სინასტრიული სატურნი III სახლში

სინასტრიული სატურნი III სახლში

ეს ძალიან რთული ასპექტია (განსაკუთრებით ჩემი პარტნიორისთვის) რომელზეც ორივემ უნდა ვიმუშავოთ. საერთოდ, სინასტრიული სატურნის მდებარეობა გვიჩვენებს, რომელ სფეროებშია პარტნიორი მიდრეკილი  ჩემი შეზღუდვისკენ. კონკრეტულად რა ფორმებით განახორციელებს ამ შეზღუდვებს, უკვე მისი ნათალური სატურნის მდგომარეობა მიუთითებს.

ლოგიკურია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მისი შეზღუდვები ჩემს სოციალურ აქტივობებს შეეხება. სავარაუდოდ, ის მკაცრად მოითხოვს ჩემგან სოციალური ეთიკის დაცვას და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მივხვდე, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანია. თუ მათი გატარება პრაქტიკაშიც მოვახერხე, მაშინ ჩემი სოციალური ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.  თუ ასე არ მოვიქცევი, ჩვენი ურთიერთობა, დიდი ალბათობით, დირექტორისა და ცელქი მოსწავლის სცენებამდე დეგრადირდება, რომელიც, სკოლიდან გაგდების შიშით, მორჩილად ისმენს ლანძღვას, თუმცა კი მთელ მონოლოგს დაუდევრად ივიწყებს, როგორც კი კაბინეტის კარს გამოიხურავს.

მეორეს მხრივ, ჩემი სოციალური ქცევები და მოსაზრებები ადამიანებზე ხშირად იწვევს მასში ჩემი მკაცრად განსჯის სურვილს, რაც ხანდახან პირდაპირ სისასტიკემდე მიდის. ის უნდა მიხვდეს, რომ ამ გზით ვერაფერს მიაღწევს და კარგი იქნება, თუ უფრო ბრძნულად მოიქცევა და ჩემი სოციალური ადაპტაციის პრობლემებს ჩაუღრმავდება. მისთვის კი ეს არც ისე მარტივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი სატურნი დაზიანებულია, ჩემი III  სახლი კი ჰარმონიული. მაშინ ჩემი ქცევები მას ძლიერ გაანაწყენებს, მე კი მის შენიშვნებსა და ნოტაციებს, მისთვის გასაკვირად, არაფრად ჩავაგდებ და ყურადღებასაც არ მივაქცევ… თუმცა კარგი იქნებოდა, გამეთვალისწინებინა.

 

ავესალომ პადვოდნი “სინასტრიული ასტროლოგია”


About Qet

Scroll To Top