იუპიტერი XI სახლში

იუპიტერი XI სახლში

კეთილი ზრახვები

საკუთარი თავის წინაშე სახავს მიზნებს და მინიმალური ძალისხმევით აღწევს. კომუნიკაბელურია, უყვარს სიცოცხლე, მრავალ მეგობარსა და ნაცნობს იჩენს, რომლებიც დახმარების გასაწევად მუდამ მზად არიან. წარმატებულად მუშაობს დიდ ორგანიზაციებში, ჯგუფებსა და კლუბებში. გონიერება და განმსჯელობა ბრწყინვალედ ერწყმის განვითარებულ ინტუიციას. ქმნის დიდ ოჯახს და ძალიან ერთგულია. მოგზაურობებს დიდი სარგებელი მოაქვს. პლანეტის დაზიანება იწვევს პარაზიტიზმისა და მეგობრების ექსპლუატაციისკენ მიდრეკილებას. მიზანს აღწევს მეგობრული ურთიერთობებისა და ჯგუფური მხარდაჭერის წყალობით. მეგობრებთან საყვარელია, ხშირად ფიქრობს კაცობრიობის კეთილდღეობაზე. მეგობრები _ მოსიყვარულენი, გულუხვები და დახმარებისთვის მუდმივ მზაობაში არიან.

პლანეტის დაზიანებისას, მათი რჩევები პრაქტიკაში გამოუყენებელია. ურთიერთპატივისცემისას, მეგობრობა ეხმარება ერთობლივ სამუშაოსა და მსხვილი გემგების წარმატებულად განხორციელებაში. ჯგუფურ საქმიანობას ხშირად თან სდევს საქველმოქმედო და ჰუმანური მიზნები, რელიგიური, აღმზრდელობითი და მეგობრულო მოთხოვნილებების მსახურება. ასეთი ადამიანი წარმატებულია გამომგონებლობაში, მეცნიერებასა და საორგანიზაციო ღონისძიებებში. ცუდ შემთხვევაში აღინიშნება მეგობრების ღალატის, მათი სიყვარულის ბუნებრივ მდგომარეობად მიჩნევის ტენდენცია და მეგობრულ ურთიერთობებსაც იწყებს საკუთარი სარგებლის გამო.

მეგობრები ერთგულები და კეთილშობილები ჰყავს, მათ შორის მრავალი გამოჩენილი ადამიანი იქნება. შემოსავალი აქვს იმ ნაცნობების წყალობით, რომლებსაც კარგი მდგომარეობა აქვთ. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები პოპულარულები არიან და სარგებლობენ კარგი რეპუტაციით. ასეთი ადამიანის კანონიერი მეუღლე ნაყოფიერი და შვილების მოსიყვარულეა. პროტექციისა და გარშემომყოფთა მხარდაჭერის წყალობით ყველა მისი სურვილი და იმედები სრულდება. უპირატესობას ანიჭებს ძლიერ და გავლენიან ნაცნობებთან მეგობრობას.

პლანეტის დაზიანებისას ადამიანი თამაშის წესების დაცვისკენ მიდრეკილი არაა, პირადი კონტაქტების გაფართოებას წარმატება არ მოაქვს, ხოლო გეგმები კრახს განიცდიან. ასეთი ადამიანის გარშემო მუდამ მრავალი კეთილისმსურველი, სპონსორი და მეცენატია. მფარველობენ ზემდგომი სახელმწიფო, პოლიტიკური და სულიერი პირები, რომლებიც, თავისდაუნებურად, ამ ადამიანს აყენებენ ბედისგან მოხაზულ გზაზე. მთვარი წარმატება მოდის თანამშრომლობასა და თანაავტორობისას. შესაძლოა ადრეულ ასაკში ქორწინება და სექსუალური ურთიერთობების სპეციფიკის ნაადრევად შესწავლა. ასეთი ადამიანი შესაძლოა იყოს წარმატებული დიპლომატი, საიმედო ადმინისტრატორი, მასშტაბური ხელმძღვანელი, ნიჭით დაჯილდოებული გამომძიებელი და პოპულარული პოლიტიკოსი.

