Category Archives: ასტროლოგია

მზე და ჯანმრთელობა

ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა საყურადღებო მომენტები სასურველია ცალკე განვიხილოთ. როდესაც მარსი და სატურნი ერთად აზიანებს მზეს, აუცილებელი არაა ეს ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებელი იყოს, რადგან მარსის მზესთან ასპექტირება ყოველთვის ზრდის ცხოველმყოფელ სითბოს. მარსი, რომელიც მზეს აზიანებს და ამასთან ერთერთი მათგანი ანგულარულ* მდგომარეობაშია ან თუ მარსი მზეზე მაღლაა სავარაუდოდ ეს მდგომარეობა არის ძალადობრივი და ანთებითი დაავადებებისა და უბედური შემთხვევების ან მოულოდნელი სიკვდილის მაუწყებელი. (არაერთი სხვა ასპექტისა და პლანეტის გათვალისწინებით). Read More »

მთვარის კვანძები სახლებში

აღმავალი კვანძი 1-ელ სახლში, დაღმავალი კვანძი მე-7 სახლში ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ეგოიზმისკენ მიდრეკილება, მუდამ საკუთარი თავის მართლებაში მყოფნი ხშირად ირგვლივმყოფებისთვის უცნაურები არიან, მათ ვერ უგებენ. ეს მდგომარეობა არ არის ოჯახური კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი, მშვიდობიანი პერიოდები ხანმოკლეა, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრებაში უზრუნველყოფილია ასეთი ადამიანი, აქვს კარგი გარეგნობა და მომხიბვლელობა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია გართულებები და გაუგებრობები. თუ ეს სახლი არის ტყუპებში ან ქალწულში ეს მიუთითებს პოპულარობაზე, ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ხოლო თუ ეს სახლი იმყოფება კირჩხიბში ან ლომში ნეგატიური მხარეები მეტად ვლინდება. მთელი ძალით რაქუ 42 წლის ასაკში ავლენს თავის თავს, თუ აქამდე პარტნიორებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, 42 წლიდან ... Read More »

მთვარის კვანძების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ვერძში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) სასწორში 28 იანვარი 1949 წლიდან – 17 აგვისტო 1950 წლამდე 9 სექტემბერი 1967 წლიდან – 28 მარტი 1969 წლამდე 21 აპრილი 1986 წლიდან – 2 დეკემბერი 1987 წლამდე 26 დეკემბერი 2004 წლიდან -23 ივნისი 2006 წლამდე ასეთ ადამიანებს იზიდავთ საზოგადოებრივი ცხოვრება, აფასებენ სილამაზეს და ჰარმონიას, სუსტად აქვთ განვითარებული ნებისყოფა და ინდივიდუალობა, აუცილებელია საკუთარ თავში ძლიერი ადამიანის პოზიციის გამომუშავება, ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იქცეს ლიდერად, სხვა შემთხვევაში პარტნიორები მტრად გადაექცევა, ამ გზით მას მოუწევს ბრძოლის ველზე დაბრუნება, რათა შეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება. თქვენ გიყენებენ მოთხოვნას იყოთ ნებისმიერ სფეროში ... Read More »

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება

(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი) ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა  ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას. აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ. დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ. თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის –  ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ლეგენდა მთვარის კვანძებზე ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ... Read More »

მითი ზოდიაქოს ნიშნებზე

 ეს მოხდა  ერთ დილას, როდესაც ღმერთი მისი თორმეტი შვილის წინაშე წარსდგა და ყოველ მათგანში ადამიანური სიცოცხლის თესლი ჩათესა. თითოეული ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით წარსდგა მის წინაშე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი წყალობის მისაღებად.    „შენ, ვერძო, პირველს გიბოძებ ჩემს  სასიცოცხლო თესლს, რომ გქონდეს მისი დათესვის პატივი. ყოველი თესლი, რომელსაც დათესავ, მრავალგზის გამრავლდება შენს ხელში. შენ არ გექნება საკმარისი დრო, იხილო  თესლის ნაყოფი, რადგან ყველაფერი, რასაც დათესავ, კიდევ უფრო მეტ დასათეს ნაყოფს გამოიღებს.  შენ იქნები პირველი, ვინც ადამიანთა გონების ნიადაგს ჩემი იდეებით გაანაყოფიერებს, მაგრამ იდეების გამოკვება და შესწავლა _ შენი სამუშაო არ არის. შენი ცხოვრება  მოქმედებაა და ერთადერთი მოქმედება, რომელიც ჩემგან  მოგეთხოვება, ადამიანების ცნობიერების ... Read More »

პლანეტების მმართველობის ცხრილი

ცხრილში მოცემულია პლანეტების მმართველობა – რომელ ზოდიაქოს ნიშანს მართავენ. (-) ნიშნით აღნიშნულია რეტროგრადულობა (უკანმავალი მდგომარეობა), ხოლო (+) ნიშნით დირექტიულობა (წინმავალი მდგომარეობა). ამ ცხრილში საინტერესო ისიცაა, რომ ა)მზის და მთვარის “მხარეებად” დაყოფას გვაჩვენებს; ბ)მზის და მთვარის “მხარეებში” ყოველ შემდეგ ნიშანს ერთიდაიგივე პლანეტა მართავს… ასევე, ასტროლოგიაში გავრცელებულია დღისა და ღამის მმართველობა. ანუ მაგ: ვერძის დღის მმართველად მარსი ითვლება, ღამის – პლუტონი. Read More »

სელენა (თეთრი მთვარე)

