მარსი VII (მეშვიდე) სახლში

მარსი VII (მეშვიდე) სახლში

მარსი VII სახლში: (+) — აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თავდაჯერებულია ხალხმრავალ სიტუაციებში. იმარჯვებს სასამართლო დავებსა და სკანდალებში. დახმარებას იღებს აქტიური და ძლიერი ადამიანების მხრიდან. აქვს უნარი მტრები მეგობრებად და თანამოაზრეებად გაიხადოს. აქტიური და გამტანი მეუღლე.

(-) — შმაგი, ფიცხი, დაუდგომელი ხასიათი. მის გარშემო მუდამ სკანდალური სიტუაციებია. შეუძლია თვითრეალიზაცია არაკეთილგანწყობილ გარემოში. პრობლემები მეუღლესთან ურთიერთობებში – ურთიერთგაგების ნაკლებობა/არარსებობა, კამათი, ურთიერთობების გარკვევა. ქორწინება შეიძლება დასრულდეს სასამართლო პროცესებით.

©პ.პ გლობა

მარსი VII სახლში

პარტნიორული ურთიერთობები ან საჯარო საქმეები. ხშირად მეგობრები და კომპანიონები – აქტიური ადამიანები არიან. უპირატესობას ანიჭებს თანამშრომლობასა და კომპანიონობას. საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო ფინანსები.

იზიდავს აქტიური, მოძრავი ადამიანები, ძლიერი ნებისყოფით. საჭიროებს დინამიურ ურთიერთობებს. შეუძლია გამოავლინოს დიდი ამტანობა ან კავშირი დამყაროს ასეთ ადამიანებთან. იდეალურ ვარიანტში ისწრაფვის ისეთ ადამიანებთან თანამშრომლობისკენ ვინც ენერგიულები და პატივმოყვარეები არიან, მაგრამ არც ისე ძალაუფლების მოყვარული და აგრესიულები

©ფრენსის საკოიანი

მარსი VII სახლში

საკუთარ თავზე მუშაობა ყოველთვის ბრძოლაა.

მარსი VII სახლში სიმბოლურად ტყვეობაშია.

ამ შემთხვევაში ადამიანის ძირითადი შინაგანი მტერი -მისი აქტივობა, ძალა და ენერგიაა, რომელსაც ის ავლენს უადგილოდ და უდროო დროს. ზოგჯერ ადამიანს ეჩვენება, რომ მასში „ეშმაკია ჩაბუდებული“ და მართავს მას, აიძულებს შეგნებულად გააფუჭოს ყველაფერი. ეწყება შიში ყველა მოქმედების დაწყების წინ, პასუხისმგებლობის აღების დროს, არ სურს გაიზარდოს და ა.შ უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მარსის ასპექტები გვიჩვენებს.

ზოგჯერ შინაგანი მტერი, მატერიალიზდება   გარე, ენერგიული და სახიფათო მტრის სახით , ამ დროს შეიძლება გაუჩნდეს შიში მის მიმართ, როგორც წმინდა ფსიქოლოგიური, ასევე საკმაოდ მოტივირებულიც. შედარებით უფრო მარტივი ფორმით ეს შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე, ვის მიმართაც საჭიროა მოიკრიბოს მთელი თავისი ძალა, დაჯაბნოს ის, ხოლო ამის შემდეგ სასარგებლოა ისწავლოს მისი ილეთები, მიაგნოს სად არის მისი ძალის წყარო, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ  თვითონ ამ ადამიანშია.

მარსის ოპოზიციის დროს პირველ სახლთან შეიძლება დამახასიათებელი იყოს ძლიერი კომპლექსი ფიზიკური, ენერგეტიკული ან მამაკაცური საწყისების არასრულფასოვნების განცდასთან დაკავშირებული. ეს პრობლემა გაქრება მარსის დამუშავებისთანავე.

ჰარმონიული მარსის შემთხვევაში ეს ძლიერი, საიმედო პარტნიორია, რომელსაც როგორც წესი ხვდებიან ასეთივე კომპანიონები.

მარსის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ფარული დაპირისპირება პარტნიორებთან, ზოგჯერ ღია და აგრესიული დაპირისპირება ნადავლის ან გავლენის სფეროების გადანაწილების დროს.

მარსის ამ მდებარეობის დამუშავება იძლევა შრომისმოყვარეობას და მოწინააღმდეგეების მხრიდან პატივისცემას, რაც გამოიწვევს იმას, რომ ექნებათ მისი რიდი და წამოვლენ კომპრომისებზე.

©აბესალომ პოდვოდნი

მარსი VII სახლში

იძლევა დიდ დაძაბულობას ურთიერთობებში. ადამიანი მიდრეკილია მტრების გაჩენის, კონფლიქტური სიტუაციებისაკენ, მარტივად წყვეტს პარტნიორულ ურთიერთობებს.