 

პაველ გლობა

დადებითი ასპექტებისას (+) ადამიანის საზოგადოებრივი საქმიანობა მიმართულია ახალ საქმეებზე, რეფორმებზე, უძრაობის, ჩამორჩენილობის გადალახვაზე, ახალ საზოგადობებში მონაწილეობასა და მათ შექმანზე. მეგობრებისგან მფარველობა და კეთილგანწყობა, ადამიანი უახლოესი კონტაქტებისა და ახალი ნაცნობობიდან იღებს თავდაჯერებულობას, რაც ხელს უწყობს პრესტიჟის გამაგრებას. ახალი მიმართულებების საქმის ყურშია.

უარყოფითი ასპექტებისას (-) ასოცილური, უგუნური ქმედებები, ბლეფი, ავანტიურზმი, ცუდი გარემოცვა, კონფლიქტები მეგობრებთან. მეტიჩარა, მეგობრებში ავტორიტეტით არ სარგებლობს.

იუპიტერი მეთერთმეტე სახლში ჰქონდათ: კ. მარქსს, ლომონოსოვს, ფურიეს, შექსპირს, ლისტს, ბერნარდ შოუს.

ფრენსის საკოიანი

მიზნის მიღწევა მეგობრული ურთიერთობებისა და ჯგუფური საქმიანობის წყალობით. მრავალი გულუხვი და დახმარების მზაობის მქონე მეგობარი ჰყავს. ასეთ ადამიანს წარმატება თანსდევს კოლექტიურ, ორგანიზაციულ საქმიანობაში _ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ მის იდეალებს. აღწევს ბევრს, თუ საკუთარი ძალისხმევის სხვებთან გაერთიანებას მოახერხებს _ მაგალითად კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ანდა გაერთიანებებში. სოციალური სრულყოფა ანდა საკუთარი გარემოცვისთვის დახმარება _ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ავესალომ პოდვოდნი “თუ მეგობრებთან არც პრობლემები და არც მწუხარება არაა, ეს ნიშნავს იმას, რომ მეგობრები არ არსებობენ”

ეს ადამიანი ჯგუფში ყურადღებას საკუთარ თავზე მიმართავს; ხანდახან ისეც ჩანს, რომ ის ორჯერ იმაზე დიდ ადგილს იკავებს, ვიდრე კოლექტივის საშუალო დონის წევრი.

იუპიტერის სუსტი დაზიანების შემთხვევაში, ეს ადამიანი _ საერთო იმედია: მას მუდამ უხერხდება ჯგუფის შიგნით გართულებული მდგომარეობიდან გამოსავლის, მისი ექსპანსიის ახალი გზების, შემოსავლის წყაროების, შინაგანი ძალისა და ენთუზიაზმის პოვნა. მისთვის თვისობრივია ჯგუფის პრობლემებზე ფართე შეხედულებების ქონა, დიდსულოვნება, ამხანაგებისადმი შემწყნარებლობა. მეორე მხრივ, ადამიანს არ სტოვებს იმის შეგრძნება, რომ ის რაღაცით უფრო მაღლა დგას და ჯგუფის სხვა წევრებზე უკეთესია.

ჰარმონიული იუპიტერის შემთხვევაში, ეს გამოიხატება გულითადი შემწყნარებლობით და, ჩვეულებრივ, მკვეთრ პროტესტს არ იწვევს.

დაზიანებული იუპიტერის დაუმუშავებლობის შემთხვევაში, იძლევა ხაზგასმულ ქედმაღლობას, მეგობრების ხარჯზე თავის დამკვიდრებას და ყველა წარმატების საკუთარ თავზე, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი, ყველა ბრალეულობის სხვებზე მიწერას.

