Author Archives: Tamta

დაბადების რიცხვი – 2

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება). მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 13 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+3+3+1+9+5+7=29. 29 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 29=2+9=11, რადგან 11-იც ორნიშნაა, კიდევ შევკრებთ 11=1+1=2. ამ ადამიანის რიცხვი 2-იანი ყოფილა. Read More »

დაბადების რიცხვი -1

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება). მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 12 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 1+2+3+1+9+5+7=28. 28 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ 28=2+8=10, რადგან 10-იც ორნიშნაა, კიდევ შევკრებთ 10=1+0=1. ამ ადამიანის რიცხვი 1-იანი ყოფილა. რიცხვი 1 “ლიდერი” ერთიანის მმართველია მზე. სიმბოლურად მზე – სამყაროს საფუძველია, რომლის გარშემოც მთელი სისტემა ტრიალებს. ერთიანის მფარველობაში მყოფი ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად გრძნობენ. Read More »

მანტრა

(სანსკ. मन्त्र mantra საფიქრელი) მანტრა მნიშვნელობით ტრანსფორმაციის საშუალებაა ფსიქიკის გავლით (ვერბალურიდან – მატერიალიზაციამდე). აქტიურად გამოიყენება ინდუიზმსა და ბუდიზმში. ინდუისტები მიიჩნევენ, რომ მანტრა მეტყველების განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც გონებაზე, ემოციებსა და გარე მოვლენებზეც კი მოქმედებს. მანტრა არის ბგერათა გარკვეული თანწყობა, რომელსაც აქვს გარკვეული ძალა; ბგერითი ვიბრაცია, რომელიც გონებას დესტრუქციული (დამანგრეველი) პროგრამებისგან წმენდს. ადამიანის მიერ წარმოთქმულ ბგერებს მუსიკაზე არანაკლები მოქმედების ძალა აქვთ. ეს მუდმივად ძრავას ჰგავს, ადამიანი თვითონ ქმნის და მოიხმარს ენერგიას. ძველად მანტრას სამყაროს ენერგიებთან საკომუნიკაციო “უნივერსალურ ენად” თვლიდნენ. ნეიროფსიქოლოგებმა კარგა ხანია ამოხსნეს მანტრების მოქმედების საიდუმლო. ყოველი ბგერა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თავის ტვინის სხვადსხვა უჯრედზე, მანტრების განმეორება თავის ტვინის რიტმის ამპლიტუდას ცვლის, ... Read More »

ბაგუას სიმბოლო

ბაგუას სიმბოლო რვაკუთხოვანი „საგანია“, რომლის მხარეები ცენტრიდან გამოდის. ყოველ მხარეს შესაბამისი ენერგია, ელემენტი, მიმართულება, რიცხვი, ემოცია, ცხოვრების სფერო, ფერი, გემო, სულიერი მახასიათებელი და ა.შ. შეესაბამება. ბაგუას სიმბოლო შეგვიძლია გამოვიყენოთ ადამიანის, სახლის, დროის აღსაწერად. მისი მიხედვით არჩევენ სახლის სფეროებს, მიმართულებებს, ავეჯისა და საგნების განლაგებას, რათა სახლში ჰარმონია იყოს. ცენტრი სიტყვა-გასაღები: საყრდენი, სტაბილურობა, ერთიანობა, ჰარმონია, კავშირი, მთლიანობა. ეს ადგილი ჯანმრთელობას, ერთიანობას, ჰარმონიას წარმოადგენს (სიმბოლოა). ყველა ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. სიბრძნისა და ჰარმონიის ცენტრს თავად წარმოადგენს და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური ჯანმრთელობა შეესაბამება. სასურველია, რომ ცენტრში არ იყოს კედელი, ტიხარი, საკუჭნაო და სველი წერტილი. რამდენიმე კარი ოჯახის ნაწილებად დაყოფას იწვევს. სამხრეთი (N9) სიტყვა-გასაღები: განახლება, შედეგი, ... Read More »

