ბედის ბანქო – 2 გული

ბედის ბანქო – 2 გული

29 დეკემბერი

 სასიყვარულო კავშირის ბანქო.

 ეს არის ნახევრადფიქსირებული ბანქო. მისი სულიერი ორეულია ტუზ ჯვარი, რომელთანაც ბევრი საერთო აქვს. 2 გულს დიდი ნებისყოფა აქვს, ის დარწმუნებულია თავის ქმედებაში და არ უყვარს როდესაც სხვები აძლევენ მითითებებს ან ხელმძღვანელობენ. ბუნებისგან ბწყინვალე გონებითა და დაუცხრომელი ცნობისმოყარეობით არის დაჯილდოებული, რაც ინტელექტუალურ განვითარებაში უწყობ ხელს, მაგრამ ამ ადამიანების მთავარი არსი არის – სიყვარულის განცდა.

 მათ ესაჭიროებათ ურთიერთობები (ისევე როგორც ყველა ორიანს), სიყვარულსა და ქორწინებაში მაღალი, რეალობას გაცდენილი იდეალები აქვთ. შეუძლიათ დიდხანს ელოდონ თავის ერთადერთ „პრინცს“ ან „პრინცესას“, ხანგრძლივად მარტოობაში რჩებიან იმისთვის, რომ ერთხელაც სამყაროში რჩეულ ადამიანს თავისი სიყვარული მიუძღვნან. თუ იდეალები ემსხვრევათ, მუხთალი რეალობა სამუდამოდ ათქმევინებთ უარს იმაზე, რასაც ასე ძალიან ელოდნენ და შენატროდნენ.

 ამ ადამიანებმა მაღალი სულიერებისაკენ სწრაფვასა და ჩვეულებრივ რეალობას შორის წონასწორობა უნდა მოიპოვონ, (რომელშიც ცხოვრობს ყოველი ჩვენგანი, რომელზეც ხშირად იმსხვრევა იდეალები და ოცნებები), სიყვარულთან პრაქტიკული მიდგომა მათ დიდ სარგებელს მოუტანს.

 2 გულის წარმომადგენლები საკმაოდ წარმატებული ადამიანები არიან მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით, ბიზნესსა და სხვა საქმიანობაში, მაგრამ საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ყურადრებით უნდა იყვნენ საქმიანი ქაღალდებისა და დოკუმენტების გაფორმებისას, ეს მნიშვნელოვანია წარმატებული პარტნიორული ურთიერთობებისა და ბიზნესისთვის. ასევე მათი ამოცანაა – სიყვარულისა და ფულის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რადგან ყოველთვის არსებობს სამსახურეობრივი რომანების წარმოშობის ალბათობა.

ამ ბანქოს წარმომადგენლები შეძლებულ, გავლენიან პარტნიორებსა და მეგობრებს ირჩევენ.

 2 „გულმა“ ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას, რადგან ფინანსური მდგომარეობის გამო ღელვამ და შიშებმა შეიძლება მას ბოლო მოუღონ.

 მათი უმრავლესობა განსაკუთრებული მეტაფიზიკური უნარებითაა დაჯილდოებული, ბრწყინვალე მედიუმებად ყალიბდებიან, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ყველა მათგანი თხის რქაა, ძალიან პრაქტიკულები და მომთხოვნები არიან თავის თავისა და სხვების მიმართ. 2 გულს პარტნიორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მის გვერდზე აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც. ცხოვრებისეული ტრავმების შემდეგ ის სიყვარულზე უარის ამბობს და მარტო დარჩენას არჩევს, ურთიერთობებში ხშირად ზედმეტად ინტელექტუალური მიდგომაა ხელისშემშლელი. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ თავისი გრძნობების ფრთხილად გამოხატვა.

 იქედან გამომდიარე, რომ ამ ბანქოს შეესაბამება მხოლოდ ერთი დღე, ტუზ ჯვარი ხშირად მისი ნათესავი, საყვარელი ან ახლობელი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე. ისინი ტყუპებივით არიან, მათ შორის ურთიერთობა შეიძლება წარმატებულ კავშირად იქცეს. წინა განსხეულებიდან ერთმანეთთან გასასწორებელი ვალები მოყვებათ, ამიტომ რთულია ითქვას თუ რომელია გამცემი და რომელი მიმღები, თუმცა ეს არცაა მნიშვნელოვანი. უბრალოდ მათი მიზიდულობისთვის არსებობს სათანადო მიზეზები, ეს ურთიერთობა ორივესთვის მნიშნელოვანია.

 2 გულის ქალბატონებს იზიდავენ აგურის მასტის მამაკაცები, განსაკუთრებით თუ ისინი შეძლებულნი არიან, ასევე მიმზიდველად თვლიან გულის მასტის მამაკაცებს. 2 გულის მამაკაცები მეგობრობენ ჯვრის მასტის ქალბატონებთან.

მერკურის ასაკში (13 წლამდე) – ყველა ადამიანი უყვართ, სიყვარულით არიან მოცულნი.

ვენერას ასაკში ( 13 – 26 წლამდე) – თავისი ბიზნესის, საქმის წამოწყება უნდათ, ხშირად გამოსდით კიდეც.

მარსის პერიოდში ( 26 – 39 წლამდე) – სიამაყის დაოკება მოუწევთ, ურთიერთობებში კომპრომისზე და დათმობაზე წასვლა უნდა ისწავლონ.

იუპიტერის ასაკში ( 39 – 52 წლამდე) – ახალ ცოდნას იღებენ და სტაბილურ მსოფლხედველობას იძენენ.

სატურნის ასაკში ( 52 – 65 წლამდე) – ახალი პარტნიორობის ძიება უწევთ და კარგი შემოსავალი აქვთ.

მოკლე დახასიათება: 2 ახლობელი ადამიანი, ან საყვარელი, ერთად დროს სიამოვნებით ატარებენ. გულების გაერთიანება. სასიყვარულო რომანის ბანქო, ან შესაძლოა რომანტიულ ცხოვრებაში ერთგავრ პაუზაზე, შესვენებაზე მიუთითებდეს, ან შესაძლოა ორი კარგი მეგობრის ურთიერთშეჩვევაზე მეტყველებდეს.

 წყარო: ნაინა ვლადიმიროვა

 ავტორი: ქეთი

ბედის ბანქო – 2 ყვავი (ყველა მასტის ორიანის მიმოხილვა)

ბედის ბანქო – 2 ჯვარი

ბედის ბანქო – 2 აგური


About Kate

Scroll To Top