დამუშავება ხდება საკუთარი შესაძლებლობისა და კოლექტივის წინაშე პირადი მოვალეობის გაცნობიერების, _ რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ადამიანს პირველად ეჩვენება (ნაწილობრივ, ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე კოლექტივის საშუალო დონის წევრს აქვს) _ და ჯგუფში მუშაობაზე პასუხისგებლობის გზით. ამ ადამიანს შეუძლია დაინახოს ჯგუფის შორეული მიზნები და ჩამოაყალიბოს მისი იდეალები, ისარგებლოს რა ამ დროს დიდი ავტორიტეტით და კოლექტივის უფრო მეტი სიყვარულით, მაგრამ ამის დამსახურება ხშირად უნდა გამოიმუშაოს და არ მოითხოვოს ავანსად. იგივე ეხება მეგობრებთან ურთიერთობას, რომლებიც ბევრი ეყოლება, და შესაძლოა ძალიან ბევრიც კი. ადამიანს სჭირდება იმის გაგება, რომ მეგობრები _ არამარტო მისი გამრთობნი და სიხარულის მომტანნი არიან, არამედ მეგობრობა ეს არის მოვალეობა, პასუხისმგებლობა და ასევე არხი, რომლის მეშვეობითაც _ მეგობრებთან სწორი ურთიერთობის პირობებში, _ მოდის ბედნიერება და დამატებითი შესაძლებლობები.

 

 

ბორის იზრაიტელი

იძლევა უკეთესი ცხოვრების რწმენის ძალას. ადამიანები ასეთი იუპიტერით _ საზოგადოებრივი აზრის საყრდენები, კულტურის განმაახლებლები არიან. საკუთარ შვილებზე დიდ სოციალურ იმედებს ამყარებენ, აქვთ მათთან ინტელექტუალური კავშირი. ადამიანს ჰყავს ძლიერი, გულუხვი მეგობრები-მფარველები. იდეალურ საზოგადოებაზე ამ ადამიანის წარმოდგენა _ სრული ფუფუნება, კულტურის აყვავება, კულტურის ყველა ინსტიტუტის, სიკეთისა და სამართლიანობის გამარჯვება.

პროგნოზირების დიდი შესაძლებლობები. თუ იუპიტერი არაა დაზიანებული, პროგნოზი სანდოა.

ბილ ჰერბსთი

ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობა. ადამიანის სოციალური მგრძნობიარობა იმდენად სპონტანურია, რომ ნებისმიერ ჯგუფს (მის გარშემო მყოფს) სურს მისი მოპოვება. ზოგადად, ამ ადამიანთან თანამშრომლობის შეთავაზებით ჯგუფები თავად “მიდიან” და არა პირიქით. მსგავსი კეთილსასურველი შესაძლებლობანი ძალიან შედეგიანიც არაა ადამიანისთვის, რადგანაც მის წინაშე ჯგუფები აყენებენ აღიარებისა და მოწონების დამსახურების და საკუთარი სოციალური ჰორიზონტის გაფართოების შანსით სარგებლობის ამოცანებს. სინამდვილეში, რეალური ხაფანგი ადამიანის წარმოდგენებშია, კერძოდ, ის თვლის, რომ თუ ჯგუფები სათანამშრომლოდ ადრე ეძახდნენ, დაუძახებენ მომავალშიც. ხელიდან არ უნდა გაუშვას რეალური შესაძლებლობები.

შესაბამისი ქცევა. შესაბამისი მოქცევის ალღო ბუნებისგან აქვს მინიჭებული, ეს კი თითქმის მეექვსე გრძნობის მსგავსია. ისე ჩანს, თითქოს, ადამიანმა ინსტიქტურად იცის, პრაქტიკულად ნებისმიერ სოციალურ გარემოში როგორ იმოქმედოს. მას აინტერესებს ის, თუ რაზე ფიქრობენ სხვა ადამიანები, მაგრამ დიდი ალბათობაა, ეს ინტერესი, მაინცდამაინც, დიდი არ იყოს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ადამიანი კრიტიკას ისხლიტავს, მაგრამ უნდა უფრთხილდეს თვითკმაყოფილების ხაფანგს. დრო და დრო, ყოველ ადამიანს თვითკმაყოფილი მზერა აქვს, ამიტომაც მოთმინებით უნდა გადაიტანოს შეუსაბამო ქცევა ანდა არადელიკატურობა, რომელსაც ხანდახან მისთვის ტანჯვა მოაქვს. ამოცანა _ დაე, მისი რბილი სოციალური გრძნობა სხვების ცხოვრებას უფრო კომფორტაბელურს გახდის და გაამყარებს, ასეთია ამ ადამიანის მდგომარეობა ჯგუფში.

