Author Archives: Tamta

ბედის ბანქო – 7 აგური

(20 იანვარი; 18 თებერვალი; 16 მარტი; 14 აპრილი; 12 მაისი; 10 ივნისი; 8 ივლისი; 6 აგვისტო; 4 სექტემბერი; 2 ოქტომბერი) სულიერი ღირებულებების ბანქო ბანქოს დასტაში (სულ 52) 7 განსაკუთრებული ნიშნის მატარებელია. 7 აგური ერთ-ერთი მათგანია. ეს ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით, გამომგონებლობით და თუ სულიერების გზით იცხოვრებენ, გამდიდრების საშუალება აქვთ. ზოგადად აგურის მასტი ფულს უკავშირდება. 7 აგურს მოუწევს ფულზე მიჯაჭვულობისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსურ სფეროში მუდმივი პრობლემები ელის. 2 გზა არსებობს: ან ფულზე მუდმივი მღელვარება, ან ნერვიულობა უნდა შეწყვიტოს და მაშინ ცხოვრებისგან ყველაფერს მიიღებს, რაც მისთვის აუცილებელია. მესამე ვარიანტი არ არსებობს, სხვა შემთხვევაში მრავალრიცხოვანი პრობლემები და სასტიკი ცხოვრებისეული გაკვეთილები იჩენს თავს. Read More »

ბედის ბანქო – 7 გული

(30 სექტემბერი; 28 ოქტომბერი; 26 ნოემბერი; 24 დეკემბერი) 7 გული – სულიერი სიყვარულის ბანქო ისევე, როგორც სხვა შვიდიანებს,  მასაც მოუწევს ცხოვრებაში ჭეშმარიტების ძიება და  შიშებისგან გათავისუფლება. რადგან გულები გრძნობებს განაგებენ, 7 გულმა ჭეშმარიტება სიყვარულსა და პირად ურთიერთობებში უნდა იპოვნოს. როგორც წესი, ამ ბანქოს წარმომადგენლები „ძველი  სულების“ პატრონები არიან, რომლებიც მიწაზე, სიყვარულში უდიდესი მწვერვალის მისაღწევად მოვიდნენ. 7 გულმა უნდა დაასრულოს ევოლუციის დიდი ციკლი და გათავისუფლდეს უამრავი ჩვევებისგან, რომლებიც  ხელს უშლიან სულის განვითარების ახალ დონეზე გადასვლაში. ასევე უნდა გათავისუფლდეს  მიჯაჭვულობებისგან, უნდა გახდეს გულუხვი  სხვა ადამიანების მიმართ, იმის მიუხედავად მიიღებს ჯილდოს თუ არა. Read More »

მინერალოგია – ალმასი

ალმასი ბუნებრივი ნახშირბადის ალოტროპიული ფორმაა. ძლიერი წნევითა და ტემპერატურით მუშავდება. ესაა ყველაზე დაუმორჩილებელი მინერალი და ამიტომაც უწოდეს ალმასი – „გაუტეხელი“. დამუშავებულ ალმასს ბრილიანტი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვას დიდი ხანია იყენებენ, ძვირფას ქვად მხოლოდ მე-14 საუკუნიდან აღიარეს. უმეტესად მოიპოვებენ ავსტრალიაში, ანგოლაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ვენესუელაში, ნამიბიაში, ა.შ.შ.-ში, ურალში. Read More »

სამსარა (2011)

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ და პლანეტის გასაოცარ ადგილებზე მოგზაურობას წარმოადგენს. მთლიანობაში წარმოდგენილია 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. ესაა “მდუმარე მედიტაცია”. სამ(ნ)სარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებათა ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ესაა მუდმივი არსებობა, ტანჯვა, გარდასახვა. შესაბამისად ფილმში ასახულია  მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი, რეინკარნაციისა და კარმის გაგება. თითოეული გადაღებული სიუჟეტისთვის შესაბამისი მუსიკა იწერებოდა, რაც მთლიანობაში შთამბეჭდავ ფილმს ქმნის. Read More »

ფენ-შუის მიხედვით რამდენიმე სასარგებლო რჩევა

სანამ კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების განხილვაზე გადავალთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა გამოგვადგება. რჩევები სახლის ენერგიის გაძლიერებისა და გაწმენდვისთვისაა. ნუ „შეურაცხყოფთ“ სარკეებს, მცენარეებს, ორმანენტებსა და ა.შ., გახსოვდეთ, რომ ნებისმიერმა საგანმა ოთახში აყვავება, პროპორცია და შესაფერისი მდებარეობა უნდა დაიკავოს. აირჩიეთ ის საგნები, რომლებიც თქვენი ცხოვრების სტილს შეეფერება. თქვენს გემოვნებას დაუჯერეთ და არა სხვისას. აუცილებელი არაა ჩინური ან აღმოსავლური სიმბოლოები იქონიოთ თუ მათ მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას არ გრძნობთ. ახლა კი…რამდენიმე რჩევა სახლში ფენ-შუის გასაძლიერებლად. Read More »