ჰყავს ძალიან აქტიური პარტნიორები, რადგან მარსის ეს მდებარეობა იზიდავს დამოუკიდებელ , ენერგიულ და ამბიციურ ადამიანებს.

შეიძლება ნადრევი ქორწინება, ხოლო თუ მარსი დაზიანებულია სწრაფად განქორწინებაც.

©ბ. იზრაიტელი

მარსი მეშვიდე სახლში

არეკლილი გაცნობიერება. ის მიმზიდველი პარტნიორია. შეიძლება შენიშნოს, რომ პოპულარობით სარგებლობს, აქებენ და ეარშიყებიან მას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ძლერ თავდაჯერებულობას და ქარიზმატულობის განვითარებას. ხშირად აქვს დაპირისპირება სხვებთან, აგრესიული კამათი განსხვავებული აზრი გამო, ამის მიზეზი თვითონ ამ ადამიანის ქვეცნობიერში იმალება. მან უნდა გააცნობიეროს საიდან მოდის ეს ნეგატიური ენერგია, არ უნდა დაუშვას  დარჩეს ეს ყურადღების მიღმა. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თავისი ბუნებრივი სიმკვეთრე და „სიმძაფრე“ გააცნობიეროს პარტნიორული ურთიერთობების საშუალებით, ხოლო შემდეგ გამოიყენოს ეს წარმოქმნილი დაბრკოლებების დაძლევისთვის და საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის.

ურთიერთობების გაწყვეტა. ამ ადამიანის პარტნიორული ურთიერთობები საჭიროებს ენერგიტიკულ სტიმულს და მკვეთრად განსაზღვრულ მიზნობრივ ორიენტაციას. შეუძლია ხანგრძლივი შრომისუნარიანი შეთანხმებებისა მოლაპარაკებების წარმოება, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია აწმყოში კონფრონტაცია, დღევანდელი დღის აქტუალური პრობლემები და არა წარსულის ან თუნდაც მომავლის სიტუაციები. თანასწორობა მისთვის – ეს ბრძოლაა. ხშირად გრძნობს, რომ პარტნიორი ცდილობს „დაიპყროს“ ის, თუმცა თვითონაც იგივე სტრატეგიას იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა მოგება/წაგებისთვის საერთოდ არ წარმოადგენს პარტნიორულ ურთიერთობებს. მან თავი უნდა აარიდოს როგორც კაპიტულაციას, ასევე გამარჯვებას. ამოცანაა გამორიცხოს ურთიერთობაში თვინიერება და შურისძიება. შეიძლება განსაკუთრებულ მგრძნობიარობას ავლენდეს პარტნიორის სურვილების მიმართ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს თავის მამაკაცურ თვისებებს. საკუთარ თავში უნდა გაამყაროს განზრახვა – ჰქონდეს ურთიერთობა პარტნიორთან და არ ეცადოს მის დაპყრობას. უნდა შეაღწიოს მის გულში წრფელი სურვილის საშუალებით.

კონტრაქტი, ვალდებულებები. როცა ის პოულობს მისთვის სასურველ ურთიერთობებს, ცდილობს დაუყონებლივ გააფორმოს შეთანხმება. ეს კონტრაქტი არ წარმოადგენს სიღრმისეული გააზრებისა და განჭვრეტის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. საკუთარი სურვილებით მართული , ის მიისწრაფის წინ აღუდგეს ყველაფერს. “სამუდამოდ“ -ში იგულისხმება იქამდე სანამ არ გაქრება სურვილი. ხაფანგი იმალება იმაში რომ პარტნიორს აღიქვამს როგორც ობიექტს და არა პიროვნებას; მასზე ახდენს საკუთარი სურვილების პროეცირებას. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლოს პირობის მიცემა და არა შეთანხმებების გაფორმება, რადგან მიცემული პირობა ყველაზე მეტად შეეფერება ამ ადამიანის საბრძოლო შემართებას პატივისა და ღირსების მიმართ.

თანამშრომლობა. მარსის ეს მდებარეობა პარადოქსულია. რაც ჩვეულებრივ განაპირობებს, რომ ეს ადამიანი არ არის მზად სხვა ადამიანებთან თანამშრომლობისთვის. სინამდვილეში სხვა სიტუაციაა. ადამიანის სურვილი იმდენად მძლავრია და მიისწრაფვის კომპრომისებისკენ, რომ ფლანგავს საკუთარ ენერგიას, რითაც აჩლუნგებს საკუთარი სურვილების სიმძაფრეს. მას იზიდავს აქტიური, მზიანდასახული და აგრესიული პარტნიორები. მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი საზრუნავი არ არის სხვისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არ არის საჭრო სხვის სურვილებზე რეაგირება და მერე ასეთი სახით საკუთარი მოთხოვნილებებთან მიახლოვება. ამოცანა მდგომარეობს – დაძლიოს ყველა დაბრკოლება, რაც წარმოიქმნება პარტნიორულ ურთიერთობებში და მიაღწიოს სრულ ურთიერთგაგებას პარტნიორთან.