მეგობრობა, სოციალური წრე. ადვილად იწყებს მეგობრულ ურთიერთობებს. ესმის და იღებს ადამიანებს, რაც საშუალებას აძლევს იყოს _ კარგი მეგობარი, და იმედოვნებს, რომ სხვა ადამიანებიც ანალოგიურად გაუგებენ და მიიღებენ. მზადაა რთულ სიტუაციებშიც კი მეგობრული იყოს, და ეს გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც, თავის მხრივ, იგივეთი პასუხობენ. მაგრამ, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ისინი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ეს ადამიანი გახსნის თავის საუკეთესო თვისებებს. მისი სოციალური წრე _ ეს ბარომეტრია. თუ ის დიდი და ცხოვრებით სავსეა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი წარმატებულად მუშაობს ნათალურ სატურნთან. თუ ის სუსტია ანდა ადამიანი იზოლაციაშია, _ ნიშნავს, რომ ხაფანგში გაება. ადამიანი ან საკუთარი (ნათალური) სატურნის იგნორირებას ახდენს, ანუ მეგობრული კონტაქტების შესანარჩუნებლად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს, ანდა იმდენად დაძაბულად მუშაობს სატურნისეული გამოცანების გადაწყვეტაზე, რომ საკუთარი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად ენერგია აღარ რჩება. უნდა მოდუნდეს და მეგობრობისგან სიამოვნება მიიღოს.

ერთობლივი შემოქმედება. ეს ადამიანი არაერთგზის აღმოაჩენს, რომ “ჩათრეულია” შემოქმედებითი ორგანიზაციების მუშაობაში. შეუძლია რა ჯგუფის აზრების წინასწარხედვა, ახდენს შემოქმედების შედეგზე გავლენას, ხოლო პარალელურად მას აღიარებენ, როგორც ჯგუფისთვის შეუფასებელ განმჭვრეტელობის წყაროდ. ყველა სახის შემოქმედებითი პროცესის ხელმძღვანელობა სასიამოვნოა, ეს მას ამხიარულებს. მისი შემოქმედებითი როლი _ ჯგუფისთვის იყოს ენთუზიაზმის წყარო, მის წინაშე განვითარების პერსპექტივები გახსნას და განაახლოს ჯგუფის ცხოვრება.

სიყვარულის მიღება. პირველ რიგში, ეს ეხება ადამიანის სიბრძნეს. როცა მისი სიბრძნე სხვების მიერ აღიარებულია, მაშინ თავს “ყველასთვის საყვარლად” გრძნობს. მაგრამ თუ მას ისე ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, მაშინ ის არ აღიარებს სიყვარულის არსებობას, მაშინაც კი თუ ეს გრძნობა არსებობს. მას სურს, რომ თავზე ხელი გამუდმებით გადაუსვან (ანუ მოეფერონ). როცა ადამიანის საყვარელი (პარტნიორი, მეუღლე) მისი თვითგამოვლენის პოტენციალითაა აღფრთოვანებული, მაშინ გრძნობს, რომ პარტნიორს მართლა უყვარს. თუ მაინც და მაინც, ურთიერთობა დაძაბულია ანდა ამ ადამიანს ზღუდავს, მაშინ ეს გრძნობა ქრება. როცა ადამიანებთან ურთიერთობა აფართოვებს სოციალური კონტაქტების წრეს, მაშინ საკუთარ თავს ასევე ყველასათვის საყვარელად გრძნობს. თუ ამ ურთიერთობებში ძლიერ ვლინდება მესაკუთრული ინტერესები, მაშინ გაზრდილი იზოლაციის შეგრძნება სიყვარულს ანგრევს. როცა მისი პატიოსნება ეჭვქვეშ არ დგება, მაშინ სიყვარულის ჭავლის ქვეშაა. მხოლოდ ერთია, ნებისმიერი უნდობლობა ანდა ბრალდება მისი მოტივების სიწრფელის ანდა ქმედების მიმართ წყენას იწვევს. არ უყვარს როცა ამოწმებენ (განსაკუთრებით ნდობასა და პატიოსნებაზე). ამოცანა _ იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც გაიზიარებს მის ოპტიმისტურ ხედვას და თავისუფალ თვითგამოვლენას, ხოლო შემდეგ დააჯილდოებს აღიარებითა და ერთგულებით.