ფენ-შუის ძირითადი თეორიები და პრინციპები

მოკლედ გავიცნოთ ფენ-შუის ძირითადი თეორიები, პრინციპები და ტერმინები. ფენ–შუი– ძველი ჩინური სწავლებაა  გარემოსა და საცხოვრებელ ადგილს, ადამიანსა და საცხოვრებელს შორის ენერგეტიკული ურთიერთქმედების შესაძებ. ფენ-შუიში მთავარი ენერგიაა ცი. ფენ-შუის მოქმედების შეფასებისთვის გამოიყენება 19 წლიანი პერიოდები და მათ ეპოქებს უწოდებენ. თითეული ეპოქა 1-დან 9 ციფრის ჩათვლით რომელიმეს სიმბოლიზებას წარმოადგენს. მაგალითად: 1964-1983 წლები ცნობილია როგორც მე-6 ეპოქა, 1984-2003 წლები – მე-7 ეპოქა. ამჟამად მე-8 ეპოქაა. დაო – პირველსაწყისი ენერგია, სამყაროს იდუმალებით მოცული პირველსაწყისი მიზეზი. ენერგია ცი  ჩვენი სამყარო დიდი ორგანიზმია, რომლის ნაწილებიც ერთმანეთზე მოქმედებს. ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროში არსებობს, ბუნების ან ადამიანის მიერ შექმნილი, თავად ადამიანიც, საკუთარი უნიკალური ენერგიის მატარებელია. ეს ენერგიები ერთმანეთზე ... Read More »

მთვარის კვანძები სახლებში

აღმავალი კვანძი 1-ელ სახლში, დაღმავალი კვანძი მე-7 სახლში ასეთ ადამიანებს ახასიათებთ ეგოიზმისკენ მიდრეკილება, მუდამ საკუთარი თავის მართლებაში მყოფნი ხშირად ირგვლივმყოფებისთვის უცნაურები არიან, მათ ვერ უგებენ. ეს მდგომარეობა არ არის ოჯახური კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი, მშვიდობიანი პერიოდები ხანმოკლეა, მიუხედავად ყველაფრისა ცხოვრებაში უზრუნველყოფილია ასეთი ადამიანი, აქვს კარგი გარეგნობა და მომხიბვლელობა. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია გართულებები და გაუგებრობები. თუ ეს სახლი არის ტყუპებში ან ქალწულში ეს მიუთითებს პოპულარობაზე, ადამიანები ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, ხოლო თუ ეს სახლი იმყოფება კირჩხიბში ან ლომში ნეგატიური მხარეები მეტად ვლინდება. მთელი ძალით რაქუ 42 წლის ასაკში ავლენს თავის თავს, თუ აქამდე პარტნიორებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, 42 წლიდან ... Read More »

მთვარის კვანძების მდებარეობა ზოდიაქოს ნიშნებში

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება ჩრდილოეთის კვანძი (რაქუ) ვერძში – სამხრეთის კვანძი (ქეთუ) სასწორში 28 იანვარი 1949 წლიდან – 17 აგვისტო 1950 წლამდე 9 სექტემბერი 1967 წლიდან – 28 მარტი 1969 წლამდე 21 აპრილი 1986 წლიდან – 2 დეკემბერი 1987 წლამდე 26 დეკემბერი 2004 წლიდან -23 ივნისი 2006 წლამდე ასეთ ადამიანებს იზიდავთ საზოგადოებრივი ცხოვრება, აფასებენ სილამაზეს და ჰარმონიას, სუსტად აქვთ განვითარებული ნებისყოფა და ინდივიდუალობა, აუცილებელია საკუთარ თავში ძლიერი ადამიანის პოზიციის გამომუშავება, ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა იქცეს ლიდერად, სხვა შემთხვევაში პარტნიორები მტრად გადაექცევა, ამ გზით მას მოუწევს ბრძოლის ველზე დაბრუნება, რათა შეძლოს თავისი დანიშნულების შესრულება. თქვენ გიყენებენ მოთხოვნას იყოთ ნებისმიერ სფეროში ... Read More »