პარტნიორები ან პარტნიორული ურთიერთობები: მისი პარტნიორი -ესაა პიროვნება, რომელიც ახდენს მასზე გავლენას თავისი სიმამაცით; ადამიანი რომელმაც იცის რა უნდა და ყოყმანის გარეშე მიდის საკუთარი მიზნისკენ. პარტნიორი არ უნდა იყოს ზედმეტად დახვეწილი, რადგან დახვეწილობა ასუსტებს სასურველ შედეგს მიზანმიმართული და სპონტანური კონტაქტის დროს, რაც უფრო ფიზიკურია პარტნიორი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, მით უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს მისგან. მას სურს, რომ პარტნიორი იყოს ძლიერი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – მგზნებარე და ვნებიანი.

ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები ახდენს სურვილის ენერგიასთან კონტაქტს ამ ადამიანში. არ არის საჭირო ურთიერთობა იყოს ზედმეტად სექსუალური, მაგრამ აუცილებელია მასში გამოკვეთილი იყოს ცხოველური საწყისები. გამოსახულება – ველური ულაყი, რომელიც მიჰქრის ქარის სისწრაფით.

©ბილ ჰერბსტი

მარსი VII სახლში – ლიდერობისკენ მიდრეკილება პარტნიორულ ურთიერთობებში. კრახის საფრთხე ავანტურულ სიტუაციებში. ამასთან ადამიანს შეუძლია ბევრს მიაღწიოს ენერგიულ ადამიანებთან გონიერი პარტნიორული ურთიერთობების შედეგად. შეიძლება გამოავლინოს საკუთარი „მე“-ს აქტიური დაპირისპირება საზოგადოებასთან. თუ არ სურს ყველგან და ყოველთვის აღმოჩნდეს გაუგებრობებში, აუცილებელია ისწავლოს დიპლომატიურობა. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ოჯახურ ურთიერთობებში.

მარსი VII სახლში

უიღბლო ოჯახური ცხოვრება. თუ მარსი ამ სახლის მართველია – ხანმოკლე ცხოვრება ზომაგადასულობის გამო.

©Het Monster.

მარსი მე -7 სახლში: აქტიური კონტაქტურობა

წინააღმდეგობრივი ადამიანია, ძლიერი ხასიათით, რომელსაც აქვს მოთხოვნილება ყველგან და ყოველთვის სხვებს რაღაც უმტკიცოს. ის ხშირად აღმოჩნდება ჩათრეული კონფლიქტურ სიტუაციებში. ასპექტი მიუთითებს ნაადრევ ქორწინებაზე, ძალაუფლების მოყვარე პარტნიორთან. პიროვნების შემდგომ განვითარებასთან ერთად იზრდება განქორწინების ალბათობაც.

მას სურს ყველაფერი მისი ხედვის მიხედვით მოეწყოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში გრძნობს თავს უსაფრთხოდ თუ ყველაფერი მის შეხედულებებთან თანხმობაშია. გარშემომყოფების აზრი და პარტნიორის განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის. აქტიური მეგობრი და გულმოდგინე კომპანიონია. უპირატესობას ანიჭებს სხვებთან ერთად მუშაობას – ჯგუფში ან საჯარო სამსახურში. მიდრეკილება აქვს დაუფიქრებელი და იმპულსური მოქმედებებისკენ. მარსის დაზიანება იწვევს კონფლიქტურ ურთიერთობებს პარტნიორებთან . ხშირად კამათის მიზეზია ფინანსები.

ეს ასპექტი ხშირად გვხვდება აგრესიული გამყიდველისა და უხეში მომსახურე პერსონალის შემთხვევაში. ამ ადამიანისთვის აუცელებელია ისწავლოს ტაქტიანობა და დიპლომატიურობა. ზოგჯერ უჭირს სხვებთან თანამშრომლობა საკუთარი ეგოიზმისა და აგრესიული კონკურენციის გამო.

ჰყავს ძლიერი მოწინააღმდეგეები, მათთან ბრძოლა ხშირად მთავრდება სერიოზული ფიზიკური დაზიანებებითა და მატერიალური დანაკარგებით. პარტნიორები შრომისმოყვარეები არიან, მაგრამ თავდაჯერებული და კატეგორიულები. როგორი აგრესიულები და სწორხაზოვნიც არის თვითონ, საპასუხოდ იგივე გამოხმაურებას და ადექვატურ კრიტიკას იღებს გარშემომყოფებისგანაც.

