კარგი არაფერი მოაქვს. ადამიანი ეფლობა საკუთარი მიღწევების ილუზიაში. რთული პერიოდია, საჭიროა ფიზიკური და სულიერი ძალების მოკრებვა. ნუ აყვებით პროვოკაციებსა და გამოწვევებს. აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება, შეხედეთ მოვლენებს ირონიით, რაც არ უნდა მოხდეს ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას. Read More »

მთვარის 25-ე დღე

სიმბოლო: ცოცხალი და მკვდარი წყლებით ჭურჭლები; კუ, ნიჟარა. დღე პასიური, განჭვრეტითი. იძლევა მარტოობას და სულიერ პრობლემებზე კონცეტრირებას. უნდა გაიწმინდოთ ორგანიზმი შლაკებისგან, მოუსმინოთ შინაგან ხმას. შეიძლება სამკურნალო შიმშილობა. უკუჩვენება აქვს სიჩქარეს, აჩქარებას. მახვილი სმენა – ვინმეზე მონური დამოკიდებულების ნიშანია. Read More »

მთვარის 24-ე დღე

სიმბოლო: დათვი დღე გამოფხიზლებისა და გარდაქმნისა. ადამიანზე შეიძლება გადმოვიდეს გამოცხადება და უზარმაზარი ძალა. ხელსაყრელი პერიოდია  ფიზიკური ბუნების დამორჩილებისთვის, სექსუალური ენერგიისთვის, ჩასახვისთვის, მკურნალობისთვის. საჭიროა ჯანმრთელობის გაკაჟება და სულიერი დონის ამაღლება. Read More »

Scroll To Top