ლილიტი და სელენა – კარმული მნიშვნელობის მქონე ფიქტიური პლანეტებია. ასტროლოგთა ნაწილი მათ ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ნაწილი ლილიტის ძლიერ გავლენას მაგიურ შესაძლებლობებს, სელენას – ძლიერ მფარველობას უკავშირებს, ნაწილისთვის „ბოროტი“ და „კეთილი“ პლანეტებია. მოდით, ვცადოთ სელენას და ლილიტის განსხვავება, მათი მნიშვნელობის მეტნაკლებად გაგება. ასტროლოგთა დიდი ნაწილი სელენას ყოველივე საუკეთესოს, წმინდას მიაწერს, რაც არცთუ სწორი ხედვაა. სელენა, ისევე როგორც ლილიტი და ნებისმიერი სხვა წერტილი, შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი გავლენით. მაინც რა ფუნქციები აქვს სელენას? როგორც ლაურა ვოლკერის წიგნის მიხედვით ვწერდით, ლილიტს უკავშირებდა ჩვენს მთავარ, ძირეულ შიშს, ქვეცნობიერ გავლენას, იმ მხარეს, რომელსაც საკუთარ თავში ნაკლებად ვიღებთ. ანუ ლაურა ვოლკერისთვის ლილიტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობა უფრო ... Read More »

ჰილეგი

ასტროლოგიური ტერმინია, ანუ, სიცოცხლის მიმცემი, რომელიც აღნიშნავს იმ პლანეტის მდებარეობას-განლაგებას, რომელიც განსაზღვრავს დაბადებულის სიცოცხლის წლებს. ეს ყველაზე რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო თემაა ასტროლოგიაში. ნათალურ რუკაში წარმოადგენს ზეციურ სხეულს, რომელიც ადამიანს სასიცოცხლო ძალას ანიჭებს, მის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და სიკვდილს განსაზღვრავს. ცნობილი ინგლისელი ასტროლოგის – რაფაელის მიერ (დღესდღეობით მისი სახელით ინგლისელი ასტროლოგების ჯგუფი აქვეყნებს ყოველწლიურ ასტროლოგიურ ნაშრომებს), მამაკაცის ჰოროსკოპში ჰილეგს ყოველთვის მზე წარმოადგენს, ხოლო ქალის ჰოროსკოპში – მთვარე. კლასიკური ასტროლოგია ასე ერთმნიშვნელოვნად არ ამტკიცებს ამ ფაქტს და ხაზს უსვავს, რომ ეს დამოკიდებულია ჰოროსკოპში პლანეტის მდგომარეობაზე (იან კეფერი „პრაქტიკული ასტროლოგია“ ). 1 – მზე არის ჰილეგი თუ მდებარეობს I, VII, IX, X ან XI ... Read More »

რიცხვების მაგია და ზოდიაქოს ნიშნები

არსებობს მრავალი ხერხი, იმისა, რომ გავიგოთ რისთვის მოვედით ამ ქვეყნად, რა ამოცანა გვაკისრია, რისკენ უნდა ვისწრაფოთ, რა უნდა გამოვასწოროთ. ერთ-ერთი ასეთი ხერხია რიცხვების მაგია, იგი დაგვეხმარება შევიცნოთ ჩვენი თავი და გავერკვეთ ჩვენს ბედ-იღბალში. ამისთვის  დაბადების დღე, თვე და წელი  გვინდა. მაგ: 15 ოქტომბერი 2010 წელი 1+5+1+0+2+0+1+0=10 ნუმეროლოგია განიხილავს მხოლოდ ერთნიშნა ციფრებს, გამონაკლისს წარმოადგენს 10; 11; 12; 13; ახლა განვიხილოთ რიცხვების მნიშვნელობები. ერთიანი – ზოდიაქოს ნიშნით განეკუთვნება ვერძს, იგი პასუხობს პიროვნების საზოგადოებაში მოვლინებას, წარდგენას, ამ შემთხვევაში არ ღირს ჩრდილში ყოფნა, უნდა ეძებოთ ახალი გზები, გახდეთ ლიდერი. მუდმივი წინსვლა, როგორც პირად ისე სოციალურ სფეროში, იმის ნიშანია, რომ ადამიანი სწორი გზით მიდის. რჩევა- ... Read More »

პროზერპინას ასპექტები

პროზერპინას ასპექტები პროზერპინა–მზე პროზერპინას მზესთან ასპექტები უთითებენ და უჩვენებენ ახსნაზე. ისინი პასუხს აგებენ კითხვის დასმაზე, დასმულ კითხვაზე _ რატომ ხდება ასე და არა ისე? ასე უნდა იყოს თუ ისე? ყოფნა თუ არ ყოფნა? და თუ ყოფნა, მაშინ რა პირობებით და როგორ? “მასწავლებელი კლასს საშინაო დავალებას კარნახობს” კანონის გაგება, ჩაწვდომა და ცხოვრებაში მისი გატარება წყდება მატერიალური ქმნითა და ობიექტის განადგურებით. ტიპიური პროზერპინა–მზის სიტუაცია – მუნიციპალური ხელისუფლების თათბირი, რომელიც დაკავშირებულია ქალაქში არსებულ უწესრიგობასთან. ამ ენერგიაზე (პროზერპინა–მზის ენერგია) მუშაობს მეანი (ბებიაქალი), რომელიც ხელმძღვანელობს მშობიარობის მიღებას; თუ მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს, ის ამ ენერგიას წარმართავს და გამოჰყავს “ობიექტი” მზე–პროზერპინას ენერგიაზე. პროზერპინა–მზის ენერგიაზე  ხდება ესკიზური პროექტის ... Read More »

Scroll To Top