შეიძლება სერიოზული დანაკარგები სასამართლო პროცესებისგან და კონკურენტებთან დაპირისპირების დროს. ამ ადამიანის ცხოვრებაში მრავალი აშკარად მტრულად განწყობილი ადამიანია. ეს ასპექტი საზიანოა ნებისმიერი ტიპის პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ოჯახურ ცხოვრებაში მრავლადაა განხეთქილება და დაპირისპირებები. შეთანხმებები და კონტრაქტები შეიძლება მოულოდნელად გაუქმდეს. ფარული უსიამოვნება შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ღია მტრობაში, შესაბამისად შეკამათება მარტივად გადადის ჩხუბში. მტრები ენერგიულები, მოურიდებლები და დაუნდობლები არიან. ისინი მუდმივად ერევიან ამ ადამიანის საქმეში და პირად ცხოვრებაში. ზოგჯერ მისი ნების წინააღმდეგ, ძალადობრივად ჩათრეულია საეჭვო დაჯგუფებებსა და გაერთიანებებში. თვითონ ეს ადამიანიც ვერ იტანს ვერანაირი სახის წინააღმდეგობას. ეს ასპექტი ზოგჯერ მიანიშნებს დაქვრივების ალბათობაზე, სატრანსპორტო უბედურ შემთხვევევსა და ნადრევ სიკვდილზე. შეინიშნება სუციდისა და აუტოაგრესიისაკენ მიდრეკილება.

მარსი VII სახლში 

ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი. ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში. 

მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.

ლიბიდო პლანეტები VII სახლში აქცენტს აკეთებს სექსუალურობაზე, ისევე ძლერად როგორც მარსი პირველ სახლში, მაგრამ გარეგნულად ეს არ ხდება იმდენად ღიად და გამოკვეთილად. ეს უფრო თანხმობაშია თანამედროვე მოდურ ტენდენციებთან. მოდის და სტილის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მარსიც და ვენერაც მე-7 სახლში ადვილად ითვისებს უახლეს ტენდენციებს და ადვილად ერგება მათ. პირველი სახლისგან განსხვავებით, მეშვიდე სახლი აიძულებს ადამიანს ჩაიცვას ისე, რომ დაიმსახუროს გარშემომყოფების დადებითი შეფასება. მას აშინებს გამოჩნდეს ძველმოდური, იყოს შეუმჩნეველი და დაუფასებელი.

როგორც წესი, VII უბიძგებს ადამიანს იმოქმედოს ისე კორექტულად, რომ სხვას არ ჰქონდეს მიზეზი წამოაყვედროს რამე. თუმცა ეს მაინც ინტრიგების სახლია და წარმოადგენს ერთგვარ დათრგუნული აგრესიის ფორმას. თანამედროვე კულტურა კრძალავს აგრესიის ღიად გამოვლენას, რჩება მხოლოდ ირიბი ფარული გამოხატულება.

მამაკაცი მარსით VII სახლში ცდილობს მრავალი გამარჯვება მოიპოვოს სასიყვარულო ასპარეზზე, რაც უზომოდ ზრდის მის თვითშეფასებას. თუმცა მარსის ნიშანს და ასპექტებს შეუძლია გარკვეული კორექტივები შეიტანოს. ბლოკირებული მარსი ამ სახლში თავს ავლენს როგორც ფარული აგრესია – თუ ვერ ახერხებს მისაღები გზის გამონახვას სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ენერგიის გამოსვლა ხდება აგრესიის სახით. ამ შემთხვევაშიც ბევრია დამოკიდებული მარსის ნიშანზე.

რაც შეეხება შესაფერისი პარტნიორის შერჩევას, პლანეტები მე-7 სახლში ადამიანს უბიძგებს სტაბილური ურთიერთობების ძიებისკენ, მაგრამ ეს არ არის მე-2 სახლით მოტივირებული, არმედ სოციალური ნორმების შესაბამისობით არის განპირობებული. აქ ხშირად გვხვდება ტენდენცია- ქორწინების საშუალებით სოციალურ სტატუსის გაუმჯობესება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩნდება როცა საპირისპირო სქესის პლანეტა ხვდება მე- 7 სახლში . მე-7 სახლის მოთხოვნილებაა – პარტნიორი დადებით შეფასებას იმსახურებდეს გარშემომყოფებისგან, ეცვას კარგად, საკუთარი სქესის და სტატუსის შესაბამისად, რათა შეიძლებოდეს მისი და საკუთარი თავის „დემონსტრირება“ საზოგადოებაში.

©ბ. ჰუბერი

სტატიის ავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top