ნეტ მონსტერი

მიზნის მიღწევა მეგობრული ურთიერთობებისა და ჯგუფური საქმიანობის წყალობით. ხშირად _ საზოგადოებების, კომისიების წევრები, ჰუმანიტარული და განმანათლებელი ხასიათის ინიციატივები. ცუდი ასპექტებისას _ მეგობრობის მოტივებითა და ჰუმანიტარულ საქმიანობაში მონაწილეობით, შესაძლოა, პირადი სარგებლის მიღებაზე ორიენტაცია.

ინდუბალა

ამ ადამიანებს ფული ადვილად შესდით. მათ სიტყვებს ყურს უგდებენ, მათ შვილებს ბედნიერება მოაქვთ, პიროვნების თვითშეცნობის მიღწევების გაგების შანსი აქვთ. ისინი ფულს ბანკებში ინახავენ და ასეთ ურთიერთობებში საკმაოდ წინდახედულები არიან. კლასიკური ტექსტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ადამიანები უშიშრები არიან და დიდხანს ცოცხლობენ.

ფელიკს ველიჩკო

ოცნებების ასრულება ერთგული მეგობრების, მფარველების, სპონსორების და გავლენიანი ადამიანების მეშვეობით. მეგობრობა _ ურთიერთქმედების ბერკეტია, აღმაფრენისა და განვითარების წყაროა. მხოლოდ ერთია, მეგობრების შერჩევისას ხშირად უშვებს შეცდომას. თავდაჯერებულია, უყვარს ფუფუნებით ცხოვრება და ამაზე ფულს არ ზოგავს, რომელიც, როგორც წესი, არ ჰყოფნის. ძვირფასი საჩუქრების კეთებისკენ აქვს მიდრეკილება. აფასებს ჯგუფურ აქტიურობას, მათ შორის სოციალურ საქმიანობას და სხვებზე დადებით გავლენას ახდენს. შეუძლია საკუთარი გავლენის გაზრდა და გავრცელება, აქვს “ცნობადობის” დიდი მოთხოვნილება. წარმატების მიღწევას ხელს უწყობს იურისტებთან, მოსამართლეებთან, ბანკირებთან, სწავლულებეთან და ხელოვნების სამყაროს ადამიანებთან ურთიერთობა. წარმატებას აღწევს კოლექტივში, თანაავტორობაში. საკუთარ თავზე ადვილად იღებს იმ სერიოზულ პასუხისგებლობას, რომელიც მისი კომპეტენციის დონეს არ შეესაბამება. ოჯახში ხშირად ანებივრებს შვილებს. ასეთი იუპიტერი გვხდება იმ პოლიტიკოსების ნათალურ რუკებში, რომლებიც მხარს უჭერენ სამართლიანობასა და თავისუფლებას და უპირატესობას ანიჭებენ კანონის გამოცემას, ვიდრე მათ შესრულებას.

კარდინალურ ნიშნებში პლანეტების დომინირება (მათ შორის იუპიტერის) აძლიერებს ხელმძღვანელობის, ადმინისტრატორობის ნიჭს.

ფიქსირებულ ნიშნებში _ ამ ადამიანით მეგობრები და გარშემომყოფები იამაყებენ.

მუტაბელურ ნიშნებში _ წარმატება მეცნიერებასა და რელიგიაში.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top