მთვარის კვანძები – ზოგადი დახასიათება

(დრაკონის თავი და კუდი, რაქუ და ქეთუ, იგივე აღმავალი და დაღმავალი კვანძი) ასტრონომიული ხედვით, ეს წერტილები შეესაბამება ადგილებს, რომლებზეც მთვარის ორბიტა  ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მთვარის კვანძები მიანიშნებს ადამიანის ინდივიდუალურ ევოლუციურ განვითარებასა და გარესამყაროს ევოლუციურ განვითარებაში მონაწილეობაზე, ანუ კვანძები მოიცავს შინაგან და გარეგნულ განვითარებას. აღმავალი კვანძი – მოიცავს ინფორმაციას, რა მხრივ უნდა განვვითარდეთ, ახალ გამოცდილებას რომელ სფეროებში მივიღებთ. დაღმავალი კვანძი – მოიცავს ჩვენს მიერ დაგროვილ გამოცდილებას, რაც შეგვიძლია ახალი გზებისთვის ფუნდამენტად გამოვიყენოთ. თუ ინდივიდი მხოლოდ დაგროვილ ინფორმაციას იყენებს, ევოლუციური განვითარების კუთხით დეგრადირდება; ხოლო თუ მხოლოდ ახალი გამოცდილებისკენ მიდის –  ფუნდამენტს, ფეხქვეშ ნიადაგს კარგავს. ლეგენდა მთვარის კვანძებზე ლეგენდის თანახმად, ღვთაება ვიშნუმ (უზენაესი ... Read More »

მითი ზოდიაქოს ნიშნებზე

 ეს მოხდა  ერთ დილას, როდესაც ღმერთი მისი თორმეტი შვილის წინაშე წარსდგა და ყოველ მათგანში ადამიანური სიცოცხლის თესლი ჩათესა. თითოეული ბავშვი ერთმანეთის მიყოლებით წარსდგა მის წინაშე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი წყალობის მისაღებად.    „შენ, ვერძო, პირველს გიბოძებ ჩემს  სასიცოცხლო თესლს, რომ გქონდეს მისი დათესვის პატივი. ყოველი თესლი, რომელსაც დათესავ, მრავალგზის გამრავლდება შენს ხელში. შენ არ გექნება საკმარისი დრო, იხილო  თესლის ნაყოფი, რადგან ყველაფერი, რასაც დათესავ, კიდევ უფრო მეტ დასათეს ნაყოფს გამოიღებს.  შენ იქნები პირველი, ვინც ადამიანთა გონების ნიადაგს ჩემი იდეებით გაანაყოფიერებს, მაგრამ იდეების გამოკვება და შესწავლა _ შენი სამუშაო არ არის. შენი ცხოვრება  მოქმედებაა და ერთადერთი მოქმედება, რომელიც ჩემგან  მოგეთხოვება, ადამიანების ცნობიერების ... Read More »

პლანეტების მმართველობის ცხრილი

ცხრილში მოცემულია პლანეტების მმართველობა – რომელ ზოდიაქოს ნიშანს მართავენ. (-) ნიშნით აღნიშნულია რეტროგრადულობა (უკანმავალი მდგომარეობა), ხოლო (+) ნიშნით დირექტიულობა (წინმავალი მდგომარეობა). ამ ცხრილში საინტერესო ისიცაა, რომ ა)მზის და მთვარის “მხარეებად” დაყოფას გვაჩვენებს; ბ)მზის და მთვარის “მხარეებში” ყოველ შემდეგ ნიშანს ერთიდაიგივე პლანეტა მართავს… ასევე, ასტროლოგიაში გავრცელებულია დღისა და ღამის მმართველობა. ანუ მაგ: ვერძის დღის მმართველად მარსი ითვლება, ღამის – პლუტონი. Read More »

Scroll To Top