მთვარის მე-10 დღე

მთვარის მე-10 დღე

სიმბოლო: შადრევანი

დასვენების, ენერგიის ახალი წყაროების შეძენის, თვითჩაღრმავების, კარმული მეხსიერების ჩართვის დღეა.

მე–10 მთვარის დღის სიმბოლო შადრევანი. ჭარბი ენერგიით აღავსებს ადამიანს მუდმივად, შეახსენებს ადამიანებს სულიერ თვითმყოფადობაზე. ეს მთვარის დღე– პერიოდი უკავშირდება ყოველივეს, რომელსაც ასე თუ ისე აქვს შეხება ტრადიციებთან, ამიტომ კარგია იგი მთლიანად მივუძღვნათ ოჯახს, შეხვედრებს ახლო და შორეულ ნათესავებთან, ურთიერთობას ოჯახის მეგობრებთან.

მე–10 მთვარის დღე– მამაკაცური ენერგიის აქტივობის დროა. ამიტომ ითვლება რომ ეს დღე არის აგრეთვე გვარის საფუძველი, დასაწყისი. ამიტომ მრავალი ასტროლოგი მიიჩნევს, რომ კარგია ამ დღეს ეკლესიაში მისვლა და მოხსენიება გარდაცვლილი ნათესავების, მშობლების.

დღე უკავშირდება ადამიანის მიერ საკუთარ ტრადიციებში თვითჩაღრმავებით კარმული მეხსიერების ჩართვას. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ხანდახან ადამიანი გაუცნობიერებლად იწყებს რაიმეს კეთებას.

კეთილგანწყობილი პერიოდია ნებისმიერი საქმიანობის ფორმის ცვლილებების მხრივ, ასევე როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური შემოქმედებით დაკავებისთვის. პროფესიული წარმატებები, სასიყვარულო ურთიერთობები და სულიერი ძიებანი – საკმაოდ ეფექტურია.

ბიზნესი: ეს კარგი დღეა ოჯახური ბიზნესისათვის. ყველა წამოწყება, იდეები და პროექტები რომელსაც იწყებს მთელი ოჯახი წარმატების მომტანია. რჩევა ჰკითხეთ მხოლოდ თქვენთვის ავტორიტეტ ადამიანებს.

ქორწინება: ერთ-ერთი კარგი დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი იქნება ისეთი, როგორიც გსურთ. სასურველია ოჯახში ტრადიციების დაცვა. შესაძლოა მრავალშვილიანი ოჯახი იყოს.

სოციალური გავლენა: დადებითი დღეა განსაკუთრებით ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებთან საქმიანობისთვის. კარგად წარიმართება დაწყებული საქმე. საყოფაცხოვრებო-საოჯახო დღეა, კარგია სახლში ყოფნა, დასვენება, ნათესავების სტუმრად მოწვევა. კარგად მიდის სახლის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები. წარმატებულია ვაჭრობა, ყიდვა, კარგია აბანო.

მისტიური გავლენა: სულიერი თვითჩაღრმავების დღეა, მაგრამ არა მარტოობის. ოჯახური ტრადიციების და (საფუძვლების) ფესვების შესწავლა საგრძნობ შედეგს მოიტანს.რეკომენდებულია მოვძებნოთ ჩვენი დანიშნულება გვარის ისტორიის შესწავლის საფუძველზე.მე–10 მთვარის დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარ კარმასა და გვარის კარმაზე, რათა ნათელი მოვფინოთ ჩვენს წარსულსა და აწმყოს, სჯობს წარმოვიდგინოთ ვიდრე უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი და ის ხაზი რომელსაც მივყვებით ცხოვრებაში. მე– 10 დღე დასვენების დღეა ეს დღე განსაკუთრებით კარგია ორთქლის აბანოსთვის.

ჯანმრთელობა: ამ დღეს ავადმყოფები თავს უკეთესად გრძნობენ, თვით უიმედონიც კი. ევროპელი ასტროლოგები თავგამოდებით გვირჩევენ ამ დღეს დავიწყოთ გამაჯანსაღებელი პროგრამები, რომლებიც თანდათან უნდა იქცეს ჩვევად.

მედიტაციასაგვარეულო ხე

სიზმრები: ამ დღეს შესაძლოა დაგესიზმროთ გვარის მფარველი სული, შეეცადეთ გაიხსენოთ რასაც ის გეტყვით ან გიჩვენებთ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომლის სწორი ინტერპრეტაცია ბევრ სასარგებლოს მოგიტანთ.

მინერალები: ქარვა, სარდონიქსი

მე-10 დღეს დაბადებული: ექნება ცოცხალი, ეშმაკი გონება და “ოქროს ხელები” (ანუ ყველა საქმის კეთება გამოუვა), ეყვარება მგზავრობა და მოგზაურობა. წინაპრებთან კავშირშია, როგორც წესი წარმატებული ბიზნესმენი ან კარიერის ადვილად ამწყობია. გამოიყენეთ თქვენი შანსები.  მისი  გრძნობები ძლიერია – სიყვარულიდან დაწყებული სიძულვილით დამთავრებული. სასურველია სპორტით დაკავდეთ. საკვებ რაციონში კი წვენების შეტანა არ დაგავიწყდეთ.

არასასურველია: არ შეიძლება ზედაპირულობა.

რეკომენდებულია: საკუთარი გენეოლოგიური ხის გაანალიზება. მედიტაცია საკუთარ კარმაზე სიცოცხლის ხაზის გაგების მიზნით, სახლის, ოჯახის გამყარება. კარგია რაიმეს მშენებლობის დაწყება, საუნაში და აბანოში წასვლა. ნებისმიერი საქმის დაწყება, მშენებლობა და გეგმის განხორციელება, შეხვედრების ჩატარება. ღირსეული საქმეები, ბრახმანების თაყვასცემა. ქორწინება; სამკაულების გაკეთება; მოგზაურობა; სახლში შესვლა; საქმეები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საშუალებებთან, სახლებთან და მნიშვნელოვან ადამიანებთან. ბიზნესისთვის შენაძენები.

ავტორი: ნინო, ქეთი


About Kate

Scroll To Top