ლაო ძი – დაო დე ძინი

ძველი ჩინური ფილოსოფიური თხზულება „დაო დე ძინი“, ანუ „წიგნი გზისა და სათნოებისა“ პირველ ჩინურ პოეტურ ქმნილებად არის აღიარებული, ხოლო მისი შემოქმედი – ბრძენთაბრძენი ლაო-ძი (VI ს. ძვ.წ.) – ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მსოფლიო აზროვნების ისტორიაში. შემთხვევით არ უწოდებიათ ამ წიგნისთვის გადმოპირქვავებული პირამიდის წვერი; 25 საუკუნის წინათ მასზე აღმოცენდა ერთ-ერთი უდიდესი მოძღვრება ჩინეთისა – დაოიზმი. მანვე დაუდო სათავე ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს არამარტო ჩინეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. Read More »

მინერალური ქვის არჩევა

როგორც წინა სტატიაში ვწერდით, ინდივიდუალური ქვის არჩევისთვის მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი არაა საკმარისი. სასურველია პირადი რუკის მონაცემების, შესაბამისი სტიქიის გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია ქვის დანიშნულებაც – რისთვის გსურთ დამცავად, თილისმად, სამკურნალოდ, მახასიათებლების გასაძლიერებლად/შესასუსტებლად და ა.შ.  ქვემოთ მოცემულია მინერალების არჩევის რამდენიმე ვარიანტი და სასურველია თუ კომბინირებულად გამოვიყენებთ. Read More »

2013 წლის ოქტომბრის პროგნოზი

23 სექტემბერს (00:45 სთ-დან) მზე სასწორის გადაინაცვლებს და „სასწორების პერიოდი“ დგება, რომელიც 23 ოქტომბრის 10:10 სთ-მდე გასტანს. სანამ მზე სასწორშია – ზოგადი ფონი მშვიდი იქნება, ღია კონფლიქტებსა და ომს ნაკლებად უნდა ველოდოთ. კომპრომისებისა და შეთანხმებების დროა. კანონთან, წესრიგთან, ნებისმიერი სახის პარტნიორობასთან (რომანტიული, საქმიანი…) დაკავშირებული საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. კარგი პერიოდია კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოსაგვარებლად. ეთიკის, სამართლიანობისა და კანონის დაცვის მოთხოვნილება მატულობს. ამ პერიოდში ენერგია და რესურსები მიმართულია ჰარმონიისა და კომფორტის შესაქმნელად, ბალანსის დასაცავად. ამიტომ: იყავით დიპლომატიური სიტუაციების აგრესიულად გადაწყვეტის ნაცვლად კომპრომისი ეძიეთ კანონებსა და სამართლიანობას მეტი ყურადღება დაუთმეთ გამოიყენეთ დრო სასიყვარულო, მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, შეხვედრებისთვის. დრო დაუთმეთ ურთიერთშეთანხმებებს, თანამშრომლობას, ხელოვნებასთან ... Read More »

ისლამი

ე.წ. მსოფლიო რელიგიებს შორის ყველაზე ახალ რელიგიად მიიჩნევა ისლამი, რომელიც მიმდევართა რაოდენობით მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მეშვიდე საუკუნეში წარმოქმნილი რელიგია, არაბთა დაპყრობითი ომებისა და მათ მიერ ისლამის გავრცელების შედეგად, თავიდანვე სწრაფად გავრცელდა. ისლამის პირველი მქადაგებელი იყო მუჰამადი, რომელიც დაიბადა 570 წელს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ჰიჯაზის მხარეში. ისლამის მიმდევრების, მუსულმანების რწმენით, მუჰამადი არის ბოლო და ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი ყველა წინასწარმეტყველს შორის. მის მოსვლამდე იყვნენ ცნობილი წინასწარმეტყველები, როგორებიც არიან, მაგალითად, ნუჰი(ნოე), იბრაჰიმი(აბრაამი), ისმაილი(აბრაამის ძე და, გადმოცემის თანახმად, არაბთა მამამთავარი) დავუდი(დავითი), ისა(იესო ქრისტე, რომელსაც ისლამი არ თვლის ღვთის ძედ, უარყოფს რა მის ღვთაებრივ ბუნებას) და სხვანი. ხოლო მუჰამადი მათ შორის უდიდესია და ითვლება ... Read More »

ლილიტი რელიგიასა და მითოლოგიაში

ლილიტზე ლეგენდის ყველაზე ადრეულ ფორმას მე-8-მე-10 საუკუნეში მოღვაწე ბენ სირის ნაშრომში ვხდებით, რომელმაც იცოდა ლილიტის საწინააღმდეგო ავგაროზის არსებობის შესახებ, რომლებზეც სამი ანგელოზის სახელი იყო დატანებული, მსგავსი ავგაროზების დამამზადებელი  ბენ სირი იყო. ბენ სირი თავსი თხზულებაში ანგელოზთა სახელებსაც გვამცნობს: სნვი, სნსვი და სმნგლოფი, რომლებიც ადამზე პირველ თქმულებასთან არიან დაკავშირებულნი. ადამის პირველი ცოლის შესახებ თქმულებაში ვკითხულობთ: „ღმერთის მიერ ადამის შექმნის შემდეგ, მარტოსული ადამის მომზირალ უფალს შეეცოდა თავის ქმნილება და თქვა: არ არის კარგი ადამიანისთვის მარტო ყოფნა, და  ადამის მსგავსად მიწისგან ქალი შექმნა. სახელად კი  ლილიტი უწოდა. ადამს და ლილიტს მალევე მოუვიდათ კამათი. ლილიტმა თქვა, ჩვენ თანასწორნი  ვართ, ორივენი მიწისაგან შეგვქმნეს  და ურთიერთობაში ... Read More »

Scroll To Top